24 ნოემბერი, კვირა, 2024

ნე­გა­ტი­ვებ­ზე შე­მო­ნა­ხუ­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის ფო­ტო­კო­ლექ­ცია

spot_img

12 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ონ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა „ჟან­დარ­მე­რია კავ­კა­სი­ა­ში“ გა­იხ­ს­ნა. სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცე­ში 1839-1917 წლე­ბი უნი­კა­ლუ­რი ექ­ს­პო­ზი­ცი­ით გა­ცოცხ­ლ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­ი­ცავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის დღემ­დე უც­ნობ მა­სა­ლას ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. ქარ­თ­ვე­ლი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო­ბა იმ ადა­მი­ან­თა ჟან­დარ­მე­რი­ის ბა­რა­თებს, რომ­ლებ­საც მე­ფის რუ­სე­თის დროს, თბი­ლის­ში, 1820-იან წლებ­ში შექ­მ­ნი­ლი სა­ი­დუმ­ლო (პო­ლი­ტი­კუ­რი) პო­ლი­ცია — ჟან­დარ­მე­რია სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დე­ბით უთ­ვალ­თ­ვა­ლებ­და და აკონ­ტ­რო­ლებ­და. მის მი­ზანს სა­ხელ­მ­წი­ფო და პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მას­თან ბრძო­ლა წარ­მო­ად­გენ­და. ჟან­დარ­მე­ბი, ისე­ვე რო­გორც მა­თი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ კა­რა­ბი­ნით, ასე­ვე მა­უ­ზე­რე­ბი­სა და ნა­გა­ნის ტი­პის რე­ვოლ­ვე­რე­ბით.

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჟან­დარ­მ­თა ორი სა­გუ­ბერ­ნიო სამ­მარ­თ­ვე­ლო არ­სე­ბობ­და — თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის. 1907 წლის ბო­ლომ­დე თბი­ლი­სის ჟან­დარ­მ­თა სა­გუ­ბერ­ნიო სამ­მარ­თ­ვე­ლო მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მოკ­ვ­ლე­ვა­სა და გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ძი­ე­ბას ეწე­ო­და. ე. წ. „პო­ლი­ტი­კუ­რი ძებ­ნა“, ანუ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, „სა­ი­დუმ­ლო თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის“ — „ში­ნა­გა­ნი აგენ­ტუ­რი­სა“ და „მეთ­ვალ­ყუ­რე აგენ­ტე­ბის — ფი­ლე­რე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით, მოქ­ცე­უ­ლი იყო სა­ი­დუმ­ლო (პო­ლი­ტი­კუ­რი) პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნოს — „ოხ­რან­კის“ გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­ში.

1907 წლის 24 დე­კემ­ბერს შე­იქ­მ­ნა კავ­კა­სი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი „ოხ­რან­კის“ გან­ყო­ფი­ლე­ბა. თბი­ლი­სის ჟან­დარ­მ­თა სა­გუ­ბერ­ნიო სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი რა­ი­ო­ნუ­ლი „ოხ­რან­კის“ გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა. პო­ლი­ტი­კუ­რი ძი­ე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო — თბი­ლი­სის „ოხ­რან­კის“ გან­ყო­ფი­ლე­ბა თბი­ლი­სის ჟან­დარ­მ­თა სა­გუ­ბერ­ნიო სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­როსს და­ე­მორ­ჩი­ლა. კავ­კა­სი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი „ოხ­რან­კის“ გან­ყო­ფი­ლე­ბის შექ­მ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი ძებ­ნი­სა და ძი­ე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი გა­ერ­თი­ან­და და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, თბი­ლი­სის ჟან­დარ­მ­თა სა­გუ­ბერ­ნიო სამ­მარ­თ­ვე­ლოს ხელ­ში გა­და­ვი­და „სა­ი­დუმ­ლო თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის — ში­ნა­გა­ნი აგენ­ტუ­რის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და მარ­თ­ვა.

1890 წელს მე­ფის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში, სა­ერ­თო და პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის, ეჭ­ვ­მი­ტა­ნილ­თა და დამ­ნა­შა­ვე­თა აღ­სა­წე­რად, ალ­ფონს ბერ­ტი­ლი­ო­ნის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ან­თ­რო­პო­მეტ­რია შე­მო­ი­ღეს. ამავ­დ­რო­უ­ლად, პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში ან­თ­რო­პო­მეტ­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა შე­იქ­მ­ნა. ბერ­ტი­ლი­ო­ნის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბის და­სად­გე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი შაბ­ლო­ნი, 1903 წელს, ჟან­დარ­მ­თა სა­გუ­ბერ­ნიო სამ­მარ­თ­ვე­ლოს და­ეგ­ზავ­ნა. ამ დრო­ი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, იზო­მე­ბო­და და ფიქ­სირ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე, მჯდო­მა­რე და მდგო­მა­რე პო­ზა­ში, თა­ვის ქა­ლის სიგ­რ­ძე, სი­გა­ნე, თმის ფე­რი, მარ­ცხე­ნა ხე­ლის სა­შუ­ა­ლო თი­თის და ნე­კის სიგ­რ­ძე, მარ­ცხე­ნა თვა­ლის ფე­რი და ა.შ.

1905-1907 წლე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, დამ­ნა­შა­ვე­თა რიცხ­ვის სწრა­ფი ზრდის პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში ფარ­თოდ და­ი­ნერ­გა დაქ­ტი­ლოს­კო­პია — თი­თე­ბის ანა­ბეჭ­დის აღე­ბა. ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლებ­სა და დამ­ნა­შა­ვე­ებს ფო­ტო­ებ­საც უღებ­დ­ნენ.

ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი — პრო­ფი­ლის, ან­ფა­სი­სა და სრუ­ლი აღ­ნა­გო­ბის — სპე­ცი­ა­ლურ ბა­რა­თებს ეკ­ვ­რე­ბო­და. ბლან­კის ორი­ვე მხა­რეს ივ­სე­ბო­და სრუ­ლი დე­ტა­ლე­ბი: პი­როვ­ნე­ბის გვა­რი, სა­ხე­ლი, თმის ფე­რი, წვე­რი­სა და ულ­ვა­შის სიგ­რ­ძე, ყუ­რის მოყ­ვა­ნი­ლო­ბა, სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი და სხვ. სწო­რედ ასე­თი ბა­რა­თე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა წარ­მო­ად­გენ­და ჟან­დარ­მე­რი­ის „კარ­ტო­თე­კას“.

 

ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ორი­გი­ნა­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ისე ფო­ტო­ას­ლე­ბი თბი­ლი­სის ჟან­დარ­მ­თა სამ­მარ­თ­ვე­ლოს ფონ­დი­დან, რო­მე­ლიც 1839-1917 წლებ­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შექ­მ­ნილ წე­რი­ლო­ბით დო­კუ­მენ­ტებს, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის მა­სა­ლას, სა­ი­დუმ­ლო კო­რეს­პონ­დენ­ცი­ას და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს აერ­თი­ა­ნებს: და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი და პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი, XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში; მე­ტე­ხის ცი­ხის მე­ო­რე სარ­თუ­ლის გეგ­მა; „ტე­რო­რის­ტე­ბის მე­თა­უ­რის, ცნო­ბი­ლი ყა­ჩა­ღის“, ხა­რე­ბა ჯი­ბუ­ტის (მეტ­სა­ხე­ლად — ლე­კი) ფო­ტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1911 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი; კა­ხეთ­ში მოქ­მე­დი ცნო­ბი­ლი „წი­თელ­რაზ­მე­ლე­ბის“ — ალექ­სან­დ­რე სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის (მეტ­სა­ხე­ლად „პე­ტუ­შო­კი“), ხა­რე­ბა ჯი­ბუ­ტის, გო­გია კენ­კიშ­ვი­ლის ფო­ტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, 1907 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი; ჟან­დარ­მე­რი­ის ოფიც­რე­ბი XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში; რუ­სე­თი­დან საზღ­ვარ­გა­რეთ გა­და­სახ­ლე­ბულ­თა სია, რო­მელ­თაც სა­მუ­და­მოდ აეკ­რ­ძა­ლათ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა — 1891 წე­ლი; 1910 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი დაშ­ნაკ­ცუ­ცუ­ნის პარ­ტი­ის 12 წევ­რი, თორ­მე­ტი­ვე ადა­მი­ა­ნი მომ­ც­რო აგე­ბუ­ლე­ბის აღ­მოჩ­ნ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი 114 სმ იყო, ხო­ლო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი — 126 სმ; სტე­ფა­ნია პეტ­როვ­ს­კა­ი­ას (იოსებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქა­ლი) ფო­ტო, რო­მე­ლიც 1910 წლის 23 მარტს ბა­ქო­ში და­ა­კა­ვეს, ბა­რა­თი შევ­სე­ბუ­ლია 30 მარტს (სხვა მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამა­ვე დღეს და ამა­ვე ად­გი­ლას და­ა­კა­ვეს იოსებ ჯუ­ღაშ­ვი­ლიც); გო­რის სა­მაზ­რო სამ­მარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ფო­ტო­კარ­ტო­თე­კის ალ­ბო­მი — 1906-1911 წლე­ბი; ცი­ხის ჟურ­ნა­ლი — 1913 წე­ლი და მრა­ვა­ლი სხვა.

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი­დან დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის ყუ­რადღე­ბას უდა­ვოდ მი­იქ­ცევს ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლო­ბებ­ზე (1912 წე­ლი). ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ უც­ვ­ლე­ლად: „ვთვლით რომ ეს კა­ცე­ბი და­ი­ჭი­როთ და გა­მო­ი­ძი­ოთ რა ხალ­ხი არი­ან მო­სე შენ­გე­ლია და მი­სი ძმა ვა­ნო შენ­გე­ლია. მო­სე არის ექ­ვ­სი წე­ლი­წა­დი იმა­ლე­ბა. ემა­ლე­ბა (მ)თ(ა)ვრო­ბას. ინა­ხავს პრ მეწ კან­დე­ლა­კი და მის ძმა ვა­ნო­საც არ აქ აქ ცხოვ­რე­ბის ნე­ბა ქთხომ დე­ი­ჭი­როთ და ­გა­მო­ი­ძი­ოთ რა კა­ცე­ბი არი­ან. იმა­თი ად­რე­სი მა­ლა­კან­ს­კი ული­ცა. ნო­მე­რი 25 პრ მეწ კან­დე­ლა­კი“.

ასე­ვე   სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა გლე­ხე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ყუ­რადღე­ბოდ: „…დო­ნის პარ­ტი­ულ ყრი­ლო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა ბო­ე­ვიკ­მა, მათ შო­რის გო­გი­ამ და ლეკ­მა (გო­გია კენ­კი­აშ­ვი­ლი და ხა­რე­ბა ჯი­ბუ­ტი) იარა­ღი აიყა­რეს“. 1908 წე­ლი.

ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა „ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის“ წევ­რე­ბის მუ­ქა­რით სავ­სე ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი ვინ­მე ისა­კა ნა­რეკ­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის გაგ­ზავ­ნი­ლი: „ისაკ ნა­რეკ­ლიშ­ვილს მ.ს! ახ­ლად და­არ­სე­ბულ­მა თბი­ლი­სის ექ­ს­პ­როპ­რი­ა­ტორ-ტე­რო­რის­ტე­ბის ჯგუფ­მა სა­ჭი­როდ და­ი­ნა­ხა და ორა­სი თუ­მა­ნი შე­მო­გა­წე­რათ, რო­მე­ლიც თქვენ უნ­და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ამ მოკ­ლე ხან­ში გა­და­ი­ხა­დოთ. ამას­თა­ნა­ვე ჩვე­ნი ჯგუ­ფი წი­ნა­და­დე­ბას გაძ­ლევთ, თუ ვი­ნი­ცო­ბაა ან პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეთ, ან ფულს არ გა­და­იხ­დით, მა­შინ იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით სის­ხ­ლი ვი­ძი­ოთ და სი­ცოცხ­ლეს გა­მო­გა­სალ­მოთ — თბი­ლი­სის ექ­ს­პ­როპ­რი­ა­ტო­რე­ბის ჯგუ­ფი“. ასე­ვე: „ისა­კო ნა­რეკ­ლიშ­ვი­ლო! თუმ­ცა მარ­თა­ლია გა­ი­პა­რე და ამით გგო­ნია სიკ­ვ­დილს ას­ც­დი, მაგ­რამ ვერ­სად წაგ­ვიხ­ვალ. თუ ჩვენს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას არ შეგ­ვის­რუ­ლებ და შენ­ზე შე­მო­წე­რილ ფულს არ გა­და­იხ­დი თორ­მეტ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­შინ ჩვენ შენს წი­ნა­შე სას­ტიკ ზო­მებს მი­ვი­ღებთ და ცოლ­შ­ვილ­თან ამოგ­ხო­ცავთ, მაშ ასე: და­ეჩ­ქა­რე ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დო და ამით აიც­დი­ნე შე­ნი ი(უ)ბე­დუ­რე­ბა — ექსპ ტე­რო­რის­ტე­ბის ჯგუ­ფი, სა­კუ­თა­რი სტამ­ბა, ტფი­ლი­სი.“

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია პა­ტიმ­რების, 1904-1917 წლებ­ში შედ­გე­ნი­ლი, ჟან­დარ­მე­რი­ის ბა­რა­თე­ბი. ფო­ტო­ებ­თან ერ­თად, ბა­რა­თებ­მა შე­მოგ­ვი­ნა­ხა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია, ფი­ზი­კუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბა და ინ­ფორ­მა­ცია ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ. პა­ტიმ­რებს შო­რის არი­ან ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­მელ­თაც, თა­ვი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო, ჟან­დარ­მე­რი­ას­თან პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბო­დათ. აქ ნა­ხავთ მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, ნოე ჟორ­და­ნი­ას, ნოე რა­მიშ­ვი­ლის, რაჟ­დენ არ­სე­ნი­ძის, ანა სო­ლო­ღაშ­ვი­ლის, ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის, იოსებ იმე­დაშ­ვი­ლი­სა და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ებ­სა და ჟან­დარ­მე­რი­ის ბა­რა­თებს. ინა კო­რე­ნე­ვას (ნოე ჟორ­და­ნი­ას მე­უღ­ლე) ჟან­დარ­მე­რი­ის ბა­რა­თი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არის შევ­სე­ბუ­ლი, ჟან­დარ­მე­რი­ის კარ­ტო­თე­კა­ში და­ცუ­ლია ნოე ჟორ­და­ნი­ას ორი ბა­რა­თი: პირ­ვე­ლი ბა­რა­თი შევ­სე­ბუ­ლია 1908 წლის 12 სექ­ტემ­ბერს, ხო­ლო მე­ო­რე — 1910 წლის 14 დე­კემ­ბერს. აქ­ვეა ავ­ტო­კე­ფა­ლის­ტე­ბის, „ხა­რე­ბა­სა“ და „გო­გი­ას“ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის: ილი­კო იმერ­ლიშ­ვი­ლის, ივა­ნე ინაშ­ვი­ლის, ფი­ლი­პე ფშავ­ლიშ­ვი­ლის (აფ­ცი­ა­უ­რი), ალექ­სან­დ­რე (სან­დ­რო) ოზი­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ეროვ­ნულ არ­ქივ­ში ასე­თი 5413 ბა­რა­თი ინა­ხე­ბა. ჟან­დარ­მე­რი­ის ფო­ტო­კო­ლექ­ცია, ძი­რი­თა­დად, მი­ნის ნე­გა­ტი­ვებ­ზეა შე­მო­ნა­ხუ­ლი და მო­ი­ცავს, 1904-1917 წლებ­ში, თბი­ლი­სის ჟან­დარ­მ­თა სამ­მარ­თ­ვე­ლოს მი­ერ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 5000-მდე ფო­ტოს, რომ­ლე­ბიც მა­თი და­კა­ვე­ბი­სას არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ფო­ტო­კო­ლექ­ცია და ბა­რა­თე­ბი, გარ­და პირ­და­პი­რი ში­ნა­არ­სი­სა, მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დის. მა­გა­ლი­თად, სა­უ­კუ­ნის წი­ნათ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე, მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჟან­დარ­მის, პა­ტიმ­რი­სა და ცეცხ­ლ­სას­რო­ლი იარა­ღე­ბის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი, რო­მე­ლიც ეკუთ­ვ­ნის ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალს „ტიფ­ლი­სი“. ექ­ს­პო­ზი­ცია ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ონ­ში 18 დე­კემ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

მოამზადა მაკა ყიფიანმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები