27 ივლისი, შაბათი, 2024

ნი­კი­ტა არ­ზა­მა­სო­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა

spot_img

დე­დოფ­ლის­წყა­როს ხალ­ხ­თა მე­გობ­რო­ბის მუ­ზე­უმ­ში, 25 ოქ­ტომ­ბერს, მო­ეწყო სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-5 კლა­სის მო­წავ­ლის ნი­კი­ტა არ­ზა­მა­სო­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, სა­დაც ნა­ტურ­მორ­ტებ­თან, პორ­ტ­რე­ტებ­თან და ურ­ბა­ნულ სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, ნი­კო ფი­როს­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბიც ალა­მა­ზებ­დ­ნენ გა­რე­მოს (კლა­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი — ამა­ვე სკო­ლის ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი — რუ­სუ­დან კი­კი­ლაშ­ვი­ლი).

ნი­კი­ტა 5 წლი­დან ხა­ტავს, თვით­ნას­წავ­ლია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი 22 ნა­ხა­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ თვე­შია შექ­მ­ნი­ლი. ფი­როს­მა­ნის პერ­სო­ნაჟ­თა სი­უხ­ვე იმი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ მის­თ­ვის ის ძა­ლი­ან დი­დი მხატ­ვა­რია. „მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვა­ფა­სებ და ხში­რად მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბია ჩე­მი მუ­ზა“ — ამ­ბობს ნორ­ჩი მხატ­ვა­რი.

ნი­კი­ტას ეს ნი­ჭი და მიდ­რე­კი­ლე­ბა, პირ­ვე­ლად, დე­დამ, ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნა არ­ზა­მა­სო­ვამ შე­ამ­ჩ­ნია. მი­სი თქმით, „ამ უნა­რე­ბის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბას, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გე­ნე­ტი­კა­მაც შე­უწყო ხე­ლი, რად­გან მა­მა­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გად ხა­ტავ­და. ნი­კი­ტა სულ პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც ხატ­ვი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­ფე­რა­დე­ბით გა­მო­ხა­ტა. შემ­დეგ უკ­ვე და­იწყო ხატ­ვა, მის თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარ­ში ფერ­თა სიმ­ფო­ნია იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მი თუ არ გა­მო­მი­ვა, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ნი­კი­ტა­მაც, ფი­როს­მა­ნი­ვით, თა­ვი­სით ის­წავ­ლა ხატ­ვა, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ­სად გვი­ტა­რე­ბია და მოგ­ვიმ­ზა­დე­ბია. ეს დღე მას ძა­ლი­ან დიდ­ხანს ემახ­სოვ­რე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მი­სი კლა­სის დამ­რი­გე­ბელს, მა­რი­კა პო­პი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც დიდ ყუ­რადღე­ბას იჩენს ჩე­მი შვი­ლის მი­მართ, ასე­ვე ყვე­ლას, ვინც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თქვენ ჩემს ერ­თა­დერთ შვილს და­უ­ ვიწყა­რი დღე აჩუ­ქეთ“.

 

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი: „რო­გორც კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, მე ნი­კი­ტას­თან მე­ოთხე კლას­ში შე­ვე­დი. თა­ვი­დან­ვე მი­იქ­ცია ყუ­რადღე­ბა კლა­სის ინ­ტე­რი­ერ­მა. საკ­ლა­სო ოთა­ხი გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი იყო  ნა­ხა­ტე­ბით, პლას­ტი­ლი­ნით შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბიც დამ­ხ­ვ­და. რო­დე­საც ვი­კითხე თუ ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა იყო, ბავ­შ­ვებ­მა მითხ­რეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნი­კი­ტას ეკუთ­ვ­ნო­და. აშ­კა­რა იყო, რომ კლას­ში, ნი­კი­ტას სა­ხით, ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე გვყავ­და. შემ­დეგ კი ჩე­მი პორ­ტ­რე­ტი და­ხა­ტა, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გი ნა­ხა­ტი გა­მო­ვი­და. მივ­ხ­ვ­დი, რომ დი­დი ფან­ტა­ზია და წარ­მო­სახ­ვის უნა­რი იყო ამ ბავ­შ­ვ­ში. ყო­ველ­თ­ვის აქ­ტი­უ­რობ­და კლა­სის გა­ლა­მა­ზე­ბა­ში. სა­ა­ხალ­წ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მი­სი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა კლას­ში. მე და რუ­სუ­დან მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მეთ მი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მე­გობ­რო­ბის მუ­ზე­უმ­ში, ღია ცის ქვეშ. ეს სტი­მუ­ლია მის­თ­ვის, რომ უფ­რო მე­ტად გან­ვი­თარ­დეს და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად. ამ გა­მო­ფე­ნამ­დე, სკო­ლა­შიც გვქონ­და მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლი. ვგეგ­მავთ, მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­შიც მო­ვაწყოთ ნი­კი­ტას ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა, შემ­დეგ კი თბი­ლის­შიც გვინ­და წარ­ვად­გი­ნოთ მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

12 ნო­ემ­ბერს, სო­ფელ მირ­ზა­ან­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლი „ფიროს­მა­ნო­ბა“ აღი­ნიშ­ნე­ბა. რო­გორც დე­დოფ­ლის­წყა­როს მერ­მა, ბა­ტონ­მა ნი­კო­ლოზ ჯა­ნი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, წლე­ვან­დე­ლი „ფი­როს­მა­ნო­ბა“ იმი­თაც იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ დი­დი მხატ­ვ­რის და­ბა­დე­ბი­დან 160 წელი შესრულდა და უამ­რა­ვი სტუ­მა­რი გვეწ­ვე­ვა. ამ დღე­სას­წა­უ­ლ­­ზე ნი­კი­ტა არ­ზა­მა­სო­ვის ნა­ხა­ტე­ბიც გა­მო­ი­ფი­ნე­ბა და თა­ვად ნი­კი­ტაც ფი­როს­მა­ნის პერ­სო­ნაჟს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს“.

დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ფი­როს­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ეხი­ლა, მათ­თან ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო, ასე­ვე, თა­ვი­ან­თი წარ­მო­სახ­ვით, შე­მოდ­გო­მის მო­ტი­ვებ­ზე დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო და­ე­ხა­ტა. გა­მო­ფე­ნას ფო­ნად გას­დევ­და ნი­კი­ტას თა­ნაკ­ლა­სე­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი.

გა­მო­ფე­ნას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­ზეთ „ში­რა­ქის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ინ­გა ში­ო­ლაშ­ვი­ლი, სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. და­სას­რულს, კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა ყავ­რე­ლიშ­ვილ­მა და ხალ­ხ­თა მე­გობ­რო­ბის მუ­ზე­უ­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ქე­თე­ვან მჭედ­ლიშ­ვილ­მა ნი­კი­ტას სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცეს.

რო­გორც ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე პო­ეტ­მა თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვილ­მა თქვა: „მხატ­ვ­რო­ბა უსიტყ­ვო პო­ე­ზიაა და უდი­დეს ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს“. მარ­თ­ლაც რომ, ნი­კი­ტას ნა­ხა­ტებ­მა უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ა­ნი­ჭა ხალ­ხ­თა მე­გობ­რო­ბის მუ­ზე­უმ­ში მობ­რ­ძა­ნე­ბულ ხე­ლოვ­ნე­ბის უამ­რავ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელს.

და­თო ყო­ჩი­აშ­ვი­ლი
დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხორ­ნა­ბუ­ჯის სა­ჯა­რო სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები