25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მცირეკონტინგენტიანი სკოლები, პანდემიის პერიოდში, უპირატესობად იქცა

spot_img

✔?შუ­ა­ხე­ვი – აჭა­რის რე­გი­ო­ნი

✔? მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 1652

✔? მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 743

✔? სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: 44 სკო­ლა – 43 სა­ჯა­რო, 1 კერ­ძო

შუ­ა­ხე­ვის საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, ერთ-ერ­თი უდი­დე­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნიც – მთელ რა­ი­ონ­ში 1652 მოს­წავ­ლეა მა­შინ, რო­დე­საც დიდ ქა­ლა­ქებ­ში ამ­დე­ნი მოს­წავ­ლე ცალ­კე­ულ სკო­ლებს ჰყავთ. არა­და, აჭა­რა ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბით და მოს­წავ­ლეც ბევ­რი იყო. კი­დევ ერ­თი დას­ტუ­რი ქვეყ­ნის ძნელ­ბე­დო­ბი­სა – მიგ­რა­ცია, რო­მე­ლიც ავ­ბე­დით კვალს ა­ჩ­ნევს ქვე­ყა­ნას. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა – საკ­მა­რი­სი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რი შე­დე­გი მა­ინც არ ჩანს – ბავ­შ­ვე­ბის, ხალ­ხის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­რე­შე სო­ფელ-ქვე­ყა­ნას ფა­სი არა აქვს.

✔?შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცეტ­რის მუ­შა­ო­ბა­ზე, მიღ­წე­ვებ­სა თუ სიძ­ნე­ლე­ებ­ზე რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ედუ­არდ გოგ­რა­ჭა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში ისეთ პრობ­ლე­მებ­საც ეხე­ბა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში რომ აღარ უნ­და გვა­წუ­ხებ­დეს, თუნ­დაც სკო­ლებ­ში სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა. ედუ­არდ გოგ­რა­ჭა­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ მიგ­რა­ცი­ა­ზე სა­უბ­რით და­ვიწყეთ:

–  შუ­ა­ხე­ვი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, მთა­გო­რი­ა­ნი რე­ლი­ე­ფით, სოფ­ლე­ბი რთუ­ლი სატ­რან­ს­პორ­ტო გზე­ბი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა მიგ­რა­ცი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეს პრო­ცე­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ტუ­ლობს – მო­სახ­ლე­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30%-ით შემ­ცირ­და. თუმ­ცა, ბო­ლო წლებ­ში, მთის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ ხე­ლი შე­უწყო სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის და­მაგ­რე­ბას, შე­ღა­ვა­თე­ბია რო­გორც კო­მუ­ნა­ლურ თუ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დებ­ზე, ასე­ვე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის და­ბეგ­ვ­რა­ში, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ანი ოჯა­ხე­ბი დახ­მა­რე­ბებს იღე­ბენ, პე­და­გო­გებს 142-ლა­რი­ა­ნი და­ნა­მა­ტი ეძ­ლე­ვათ სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე, რის შე­დე­გა­დაც სოფ­ლე­ბი­დან მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დი­ნე­ბა შე­ჩერ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი, რო­მე­ლიც სო­ფელს ამაგ­რებს, პე­და­გოგ­თა კა­ტე­გო­რიაა.

რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის 743 მას­წავ­ლებ­ლი­დან 3 მენ­ტო­რია, 68 – წამ­ყ­ვა­ნი და 348 – უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. გვყავს, ასე­ვე, შემ­ც­ვ­ლე­ლი და მა­ძი­ე­ბე­ლი 25 მას­წავ­ლებ­ელი. ისინი, შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.

– კად­რე­ბი თუ გყოფ­ნით, მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტი ხომ არ გაქვთ?

–  სამ­წუ­ხა­როდ, კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დ­ვი­ლად გვაქვს. ბო­ლო წლებ­ში ეს ტენ­დენ­ცია რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ი­ნიშ­ნე­ბა – მა­თე­მა­ტი­კა, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი და უცხო ენე­ბი. დე­ფი­ციტ­მა კი­დევ უფ­რო მო­ი­მა­ტა მას შემ­დეგ, რაც პე­და­გო­გე­ბი სა­პენ­სიო ჯილ­დო­ზე გა­ვიდ­ნენ – ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ასე­თი 93  მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. ცხა­დია, მათ ად­გილ­ზე გა­მოცხად­და ვა­კან­სი­ე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ შე­ივ­სო ახა­ლი კად­რე­ბით, ნა­წი­ლობ­რივ კი ში­და­ გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­და. 50-მდე ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ავიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ დრო­ე­ბით შემ­ც­ვ­ლე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის აყ­ვა­ნაც მოგ­ვი­წია – 72-ია ასე­თი. ანუ არის საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ჯერ არა აქვს გა­მოც­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, რომ შე­მო­ვი­დეს სკო­ლა­ში. ეს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბო­და, თუ კონ­კურ­სის წე­სით ვერ გა­მო­ი­ნა­ხე­ბო­და კად­რი. ასე­ვე გვყავს დის­ტან­ცი­უ­რად მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გიც – სულ 6-7 სპე­ცი­ა­ლის­ტი. ისი­ნი მას­წავ­ლებე­ლ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დახ­მა­რე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით მო­ვი­ძი­ეთ – ძი­რი­თა­დად ქი­მი­ა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ფი­ზი­კა­ში.

მას­წავ­ლე­ბელ­თა დე­ფი­ცი­ტი რე­გუ­ლირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბით, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს. მა­გა­ლი­თად, „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ პროგ­რა­მით, ამ­ჟა­მად, ჩვენ­თან 4 მას­წავ­ლე­ბე­ლია  მოვ­ლე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის გარ­და, და­მა­ტე­ბით, კი­დევ 1000 ლარს იღე­ბენ. ასე­ვე აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მე­ბით, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ დე­ფი­ცი­ტურ საგ­ნებ­ში – მა­თე­მა­ტი­კა­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­სა და უცხო ენებ­ში 5 პე­და­გო­გია მოწ­ვე­უ­ლი. მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბით და სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვცდი­ლობთ ვა­კან­სი­ე­ბის შევ­სე­ბას, სადღე­ი­სოდ კი არ­სად არაა ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი არ ის­წავ­ლე­ბო­დეს. თუმ­ცა, ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, ჩნდე­ბა ვა­კან­სი­ე­ბი – და­ახ­ლო­ე­ბით 70-100-მდე.

– რა რო­ლი შე­ას­რუ­ლა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით?

– რა თქმა უნ­და, რე­სურ­ს­ცენტრს ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი აკის­რია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია, სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხთან ერ­თად, ისი­ცაა, რომ ხე­ლი შე­უწყოს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. რო­ცა ეს სქე­მა ამოქ­მედ­და, მას­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ჩარ­თუ­ლო­ბა იმ­თა­ვით­ვე ძა­ლი­ან დი­დი იყო, თუ რო­გორ უნ­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო სკო­ლებ­ში შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რო­გორ ემუ­შა­ვათ მათ, რო­გორ და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დი­ტე­ბი… რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ეხ­მა­რე­ბო­და მათ რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ში, ტრე­ნინ­გე­ბის ორანიზე­ბა­ში, ცხა­დია — პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბა­ში. არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია ატა­რებ­და საგ­ნობ­რივ თუ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გებს,  რა­საც ორ­გა­ნი­ზე­ბას რე­სურსცენ­ტ­რი უკე­თებ­და. პან­დე­მი­ამ­დე, ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვა­ტა­რებ­დი მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ი­ო­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ას სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­ს­წ­რე­ებს თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­დ­ნენ. უცხო ენა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო თუ სხვა საგ­ნებ­ში ათე­უ­ლო­ბით პე­და­გო­გი მო­ნა­წი­ლე­ობ­და და წარ­მო­ად­გენ­და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, რა­საც სხვე­ბი იყე­ნებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ პრაქ­ტი­კა­ში. ესეც ერ­თი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ვუწყობ­დით ხელს პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. ცხა­დია, სკო­ლებს ასე­ვე ვაწ­ვ­დი­დით მე­თო­დურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვაძ­ლევ­დით რე­კო­მენ­და­ცი­ებს. აქ­ტი­უ­რად ვთა­ნა­მაშ­რომ­ლობ­დით მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­თან და ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე, სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც კი მათ­გან წა­მო­ვი­დო­და, და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და და წა­ად­გე­ბო­და პე­და­გოგს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხდე­ბო­და თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის.

– არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა?

–  უამ­რა­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს ამ კუთხით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს. ამის გარ­და, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებიც სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მებს გვაწ­ვ­დი­ან ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, „ლი­დერ­თა სკო­ლა“, გა­რე­მოს დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი; „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი — ძა­ლი­ან ბევ­რი პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ. ისი­ნი გვაწ­ვ­დი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რა­საც მე­რე ჩვენ სკო­ლებს ვუ­ზი­ა­რებთ, ვეხ­მა­რე­ბით რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ში და მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ში.

– რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რო­ბენ ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი?

– აქ­ტი­უ­რო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია. მა­გა­ლი­თად, „ლი­დერ­თა სკო­ლა“ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას – ატა­რე­ბენ ტრე­ნინ­გებს, მე­რე ხდე­ბა ამ ბავ­შ­ვე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც უკ­ვე თვი­თონ გა­დი­ან სკო­ლებ­ში და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ, წე­რენ პრო­ექ­ტებს, და­ფი­ნან­სე­ბა­საც იღე­ბენ. თე­მე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია – მო­ქა­ლა­ქე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ბუ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სხვა. ამ­გ­ვარ სა­კითხებ­ში ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

– მოს­წავ­ლე­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში რა შე­დე­გე­ბი გაქვთ და რო­მე­ლი სკო­ლე­ბია ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი?

– ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ი სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სებ­ში, ოლიმ­პი­ა­დებ­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში და კარ­გი შე­დე­გე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მა­გა­ლი­თად, შარ­შან ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა 74 პრო­ცენ­ტი გახ­და სტუ­დენ­ტი – რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ცო­ტა გვყავ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტი, თუმ­ცა პრო­ცენ­ტუ­ლად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, არა­ერ­თხელ მო­უ­პო­ვე­ბი­ათ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის რეს­პუბ­ლი­კურ შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში. აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. მა­გა­ლი­თად, მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­რა­თო­ნი. აჭა­რის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლებ­ში შე­აქვს მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და მხოლოდ თა­რო­ებ­ზე შე­მოწყო­ბი­ლი რომ არ დარ­ჩეს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ატა­რებს ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურსს სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ჩვენ კი ყო­ველ­თ­ვის გვყავს პირ­ველ-მე­ო­რე ად­გილ­ებზე გა­სუ­ლე­ბი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რი ასე­თი შე­მეც­ნე­ბით-გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ტარ­დე­ბა საგ­ნობ­რი­ვი კონ­კურ­სე­ბი და ოლიმ­პი­ა­დე­ბი რო­გორც ცენ­ტ­რა­ლუ­რი, ასე­ვე აჭა­რის სა­მი­ნის­ტ­როს ეგი­დით; იმარ­თე­ბა გუნ­დუ­რი კონ­კურ­სე­ბი ის­ტო­რი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით — შარ­შან აქაც გვყავ­და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი. პან­დე­მი­ამ ცო­ტა შე­ა­ფერ­ხა ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუნ­დური კონ­კურ­სები და ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ. მა­გა­ლი­თად, იმა­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მა­რა­თო­ნის პირ­ვე­ლი ეტა­პიც ონ­ლა­ინ გა­ი­მარ­თა, გუნ­დურ კონ­კურ­სებს კი ამ ეტაპ­ზე ვერ ვა­ტა­რებთ.

ლი­ტე­რა­ტუ­რულ მა­რა­თონ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია სე­ლიმ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სო­ფელ მი­გა­ზე­უ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა და მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი. რო­გორც გითხა­რით, ერ­თი კერ­ძო სკო­ლა გვაქვს – სა­პატ­რი­არ­ქოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა, რომ­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის კომ­ბი­ნი­რე­ბულ გუნ­დურ კონ­კურ­ს­ში. წარ­მა­ტე­ბე­ბი გვაქვს სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სო­ფელ შუ­ბა­ნი­სა და დარ­ჩი­ძე­ე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი, სა­დაც ქარ­თულ ჭი­და­ო­ბას მის­დე­ვენ. ამ დღე­ებ­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს ვა­ჯილ­დო­ებთ – შუ­ბა­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე უფ­რო­სებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. სა­მო­ქა­ლა­ქო მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა სო­ფელ ჭა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა. თუმ­ცა, ასე ცალ­სა­ხა­დაც ვერ ვიტყ­ვი, რომ რო­მე­ლი­მე სკო­ლა ერთ კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­შია გა­მორ­ჩე­უ­ლი – სხვა­დას­ხ­ვა გან­ხ­რით აქ­ტი­უ­რო­ბენ და მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვთ.

– ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის კუთხით ხომ არაა პრობ­ლე­მე­ბი – რამ­დე­ნა­დაა სკო­ლე­ბი ტექ­ნი­კუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი ან თა­ვად შე­ნო­ბე­ბი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია?

– ამ ეტაპ­ზე, და­ბის ცენ­ტ­რ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლის ახა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წლე­ულს შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ვა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რი იხარ­ჯე­ბა.

ზო­გა­დად, შუ­ა­ხევ­ში 2015 წლის მე­რე აშენ­და ლე­ვან ბე­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის ფურ­ტი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლა, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია; ასე­ვე მაწყ­ვალ­თის სა­ჯა­რო სკო­ლა – ორი­ვე კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნო­ბაა და აღ­ჭურ­ვი­ლია ინ­ვენ­ტა­რით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის აღ­ჭურ­ვა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აქ მოს­წავ­ლე­თა კონ­ტინ­გენ­ტი მცი­რეა. ბო­ლო წლებ­ში, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და­ფი­ნან­სე­ბით, შუ­ა­ხე­ვის კი­დევ 6-7 სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის აღ­ჭურ­ვა, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია; 26 სკო­ლა­ში შე­ვი­ტა­ნეთ 400-ზე მე­ტი და­სა­ხე­ლე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა; მერ­ხე­ბით, სკა­მე­ბით, და­ფე­ბით ყვე­ლა სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მა არ გვაქვს. ახა­ლი სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გარ­და, ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. სადღე­ი­სოდ ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მხო­ლოდ დარ­ჩი­ძე­ებ­შია. პრო­ექ­ტი უკ­ვე შედ­გე­ნი­ლია და მა­ლე მშე­ნებ­ლო­ბაც და­იწყე­ბა.

ინ­ვენ­ტა­რის თვალ­საზ­რი­სით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პრობ­ლე­მე­ბი თით­ქ­მის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, პრობ­ლე­მაა სას­მელ წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან სოფ­ლებ­ში არაა ცენ­ტ­რა­ლუ­რი მო­მა­რა­გე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი წყა­ლი ყველ­გან აქვთ, სას­მე­ლი წყა­ლი – არა.

– მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ტრან­ს­პორ­ტის სა­კითხი, ზო­გა­დად, მწვა­ვედ დგას. რა ვი­თა­რე­ბაა ამ მხრივ სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

– მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც გითხა­რით, ბევ­რი სკო­ლა გვაქვს. ეს სწო­რედ რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი – შე­იძ­ლე­ბა, პა­ტა­რა სო­ფე­ლი იყოს, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლია, იქ სკო­ლა არ იყოს, რად­გან ბავ­შ­ვე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ სხვა სო­ფელ­ში სწავ­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით – ზამ­თარ­ში. თვითონ სოფ­ლებ­შიც არის ისე­თი უბ­ნე­ბი, 5-6 კი­ლო­მეტ­რით რო­მაა და­შო­რე­ბუ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის­გან და მათ­თ­ვის ძნე­ლია სოფ­ლის ცენ­ტ­რამ­დე, სკო­ლამ­დე მის­ვ­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, კარ­გად იმუ­შა­ვა ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მამ და, 100-ზე მე­ტი უბ­ნი­დან, 37 სკო­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა ტრან­ს­პორ­ტი, რომე­ლ­საც გა­დაჰ­ყავს ბავ­შ­ვე­ბი სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე და პი­რი­ქით. ეს პროგ­რა­მა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს.

და­ნარ­ჩენ 7 სკო­ლა­ში ტრან­ს­პორ­ტი არ სჭირ­დე­ბათ, რად­გან კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბია. ამ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ტრან­ს­პორ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც ფე­ხით 1.5-2 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა უწევთ ტყი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე – ყვე­ლა უბან­ში და­ნიშ­ნუ­ლია ტრან­ს­პორ­ტი, რო­მე­ლიც ამ კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

– რა პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მ­ნათ პან­დე­მი­ამ?  

– და­საწყის­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლება წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებს, პე­და­გო­გებს, დი­რექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ ამ გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვა­ში, შე­დე­გად კი არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის  მიღ­მა.

ცხა­დია, გა­მოწ­ვე­ვა დი­დი იყო. მით უფ­რო, უფ­რო­სი თა­ო­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის რთუ­ლი აღმოჩნდა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თ­დახ­მა­რე­ბით შეძ­ლეს ამ სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თა­ვი­დან ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებ­დ­ნენ, ოღონდ ბავ­შ­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­დათ, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში კი თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა თიმს-ის პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და. თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა აქაც პრობ­ლე­მა იყო – მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონ­ში არაა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ბოჭ­კო­ვა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი და ბავ­შ­ვე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ ან რა­დი­ო­ინ­ტერ­ნეტ­ზე, ვი­საც ჰქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე. ცხა­დია, თა­ვი­დან ამან გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა შექ­მ­ნა. და­საწყის­ში შე­ვაგ­რო­ვეთ მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს თუ მოს­წავ­ლეს ჰქონ­და ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი – არა მარ­ტო ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მა, არა­მედ კომ­პი­უ­ტე­რი ან შე­სა­ბა­მი­სი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლი­თაც შეძ­ლებ­და ამ პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით კი, დავ­გეგ­მეთ რო­გორ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო პროგ­რა­მე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად დაგ­ვეხ­მა­რა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა. თა­ვი­დან ტე­ლე­გაკ­ვე­თი­ლებ­ზე წვდო­მის პრობ­ლე­მაც კი გვქონ­და, რად­გან ზო­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­საც ვერ იჭერ­დ­ნენ, და­ბა­ლი სიხ­ში­რის გა­მო, მაგ­რამ შემ­დეგ, 1-2 კვი­რა­ში, ზემ­დ­გომ­თა ჩა­რე­ვით, სიხ­ში­რე გა­ი­ზარ­და და ესეც მოგ­ვარ­და, შე­დე­გად კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს მი­ე­ცა ტე­ლე­გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი ამის მე­რეც იყო, რად­გან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა ვერ გა­უ­ტოლ­დე­ბა პი­რის­პირ სწავ­ლას, მაგ­რამ დასაწყისში არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი თან­და­თან მოგ­ვარ­და. იყო ისე­თი შემ­თხ­ვე­ვაც, რო­ცა ოჯახ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად არ ჰქონ­დათ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ან შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა, მაგ­რამ ქველ­მოქ­მე­დე­ბით თუ სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბით ესეც მოგ­ვარ­და — გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მარ­ნენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯა­ხებს; ხში­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი ურიცხავ­დ­ნენ ინ­ტერ­ნე­ტის ფულს ბავ­შ­ვებს, ვი­საც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­დათ… ბო­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, იუნი­სე­ფის დახ­მა­რე­ბით, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი მი­ა­წო­და სკო­ლებს – 10 ლა­რად შე­ეძ­ლოთ 20 გე­გა­ბა­ი­ტის ყიდ­ვა.

გვაქვს ერ­თი სო­ფე­ლი – ნაღ­ვა­რე­ვი, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი არ იჭერს. ამის გა­მო უფ­რო მე­ტი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით – მას­წავ­ლებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვებს ან მი­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხებ­ში და იქ ას­წავ­ლიდ­ნენ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტი მომ­გე­ბი­ა­ნიც კი აღ­მოჩ­ნ­და – 2-3 მოს­წავ­ლე ჰყავთ კლას­ში და დის­ტან­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა არ იყო. ზო­გა­დად, მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა­დაც კი იქ­ცა. ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე – 155 და­ბა შუ­ა­ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლას ჰყავს, ხო­ლო ყვე­ლა­ზე ცო­ტა – 2 მოს­წავ­ლე სო­ფელ გო­გა­ძე­ე­ბის სკო­ლა­შია, სა­დაც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში 170-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე იყო, 90-იანი წლე­ბის მიგ­რა­ცი­ის შე­დე­გად მა­შინ­დე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ად­გილ­ზე ახ­ლა დაწყე­ბი­თი სკო­ლაა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სულ 3 სკო­ლაა, რო­მელ­საც 100-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე ჰყავს, და­ნარ­ჩე­ნებ­ში კი 100-ზე ნაკ­ლე­ბია. დი­რექ­ტო­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ სი­ტუ­ა­ცი­ას, ყო­ველ­დღი­უ­რად უწევ­დ­ნენ მო­ნი­ტო­რინგს სას­წავ­ლო პრო­ცესს და მას­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას – ვინ­მე თუ ვერ ერ­თ­ვე­ბო­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია იმ დღეს­ვე გვქონ­და და იწყე­ბო­და მი­ზე­ზის ძი­ე­ბა. თუ ამას სკო­ლა ვერ აგ­ვა­რებ­და თა­ვი­სი ძა­ლე­ბით, ჩვენ ვერ­თ­ვე­ბო­დით და თუ სა­ჭი­რო ხდე­ბო­და — ზემ­დ­გო­მი ორ­გა­ნო­ე­ბიც. ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­ყე­ნებ­დით, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ და არც დარ­ჩე­ნი­ლან.

ამ­ჟა­მად 44-ივე სკო­ლა დას­წ­რე­ბით რე­ჟიმ­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას და არც ერ­თი კლა­სი, არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი არაა გა­და­სუ­ლი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. ამ­ჟა­მად პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბა  ჩვენ­თან სტა­ბი­ლუ­რია და ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რა თქმა უნ­და, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები