14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი ძა­ლაა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი კი – შვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი!

spot_img
რო­გო­რი რე­აქ­ცია გაქვთ, რო­ცა ქუ­ჩა­ში, ტრან­ს­პორ­ტ­ში, მა­ღა­ზი­ა­ში, თე­ატ­რ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ბავშვს და­ი­ნა­ხავთ? დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უმე­ტე­სო­ბა უპა­სუ­ხებს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის ქმე­დე­ბა, ხში­რად, სხვაგ­ვა­რია… და ეს სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, ჩა­უვ­ლი­ან თუ არა და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ან ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე პა­ტა­რას, მა­შინ­ვე ავიწყ­დე­ბათ, მათ მშობ­ლებს კი ყო­ვე­ლი ასე­თი რე­აქ­ცია მძი­მე ჭრი­ლო­ბად რჩე­ბათ და მათ პრობ­ლე­მას კი­დევ უფ­რო აღ­რ­მა­ვებს. ერ­თი შე­ხედ­ვით, რთუ­ლია გა­ი­გო, რას ნიშ­ნავს იყო შშმ ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის გამ­კ­ლა­ვე­ბა უწევთ მათ. პრინ­ციპ­ში, არც ისე რთუ­ლია, თუ იმ სა­მე­დი­ცი­ნო თუ სხვა ტი­პის სერ­ვი­სებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­მელ­საც მათ სა­ხელ­მ­წი­ფო სთა­ვა­ზობს. რო­გო­რია შშმ მშობ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რე­ა­ლუ­რად რა პრობ­ლე­მე­ბი დგას დი­აგ­ნო­ზის უკან, რა ხელ­შეწყო­ბა აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან და რო­გო­რია გა­რე­მო, სა­დაც „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი“ ბავ­შ­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ – ამის შე­სა­ხებ ნი­ნო ომა­ნა­ძის ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­იტყობთ. ნი­ნო შშმ ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლია, შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, წელს, მან თა­ნა­მო­აზ­რე დე­დე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მეც-Me Too“ და­ა­ფუძ­ნა. „იბ­რ­ძო­ლეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, სხვის იმედ­ზე ნუ და­ტო­ვებთ მათ მო­მა­ვალს! მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია, სიყ­ვა­რუ­ლით და მოთ­მი­ნებთ ყვე­ლაფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.“ – ასე მი­მარ­თავს მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

დი­აგ­ნო­ზი რო­გორც გა­ნა­ჩე­ნი

ბარ­ბა­რეს და­ბა­დე­ბამ­დე, და­უ­ნის სინ­დ­რომ­ზე მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ „და­უ­ნი“ ადა­მი­ა­ნის და­მაკ­ნი­ნე­ბელ მი­მარ­თ­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. სტრე­სი, რო­მელ­საც მშო­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბი­სას იღებს, უმ­წ­ვა­ვე­სია. დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დი­აგ­ნოზს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის არ­ცოდ­ნა, სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ყვე­ლა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­სა­ცი­ნი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, სწრა­ფად ხვდე­ბი, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი — გა­ნა­ჩე­ნია! ექი­მი, რო­მელ­თა­ნაც გაქვს პირ­ვე­ლი, უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა, სა­ნუ­გე­შოს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბა, პი­რი­ქით, მდგო­მა­რე­ო­ბას გიმ­ძი­მებს, რჩე­ბი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ოჯახ­თან, რო­მე­ლიც შენ­ზე მე­ტად დაბ­ნე­უ­ლია, ახ­ლობ­ლე­ბი, კი „ასე­თი“ ბავ­შ­ვის და­ბა­დე­ბას არც გი­ლო­ცა­ვენ…

გა­ნა­ჩე­ნია იმი­ტომ, რომ მარ­ტო იწყებ ჩა­კე­ტი­ლი წრის გარ­ღ­ვე­ვას, ეძებ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეძებ გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს, „შენ­ნა­ირ“ დე­დებს, იღებ უდი­დეს ტკი­ვილს,   გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა და ბუნ­დო­ვა­ნი მო­მა­ვა­ლი გტან­ჯავს. პრობ­ლე­მე­ბი პირ­ვე­ლი­ვე დღეს იწყე­ბა… სა­ხელ­მ­წი­ფო მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია ჯან­სა­ღად დახ­ვ­დეს შე­ნი შვი­ლის შეზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მის სა­ჭი­რო­ე­ბებს. ექი­მიც კი, რო­მელ­თა­ნაც პირ­ველ ვი­ზიტ­ზე მიგ­ყავს პა­ტა­რა, დაბ­ნე­უ­ლი შე­მოგ­ყუ­რებს.

სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, მწი­რი და გა­უ­მარ­თა­ვია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის ში­ში აქვს. ერთ შემ­თხ­ვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ, ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოვ­ხ­ვ­დით, ბარ­ბა­რე 1 წლის იყო, დი­ლით პა­ლა­ტა­ში ექი­მი და მი­სი ათი­ო­დე სტუ­დენ­ტი და­უ­კითხა­ვად შე­მო­იჭ­რ­ნენ — არც პა­ტი­ვის­ცე­მა, არც მო­რი­დე­ბა, ექი­მი პირ­და­პირ მი­მარ­თავს სტუ­დენ­ტებს: და­აკ­ვირ­დით ჰა­ბი­ტუსს, ესაა და­უ­ნის სინ­დ­რო­მი. სტუ­დენ­ტე­ბიც გა­ო­ცე­ბით დაჰ­ყუ­რე­ბდნენ ბავშვს. სა­ნამ გა­ვი­დოდ­ნენ,   მკაც­რი ხმით და­მი­ბა­რა: „კა­ბი­ნეტ­ში შე­მობ­რ­ძან­დით!“

დაბ­ნე­უ­ლი, გულ­გა­და­წუ­რუ­ლი შე­ვე­დი „კა­ბი­ნეტ­ში“. პირ­ვე­ლი კითხ­ვა: გარ­და ამ ბავ­შ­ვი­სა, კი­დევ გყავთ ვინ­მე და­უ­ნის სინ­დ­რო­მით? თა­ვის მარ­თ­ლე­ბა და­ვიწყე, რომ არა, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა… სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წლე­ბის შემ­დ­გო­მაც გრძელ­დე­ბა, უფ­რო იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც. 9 წლის წინ, რო­ცა ბარ­ბა­რე და­ი­ბა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მ­წი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შშმ უფ­რო სტიგ­მა­ტი­ზე­ბუ­ლი იყო.

გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მიღ­წე­ვი­სა, ჩვენ­თ­ვის გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა რე­ა­ლუ­რად ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვა, პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სკო­ლის და ბა­ღის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, წლე­ბია, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან ჯან­დაც­ვის პა­კე­ტის დახ­ვე­წას და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სის მი­ღე­ბას მო­ითხო­ვენ, თუმ­ცა, ეს სა­კითხი დღემ­დე და­დე­ბი­თად ვერ გა­დაწყ­და. მწი­რია იმ ცენ­ტ­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვას შეძ­ლე­ბენ.

ამ პროგ­რა­მა­ში მო­სახ­ვედ­რად, ბავ­შ­ვებს, წლე­ბის მან­ძილ­ზე, მომ­ლო­დი­ნე­თა სი­ებ­ში ყოფ­ნა უწევთ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ვა­უ­ჩე­რი, რო­მე­ლიც ამ სერ­ვისს ანაზღა­უ­რებს, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ხარ­ჯე­ბის ანაზღა­უ­რე­ბას, რა­საც ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს. მშო­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, და­მა­ტე­ბი­თი სახ­ს­რე­ბი მო­ი­ძი­ოს, რა­თა ბავ­შ­ვი მი­იყ­ვა­ნოს მეტყ­ვე­ლე­ბის, სენ­სო­რუ­ლი თე­რა­პი­ის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. ამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სიმ­წი­რე და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მიც ცალ­კე თე­მაა.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ბევ­რი პრობ­ლე­მაა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხი­თაც. სა­ხელ­მ­წი­ფომ თით­ქოს უზ­რუნ­ველ­ყო შშმ ბავ­შ­ვე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში მი­ღე­ბა, მაგ­რამ სკო­ლაც და ბა­ღიც მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და მათ და­სახ­ვედ­რად.

შშმ ბავ­შ­ვი სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის სრუ­ლი ცოდ­ნა და მზა­ო­ბა ექ­ნე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ღოთ კა­რი და იმ კარს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ოთახ­ში გა­მოვ­კე­ტოთ.

პრობ­ლე­მე­ბი გვხვდე­ბა სკო­ლა­შიც, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­ა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზი­ის და­ნერ­გ­ვას და სკო­ლა თით­ქ­მის მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ხვდე­ბა შშმ ბავ­შ­ვებს. ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­სა და კე­თილ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ბე­დი. სკო­ლებ­ში მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სკო­ლის შე­ნო­ბა არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის — არ არის პან­დუ­სე­ბი; საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ აქვს შშმ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, მშო­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლია, სკო­ლი­დან სკო­ლა­ში ატა­როს შვი­ლი იმის გა­მო, რომ იქ­ნებ, სად­მე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი დახ­ვ­დეს. ამ პრო­ცეს­ში კი, მკაც­რად ირ­ღ­ვე­ვა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბიც და მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც. ხში­რად, სამ­წუ­ხა­როდ, მოს­წავ­ლე სკო­ლის მიღ­მა რჩე­ბა, სახ­ლ­ში გა­მო­კე­ტი­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, თა­ვის­თა­ვად, ყოვ­ნ­დე­ბა მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა. ვი­ცი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, მშო­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, შვი­ლის­თ­ვის 4 სკო­ლა გა­მო­ეც­ვ­ლა, ბავ­შ­ვი მე-6 კლას­შია, თუმ­ცა, სკო­ლა­ში 6-ჯე­რაც არ ყო­ფი­ლა. ეს ხდე­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, ცნო­ბილ სკო­ლებ­ში. ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც კარ­გად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბი, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს მხო­ლოდ იმი­ტომ ჩა­მო­ა­შო­რეს, რომ „ცელ­ქია“. რამ­დე­ნი წე­ლია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ა­მა­ტა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის შტა­ტი სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მის და სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტი, რო­მე­ლიც შშმ მოს­წავ­ლის გვერ­დით იქ­ნე­ბა და და­ეხ­მა­რე­ბა, სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ერ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან ცო­ტა, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლელ­მა მშო­ბელ­მა თუ იცის. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, პრობ­ლე­მე­ბი აქაც ბევ­რია, რად­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მი სა­და­ვოა – არ ვი­ცით, რა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა აქვს ან აქვს თუ არა ასეთ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სიც – 1 სა­ა­თი – 3 ლა­რი. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა 3 სა­ათ­ზე მე­ტი დრო­ის გა­ტა­რე­ბას ვერ ახერ­ხებს სკო­ლა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასის­ტენ­ტის ხელ­ფა­სი 120 ლა­რია, ეს იმ­დე­ნად მი­ზე­რუ­ლი თან­ხაა, რომ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის სურ­ვი­ლი არა­ვის აქვს, მით უფ­რო, გა­მოც­დილ სპე­ცი­ა­ლისტს. სა­მი­ნის­ტ­რო და სკო­ლა კი, თავს იმით იმარ­თ­ლე­ბენ, რომ ვა­კან­სი­ე­ბი გვაქვს, მაგ­რამ კად­რე­ბი არ გვყავ­სო. მთა­ვა­რია, მი­ზე­ზზე იფიქ­რონ – რა­ტომ არ მო­დის კად­რი ამ ვა­კან­სი­ა­ზე?

მეს­მის, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის სი­ახ­ლეა, ახ­ლა იწყე­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის დახ­ვე­წას, მაგ­რამ სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­წი­ფოს ნე­ბა, დრო­უ­ლად გა­დამ­ზად­დეს და შე­ნარ­ჩუნ­დეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, რო­მე­ლიც ჩვენს შვი­ლებს რე­ა­ლუ­რად ჩარ­თავს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ჩვე­ნი შვი­ლე­ბის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ხელ­შემ­წყო­ბი არ უნ­და გახ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­დეს ორი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი: საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში არ არის ჩარ­თუ­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ადეკ­ვა­ტუ­რად აისა­ხე­ბა მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზეც და ანაზღა­უ­რე­ბა­ზეც.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და სა­ხელ­მ­წი­ფო თავს იწო­ნებს, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია და­ფას­და, ხელ­ფა­სი 1000 ლარ­ზე მე­ტია, მაგ­რამ სკო­ლა­ში გვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 300 ლარ­საც კი ვერ იღებს იმ უმ­ძი­მე­სი შრო­მის­თ­ვის, რა­საც ეწე­ვა. არა­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ათა­სო­ბით სსსმ მოს­წავ­ლის ბე­დი. სა­მი­ნის­ტ­როს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო, სკო­ლე­ბი­დან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დი­ნე­ბის პრო­ცე­სი და­იწყო.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, 2018 წელს, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭა, მაგ­რამ კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა. დღემ­დე არ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, იზ­რუ­ნოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის/კვალ­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე. სქე­მის და­მუ­შა­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სახლს და­ე­ვა­ლა, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, მთე­ლი წე­ლი,   სქე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა სქე­მის კონ­ტუ­რებს ვერ გას­ც­და. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა და შშმ ბავ­შ­ვის მშო­ბელ­მა, თა­მარ იარა­ჯულ­მა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუფ­მა, მე, რო­გორც მშო­ბელ­მა, მივ­მარ­თეთ სა­მი­ნის­ტ­როს, სას­წ­რა­ფო წე­სით და­იწყოს სქე­მის გან­ხილ­ვა. ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს შეხ­ვედ­რე­ბი და და­დე­ბით ძვრებს ვე­ლო­დე­ბით.

აუცი­ლე­ბე­ლია, სქე­მა, წლის ბო­ლომ­დე, გა­და­ეგ­ზავ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ დრო­უ­ლად მოხ­დეს მი­სი გან­ხილ­ვა და დამ­ტ­კი­ცე­ბა, იქ­ნებ 2020 წლის ბი­უ­ჯეტ­ში მა­ინც ჰპო­ვოს ასახ­ვა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა და­კარ­გავს კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს, რაც, სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გ­რევს ძლივს შე­კო­წი­წე­ბულ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას.

ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბი

რთუ­ლი და ჯერ­ჯე­რო­ბით და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შშმ ბავ­შ­ვე­ბი, მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებს სა­ჭი­რო­ე­ბენ. ჯან­დაც­ვის ახ­ლან­დე­ლი პა­კე­ტი კი, მხო­ლოდ იმ მი­ნი­მა­ლურ კვლე­ვებს ანაზღა­უ­რებს, რაც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გ­ლებ­შია მი­ღე­ბუ­ლი.

წლე­ბია სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მო­ვითხოვთ ჯან­დაც­ვის სო­ცი­ა­ლურ მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და, სა­ჭი­რო და ჩვენ შვი­ლებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სი მიგ­ვე­ღო. თუმ­ცა, მოთხოვ­ნა მოთხოვ­ნად დარ­ჩა და გან­ხილ­ვის ეტაპ­ზეც არაა გა­და­სუ­ლი.

ერ­თა­დერ­თი სუბ­სი­დია, რო­მელ­საც ჩვე­ნი შვი­ლე­ბის დი­აგ­ნო­ზი ით­ვა­ლის­წი­ნებს, არის 200-ლა­რი­ა­ნი „პენ­სია“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შშმ სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს,   ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, ერიცხე­ბათ. აქაც გვაქვს ხარ­ვე­ზე­ბი, ბი­უ­როკ­რა­ტიუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც შშმ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას თან ახ­ლავს, გვიზღუ­დავს 3 წლამ­დე ბავ­შ­ვის სა­პენ­სიო კო­მი­სი­ა­ზე გაყ­ვა­ნას. თუმ­ცა, და­უ­ნის სინ­დ­რო­მი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე თვალ­სა­ჩი­ნოა და ამ ნო­ზო­ლო­გი­ით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ატა­რებს, და­მა­ტე­ბით, 47-ე ქრო­მო­სო­მას.

200-ლა­რი­ა­ნი „პენ­სია“ მი­ნი­მა­ლუ­რ სა­ჭი­რო­ე­ბებ­საც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. რო­გორც გითხა­რით, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მე­ბით იბა­დე­ბი­ან ან,   წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, იძე­ნენ ახალ და­ა­ვა­დე­ბებს; ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის არ­ქო­ნის გა­მო, ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არაა.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ლი­ტი­კის გა­მო, შშმ ბავ­შ­ვის ყო­ლა, სი­ღა­რი­ბის საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ნე­ბის­მი­ერ ოჯახს.

ფი­ნან­სურ კუთხეს ემა­ტე­ბა არა­საკ­მა­რი­სი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი. მშობ­ლე­ბი მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ ერ­თ­მა­ნეთ­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შევ­ქ­მე­ნით და­ხუ­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებთ. პი­რა­დად მე, 9 წე­ლია მხო­ლოდ ბარ­ბა­რეს­თ­ვის ვცხოვ­რობ, სამ­სა­ხურს თა­ვი და­ვა­ნე­ბე და ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი ჩე­მი შვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ესეც ერ­თ­გ­ვა­რი ფუ­ფუ­ნე­ბაა.

ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა

შშმ ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში წას­ვ­ლა ორ­მა­გად სტრე­სუ­ლია მშობ­ლის­თ­ვის, არ იცი რო­გო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პე­და­გო­გი დაგ­ხ­ვ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რი კად­რია, მაგ­რამ შშმ ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა სხვა გა­მოც­დი­ლე­ბას და ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს. ჩვენ გაგ­ვი­მარ­თ­ლა, სკო­ლა­ში უძ­ლი­ე­რე­სი პე­და­გო­გე­ბის გუნ­დი დაგ­ვ­ხ­ვ­და, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან საგ­ნობ­რივ სწავ­ლე­ბა­ზეა და, შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ მას­წავ­ლე­ბელ­თან უწევს მუ­შა­ო­ბა. ვერ გა­მოვ­ყოფ, რო­მელ სა­გან­შია უფ­რო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა პე­და­გოგ­მა შეძ­ლო მი­სი შე­სა­ძლებ­ლო­ბე­ბის და­ნახ­ვა. უკ­ვე მე­სა­მე კლას­შია, სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე ვცნობ­დით ასო­ებს, ციფ­რებს, ცო­ტა სირ­თუ­ლე­ე­ბი გვქონ­და წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით (და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს წვრი­ლი და მსხვი­ლი მო­ტო­რი­კის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ), გვი­ჭირ­და ბა­დე­ში წე­რა, მაგ­რამ ბარ­ბა­რეს მონ­დო­მე­ბამ და მას­წავ­ლებ­ლის მიდ­გო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ვწერთ და ძა­ლი­ან ლა­მა­ზად.

ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი გო­გოა, მონ­დო­მე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. წელს ყვე­ლა სა­გან­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მა მო­ეხ­ს­ნა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პროგ­რა­მით აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას.

ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი მი­სი მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბია, იცის გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა, 1000-ის ფარ­გ­ლებ­ში მი­მა­ტე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა, გიხ­ს­ნის დე­ცი­მეტ­რე­ბის, მეტ­რე­ბის, პე­რი­მეტ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბი და კლა­სე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ბრწყინ­ვა­ლე გო­გოა.

და­დის ცურ­ვა­ზე, ტან­ვარ­ჯიშ­ზე, ჰყავს უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ზოგ­ჯერ მგო­ნია, ჩემ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რად რე­ა­გი­რებს გა­რე­მო­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე. თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი გო­გოა.

მუდ­მი­ვად ვსა­უბ­რობთ პრობ­ლე­მებ­ზე, თუმ­ცა, ასე­თი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც გვაქვს, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვაჟ­ღე­როთ და და­ვა­ფა­სოთ.

შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად – ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბის და პრობ­ლე­მის გა­სა­ღე­ბი სიყ­ვა­რულ­შია

პრობ­ლე­მე­ბი მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის კუთხი­თაც გვაქვს. ათა­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მდგა­რი ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი კარ­გავს მო­ტი­ვა­ცი­ას, ბრძო­ლის უნარს. არ იცის რო­გორ და რა გზით და­იც­ვას სა­კუ­თა­რი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი გა­რეთ, სახ­ლ­ში თუ სკო­ლა­ში. არა­ვინ ცდი­ლობს აუხ­ს­ნას მათ, რა ეკუთ­ვ­ნით, რი­სი მოთხოვ­ნის უფ­ლე­ბა აქვთ. შშმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შექ­მ­ნეს, ბევრს მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა, სა­მუ­შაო ისევ ბევ­რია, კუს ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვი­წევთ წინ.

მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით და ჩარ­თუ­ლო­ბით, მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შე­იქ­მ­ნა. მათ იტ­ვირ­თეს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი გა­რე­მოს შექ­მ­ნის­თ­ვის და­იწყეს აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლა. ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბის და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ხელ­მ­წი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წია დათ­მო­ბებ­ზე და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე წა­მოს­ვ­ლა.

წელს თა­ნა­მო­აზ­რე დე­დე­ბი გა­ვერ­თი­ან­დით და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მეც-me too“ და­ვა­ფუძ­ნეთ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი და­უ­ნის სინ­დ­რო­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ინ­ტეგ­რა­ცია და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ზრუნ­ვაა, მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ მშობ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახ­ლა გა­დი­ან ჩვენს გზას, მინ­და ყვე­ლას ვუთხ­რა, ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბის და პრობ­ლე­მის გა­სა­ღე­ბი სიყ­ვა­რულ­შია, გიყ­ვარ­დეთ შვი­ლე­ბი, იბ­რ­ძო­ლეთ, იშ­რო­მეთ მათ­თ­ვის, სხვის იმედ­ზე ნუ და­ტო­ვებთ მათ მო­მა­ვალს. იბ­რ­ძო­ლეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თარ თავ­ზე. მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია, სიყ­ვა­რუ­ლით და მოთ­მი­ნებთ ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.

მშო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე დი­დი ძა­ლაა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი კი –  შვი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რან­ტი!

ესაუბრა ლალი ჯელაძე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები