16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ნორ­ვე­გი­ის სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ

spot_img
ნორ­ვე­გი­უ­ლი სკო­ლის მო­დე­ლი

ბარ­ნე­ჰა­ჯი – სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი

სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის ნორ­ვე­გი­უ­ლი ვერ­სია არის ბარ­ნე­ჰა­ჯი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხელ­მ­წი­ფო ან კერ­ძო, მაგ­რამ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებ­მა უნ­და გა­და­ი­ხა­დონ სა­ფა­სუ­რი. ბავ­შ­ვე­ბის მი­ღე­ბა იწყე­ბა 1 წლი­დან და გრძელ­დე­ბა იქამ­დე, სა­ნამ ბარ­ნეს­კო­ლის პირ­ველ კლას­ში შევ­ლენ. ჩვე­უ­ლებ­რივ, მშობ­ლებს ბავ­შ­ვე­ბი ბარ­ნე­ჰაჯ­ში ად­რე­ულ ასაკ­ში მიჰ­ყავთ. ზო­გა­დად, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი ნორ­ვე­გი­ა­ში მო­ი­ცავს მრა­ვალ გა­რე სივ­რ­ცეს, სა­დაც ბავ­შ­ვებს ღია გა­რე­მო­ში აქვთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

 

ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლას 6 წლი­დან იწყე­ბენ

ნორ­ვე­გი­ა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი სკოლაში შედიან 6 წლის ასაკ­ში და სწავ­ლო­ბენ, სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე, 16 წლამ­დე. ისი­ნი სწავ­ლას იწყე­ბენ იმ კა­ლენ­და­რუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში, რო­დე­საც 6 წლის გახ­დე­ბი­ან. სკო­ლე­ბი ნორ­ვე­გი­ა­ში უფა­სოა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია.

სას­წავ­ლო წე­ლი და არ­და­დე­გე­ბი

სას­წავ­ლო წე­ლი აგ­ვის­ტოს შუა რიცხ­ვებ­ში იწყე­ბა და ივ­ნი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. სას­წავ­ლო წე­ლი 190 სას­წავ­ლო დღეს მო­ი­ცავს. რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო არ­და­დე­გებს, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია შემ­დეგ­ნა­ი­რად: ოქ­ტომ­ბერ­ში (1 კვი­რა), შო­ბა (2 კვი­რა), თე­ბერ­ვალ­ში (1 კვი­რა) და აღ­დ­გო­მა (1 კვი­რა). ასე­ვე, არ­სე­ბობს ცალ­კე­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბის დღედ ცხად­დე­ბა.

ბარ­ნეს­კო­ლე – დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი

ბავ­შ­ვე­ბი ბარ­ნეს­კო­ლას 6 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ, პირ­ველ კლას­ში და ას­რუ­ლე­ბენ 13 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც მე-7 კლასს და­ამ­თავ­რე­ბენ. ამ ასაკ­ში გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან ზო­გა­დია, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია საგ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან მუ­სი­კას, ხის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბას. ისი­ნი დიდ დროს ატა­რე­ბენ გა­რეთ და ხში­რია ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ტყე­ში, რა­თა გა­ეც­ნონ ბუ­ნე­ბა­სა და მათ გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­როს.

რო­გორც ბარ­ნეს­კო­ლა­ში, ასე­ვე ბარ­ნე­ჰაჯ­ში სწავ­ლის დროს, ყო­ველ შეს­ვე­ნე­ბი­სას,  ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შ­ვე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ გა­რეთ. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი და­იშ­ვე­ბა მა­შინ, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა -15C-ზე დაბ­ლა და­ე­ცე­მა. ამი­ტომ, შე­სა­ბა­მი­სი გა­რე ტან­საც­მ­ლის ქო­ნა აუცი­ლე­ბე­ლია და ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დროს.

უნ­გ­დომ­ს­კო­ლე – სა­შუ­ა­ლო სკო­ლა

ნორ­ვე­გი­ა­ში ეს არის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სწავ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლის დას­კ­ვ­ნი­თი ეტა­პი. ისი­ნი უნ­გ­დომ­ს­კო­ლე­ში 13 წლი­დან 16 წლამ­დე სწავ­ლო­ბენ. უნ­გ­დომ­ს­კო­ლე­ში მოს­წავ­ლე­ებს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ და მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ე­ლი­ან, რომ მეტ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას აიღე­ბენ მო­ზარ­დე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე. დაწყე­ბი­თი სკო­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი იღე­ბენ შე­ფა­სე­ბებს. მათ შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ უცხო ენა, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, ეს­პა­ნუ­რი ან მან­და­რი­ნი, ინ­გ­ლი­სუ­რი და სხვა.

რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი ნორ­ვე­გი­ის სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ

საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­წავ­ლე­ებს ფეხ­საც­მე­ლი არ აც­ვი­ათ 

ეს ცნო­ბი­ლი ნორ­დუ­ლი წე­სი სკო­ლა­ზეც ვრცელ­დე­ბა! წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ 150 ბავ­შ­ვი, პირ­და­პირ თოვ­ლი­დან, ფეხ­საც­მე­ლე­ბით რომ შე­ვა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში? მგო­ნი, მე­ტის თქმა აღა­რაა სა­ჭი­რო! ბავ­შ­ვე­ბი გა­რე ტან­საც­მელს გა­სახ­დე­ლებ­ში ტო­ვე­ბენ გა­საშ­რო­ბად და იც­ვ­ლი­ან ფეხ­საც­მელს, რო­დე­საც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში შე­დი­ან. ეს წე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­სათ­ვის, რომ სას­კო­ლო გა­რე­მო მშრა­ლი და სუფ­თა იყოს, ასე­ვე ქმნის სიმ­ყუდ­რო­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბას, რი­თაც ცნო­ბი­ლია სკან­დი­ნა­ვია.

ყვე­ლა ბავ­შ­ვი იღებს კომ­პი­უ­ტერს 

ნორ­ვე­გი­ის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ყვე­ლა ბავ­შ­ვი იღებს კომ­პი­უ­ტერს, რა­თა გა­მო­ი­ყე­ნონ სწავ­ლა­სა და თვით­შე­მეც­ნე­ბა­ში. მას­ზე წვდო­მა სკო­ლა­ში ყოფ­ნის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ და შე­უძ­ლი­ათ სახ­ლ­ში წა­ღე­ბა, ასე­ვე, არ­და­დე­გე­ბის დროს გა­მო­ყე­ნე­ბაც. მშობ­ლებ­მა უნ­და გა­ა­ფორ­მონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ გა­უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან და, და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­და­იხ­დი­ან მცი­რე სა­რე­მონ­ტო სა­ფა­სურს.

მოკ­ლე სას­კო­ლო დღე­ე­ბი 

ჩვე­უ­ლებ­რივ, სკო­ლის დღე­ებ­ში, სწავ­ლა იწყე­ბა დი­ლის 8:30 სა­ათ­ზე და მთავ­რ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ათ­ზე. უნ­გ­დომ­ს­კო­ლე­ში მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის – ცო­ტა გვი­ან, მაგ­რამ ოთხ­შა­ბათს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ად­რე მთავ­რ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ეს მიდ­გო­მა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ინ­დი­ვი­დე­ბად აღიქ­ვა­მენ, რო­მელ­თაც აქვთ ცხოვ­რე­ბა სკო­ლის მიღ­მა.

სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­ე­როა 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნორ­ვე­გია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა, სკო­ლე­ბი სა­ე­როა. იშ­ვი­ა­თია ვი­ზი­ტე­ბი ეკ­ლე­სი­ა­ში (რა­ზეც უარის თქმა შე­იძ­ლე­ბა), სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არ არის ჩარ­თუ­ლი ლოც­ვის რი­ტუ­ა­ლი. რე­ლი­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის დროს, ბავ­შ­ვე­ბი თა­ნაბ­რად ეც­ნო­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ძი­რი­თად რე­ლი­გი­ას.

„მაპ­ტა­კის“ დროა 

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში კვე­ბის სა­კითხს, მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვებს ლანჩს (ძი­რი­თა­დად, ტოს­ტი ლო­რით ან ყვე­ლით) უმ­ზა­დე­ბენ და სკო­ლა­ში ატა­ნენ ლან­ჩის ყუ­თით („მაპ­ტა­კე“ ნორ­ვე­გი­უ­ლად). ტკბი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი სკო­ლა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. ერ­თი რამ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს ნორ­ვე­გი­ის სკო­ლებ­ში, არის ის, რომ ლან­ჩის დროს ბავ­შ­ვე­ბი საკ­ლა­სო ოთახ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად მი­ირ­თ­მე­ვენ საჭ­მელს, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბას მას­წავ­ლე­ბელ­თან და თან კულ­ტუ­რუ­ლად ჭა­მას ეჩ­ვე­ვი­ან.

 

ნორ­ვე­გი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მო­დე­ლი ეფექ­ტუ­რია რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

  1. გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა: ნორ­ვე­გი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა არის უფა­სო, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ ყვე­ლა ბავშვს აქვს წვდო­მა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე.
  2. ცნო­ბი­ე­რე­ბა და პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მა: მას­წავ­ლებ­ლე­ბი კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მოს ქმნი­ან, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ნორ­ვე­გი­ა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მკაც­რია, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას.
  3. მცი­რე­რიცხო­ვა­ნი კლა­სე­ბი: ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ყუ­რადღე­ბას და სწავ­ლის პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ას. მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა სა­შუ­ა­ლო თა­ნა­ფარ­დო­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში შემ­დეგ­ნა­ი­რია – 16 მოს­წავ­ლე­ზე ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლია. უფ­რო დი­დი კლა­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ყოს და შე­ად­გი­ნონ პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, ერთ კლას­ში ორი მას­წავ­ლე­ბე­ლი ინიშ­ნე­ბა ხოლ­მე.
  4. ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით სწავ­ლე­ბა: სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მო­ბენ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­სა და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.
  5. სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა: გაკ­ვე­თი­ლებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბას.
  6. მოქ­ნი­ლო­ბა: სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ხში­რად არის მორ­გე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს, რაც ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ას და ჩარ­თუ­ლო­ბას.

ამ ფაქ­ტო­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცია ხელს უწყობს არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას, არა­მედ მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას, რის გა­მოც ნორ­ვე­გი­უ­ლი და ზო­გა­დად, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ხა­რის­ხის მხრივ, მო­წი­ნა­ვე ად­გილს ინარ­ჩუ­ნებს.

მო­ამ­ზა­და მა­რი­ამ ხუ­ციშ­ვილ­მა

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო:

https://www.livinganordiclife.com/post/school-norway#:~:­text=­Ch­ild­ren­%20start%20school%20at%206%20years%20ol­d&text­=In%20­N­orway%20grade%20one%20starts,schools%20are%20free%20to%20attend.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები