27 ივლისი, შაბათი, 2024

ნაწარმოების რუკა, როგორც სასწავლო რესურსი

spot_img

მირანდა მანჩხაშვილი

სსიპ ქალაქ ზესტაფონის 4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

XXI საუკუნის მოსწავლეები ტექნოლოგიების ეპოქაში ცხოვრობენ, უმრავლესობა კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, იყენებს და ინფორმაციის დიდ ნაკადზეც მიუწვდება ხელი. ამიტომ, სასწავლო რესურსების შერჩევისას, მასწავლებლის წინაშე ჩნდება ამოცანა – როგორ შეარჩიოს რესურსები ისე, რომ მოსწავლე დააინტერესოს? რა ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია, რა ფორმის დავალება მოიფიქროს, რომ მოსწავლემ ხალისით შეასრულოს?

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ისეთი ტექსტების შესწავლისას, სადაც გეოგრაფიული არეალი ფართოა, ხშირად, მოსწავლეებს უჭირთ ამ ადგილების ურთიერთდაკავშირებულად წარმოდგენა. ამ სირთულის გადასალახად კარგი დამხმარეა ნამდვილ გეოგრაფიულ რუკაზე ნაწარმოებში მოხსენიებული ადგილების მონიშვნა. ამ სტრატეგიის გამოყენება:

  • მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს ტექსტში განვითარებულ მოვლენებს;
  • ადგილმდებარეობა და ბუნებრივი გარემო დაუკავშიროს პერსონაჟებსა და მათ თავგადასავალს.

ინტერნეტ სივრცეში ბევრი პლატფორმა არსებობს, რომლებშიც რუკებია ჩაშენებული, თუმცა მე ვიყენებ Padlet.com-ის სივრცეს, სადაც, გარდა იმისა, რომ საშუალება გვაქვს გუგლის რუკაზე მოვნიშნოთ კონკრეტული ადგილი, ასევე გვაქვს საშუალება იქვე დავამატოთ ფოტო, სიტყვიერი კომენტარი, საინფორმაციო ბმული და ა.შ. გთავაზობთ ჩემ მიერ შექმნილი რესურსის აღწერილობას. რესურსი შექმნილია, კოლაუ ნადირაძის ლექსის „25 თებერვალი“ შესწავლის პროცესში, სამიზნე ცნება კონტექსტზე სამუშაოდ, როგორც დამხმარე მასალა. ამ ლექსის შესწავლისას, ცხადია, ჩვეულებრივი პრეზენტაციის გამოყენებაც შემეძლო, თუმცა ვფიქრობ, 1921 წლის თებერვლის საბრძოლო მოქმედებების რუკის შექმნით, უფრო დავაინტერესე მოსწავლეები. რუკაზე გადავიტანე კონკრეტული ადგილები, რომლებსაც თან ახლავს საინფორმაციო აბრები და ყველა ლოკაციაზე ჩასმულია კონკრეტული რესურსი (სტატიები, ფოტოები, ვიდეოები, ისტორიული მიმოხილვები, ბრძოლის რუკები):

ყოველ ახალ ლოკაციაზე გადასვლისას მოსწავლეს ხვდება ახალი ინფორმაცია და მედიარესურსი (სტატიის ნაწყვეტი, მოგონება, ვიდეო, ლექსი, სიმღერა, ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან და ა.შ.), რითაც უკეთ ახერხებს ამ ლოკაციის ფარგლებში მოცემული ინფორმაციის აღქმას.

შედეგები, რაც ამ რესურსის გამოყენებას მოაქვს:

  • მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიაზრებენ ტექსტს, მასში განვითარებული მოვლენების სივრცეში განვითარებაზე თვალის მიდევნებით;
  • დააკავშირებენ პერსონაჟის/ლირიკული გმირის ქცევას/განცდებს, კონკრეტულ მოვლენას გეოგრაფიულ გარემოსთან;
  • შეადარებენ სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე მიმდინარე მოვლენებს და შეეცდებიან კონკრეტული მოვლენების ახსნას, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით;
  • სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე მოვლენებს წარმოიდგენენ ერთ მთლიანობად;
  • გაუადვილდებათ მოვლენათა ჯაჭვის შედგენა.

რესურსის გამოყენება მოსწავლეებში აღვიძებს ინტერესს, ისინი თავადაც გამოთქვამენ სურვილს, შექმნან მსგავსი რესურსი. ვფიქრობ, ასეთი რესურსებით სწავლება კარგი „სატყუარაა“ ტექნოლოგიებზე შეყვარებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც, თავიანთი საყვარელი საქმიანობის კეთების პროცესში, მნიშვნელოვანი მასალა „შემოესწავლებათ“ ხოლმე. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს მოსწავლეების შექმნილი რესურსიდან:

ჩემ მიერ შექმნილი რესურსი, ვფიქრობ, ინტერდისციპლინარულია და მისი გამოყენება ისტორიის მასწავლებლებსაც შეუძიათ.

აქვე გთავაზობთ padlet.com-ზე ნავიგაციისთვის რამდენიმე მითითებას:

1. პორტალზე შესვლა; 2. საკუთარი გვერდის ნახვა; 3. ახალი მდებარეობის დამატება; 4. მეგობრების მოწვევა და რესურსის გაზიარება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები