16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

მუსიკის სწავლა უაზრობაა? ეს იმიტომ, რომ არ იცი როგორ… კარგია მუსიკის სწავლა!

spot_img

იგრძენი სიხარული და მუსიკის შესწავლის სარგებელი

ძუ კუო-ლანი (ტაილანდელი მუსიკოსი)

ჩვენს მარცხენა და მარჯვენა ხელებს ტვინის სხვადასხვა მხარე მართავს. მარტივად რომ ვთქვათ, მარცხენა და მარჯვენა ხელები ერთად გამოიყენება. ინსტრუმენტების უმეტესობა უნდა კონტროლდებოდეს მარცხენა და მარჯვენა ხელებით ერთდროულად. მუსიკა არის დიდი დახმარება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც, ვისაც მარცხენა და მარჯვენა ტვინის დისბალანსი აქვს. ბოლო წლებში, უცხოეთში ბევრმა მშობელმა ასწავლა შვილებს მუსიკალურ  ინსტრუმენტებზე დაკვრა, რადგან სურთ, რომ მათი მარცხენა და მარჯვენა ტვინის ნახევარსფეროები ბალანსში განავითარონ. აღსანიშნავია, რომ ეს არაა მხოლოდ სამეცნიერო კვლევა, არამედ დოკუმენტური დასტურიც გვაქვს იმისა, რომ ბევრ ჭკვიან ადამიანს მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება შეეძლო. იცოდით, რომ მეცნიერ აინშტაინს ვიოლინოზე დაკვრა შეეძლო?

მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და სიმღერების შექმნა სინამდვილეში ხელოვნების გამოხატულებაა. ინსტრუმენტების სწავლა, სიმღერების წერის სწავლა მხოლოდ ტექნიკური მომზადება არ არის. მუსიკა არ არის დაშორებული ისტორიასა და ხელოვნებასთან. ხელოვნების სამყაროს ბევრი ენა აქვს. მუსიკაში ბუნებრივად გამოიხატება სხვადასხვა ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს ჰუმანიტარული უნარების გაუმჯობესებას. ყველას, ვინც მუსიკას სწავლობს, ლიტერატურული და მხატვრული შესაძლებლობებიც აქვს, დააკვირდით და მათ იპოვნით თქვენ გვერდით.

მუსიკა და ხელოვნების სხვა დარგები დიდ წარმოსახვას მოითხოვს ადამიანისგან. გარდა იმისა, რომ გამოხატავენ იმას, რისი გამოხატვაც სურთ მუსიკოსებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ინტერპრეტაცია. ეს ნაწილი მოითხოვს გარკვეულ წარმოსახვას, მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლას და ერთგვარი სასწავლო ფურცლის შედგენას. მუსიკას იმპროვიზაცია სჭირდება, წარმოსახვის გარეშე იმპროვიზაცია არ იბადება. საიდან მოდის წარმოსახვა? მხოლოდ მუსიკის სწავლის ბუნებრივი სტიმულირებისგან!

მუსიკის დაკვრა ძალიან საფრთხილო საქმეა. მუსიკის შესწავლა არ არის ერთი ან ორი დღის საქმე. მუსიკოსების მსურველი უნდა იყოს შეუპოვარი, ჩვეულებრივზე მეტად მომთმენი. მუსიკის დაკვრის ან ნამუშევრების შექმნის კარგი ან ცუდი ხარისხი თვითგამორკვევის უნარზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე, რამდენად ფრთხილი ხარ.

იმის თქმაც მინდა, რომ ქალები და კაცები გრძნობენ, რომ მუსიკამ უფრო ტემპერამენტიანი გახადა. შეყვარებულები თუ დაუკრავენ ინსტრუმენტებზე შეყვარებულებისთვის,  არც ერთი შეყვარებული არ იქნება უბედური! მუსიკის შესრულებისას, ინსტრუმენტს აუცილებლად ექნება დამატებული ეფექტი საპირისპირო სქესის თვალში. ცნობილია,  რომ შეყვარებული, რომელსაც სიმღერების შექმნა შეუძლია, უფრო აღმატებულია, მისი შეყვარებული კი, უბრალოდ, დიდი ვარსკვლავია.

ათი წუთი სცენაზე წარმატების ათი წელია. ადამიანებმა, რომლებიც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობენ და სცენაზე პირველი გამოსვლის გამოცდილება აქვთ, იციან, რომ ეს, თითქმის, შემზარავი ბრძოლაა.  საბოლოოდ მაინც დგება ეს დღე და საკუთარი გამოცდილება სხვებსაც უნდა გაუზიაროთ. ახალბედებს უნდა უთხრათ, რომ ბევრი ადამიანია სცენაზე და შეუძლებელი არაფერია,  შესრულების უნარის გასავარჯიშებლად ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

მუსიკა უნდა იყოს რაციონალური. ყველამ იცის, რომ მუსიკა მოდის გრძნობებიდან, მაგრამ ყველა მუსიკოსმა უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ მგრძნობელობის გამოხატვის  კონტროლით შეიძლება მუსიკის გადმოცემა კარგად.

პირველ რიგში, ინსტრუმენტზე დაკვრა ერთაზროვანი საქმიანობაა. არა მარტო მარცხენა ხელს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ მარჯვენასაც, არა მარტო რიტმს უნდა მოვუფრთხილდეთ, არამედ მუსიკაზეც ვიფიქროთ. საჭიროა ყურადღების გამახვილება სმენის გამოყენებაზე, სხვაგვარად ვერ დაიპყრობ შთაგონებას, თუ ყურადღებას არ მიაქცევ მას.

მუსიკა არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ იგრძნოს ყველამ, ვინც მუსიკას სწავლობს ან ისმენს. მუსიკა შეიძლება გაუზიარო არა მარტო სხვებს, არამედ კარიც მიუხურო თვით უსიამოვნებებს, და მეტი ალბათობაა, რომ უფრო ბევრი მეგობარი შეიძინო მუსიკის გამო.

იგრძენი სიხარული და მუსიკის შესწავლის სარგებელი, რომელიც ნამდვილად ზედმეტი არაა.

თარგმნა ქუთაისის ოპერის თეატრის კონცერტმაისტერმა და მუსიკის პედაგოგმა მეგი ჭანტურიამ

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები