2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია:
✅ისტორია – აირჩია 22 850-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅მათემატიკა – აირჩია 12 660-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ბიოლოგია – აირჩია 3250-მდე აბიტურიენტმა;
✅გეოგრაფია – აირჩია 1040-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ზოგადი უნარები – აირჩია 4500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ლიტერატურა – აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ სამოქალაქო განათლება – აირჩია 430-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ ქიმია – აირჩია 2340-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ფიზიკა – აირჩია 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
✅ხელოვნება – აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
? შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას; 3. მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას აბარებენ, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას – ისტორიას ან მათემატიკას. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.
? ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.