8 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2022

„მწვანე სტიპენდიები“  – უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსდაცვითი და აგრარული მეცნიერებების ხელშესაწყობად

spot_img

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსდაცვითი და აგრარული მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას ისეთი დეფიციტური სფეროების მიმართულებებით, როგორიცაა: გარემოსმცოდნეობა, ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა, გეოლოგიია, ჰიდროლოგიია, გარემოსდაცვის ტექნოლოგიიები, აგრონომიია და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები.

მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული სფეროების მიხედვით უნივერსიტეტებში განვითარდება უკვე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთანავე, იგეგმება ამ მიმართულებით სპეციალისტების ჩართულობის მაქსიმალურად წახალისება  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული სფეროების სამაგისტრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „მწვანე სტიპენდიები“, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ დაგროვებული ცოდნა გადაიტანონ პრაქტიკაში, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ სხვადასხვა უწყებებში.

მეცნიერების პოპულარიზაციის ფარგლებში, მემორანდუმით  განსაზღვრულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დეფიციტური სფეროების თემატიკაზე საგრანტო კონკურსებისა და კვლევების წახალისება.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიის მიმართულებებით.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები