27 ივლისი, შაბათი, 2024

„მშვი­დო­ბა შინ – მშვი­დო­ბა გა­რეთ“ – ქალ­თა ფონ­დის „სო­ხუ­მი“ წვლი­ლი ახალ­გაზ­რ­დულ აქ­ტი­ვიზ­მ­ში

spot_img

16-დღი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ქალ­თა ფონდ „სო­ხუმ­ში“, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­დატ­ვირ­თუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო, ში­ნა­არ­სი­ა­ნი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. ფონ­დის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის ახა­ლ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მიმ­დი­ნა­რე წელს ქალ­თა ფონ­დ­მა „სო­ხუ­მი“ ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბის სფე­რო გა­ა­ფარ­თო­ვა და თუ აქამ­დე ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პუ­რი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის“ (Brot fტr die Welt) იყო, უკ­ვე USAID-იც გვაძ­ლი­ე­რებს.

„ახა­ლი პრო­ექ­ტი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ რე­გი­ო­ნებ­ში სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მა­ში, რა­თა მათ ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ახ­დი­ნონ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში და ამ­გ­ვა­რად წა­ვა­ხა­ლი­სოთ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი აქ­ტი­ვიზ­მი. ძა­ლი­ან ბევ­რი ქმე­დი­თი, ინო­ვა­ცი­უ­რი და ღი­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლი­ის, წყალ­ტუ­ბო­სა და ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მა, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბე­ბი, სა­დაც და­მო­უ­კი­დებ­ლად და რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვი­ან. ვფიქ­რობ, ეს შე­დე­გია იმი­სა, რა­საც ჩვენ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით მი­ვაღ­წი­ეთ. გა­ვა­აქ­ტი­უ­რეთ ახალ­გაზ­რ­დე­ბი და ახ­ლა უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად გეგ­მა­ვენ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო სა­კითხზე,“ — ამბობს თეა გო­ლე­თი­ა­ნი, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

16-დღი­ა­ნი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნია ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, მგრძნო­ბე­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი სწო­რედ ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი წვის შე­დე­გე­ბი­თაა. კერ­ძოდ, კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბე­ბის წევ­რე­ბი სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ნა­ხა­ტე­ბით, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი­თა და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ.

„ჩე­მი ნა­მუ­შევ­რით მინ­დო­და გა­მო­მე­ხა­ტა ქა­ლის გრძნო­ბე­ბი. მან სიმ­შ­ვი­დე მხო­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში მო­ი­პო­ვა. ტყის ტო­ტებ­მა დამ­ხ­მა­რე ხე­ლე­ბი გა­უ­წო­დეს და ამ­შ­ვი­დე­ბენ. სუ­ლი­ე­რად პო­უ­ლობს სიწყ­ნა­რეს და სიმ­შ­ვი­დეს, მხო­ლოდ აქ ივი­წ­ყებს ყვე­ლა დარდს, რაც ში­ნა­გა­ნად აწუ­ხებს. ამ ქალ­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლამ თა­ვი­სი თა­ვი და­ი­ნა­ხოს, რად­გან ძა­ლა­დო­ბა არა მარ­ტო ოჯა­ხუ­რი არ­სე­ბობს, არის, თუნ­დაც, ბუ­ლინ­გი. ძა­ლი­ან ბევ­რია ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნი „იკე­ტე­ბა“. ში­ნა­გან სამ­ყა­როს აღარ ანა­ხებს და მხო­ლოდ ნი­ღაბს ატა­რებს. ჩვენ ყვე­ლას ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო გვაქვს, სა­დაც სიმ­შ­ვი­დეს ვპო­უ­ლობთ, ამ გო­გო­ნამ კი ეს ბუ­ნე­ბა­ში მო­ი­პო­ვა,“ – ქრის­ტი­ნე გო­გო­ლი­ძე, ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბის წევ­რი. ის გმობს ძა­ლა­დო­ბას და თა­ვი­სი ნა­ხა­ტით უერ­თ­დე­ბა 16-დღი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნი­ას.

ანა და ლი­ზი ქუ­რას­ბე­დი­ა­ნე­ბი, ლი­ზი ტყაბ­ლა­ძე ხო­ნის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი არი­ან. ისი­ნი შე­უ­ერ­თ­დ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნი­ას და ონ­ლა­ინ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რეს მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, რომ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი 16-დღი­ა­ნი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნია ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­კის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა შეხ­ვედ­რა გამართეს თა­ვი­ანთ თა­ნა­ტო­ლებ­თან თე­მა­ზე: „იცხოვ­რე ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე“, საინტერესო დის­კუ­სიის დროს, მათ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს, თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ძა­ლა­დო­ბა ქა­ლის ცხვრე­ბა­ზე.

 

„ეს ჩე­მი ნა­ხა­ტია, რო­მე­ლიც შიშ­ზე დავ­ხა­ტე, ვფიქ­რობ, რომ ში­შიც ბუ­ლინ­გის ნა­წი­ლია,“ – თა­ვი­სი ნა­ხა­ტით შე­მო­უ­ერ­თ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნი­ას ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მა­რია შა­ფო­როს­ტი, ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბის წევ­რი.

 

 

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კო­კის ახ­ა­ლ­­გაზ­რ­დუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს შიდ­ს­თან ბრძო­ლის კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნია კი­დევ ერ­თხელ მი­ვაპყ­როთ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ყუ­რადღე­ბა ამ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას, კი­დევ ერ­თხელ გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ შიდ­სის რე­ა­ლუ­რი საფ­რ­თხე. სა­ინ­ფორ­მა­ციო სტენ­დე­ბი VI-XI კლა­სის მოს­წავ­ლე­თა მი­ე­რაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

 

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლი­ის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა უჩ­ვე­ნეს ფილ­მი „სო­რა­ის ჩა­ქოლ­ვა“, გა­მარ­თეს დის­კუ­სია და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­მოთ­ქ­ვეს, ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ზე ძა­ლა­დო­ბის გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კო­კის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა მე-8 და მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩა­ტარ­და. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქალ­თა და გო­გო­ნა­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებ­ზე და 16-დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­ებ­ზე ისა­უბ­რეს.

 

„სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სამ­ყა­რო იდე­ა­ლუ­რი არ არის! დღე­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლია. ძა­ლა­დო­ბით ინ­გ­რე­ვა ადა­მი­ანის სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე. ჩე­მი ნა­მუ­შევ­რით მინ­დო­და, გად­მო­მე­ცა ძა­ლა­დო­ბა ქა­ლის მი­მართ. მან იცის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გ­რი­ლია. ჩვენ მხო­ლოდ ვუ­ყუ­რებთ, რო­გორ იჩაგ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და არა­ფერს ვა­კე­თებთ. გო­გო­ნას მსხვერ­პ­ლე­ბი ანიშ­ნე­ბენ, „გა­ჩუმ­დი!!! აზ­რი არ აქვს“. უძ­ლუ­რო­ბის გა­მო ემო­ცი­ე­ბიც და­კარ­გა, მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ცრემ­ლი ჩა­მოს­დის ლო­ყა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ დო­ნემ­დე გა­ცივ­და, რომ „სხვი­სი ჭი­რი ღო­ბის ჩხი­რად“ მი­აჩ­ნი­ათ. ჩვენ თავს ვერ და­ვაღ­წევთ ამ პრობ­ლე­მას, სა­ნამ არ გა­მოვ­ფხიზ­ლ­დე­ბით. ერ­თ­მა­ნეთს უნ­და და­ვეხ­მა­როთ. მე ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ!!! ჩვენ ყვე­ლა ერ­თი ვართ! თქვენც გთხოვთ, ხმა ამო­ი­ღეთ! არ ვუ­ყუ­როთ ჩუ­მად, რო­გორ „ინ­გ­რე­ვა“ ადა­მი­ა­ნი ნა­წი­ლე­ბად!!!“ – ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბის წევ­რი, ქრის­ტი­ნე გო­გო­ლი­ძე.

ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბის წევ­რ­მა, ელე­ნე სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ თა­ვის სკო­ლა­ში, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა და თა­ნა­ტო­ლებს კამ­პა­ნი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია.

 

პრო­ექ­ტის სა­ხე­ლია „პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის დი­დი უფ­ლე­ბე­ბი“. თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სიქ­თარ­ვის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი კლუ­ბის წევ­რებ­მა: გი­გი ჯი­ქი­ძემ, ბაია მა­კა­რი­ძემ, ანუ­კა აბ­ჟან­და­ძემ, ბა­ქარ კვა­ტა­ი­ამ და გი­ორ­გი მუმ­ლა­ძემ, მე- 7 და მე-8 კლას­ში ჩა­ა­ტა­რეს შე­ჯიბ­რი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მუხ­ლე­ბის ცოდ­ნა­ზე. ლი­დე­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს ფლიპ­ჩარ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის ხა­ლი­ჩა“, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­წე­რეს თუ რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ ბავ­შ­ვებს.

16-დღი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში წა­ლენ­ჯი­ხის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს სო­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­კითხ­ვა. გა­მო­კითხულ­თა მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­ი­გეს — ნიშ­ნავს თუ არა ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ძა­ლა­დო­ბას და შე­იძ­ლე­ბა თუ არა ბავ­შ­ვის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვა ჩა­ით­ვა­ლოს ბუ­ლინ­გად.

 

 

 

 

ემა ახა­ლა­ძემ, ქუ­თა­ი­სის ახალ­გაზ­რუ­ლი კლუ­ბის წევ­რ­მა ასე გა­მო­ხა­ტა სო­ლი­და­რო­ბა ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ.

ქალ­თა ფონ­დი „სო­ხუ­მი“ კვლა­ვაც აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რ­ძობს ახალ­გაზ­რ­დებ­თან მუ­შა­ო­ბას სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მასალა მოამზადა ლინდა ჩიხლაძემ

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები