3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ნული

spot_img

ბავშვებო, მინდა გესაუბროთ რამდენიმე რიცხვზე. მოდი, დავიწყოთ 0-ით.

0 თითქოს უმნიშვნელო ციფრია, ცარიელი ადგილი და მეტი არაფერი, მაგრამ მათემატიკა, და არა მარტო მათემატიკა, ამ ციფრის გარეშე წარმოუდგენელია.

ნულის გარეშე არ გვექნებოდა თვლის პოზიციური სისტემა, ათობითი სისტემა და თვით „ციფრული ენა“, რომლითაც დღეს „ჭკვიანი ტექნიკა“ გამოხატავს ფერს, ხმას, გამოსახულებას… ამდენად, ნულის მნიშვნელობა წარმოუდგენლად დიდია.

ნულის ის პირველიმოხაზულობა, რომელიც ახლა გამოიყენება, კვლევების მიხედვით, ინდოელებს ეკუთვნით. მართალია, არაბული ციფრების წყებაში ნულსაც მოიაზრებენ, მაგრამ მას სხვაგვარი მოხაზულობა ჰქონდა, ვიდრე ახლა გვაქვს. არაბები და სპარსელები ამ ციფრს პატარა, მუქი რომბის ფორმით გამოსახავდნენ, ინდოელები კი ზუსტად ისე, როგორც დღეს ვწერთ. სხვათა შორის, ნულს ამავე ფორმით სხვა ხალხებიც წერდნენ. სავარაუდოდ, მათ ინდოელებისგან გადაიტანეს ეს ციფრული აღნიშვნა.

ამბობენ, რომ ორიოდე საუკუნის წინ ნულს „ციფრას“ ეძახდნენ.

დავიმახსოვროთ, რომ ციფრობრივი ნიშანი 0, რომელიც ცალკე აღნიშნავს სიდიდის არარსებობას, ხოლო თუ რაიმე რიცხვს მიუწერეს მარჯვნივ, ზრდის მას ათჯერ. ლათინური Nullus ითარგმნება, როგორც „არაფერი“.

გავიხსენოთ, რა იოლი დასაწერია 0! ამიტომ ბავშვებს ის დასაწერად და მათემატიკური ოპერაციების დროსაც  ძალიან ემარტივებათ.

აქვე მინდა მარტივი დავალება მოგცეთ: გაიხსენეთ ყველა მათემატიკური ოპერაცია ნულთან მიმართებაში, აიყვანეთ ნულისგან განსხვავებული რიცხვი ნულ ხარისხში, ნულიც აიყვანეთ რომელიმე დადებით ხარისხში და შექმენით საკუთარი სკოლისთვის კარგი თვალსაჩინოება!

ამისთვის დაგჭირდებათ ფლიპჩარტი, მარკერები და მარჯვე ხელები. როცა ამ რესურსის შექმნის იდეას შესთავაზებთ მათემატიკის მასწავლებელს, იცოდეთ, ძალიან გაახარებთ. ჩვენ, მასწავლებლებს, ძალიან გვიყვარს შემოქმედი მოსწავლეები! ფლიპჩარტზე ამ პატარა სტატიაში მოყვანილი საინტერესო ინფორმაციასაც თუ შეიტანთ, ალბათ უკეთესი იქნება.

წარმატებას გისურვებთ, ჩემო პატარებო. იცოდეთ, მათემატიკის სამყარო უსასრულოდ საინტერესოა და მისი გაცნობის შემდეგ სხვასაც გაუწევთ მეგზურობას თუნდაც ციფრთა სამყაროში.

ხათუნა სვანაძე

ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები