მსოფლიოს ყველაზე ცნობილი  სასახლეების რუკაზე ორი ქართული სასახლე განთავსდა

428

„საქართველოს ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლეები ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაციამ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასახლეების რუკაზე განათავსა. ორივე ქართული სასახლე უკვე განთავსდა ICOM (მუზეუმების საერთაშორისო კავშირის) და DEMHIST (სასახლე-მუზეუმების კავშირის) მიერ შექმნილ სასახლეების მსოფლიო რუკაზე.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ევროპის სამეფო რეზიდენციების ასოციაცია სასახლის დღეს აღნიშნავს.  PalaceDay აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით განთქმულ სამეფო რეზიდენციებს, კულტურულ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. პლატფორმაზე ხდება კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ვიზუალური მასალის განთავსება და მისი პოპულარიზაცია.

ყოველწლიურად, ასოციაცია ირჩევს ახალ თემატიკას, რის მიხედვითაც ხდება ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნაობების გაზიარება. Network of European Royal Residences-ში, 1995 წლიდან, ევროპის ყველაზე პრესტიჟული სასახლე-მუზეუმები და მათზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები გაერთიანდნენ, შექმნეს რა ევროპული სამეფო რეზიდენციების ქსელი.

ხელოვნების სასახლე და ზუგდიდის დადიანების სასახლეები, დღეიდან, ამ დიდი სივრცის ნაწილი გახდა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ამ სივრცეს მხოლოდ საქართველო წარმოადგენს. მსოფლიო რუკაზე ვიზიტორს ხელოვნების, ზუგდიდის და წინანდლის სასახლეები შეუძლია ნახოს!

ამ დიდი გამარჯვებისა და აღიარებისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომელს ნუცი კაჭახიძეს, რომელმაც ამ საქმისათვის დიდი შრომა გასწია. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პირადად Alexandre Crevaux-Asatiani-ს, მისმა აქტივობამ ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში დიდი როლი ითამაშა, დიდი მადლობა კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრის მხარდაჭერამ და თანადგომამ ჩვენს სასახლეებს დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა! ვულოცავ ჩვენს ულამაზეს სასახლე-მუზეუმებს ამ დამსახურებულ და სათანადო აღიარებას! დავით ოკუჯავა – დარწმუნებული ვარ ამ დიდებული რეზიდენციების მაშენებლები ლუვრის, ვერსალის, „გრანდ პალასის“ გვერდით ქართულ სასახლეებსაც, რომ იხილავდნენ ფრიად იამაყებდნენ. ესეც შესაბამისი ბმული“ – წერს გიორგი კალანდია საქართველოს ხელოვნების სასახლის ფეისბუქგვერდზე.

დატოვეთ კომენტარი