22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

მუ­სი­კა და სა­გან­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე

spot_img

თამარ თევდორაშვილი
სსიპ თბი­ლი­სის №79 და №39 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მუ­სი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

რო­გორ გეს­მით, რა არის ინ­ტეგ­რი­რე­ბა? დი­ახ, ინ­ტეგ­რი­რე­ბა არის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, შე­ერ­თე­ბა, შერ­წყ­მა, შე­თავ­სე­ბა…

რას გუ­ლის­ხ­მობს სა­გან­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი?

  1. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა სინ­თე­ზუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა;
  2. სა­გან­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბას;
  3. ხელს უწყობს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის, უნარ-ჩვე­ვე­ბის ტრან­ს­ფერ­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში მი­აღ­წი­ოს იდე­ა­ლურ დის­ციპ­ლი­ნას, თუმ­ცა ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის გა­რე­შე, ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე, სხვა სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლი­სად­მი მო­ტი­ვა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი გზა, ვფიქ­რობ, საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბაა. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ფორ­მა ხომ ყო­ველ­თ­ვის არას­ტან­დარ­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა (ინ­ტეგ­რა­ცია — ლა­თი­ნუ­რი — მთლი­ა­ნი, აღ­დ­გე­ნა). სწო­რედ ასეთ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე აქვთ მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ი­ღონ ღრმა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცოდ­ნა, გა­მო­ი­ყე­ნონ ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნი­დან, გა­ი­აზ­რონ მოვ­ლე­ნე­ბი სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ავი­თა­რებს ცოდ­ნის ერ­თი საგ­ნი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­ტა­ნის უნარს.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­თა მი­ერ სას­წავ­ლო მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას, ასე­ვე კრი­ტი­კუ­ლი და სინ­თე­ზუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის მთა­ვა­რი თვი­სე­ბაა მი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლეს და­ა­კავ­ში­როს ცალ­კე­ულ საგ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და შე­იქ­მ­ნას ერ­თი­ა­ნი წარ­მოდ­გე­ნა სამ­ყა­რო­ზე, ბუ­ნე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე…

ნე­ბის­მი­ე­რი სას­კო­ლო სა­გა­ნი, ამა თუ იმ ნიშ­ნით, უკავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებს, ამ მხრივ არც მუ­სი­კაა გა­მო­ნაკ­ლი­სი. რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერ­თი სფე­რო, მუ­სი­კა ხელს უწყობს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გაღ­ვი­ვე­ბას, მი­ი­ღონ სხვა­დას­ხ­ვა დარ­გე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის გზით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით.

თუმ­ცა­ღა მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან ბევრს ფიქ­რობს, თუ რო­გორ შე­ად­გი­ნოს სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა, რო­გორ და რა გზით და­ა­კავ­ში­როს მუ­სი­კა ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან, ბუ­ნე­ბას­თან, მა­თე­მა­ტი­კას­თან, სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, სპორ­ტ­თან და ა.შ. რო­გორ შექ­მ­ნას საქ­მი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­რე­მო? რა დარ­ჩე­ბა მოს­წავ­ლე­ებს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ? მუ­სი­კის სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნებ­თან კავ­ში­რი მას­წავ­ლე­ბელს უსაზღ­ვ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს, გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს.

ის, რაც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ

ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, რო­გორც წე­სი, ატა­რებს სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის ორი ან ორ­ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა ასე­თი გაკ­ვე­თი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­როს ერ­თ­მა პე­და­გოგ­მაც, რო­მელ­საც აქვს სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა და მომ­ზა­დე­ბა შე­სა­ბა­მის საგ­ნებ­ში.

იმ პე­და­გო­გებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ერ­თად ამ­ზა­დე­ბენ და შემ­დეგ ატა­რე­ბენ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, აუცი­ლებ­ლად უნ­და არ­სე­ბობ­დეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა. ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ასე­თი გაკ­ვე­თი­ლი ეფექ­ტი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბა.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის მომ­ზა­დე­ბი­სა და ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სას­წავ­ლო მა­სა­ლის ში­ნა­არ­ს­ზე, მაგ­რამ მა­ინც ვე­ცა­დოთ, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ამ პრო­ცეს­ში თა­ნაბ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევს წამ­ყ­ვა­ნის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ეფექ­ტი­ა­ნად ჩა­სა­ტა­რებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია გან­სა­ხილ­ვე­ლი და შე­სას­წავ­ლი ობი­ექ­ტის სწო­რად გან­საზღ­ვ­რა და გაკ­ვე­თი­ლის ში­ნა­არ­სის გულ­დას­მით შერ­ჩე­ვა.

რო­მელ საგ­ნებ­თან შეგ­ვიძ­ლია  მუ­სი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბა?

წარ­მო­გიდ­გენთ ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე.

მუ­სი­კა და ლი­ტე­რა­ტუ­რა

თე­მის „წვე­უ­ლე­ბე­ბი და დღე­სას­წა­უ­ლე­ბი შინ და გა­რეთ“ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ცნო­ბი­ლი რუ­სი მე­ი­გა­ვის, ივა­ნე კრი­ლო­ვის „დათ­ვის წვე­უ­ლე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბა. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, რომ იგავ-არა­კის გმი­რე­ბი არი­ან ცხო­ვე­ლე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი, საგ­ნე­ბი, მაგ­რამ იგუ­ლის­ხ­მე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ვი­გუ­ლის­ხ­მოთ, ამა­ზე იგავ-არა­კის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ.

კერ­ძოდ, აღი­ნიშ­ნე­ბა დათ­ვის ხელ­გაშ­ლი­ლი მას­პინ­ძ­ლო­ბა და მე­ლი­ის თვალ­თ­მაქ­ცო­ბა, ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია წვე­უ­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უხ­ვი სუფ­რა, სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი, სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა.

მო­უს­მი­ნეთ იგავ-არაკს და უპა­სუ­ხეთ კითხ­ვებს:

რა არის იგავ-არა­კი?

რამ­დე­ნი პერ­სო­ნა­ჟი მო­ნა­წი­ლე­ობს „დათ­ვის წვე­უ­ლე­ბა­ში“?

რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით იგავ-არა­კის გმი­რებს?

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გორ დას­რულ­დე­ბო­და წვე­უ­ლე­ბა?

დათ­ვის წვე­უ­ლე­ბა

თარ­გ­მ­ნა აკა­კი წე­რე­თელ­მა

დათ­ვ­მა ლხი­ნი გა­დი­ხა­და, მო­იწ­ვია მე­ზობ­ლე­ბი;

გა­რე­შე­ნიც ბევ­რი ჰყავ­და: ტუ­რა, მე­ლა, კა­ტა, მგლე­ბი.

უკე­თე­სი მას­პინ­ძ­ლო­ბა, უნ­და ვთქვათ, რომ არ ნა­ხუ­ლა;

რა საჭ­მე­ლი, რა სას­მე­ლი! რა იყო, რომ იქ არ დგმუ­ლა?

გა­დაჰ­კ­რეს და სადღეგ­რ­ძე­ლო სა­თი­თა­ოდ გა­ა­ჩი­ნეს,

სა­მად­ლო­ბელს სავ­სეს სვამ­დ­ნენ, წვე­თი არ­ვის შე­არ­ჩი­ნეს.

გა­ხა­ლის­და და­თუ­ნია, მოლ­ხე­ნით რომ სხვე­ბიც ნა­ხა,

თვი­სი ბო­ხი და­ბალ ბა­ნით სუფ­რუ­ლიც კი შე­მოს­ძა­ხა.

გა­ო­ცე­ბულს იმის სტუმ­რებს მარ­ტო ესეც არ აკ­მა­რა:

გად­მო­ახ­ტა სუფ­რას თავ­ზე და ლე­კუ­რი და­უ­ა­რა…

მე­ლა­კუ­დამ ტა­ში დაჰ­კ­რა: „ამ­ფერ, ჩე­მო და­თუ­ნაო!

რო­გორ გშვე­ნის ეგ დავ­ლუ­რი, მა­ლა­ყე­ბი და ხტუნ­ვაო!“

მა­შინ მგელ­მა წას­ჩურ­ჩუ­ლა: „მე­ლავ, ტყუ­ილს ნუ ამ­ბო­ბო!

სა­სა­ცი­ლოდ და­ძუნ­ძუ­ლებს და შენ მაგ­რე რად ამ­კო­ბო?“

მაგ­რამ მე­ლამ უპა­სუ­ხა: „ბრიყ­ვი ხარ და სუ­ლე­ლიო!

რას და­ვე­ძებ მა­გის თა­მაშს? მე სხვა რა­მეს მო­ვე­ლიო.

მო­ვუ­წო­ნებ, იამე­ბა, გაბ­რიყ­ვ­დე­ბა ამ ქე­ბი­თო

და ჩვენ კი რა გვე­ნაღ­ვ­ლე­ბა, ვახ­შ­მა­დაც აქ დავ­რ­ჩე­ბი­თო“.

მას­წავ­ლე­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას და მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს „დათ­ვის წვე­უ­ლე­ბის“ მა­გა­ლით­ზე წარ­მო­ად­გი­ნონ სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა, მი­სალ­მე­ბა, მი­პა­ტი­ჟე­ბა, გა­მას­პინ­ძ­ლე­ბა და გა­ცი­ლე­ბა. მაგ.: მი­სალ­მე­ბა: გა­მარ­ჯო­ბა! სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა! მო­კითხ­ვა: რო­გორ ხარ? გა­მას­პინ­ძ­ლე­ბა: გთხოვ, მი­ირ­თ­ვი! მად­ლო­ბის გა­დახ­და: გმად­ლობ! დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა: ნახ­ვამ­დის!

კარ­გად იყა­ვი! სა­სურ­ვე­ლია, გა­თა­მა­შე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ.

მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს მო­ას­მე­ნი­ნებს კ. ვ. ვე­ბე­რის ნა­წარ­მო­ებს „ტუ­ში ოცი საყ­ვი­რის­თ­ვის“ და გა­ნუ­მარ­ტავს, რომ ტუ­ში მოკ­ლე სადღე­სას­წა­უ­ლო მუ­სი­კა­ლუ­რი მი­სალ­მე­ბაა და წვე­უ­ლე­ბის გახ­ს­ნის, მი­სალ­მე­ბის ან რა­ი­მე ჯილ­დოს გა­და­ცე­მის დროს სრულ­დე­ბა. მას, ძი­რი­თა­დად, ჩა­სა­ბე­რი საკ­რა­ვე­ბი-საყ­ვი­რე­ბი ას­რუ­ლე­ბენ.

მო­ი­ფიქ­რეთ, თქვე­ნი წვე­უ­ლე­ბის რო­მელ ეტაპს გა­ა­ფორ­მებ­დით ამ ნა­წარ­მო­ე­ბით?

კ. მ. ვე­ბე­რი. „ტუ­ში ოცი საყ­ვი­რის­თ­ვის“

ახ­ლა კი მო­უს­მი­ნეთ ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას „დათ­ვ­მა ლხი­ნი გა­დი­ხა­და“. იმ­ს­ჯე­ლეთ, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი აქვს ამ სიმ­ღე­რას და შე­მო­ხა­ზეთ სწო­რი პა­სუ­ხე­ბი.

თხრო­ბი­თი

სადღე­სას­წა­უ­ლო

მხნე

სა­ზე­ი­მო

და­ძა­ბუ­ლი

პირ­ქუ­ში

 

მუ­სი­კა და მა­თე­მა­ტი­კა

თე­მის „მუ­სი­კა­ლუ­რი გა­სე­ირ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში“ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის შე­ვარ­ჩიე მა­თე­მა­ტი­კის სა­გა­ნი.

მი­მარ­თუ­ლე­ბა: რიცხ­ვე­ბი და მოქ­მე­დე­ბე­ბი

რიცხ­ვე­ბი, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა და რიცხ­ვის წარ­მოდ­გე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;

მოქ­მე­დე­ბე­ბი რიცხ­ვებ­ზე და რიცხ­ვი­თი თა­ნა­ფარ­დო­ბე­ბი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბია „რიცხ­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბის“ გან­ვი­თა­რე­ბა, თვლის პრინ­ცი­პე­ბის ათ­ვი­სე­ბა, არით­მე­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და მა­თი თვი­სე­ბე­ბის შეს­წავ­ლა, გა­მოთ­ვ­ლის ხერ­ხე­ბის ათ­ვი­სე­ბა და შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბა; რიცხ­ვის ჩა­წე­რის პო­ზი­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბის შეს­წავ­ლა, მა­თი ურ­თი­ერ­თ­შე­და­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა არით­მე­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და პრაქ­ტი­კუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რი­სას; რიცხ­ვი­თი სის­ტე­მე­ბის შეს­წავ­ლა.

მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში

თამ­რი­კომ და თო­მამ ქა­ლაქ­ში გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს, მარ­შ­რუ­ტი თა­ვად შე­ად­გი­ნეს.

მთა­ვარ გამ­ზირ­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას ბევ­რი ობი­ექ­ტის წინ ჩერ­დე­ბოდ­ნენ, მა­თი ყუ­რადღე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ამ მი­იპყ­რო, მი­ი­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ იქ შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ.

მა­ღა­ზი­ის სა­ლონ­ში ბევ­რი საკ­რა­ვი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. ბავ­შ­ვე­ბი სა­ლონ­ში და­სე­ირ­ნობ­დ­ნენ, საკ­რა­ვებს აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და მათ ჟღე­რა­დო­ბას ის­მენ­დ­ნენ.

ბავ­შ­ვებ­მა, ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, შე­არ­ჩი­ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის ყიდ­ვაც გა­დაწყ­ვი­ტეს. თი­თო­ე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და:

სა­ლა­მუ­რი – 15 ლა­რი

დო­ლი – 10 ლა­რი

გი­ტა­რა – 25 ლა­რი

ფლე­ი­ტა – 35ლარი

ჩონ­გუ­რი – 30 ლა­რი

ქსი­ლო­ფო­ნი – 50 ლა­რი

დათ­ვა­ლეთ ბავ­შ­ვე­ბის სა­ფუ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­ა­და­რეთ:

რო­მელ ბავშვს უფ­რო მე­ტი ფუ­ლი აქვს და რამ­დე­ნით?

რო­მელს აქვს მე­ტი ხურ­და ფუ­ლი?

რო­მელს უფ­რო ნაკ­ლე­ბი ქა­ღალ­დის ფუ­ლი აქვს?

რო­მე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნას მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ?

 

მუ­სი­კა და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და

თე­მის „მუ­სი­კა და თა­მა­შე­ბი“ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის, შე­ვარ­ჩიე ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­გა­ნი.

სა­გან­ში „ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და“, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, შე­ის­წავ­ლე­ბა: მოძ­რა­ო­ბი­თი (მო­ტო­რუ­ლი) უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის სწო­რი შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კა, ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი, ზო­გად­გან­მა­ვი­თა­რე­ბელ ვარ­ჯიშ­თა კომ­პ­ლექ­სე­ბი, ბავ­შ­ვ­თა ფიტ­ნე­სი, სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის ელე­მენ­ტე­ბი მოძ­რა­ვი და სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბის სა­ხით.

ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ სა­ხა­ლი­სო და ენერ­გი­უ­ლი თა­მა­შე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სპორ­ტის გაკ­ვე­თილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. მა­თი ფან­ტა­ზია უშ­რე­ტია, ისი­ნი იგო­ნე­ბენ და ად­გე­ნენ გა­სარ­თო­ბი თა­მა­შის წე­სებს…

სა­სურ­ვე­ლია, ჩავ­რ­თოთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი თა­მა­შის ელე­მენ­ტე­ბით. ასე­თი ტი­პის თა­მა­შე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო და შთამ­ბეჭ­და­ვია. ისი­ნი ის­მე­ნენ მუ­სი­კას, სწავ­ლო­ბენ ახალ ტერ­მი­ნებს; მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სა და სა­ხა­ლი­სო თა­მა­შე­ბის შეს­რუ­ლე­ბით კი მეხ­სი­ე­რე­ბას, კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის, წარ­მო­სახ­ვის, აზ­როვ­ნე­ბის უნა­რებ­სა და სხვა შე­მეც­ნე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მკვეთ­რად იუმ­ჯო­ბე­სე­ბენ.

მუ­სი­კა­ლურ თა­მა­შებს ასე­ვე შე­უძ­ლია გა­აძ­ლი­ე­როს ბავ­შ­ვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი, წა­ა­ხა­ლი­სოს ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ჯგუ­ფურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ჯგუ­ფურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბავ­შ­ვებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უნა­რებ­საც ავი­თა­რებს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია შედ­გეს ისეთ საგ­ნებს შო­რის ინ­ტეგ­რა­ცია, რო­გო­რე­ბი­ცაა მუ­სი­კა და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­და, ვი­ნა­ი­დან მას­ში, მუ­სი­კის თან­ხ­ლე­ბის ფონ­ზე, მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია მოძ­რა­ო­ბის სის­წ­რა­ფე­სა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა­ზე. აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად მოს­წა­ვ­ლეს უვი­თარ­დე­ბა ყუ­რადღე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, გო­ნებ­რი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბა, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბა, მსხვი­ლი და წვრი­ლი მო­ტო­რი­კა. მსგავ­სი თა­მა­შის და­გეგ­მ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპორ­ტის დარ­ბაზ­ში, საკ­ლა­სო ოთახ­ში ან სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

გა­ა­ცა­ნით ბავ­შ­ვებს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო თა­მა­შის წე­სი: ბავ­შვე­ბი გა­ი­ყო­ფი­ან ორ გუნ­დად და ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბულ­ნი ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ დგე­ბი­ან. ორი­ვე გუნ­დი ირ­ჩევს „დე­დას“. ერ­თი ჯგუ­ფის „დე­და“ მე­ო­რეს და­უ­ძა­ხებს, მე­ო­რეც გა­მო­ე­პა­სუ­ხე­ბა. დი­ა­ლო­გი სიმ­ღე­რით სრულ­დე­ბა. ბო­ლო სიტყ­ვე­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი გუნ­დის „დე­და“ გა­ე­ქა­ნე­ბა მე­ო­რე გუნ­დის­კენ. თუ მან გაწყ­ვი­ტა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა ჯაჭ­ვი, ერ­თი ბავ­შ­ვი უნ­და წა­იყ­ვა­ნოს. მე­რე ისევ თა­ვი­დან იწყე­ბენ „ღინ­ღი­ლოს“. თუ ვერ გაწყ­ვი­ტა ჯაჭ­ვი, მა­შინ მე­ტო­ქის გუნ­დი­დან და­ი­ძა­ხე­ბენ — „ღინ­ღი­ლო“ და ასე აგ­რ­ძე­ლე­ბენ თა­მაშს.

სიმ­ღე­რა-თა­მა­შის შემ­დეგ და­უს­ვით კითხ­ვე­ბი:

რო­გო­რი იყო თა­მა­შის ტემ­პი: ნე­ლი, ზო­მი­ე­რი, აჩ­ქა­რე­ბით, სწრა­ფი?

რო­გო­რი იყო თა­მა­შის დროს მო­თა­მა­შე­თა ხმის სიძ­ლი­ე­რე: ჩუ­მი, წყნა­რი თუ თან­და­თან მა­ტუ­ლობ­და და ძლი­ერ­დე­ბო­და?

რო­გო­რი ხმე­ბი გეს­მო­დათ თა­მა­შის დროს: მა­ღა­ლი წვრი­ლი თუ და­ბა­ლი?

ამ­ჯე­რად ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი თა­მა­ში „ორ­დ­რო­შო­ბა­ნა“ „გა­ვა­მუ­სი­კოთ“. თა­მა­შის თი­თო­ე­ულ ეპი­ზოდს მი­ვუ­სა­და­გოთ მუ­სიკა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი, ამო­ვიც­ნოთ, რა ემო­ცი­ას გა­ნიც­დი­ან მო­თა­მა­შე­ე­ბი და თა­მა­შის მსვლე­ლო­ბა და­ვა­კავ­ში­როთ მუ­სი­კას­თან.

თა­მა­შის მსვლე­ლო­ბა ასე­თია:

1 – გათ­ვ­ლა

2 – თა­მა­შის დაწყე­ბა, ბრძო­ლა დრო­შის მო­სა­პო­ვებ­ლად

3 – გა­შე­შე­ბა

4 – დრო­შის მო­ტა­ცე­ბა

5 – გან­გა­ში და წარ­თ­მე­უ­ლი დრო­შის და­დევ­ნე­ბა

6 – გა­მარ­ჯ­ვე­ბა

 

მუ­სი­კა და ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი

თე­მის „მუ­სი­კა და ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი“ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის, შე­ვარ­ჩიე ბუ­ნე­ბის სა­გა­ნი.

სწავ­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე (I-VI კლა­სე­ბი) სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და ჩა­ე­ყა­როს მოს­წავ­ლის მი­ერ გა­რე­მოს პა­სი­უ­რი აღ­ქ­მი­დან აქ­ტი­ურ შე­მეც­ნე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლას. მას უნ­და გა­უჩ­ნ­დეს გა­რე­მოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი და კვლე­ვის სურ­ვი­ლი. არ­სე­ბი­თია, რომ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს იმ კონ­ტექსტს, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე ცხოვ­რობს. ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბამ ხე­ლი უნ­და შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ში კრი­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბი­სა და გა­რე­მო­სად­მი სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს ჯან­სა­ღი და უსაფ­რ­თხო ცხოვ­რე­ბის წე­სის ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და შე­ძე­ნი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა.

ბუ­ნე­ბა­ში ყო­ველ­თ­ვის ხდე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­თაც ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი ეწო­დე­ბა.

და­აკ­ვირ­დით სუ­რა­თებს და ამო­ი­ცა­ნით, რო­მე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი?

და­ა­სა­ხე­ლეთ ის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც გიყ­ვართ.

რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე უსი­ა­მოვ­ნო ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა?

რო­მე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გიქ­მ­ნით კარგ გან­წყო­ბას და რა­ტომ?

მო­უს­მი­ნეთ ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ველ ხმებს და და­უ­კავ­ში­რეთ ხა­ზე­ბით სუ­რა­თებს.

რო­მელ­მა ხმამ შე­გიქ­მ­ნათ სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა?

რო­მე­ლი ხმით იგ­რ­ძე­ნი ნა­თე­ლი დღის და­საწყი­სი?

რო­მე­ლი ხმა ჟღერ­და სა­ში­შად და ძლი­ე­რად?

რო­მე­ლი ხმა ის­მო­და გაბ­მუ­ლად?

რო­ცა კარგ ხა­სი­ათ­ზე ხარ, რო­მელ ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნას შე­ა­და­რებ შენს თავს? რო­დე­საც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

მო­უს­მი­ნეთ მუ­სი­კა­ლურ ფრაგ­მენ­ტებს და ამო­ი­ცა­ნით ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი.

მუ­სი­კა და ინ­ფორ­მა­ცი­ულ/სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი

მუ­სი­კის გაკ­ვე­თილ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს:

მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნუ­ლ გან­ვი­თა­რე­ბას;

სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­დას მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­მართ;

მოს­წავ­ლე­თა შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის ზრდას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში;

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და შე­მეც­ნე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­დას;

საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბას;

მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი ეს­თე­ტი­კუ­რი, ემო­ცი­უ­რად ჰო­ლის­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას;

თე­ო­რი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მოს­წავ­ლე­თა მი­ერ შექ­მ­ნი­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი

თე­მა „მუ­სი­კა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო“

თე­მა „მუ­სი­კა და ანი­მა­ცია“

მუ­სი­კა და ხე­ლოვ­ნე­ბა

თე­მის „ადა­მი­ა­ნის პორ­ტ­რე­ტი მუ­სი­კა­ში“ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის, შე­ვარ­ჩიე ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გა­ნი. სწავ­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე (I-VI კლა­სე­ბი), საგ­ნის „სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი იწყე­ბენ ხე­ლოვ­ნე­ბის ენის, მი­სი მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ხერ­ხე­ბის, მა­სა­ლი­სა და ტექ­ნი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შეს­წავ­ლას და გა­მო­ყე­ნე­ბას შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში; ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი­სა და ჟან­რე­ბის, ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის, ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბას.

და­აკ­ვირ­დით ნა­მუ­შევ­რებს:

რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი?

იცით, რა ჰქვია ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას?

ივა­რა­უ­დეთ, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­დის ცხოვ­რობ­დ­ნენ, რა ასა­კი­სა­ნი არი­ან?

რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გო­რი ხა­სი­ა­თი აქვთ, რას საქ­მი­ა­ნო­ბენ და სხვ.?

მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ს­ჯე­ლეთ აქ გა­მო­სა­ხულ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

∇ რა­ტომ გა­მო­სა­ხა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნებს?

∇ დაჰკ­ვირ­ვე­ბი­ხარ, ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ და რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან?

 

მო­უს­მი­ნეთ მუ­სი­კა­ლურ ფრაგ­მე­ნტებს, იმ­ს­ჯე­ლეთ მოს­მე­ნი­ლის შე­სა­ხებ და მი­უ­სა­და­გეთ ნა­მუ­შევ­რებს.

რო­მე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი იყო ყვე­ლა­ზე მშვი­დი?

სევ­დი­ა­ნი?

რო­მე­ლი იყო ენერ­გი­უ­ლი?

რო­მელ ჩა­ნა­წერ­ში ჟღერ­და წკრი­ა­ლა ბგე­რე­ბი?

რო­მე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფრაგ­მენ­ტი მო­გე­წო­ნათ ყვე­ლა­ზე მე­ტად და რა­ტომ?

რო­მელ ჩა­ნა­წერ­ში იგ­რ­ძე­ნით სი­ხა­რუ­ლი?

რო­მელ ფრაგ­მენ­ტ­ში შე­ი­ცა­ნით სა­კუ­თა­რი თა­ვი?

და­ბო­ლოს, სა­გან­თა შო­რის მკა­ფიო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სიღ­რ­მი­სე­ულ ცოდ­ნა­ზე, რაც ხელს უწყობს აქ­ტი­ურ სწავ­ლე­ბას, აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი და ანა­ლი­ზის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები