5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე – 9 ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი

spot_img

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თულ სპორტს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი არ აკ­ლია, თუმ­ცა ტყვი­ის მსრო­ლე­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე ამ კო­ჰორ­ტა­შიც კი გა­მორ­ჩე­უ­ლია. მი­სი კა­რი­ე­რა იმ­დე­ნად ხვავ­რი­ე­ლი და უხ­ვ­მედ­ლი­ა­ნია, რომ, ალბათ, მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი ტი­ტუ­ლე­ბი ზე­პი­რად მხო­ლოდ მან და დე­და­მის­მა იცი­ან. დე­დამ, ვინც პირ­ვე­ლი სპორ­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, დღემ­დე აგ­რო­ვებს, სა­დაც კი რა­მე და­წე­რი­ლა მას­ზე.

სა­ლუქ­ვა­ძის ტი­ტუ­ლე­ბის ზუს­ტად ჩა­მოთ­ვ­ლის პრე­ტენ­ზია არც გვაქვს, თუმ­ცა შე­ვეც­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მიღ­წე­ვე­ბი მა­ინც გა­ვიხ­სე­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ სა­ში­ნაო არე­ნა­ზე… სა­მი­ვე სინ­ჯის ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მფლო­ბე­ლის ან­გა­რიშ­ზე, ყო­ფი­ლი სა­კავ­ში­რო ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, პი­რად­სა თუ გუნ­დურ­ში (ორი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში პნევ­მა­ტურ­სა და სპორ­ტულ­ში), მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის 9 მე­და­ლია – 6 ოქ­რო, 2 ვერ­ცხ­ლი, 1 ბრინ­ჯაო. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, მხო­ლოდ პი­რად­ში, 7-ჯე­რაა, სულ კი მის ყუ­ლა­ბა­ში 17 ევ­რო­პუ­ლი მე­და­ლია, რა­საც ევ­რო­პუ­ლი თა­მა­შე­ბის ერ­თი ჯილ­დოც ემა­ტე­ბა. მსოფ­ლი­ოს თა­სებ­ზე 48 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, აქე­დან 17 – ოქ­რო­სი! 9-ჯერ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლი­ოს სუ­პერ­თა­სი (ცალ­კე­ულ ეტა­პებ­ზე, პირ­ველ-მე­ო­რე ად­გი­ლებ­ზე გა­სუ­ლე­ბი გა­დი­ან სუ­პერ­ფი­ნალ­ში და იბ­რ­ძ­ვი­ან სუ­პერ­თა­სის­თ­ვის) და ამა­შიც რე­კორ­დ­ს­მე­ნია – უახ­ლო­ეს მიმ­დევ­რებს   7-7 ტრო­ფეი აქვთ და თან მათ კარ­გა ხნის წინ და­ა­ნე­ბეს თა­ვი აქ­ტი­ურ სპორტს. ამას­თან, 19-ჯერ და­ამ­ყა­რა მსოფ­ლი­ო რე­კორ­დი (უმე­ტე­სად, სა­კუ­თარს აუმ­ჯო­ბე­სებ­და). მის კა­რი­ე­რა­ში ხში­რად ყო­ფი­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი – 100-დან 100 ქუ­ლა, ზო­გი­ერ­თი ასე­თი რე­კორ­დი კი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან ის დის­ციპ­ლი­ნა შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, მას ერ­თი უხ­ნე­სი რე­კორ­დი მა­ინც ეკუთ­ვ­ნის – 1989 წელს, ზაგ­რებ­ში, ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან სრო­ლა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი 593 ქუ­ლა დღემ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბის ევ­რო­პის მოქ­მე­დი რე­კორ­დია, რად­გან მი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

ცხა­დია, სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­კორ­დე­ბის გვერ­დით არის ქარ­თუ­ლი რე­კორ­დე­ბიც: პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლია, ვინც სა­მი­ვე სინ­ჯის ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა (თუმ­ცა, თვი­თონ კი ამ­ბობს, მერ­ჩივ­ნა, სა­მი­ვე ჯილ­დო ოქ­რო­სი ყო­ფი­ლი­ყოო), პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლია, ვინც ყვე­ლა­ზე მეტ – 9 ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მო­ვი­და…

ბო­ლო ორ თა­მა­შ­ზე ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე მსოფ­ლი­ოს სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცა. ჯერ იყო და 2016 წელს, უნ­გ­რეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რი მის­მა შვილ­მა,   ცოტ­ნე მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მო­ი­პო­ვა. მა­შინ უბედ­ნი­ე­რე­სი იყო არა მხო­ლოდ სა­ლუქ­ვა­ძე, არა­მედ მი­სი მწვრთნე­ლი მა­მა – ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე, რად­გან შვილ­თან ერ­თად უკ­ვე შვი­ლიშ­ვილ­საც მო­ა­პო­ვე­ბი­ნა საგ­ზუ­რი და სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია, მხცო­ვა­ნი მწვრთნე­ლი უნ­გ­რულ სას­რო­ლეთ­ზე რომ ტი­რო­და. ერ­თი ოჯა­ხის 3 თა­ო­ბა ოლიმ­პი­ა­და­ზე: ბა­ბუა, შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი – ესეც ხომ იშ­ვი­ა­თი ამ­ბა­ვია! სა­ბო­ლო­ოდ, ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე ბრა­ზი­ლი­ა­ში ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ წა­ვი­და – ვერც ოჯახ­მა და ვერც ზემ­დ­გომთ ვერ გა­ბე­დეს, ამ­ხე­ლა გზა­ზე გა­ეშ­ვათ 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ხუ­ცი, თუმ­ცა ის თა­მა­შე­ბი ორ­მა­გად ჩა­ეთ­ვა­ლა აქ­ტივ­ში, იქ ჩა­სულ­მა ნი­ნომ და ცოტ­ნემ კი ახა­ლი მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ შე­იტყ­ვეს: თურ­მე, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა ყო­ფი­ლა ოლიმ­პი­ა­დის ის­ტო­რი­ა­ში, რო­ცა დე­და და ვა­ჟიშ­ვი­ლი ერ­თად გა­მო­დი­ოდ­ნენ   თა­მა­შებ­ში!

ამას ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ციკ­ლი და სა­ლუქ­ვა­ძის მეცხ­რე ლი­ცენ­ზია მოჰ­ყ­ვა, რა­მაც ასე­ვე და­ი­ქუ­ხა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. სა­კუთ­რივ სრო­ლის სამ­ყა­რო, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი თუ სხვა მმარ­თ­ვე­ლი უწყე­ბე­ბი, ვი­საც პი­რა­დად აქვს შე­ხე­ბა ლი­ცენ­ზი­ებ­თან, ცალ­კე იყოს და თა­მა­შე­ბის დღე­ებ­ში ამ ფაქტს ლე­გენ­და­რუ­ლი ეს­პა­ნე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი პაუ გა­სო­ლიც კი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომელიც პი­რა­დად არ იც­ნობს ნინო სა­ლუქ­ვა­ძეს: „მეცხ­რე ოლიმ­პი­ა­და, 36 წე­ლი­წა­დი დიდ სპორ­ტ­ში“ – და­წე­რა მან თა­ვის ტვი­ტერ­ზე.

მეცხ­რე საგ­ზუ­რით სა­ლუქ­ვა­ძემ, ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მხრივ, სრო­ლის სამ­ყა­როს რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა – ამ­დენ თა­მა­შებ­ში გა­მო­სუ­ლა ასე­ვე პის­ტო­ლე­ტით მსრო­ლე­ლი ლატ­ვი­ე­ლი ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნი აფა­ნას კუზ­მინ­სი. თუმ­ცა, მას­თან შე­და­რე­ბით, სა­ლუქ­ვა­ძეს ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ინც აქვს – 90-ივე საგ­ზუ­რი თა­ვი­სით მო­ი­პო­ვა, კუზ­მინსს კი 2012 წელს ლონ­დონ­ში, ე.წ. ვე­ლუ­რი ბა­რა­თი უძღ­ვ­ნეს, ანუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ თა­ვი­სი კვო­ტა და­უთ­მო. იმ თა­მა­შებ­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლად გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ლატ­ვი­ელ­მა თა­ვიც და­ა­ნე­ბა სპორტს, თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის უნ­და ით­ქ­ვას, რომ მას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით გა­მო­ა­ტო­ვე­ბი­ნეს 1984 წლის ლოს ან­ჟე­ლე­სის თა­მა­შე­ბი, რო­მელ­საც ყო­ფილ­მა საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა და მის­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა ბო­ი­კო­ტი გა­მო­უცხა­დეს.

ვინ იცის, ეს მიღ­წე­ვე­ბი და ამ­ხე­ლა სპორ­ტუ­ლი ბი­ოგ­რა­ფია იქ­ნე­ბო­და თუ არა, ერთ დღეს დე­დას რომ არ ერ­ჩია მა­მის­თ­ვის ცელ­ქი გო­გოს სას­რო­ლეთ­ზე წაყ­ვა­ნა. ალ­ბათ, მა­მა – ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და ხალ­ხ­თა სპარ­ტა­კი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის წევ­რი ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე თა­ვი­სი­თაც წა­იყ­ვან­და ტირ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ოჯახ­ში ამის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად დე­დამ ისა­უბ­რა. ეს კია, მა­შინ ის სპორ­ტულ დი­დე­ბა­ზე არ ფიქ­რობ­და, დე­დას გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მარ­ტი­ვი და პრაგ­მა­ტუ­ლი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებ­და – რო­გორ­მე რა­ღა­ცით და­ე­კა­ვე­ბი­ნა ცელ­ქი გო­გო.

ბავ­შ­ვო­ბა­ში მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო – ან­ცი, მოძ­რა­ვი, სპორ­ტუ­ლი ბავ­შ­ვი. მარ­თა­ლია, „სა­გო­გოო“ ხელ­საქ­მეც უყ­ვარ­და, მა­გა­ლი­თად – ქარ­გ­ვა, ხო­ლო მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა დღემ­დე ჰო­ბად მოს­დევს, მაგ­რამ დრო­ის დიდ ნა­წილს მა­ინც უფ­რო ეზო­ში, ბი­ჭებ­თან და ბურ­თის დევ­ნა­ში ატა­რებ­და. სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და და ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლეც იყო… ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბას თა­ვი­დან­ვე ელ­ტ­ვო­და, რად­გან კარ­გად იცო­და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ახალ­გაზ­რ­დებს ახ­ლაც გა­მუდ­მე­ბით ესა­უბ­რე­ბა ამა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პრო­ფე­სი­აც სა­ინ­ტე­რე­სო აირ­ჩია – სპორ­ტის ფსი­ქო­ლო­გია და რაც მთა­ვა­რია, სკო­ლა­სა თუ უმაღ­ლეს­ში სწავ­ლი­სას, ვარ­ჯი­ში­სა და სწავ­ლის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბას ახერ­ხებ­და. იმ დროს კი, რო­ცა დე­დამ მა­მას სპორ­ტ­ზე მიყ­ვა­ნა ურ­ჩია, კა­ლათ­ბურ­თ­ში, მოს­წავ­ლე­თა შო­რის გო­გო­ნებ­ში, თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნო­ბაც მო­ეს­წ­რო…

თუმ­ცა, დღეს ეს რა მო­სა­ტა­ნია იმას­თან შე­და­რე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ რი­სი ჩემ­პი­ო­ნო­ბაც შეძ­ლო. რო­გორც ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე ამ­ბობს, ის „ზღაპ­რუ­ლი ამი­რა­ნი­ვით“ იზ­რ­დე­ბო­და და იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ად­რე და­იწყო დი­დი შე­დე­გე­ბის ჩვე­ნე­ბა, ვიდ­რე ამას ელოდ­ნენ. ამი­ტომ, და­საწყის­ში, ხში­რად იყო ხოლ­მე ბჭო­ბა მწვრთნელ­თა საბ­ჭო­ში – შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს პა­ტა­რა და გა­მო­უც­დელი გო­გო თუ მა­ინც უფ­რო გა­მოც­დი­ლე­ბი წა­ეყ­ვა­ნათ. სა­ბო­ლო­ოდ ისე ხდე­ბო­და, რომ ეს პა­ტა­რა და გა­მო­უც­დე­ლი მიჰ­ყავ­დათ, რად­გან ოფი­ცი­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბა­ზეც გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი შე­დე­გი ჰქონ­და და ვარ­ჯი­შებ­ზეც სტა­ბი­ლუ­რად ის­რო­და. მიჰ­ყავ­დათ და ამარ­თ­ლებ­და კი­დეც იმე­დებს, თუმ­ცა კა­რი­ე­რულ კი­ბეს რაც უფ­რო მაღ­ლა მი­უყ­ვე­ბო­და, ეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბაც იზ­რ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, მა­მის ფაქ­ტო­რის მი­უ­ხე­და­ვად, ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში ხში­რად დამ­დ­გა­რა არ­ჩე­ვა­ნი რუს­სა და მას შო­რის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, აქაც შე­დე­გე­ბი იყო გა­დამ­წყ­ვე­ტი და უმე­ტე­სად მა­ინც ის მიჰ­ყავ­დათ, რა­საც ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. ისე კი, რო­ცა 1988 წელს, სე­ულ­ში, 19 წლი­სა, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, უფ­რო ახალ­გაზ­რ­დას თა­ნა­ტოლ­თა ტურ­ნი­რებ­ში რა შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბო­და! არა­და, მა­ნამ­დე – 1986 წელს მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოც მო­ი­პო­ვა.

სე­უ­ლი მის კა­რი­ე­რა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­შე­ბია, თუმ­ცა არა მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­დაა – იქ ორი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში მო­ი­პო­ვა მე­და­ლი: სპორ­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი­დან სრო­ლა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა, ხო­ლო პნევ­მა­ტურ­ში მე­ო­რე­ზე გა­ვი­და. მის კა­რი­ე­რა­ში 2008 წლის პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­დაც გა­მორ­ჩე­უ­ლია: ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ურ­თუ­ლეს – აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­ოდ­ში მან, ქალ­მა შეძ­ლო და გა­ა­კე­თა ის, რაც ვერ შეძ­ლეს ვა­ჟებ­მა – ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და რო­გორც ჩვენ­გან ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა გა­მომ­ს­ვ­ლელ­მა, კარ­გი სტი­მუ­ლი მის­ცა სხვებს, თა­ვად კი ამ­ბობს, რომ ეს მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი თა­მა­შე­ბი იყო, რად­გან საქ­ვეყ­ნო გა­სა­ჭი­რის გარ­და, პი­რა­დულ­ზეც წუხ­და: კარ­გად იცო­და, აფხა­ზე­თის ომ­გა­მოვ­ლი­ლი მე­უღ­ლე სახ­ლ­ში არ დარ­ჩე­ბო­და, ამას კი ისიც და­ე­მა­ტა, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც იმ დღეს ჩა­მო­ვიდ­ნენ ბრი­ტა­ნე­თი­დან თბი­ლის­ში მი­სი შვი­ლე­ბი — ცოტ­ნე და ნი­ნო, რომ­ლე­ბიც იქ სწავ­ლობ­დ­ნენ… იოლად წარ­მო­იდ­გენთ სამ­შობ­ლო­დან ასე შორს, პე­კინ­ში მყო­ფი დე­დი­სა და მე­უღ­ლის გან­ც­დებს… 1996 წლის ატ­ლან­ტას ოლიმ­პი­ა­და კი გა­მორ­ჩე­უ­ლი იმი­თაა, რომ უმედ­ლოდ დარ­ჩე­ნის გა­მო იტი­რა – ეს იყო ერ­თა­დერ­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სრო­ლის სამ­ყა­რომ ატი­რე­ბუ­ლი სა­ლუქ­ვა­ძე იხი­ლა…

ამა­სო­ბა­ში ევ­რო­პა­მაც და­იწყო თა­ვი­სი თა­მა­შე­ბის გა­მარ­თ­ვა. ჯერ მხო­ლოდ ორი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა და მე­ო­რე­ზე, მინ­ს­კ­ში, 2019 წელს, ცოტ­ნეს­თან ერ­თად, კი­დევ ერ­თი სას­წა­უ­ლი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა – ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა 50-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ვაჟ­თა დის­ციპ­ლი­ნაა და მას არა­სო­დეს უას­პა­რე­ზია, თან მინ­ს­კ­ში ძვე­ლი საბ­ჭო­უ­რი იარა­ღით ის­რო­ლა, რო­მე­ლიც მას­ზე უფ­რო­სია!

დიდ სპორ­ტ­ს­მენს მა­მის­გან დაჰ­ყ­ვა კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, უკონ­ფ­ლიქ­ტო­ბა და მშვი­დი ხა­სი­ა­თი. ამი­ტომ მათ გა­მო­ჩე­ნას ყველ­გან დი­დი სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან. მარ­თა­ლია, 91 წლის ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძე უკ­ვე შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ვე­ღარ და­დის, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის­და­მი დი­დ მო­წი­წე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ, თა­ვად ნი­ნოს კი ძვე­ლე­ბუ­რად პა­ტი­ვის­ცე­მით ხვდე­ბი­ან მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, თვით ყო­ფილ სა­კავ­ში­რო ნაკ­რებ­შიც კი, იმ უდი­დე­სი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მას თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ან კონ­კუ­რენ­ტებ­თან თუნ­დაც ეკა­მა­თოს, პი­რი­ქით – მუ­დამ სხვა­თა მომ­რი­გებ­ლად რჩე­ბო­და. დღე­საც, მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­სი შვი­ლე­ბის თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან, სულ უმე­ო­რებს, რომ მთა­ვა­რი გუნ­დუ­რო­ბაა, ერ­თად დგო­მის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­აღ­წე­ვენ, თუმ­ცა მათ სხვა კარგ თვი­სე­ბებ­საც უნერ­გავს. მა­გა­ლი­თად, ხში­რად უმე­ო­რებს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რია, კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღი­ზარ­დონ და ის­წავ­ლონ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი, რა­თა ქვე­ყა­ნა­საც მე­ტად გა­მო­ად­გ­ნენ. თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც მარ­ტო ვარ­ჯი­შობ­და მთელ ქვე­ყა­ნა­ში და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის აცოცხ­ლებ­და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას; რო­ცა ტურ­ნი­რებ­ზე მარ­ტო და­დი­ო­და, ხო­ლო დარ­ბაზ­ში უცხო­ე­თის ტი­რებ­ში კა­სე­ტა­ზე ჩა­წე­რი­ლი გას­რო­ლის ხმე­ბი ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი, რო­გორ­მე მა­ინც რომ შე­ექ­მ­ნა სა­შე­ჯიბ­რო ატ­მოს­ფე­რო (აქ სი­ჩუ­მე­ში ვარ­ჯიშს მიჩ­ვე­ულს, უცხო­ეთ­ში დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნი­და შე­ჯიბ­რე­ბის ხმა­უ­რი და სრო­ლე­ბი), ამ­ბობ­და, ჩე­მი ქვეყ­ნის­თ­ვის მინ­და, თო­რემ მე უკ­ვე ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიეო.

დღეს ცო­ტა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ამ დო­ნის სპორ­ტ­ს­მენს ისეთ ცუდ პი­რო­ბებ­ში უწევ­და ვარ­ჯი­ში, ზე­მოთ რომ ვახ­სე­ნეთ. არა­და, მა­შინ მარ­თ­ლაც არ იყო ფუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ებ­ში, ვერ აფი­ნან­სებ­დ­ნენ ტურ­ნი­რებ­ზე წა­სას­ვ­ლე­ლად, ქვე­ყა­ნა­ში კი არ მუ­შა­ობ­და ტი­რე­ბი და სულ 1-2 მსრო­ლე­ლი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს მთლად ასე­თი ცუ­დი პი­რო­ბე­ბი აღა­რაა, თა­ვა­დაც და­ა­არ­სა ტი­რი და დი­დი წვლი­ლი შე­აქვს სრო­ლის სა­ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ მა­ინც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბია, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბა­საც არა და არ ად­გე­ბა საშ­ვე­ლი: გა­უ­მარ­თა­ვი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის გა­მო, დღემ­დე ვერ ახერ­ხებს უცხო­უ­რი ფირ­მის მი­ერ, ჯერ კი­დევ რიო დე ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­ა­დის წინ, ნა­ჩუ­ქა­რი იარა­ღის საზღ­ვარ­ზე გად­მო­ტა­ნას, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ტი­რი და ამი­ტომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე ჩა­მოს­ვ­ლის მსურ­ველ­თა უდი­დეს ნა­წილს, რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი მე­გობ­რის გარ­და, უარით ის­ტუმ­რებს… სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მე­ბი სხვაც ბევ­რია.

ახ­ლა სა­ლუქ­ვა­ძის წი­ნა­შე ახა­ლი ამო­ცა­ნაა – და­ე­წი­ოს კა­ნა­დელ ცხე­ნო­სან იან მი­ლარს, რო­მე­ლმაც 10 ოლიმ­პი­ა­და­ზე იას­პა­რე­ზა. მარ­თა­ლია, ტო­კი­ოს თა­მა­შე­ბის დღე­ებ­ში, სპორ­ტი­დან წას­ვ­ლის შე­სა­ხებ კი გა­მო­აცხა­და, მა­ინც არ­სე­ბობს იმე­დი, რომ გა­ნა­ახ­ლებს კა­რი­ე­რას – ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ თე­მა­ზე ვე­კითხე­ბით, ამ­ბობს, რომ ჯერ ის­ვე­ნებს, ვარ­ჯი­შის გა­ნახ­ლე­ბას კი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გა­მო­რიცხავს. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით ცხოვ­რობს – არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, სრო­ლის სა­ხე­ო­ბა­თა ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, აქვს სა­კუ­თა­რი ტი­რი და კლუ­ბი, სა­დაც უკ­ვე აღ­იზარ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი, ცო­ტა ხნის წინ სპორ­ტის მე­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რა­დაც და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ახ­ლა იქ­მ­ნე­ბა – ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი კი არ­სე­ბობს, ოღონდ – და­საწყო­ბე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­ნო­ბის­თ­ვის ად­გი­ლი ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ყო და იმა­საც ბევ­რი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბა; წლე­ბის წინ ისიც მითხ­რა, ქა­ღალ­დო­მა­ნია ძა­ლი­ან მიშ­ლის ხელს ვარ­ჯიშ­შიო (იგუ­ლის­ხ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პოს­ტე­ბი, სა­დაც სა­ბუ­თე­ბის წარ­მო­ე­ბას ბევ­რი დრო მი­აქვს), თუმ­ცა მა­ინც ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მე-10 ოლიმ­პი­ა­და საკ­მა­რი­სი ცდუ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნ­დე­ბა სპორ­ტ­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. თა­ვის დრო­ზე ხომ, 10 ოლიმ­პი­ა­და მა­მა­მაც და­უ­სა­ხა მიჯ­ნად: ნი­ნო, მე ამას ვერ მო­ვეს­წ­რე­ბი, მაგ­რამ, იცო­დე, 10 ოლიმ­პი­ა­და­ზე უნ­და გა­მოხ­ვი­დეო, – უთხ­რა წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­საწყის­ში მდგარს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძეც ეს­წ­რე­ბა ამ დროს და თან მე-10 თა­მა­შე­ბამ­დეც რა­ღა დარჩა!

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები