22 აპრილი, ორშაბათი, 2024

ნიჩ­ბოს­ნო­ბა მი­სი გა­ტა­ცე­ბაა

spot_img

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბო­ლო წლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საწყ­ლოს­ნო სა­ხე­ო­ბებ­მაც „გა­მო­იღ­ვი­ძეს“ და ქარ­თულ სპორ­ტ­საც ახა­ლი შე­დე­გე­ბი შე­ე­მა­ტა. წა­მო­ვი­და თა­ო­ბა, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნა­ში ახალ-ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა და უკე­თე­სი მო­მავ­ლის დი­დი იმე­დიც გაგ­ვი­ჩი­ნა.

ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია ნი­კა იორ­და­ნიშ­ვი­ლი მცხე­თი­დან, წე­რო­ვა­ნის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე. ის მა­ლე 14 წლი­სა გახ­დე­ბა, აკა­დე­მი­ურ ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ში ვარ­ჯი­შობს და კარ­გად სწავ­ლობს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სე­უ­ლია. მე-4 წე­ლია, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში ვარ­ჯი­შობს და უკ­ვე მო­ას­წ­რო რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

„სპორ­ტ­ში ვარ­ჯი­ში 10 წლი­დან და­ვიწყე, თუმ­ცა თა­ვი­დან – ბა­ი­და­რა­ზე. ვი­ვარ­ჯი­შე 1 წე­ლი­წა­დი, მე­რე აკა­დე­მი­ურ ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ზე გა­და­ვე­დი და 3 წე­ლი­წა­დია აქ ვარ. ეს დის­ციპ­ლი­ნა იმი­ტომ ვარ­ჩიე, რომ თა­ნა­ბარ დატ­ვირ­თ­ვას მო­ითხოვს ყვე­ლა კუნ­თ­ზე, ყვე­ლა მათ­გა­ნი მუ­შა­ობს, თან აკა­დე­მი­უ­რი სპორ­ტია, დახ­ვე­წი­ლი და სა­ყუ­რებ­ლა­დაც ლა­მა­ზი“ – ამ­ბობს ნი­კა. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, აკა­დე­მი­უ­რი ნიჩ­ბოს­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბას სხვა მი­ზი­დუ­ლო­ბაც ჰქო­ნია – მი­სი თქმით, გარ­და იმი­სა, რომ ეს სპორ­ტი კუნ­თებს ავი­თა­რებს, სი­მაღ­ლე­ში ზრდა­საც უწყობს ხელს. თან, მო­ნა­თე­სა­ვე დის­ციპ­ლი­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აკა­დე­მი­უ­რი ნიჩ­ბოს­ნო­ბა მთე­ლი სხე­უ­ლის ერ­თი­ა­ნად გან­ვი­თა­რე­ბა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს და არა – ერ­თი რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი­სას. სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გა­მო იქ­ცა ნიჩ­ბოს­ნო­ბა მის ერ­თა­დერთ გა­ტა­ცე­ბად, სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში არც ყო­ფი­ლა.

ვარ­ჯი­ში დი­მა ლო­ლუ­ას­თან და­იწყო, მე­რე კი, რო­ცა უკ­ვე შე­დე­გე­ბიც მო­ი­პო­ვა, მის და­ოს­ტა­ტე­ბა­ში ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გე­ნა­დი პა­ტა­რა­ი­აც ჩა­ერ­თო. წარ­მა­ტე­ბე­ბი კი საკ­მა­ოდ მა­ლე მო­ი­პო­ვა, მი­სი სა­ვარ­ჯი­შო სტა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თან ის ერ­თ­ბა­შად ორ ფრონ­ტ­ზე იბ­რ­ძ­ვის – ერ­თად­გი­ლი­ა­ნი ნა­ვი­თაც გა­მო­დის და ორად­გი­ლი­ა­ნი­თაც.

დი­მიტ­რი ლო­ლუა, მწვრთნე­ლი:

ნი­კა იორ­და­ნიშ­ვი­ლი სა­უ­კე­თე­სო პი­როვ­ნე­ბაა – ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, სკო­ლა­ში მის გაკ­ვე­თი­ლებს არ ვეს­წ­რე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ვი­ცი, კარ­გად სწავ­ლობს. სპორ­ტ­ში ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია და აქვს სურ­ვი­ლი, სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ივარ­ჯი­შოს. თა­ვი­სი ასა­კის­თ­ვის კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. აპ­რილ­ში შე­ჯიბ­რე­ბა­ზე უნ­და წა­ვი­დეთ უცხო­ეთ­ში და მედ­ლის იმე­დიც გვაქვს. ეს უფ­რო ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან მას ვარ­ჯი­ში არ ეზა­რე­ბა, ჩვენ თუ მო­ვუწყობთ შეკ­რე­ბებს და შე­ვუქ­მ­ნით სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს, ნამ­დ­ვი­ლად აქვს იმის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ დიდ სპორ­ტ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­დეს.

„3 შე­ჯიბ­რე­ბა­ზე ვი­ყა­ვი აზერ­ბა­ი­ჯან­ში – ერ­თხელ შარ­შან­წინ და ორ­ჯერ შარ­შან, – გვი­ამ­ბობს ნი­კა, – პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი უცხო იყო ჩემ­თ­ვის, სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი საზღ­ვარ­გა­რეთ, გა­მოც­დი­ლე­ბაც არ მქონ­და და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. შარ­შან, პირ­ველ ჩას­ვ­ლა­ზე, ერ­თად­გი­ლი­ან­შიც გა­ვი­მარ­ჯ­ვე და ორად­გი­ლი­ან­შიც, მე­ო­რე შე­ჯიბ­რე­ბა­ზე კი ორი­ა­ნი მო­ვი­გე, ხო­ლო ერ­თი­ან­ში მე­ო­რე­ზე გა­ვე­დი. ამ შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ წინ მი­ვი­წევთ და აპ­რილ­ში ხორ­ვა­ტი­ა­ში გა­მო­სას­ვ­ლე­ლად ვემ­ზა­დე­ბით, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბა და ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ“.

მო­ტი­ვა­ცია კი მარ­თ­ლაც დი­დი აქვს, რად­გან ხორ­ვა­ტი­ის ტურ­ნი­რი მის­თ­ვის ფრი­ად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დიდ­წი­ლად ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი შემ­დ­გო­მი სა­ტურ­ნი­რო კა­ლენ­და­რი – წავ­ლენ თუ არა სხვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე, იას­პა­რე­ზე­ბენ თუ ვე­რა სე­ზო­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ტურ­ნი­რებ­ზე. ნი­კამ კარ­გად იცის, რამ­დე­ნად დი­დი კონ­კუ­რენ­ცია დახ­ვ­დე­ბა ხორ­ვა­ტი­ა­ში, ამი­ტომ მზა­დაა ბრძო­ლის­თ­ვის – გა­მარ­ჯ­ვე­ბა ან მე­და­ლოს­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მო­მავ­ლოდ.

სპორ­ტის იმ სა­ხე­ო­ბებ­ში, სა­დაც სპორ­ტ­ს­მე­ნებს წყვილ­ში უწევთ ას­პა­რე­ზო­ბა, გა­დამ­წყ­ვე­ტია მეწყ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი – ჰა­ე­რი­ვით გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია, რამ­დე­ნად კარ­გად ეგუ­ე­ბი­ან, ეწყო­ბი­ან ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთს. თან, კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებ­საც აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა – წო­ნას, სი­მაღ­ლეს, ამ მხრი­ვაც უნ­და იყოს თან­ხ­ვედ­რა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ნი­კას შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქაც ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, რად­გან მეწყ­ვი­ლედ თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი და კლა­სე­ლი ჰყავს – გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის ფი­ზი­კურ სტან­დარ­ტებს. თან, დი­დი ხა­ნია, ერ­თად ვარ­ჯი­შო­ბენ, ერ­თად გა­მო­დი­ან და კარ­გა­დაც უგე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს.

წარ­მა­ტე­ბა დი­დი შრო­მის გა­რე­შე არ მო­დის – მიღ­წე­ვე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად იზ­რ­დე­ბა დატ­ვირ­თ­ვაც. ეს ნი­კა­მაც კარ­გად იცის – ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მწვრთნე­ლე­ბი ჯერ იმ­დე­ნად არ ტვირ­თა­ვენ, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ დატ­ვირ­თ­ვა აუცი­ლებ­ლად გა­იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ მას აქვს მი­ზა­ნი და მზა­დაა ამ შრო­მის­თ­ვის. უცხო­ე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ასე­თი გრა­ფი­კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის უცხოა – მო­ზარ­დე­ბის შე­და­რე­ბით მცი­რე ნა­წილს თუ ექ­ნე­ბა ამ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი, ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი, რამ­დე­ნად აქვს ნი­კას თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რო­გორ იყე­ნებს მას და სპორ­ტი ხომ არ უშ­ლის ხელს სწავ­ლა­ში:

„კვი­რა­ში მხო­ლოდ ერ­თი დღე მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­ნარ­ჩენ დღე­ებ­ში სულ ვვარ­ჯი­შობ. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მაქვს – დი­ლით სკო­ლა, შემ­დეგ – სა­დი­ლი, დას­ვე­ნე­ბა, სა­ღა­მოს კი – ვარ­ჯი­ში. 16-დან 19 სა­ა­თამ­დე ვარ­ჯიშ­ზე ვარ, მე­რე ვბრუნ­დე­ბი სახ­ლ­ში და გაკ­ვე­თი­ლებს ვამ­ზა­დებ. მხო­ლოდ ორ­შა­ბათს მაქვს შე­ღა­ვა­თი, მაგ­რამ ეს დღე მე დავ­ტ­ვირ­თე სწავ­ლის მხრივ, და­მა­ტე­ბით ვემ­ზა­დე­ბი. თუმ­ცა სპორ­ტი სწავ­ლა­ში ხელს არა­ნა­ი­რად არ მიშ­ლის. მსურ­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვის ის­წავ­ლის და ვი­საც ეზა­რე­ბა… მეც და ჩე­მი მეწყ­ვი­ლეც 10-ოს­ნე­ბი ვართ. შეკ­რე­ბებ­ზე რო­ცა ვართ, მა­შინ ონ­ლა­ინ ვერ­თ­ვე­ბით გაკ­ვე­თი­ლებ­ში. მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი ვართ და ვსწავ­ლობთ კი­დეც“.

მი­სი საყ­ვა­რე­ლი საგ­ნე­ბია მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა და ბი­ო­ლო­გია. ამ­ბობს, რომ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ად­რე უფ­რო კითხუ­ლობ­და, ახ­ლა კი სხვა გა­ტა­ცე­ბე­ბი გა­უჩ­ნ­და. სკო­ლა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ბევრს რა­მეს ვი­სურ­ვებ­დი, სკო­ლა­ში რომ იყოს, მაგ­რამ არ არი­სო. ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვინ­ტე­რეს­დით, მა­ინც რას ისურ­ვებ­და და პა­სუ­ხად ეს მი­ვი­ღეთ:

„მა­გა­ლი­თად, ერ­თ­გ­ვა­რი ჩხირ­კე­დე­ლა­ო­ბის კლუ­ბი. ჩვენს ძველ სკო­ლა­ში, მცხე­თის №1 სა­ჯა­რო­ში, იყო ასე­თი რამ და ძა­ლი­ან მომ­წონ­და, რად­გან ბაშ­ვებს ას­წავ­ლიდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ელექ­ტ­რო­ო­ბას, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს“.

ის და გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე წე­რო­ვან­ში მცხე­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან გა­და­ვიდ­ნენ, მი­ზე­ზი კი ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რად სა­ჭირ­ბო­რო­ტოა: პირ­ველ სკო­ლას რე­მონ­ტი უტარ­დე­ბა, რის გა­მოც ბავ­შ­ვებს სხვა სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა და მე­ო­რე ცვლა­ში სწავ­ლა მო­უხ­დათ. ეს მას და კა­პა­ნა­ძეს არ აწყობ­დათ, რად­გან ვარ­ჯიშ­ში ხე­ლი ეშ­ლე­ბო­დათ და ამი­ტომ გა­და­ვიდ­ნენ წე­რო­ვან­ში. ნი­კამ მად­ლი­ე­რე­ბით მო­იხ­სე­ნია წე­რო­ვა­ნის სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და კმა­ყო­ფი­ლე­ბით დას­ძი­ნა, რომ სკო­ლა­ში IT-ის სწავ­ლა­საც ამა­ტე­ბენ, რაც მის­თ­ვის ასე­ვე ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სფე­როა.

სპორ­ტ­მა რა მოგ­ცათ-მეთ­ქი, რომ ვკითხე, და­უ­ფიქ­რებ­ლად მი­პა­სუ­ხა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და ნე­ბის­ყო­ფა, საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა მას­წავ­ლა, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ჭი­როა. რო­გორც ყვე­ლა ჯა­რის­კა­ცი ოც­ნე­ბობს გე­ნერ­ლო­ბა­ზე, მა­ნაც მიზ­ნად დიდ სპორ­ტულ ას­პა­რეზ­ზე – ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე გას­ვ­ლა და­ი­სა­ხა, სა­კუ­თარ მო­მა­ვალს კი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სფე­რო­ში ხე­დავს, სპორ­ტ­ში დარ­ჩე­ნას არ აპი­რებს. მას სწავ­ლაც იმი­ტომ სურს, რომ რა­ი­მე პრო­ფე­სია აირ­ჩი­ოს, თუმ­ცა ჯერ ვერ გა­და­უწყ­ვე­ტია, რო­მელ სფე­როს, რა სპე­ცი­ა­ლო­ბას და­უ­კავ­ში­როს ბე­დი, ცხა­დია, აქვს ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როც – მე­დი­ცი­ნა, IT ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი…

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები