9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მსგავს პრო­ექ­ტებს სას­კო­ლო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ – „ასო­ცი­ა­ცია-ბიო“ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად

spot_img

25 მა­ისს, „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ომ“ პრო­ექ­ტის – ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე – შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გე­ბის ცენ­ტ­რის (ctc) სკო­ლა-ლა­ბის პროგ­რა­მის მი­ერ სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გერ­მა­ნუ­ლი ფონ­დის Bread for the World (VfdW) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

კონ­ფე­რენ­ცი­ას წინ უძღო­და, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლის მი­ზა­ნიც დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბა გახ­ლ­დათ. სა­ერ­თო ჯამ­ში, პრო­ექ­ტ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 30 სკო­ლის 150-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­იც­ვა. რო­გორც „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, თა­ვი­დან გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ხუ­თი სკო­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, სკო­ლე­ბის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნი­ლი დი­დი ინ­ტე­რე­სი­სა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შე­დე­გად, გა­დაწყ­და, რომ სხვა სკო­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ, რის შემ­დე­გაც კი­დევ 25 სკო­ლა და­ე­მა­ტა.

ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე: „მას­წავ­ლებ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვეს პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ისი­ნი მუდ­მი­ვად გვაძ­ლევ­დ­ნენ უკუ­კავ­შირს, რო­მელ­საც ვხვეწ­დით და სა­ბო­ლოო სა­ხეს ვაძ­ლევ­დით მე, რო­გორც პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი და ექ­ს­პერ­ტე­ბი: ლა­უ­რა ჯიმ­შე­ლე­იშ­ვი­ლი და მა­რი­ნა ჯა­ლი­აშ­ვი­ლი. თე­მე­ბი კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით გვქონ­და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და პე­და­გო­გებს კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით ორ-ორი პრო­ექტ-მა­კე­ტი შევ­თა­ვა­ზეთ – I კლა­სი – „მოგ­ზა­უ­რო­ბა ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო­ში“, „სა­თა­მა­შო­ე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი სა­ხე­ლოს­ნო“; II კლა­სი – „ხმე­ლე­თის ბი­ნა­დარ­ნი“, „ჩვენ გა­და­ვუფ­რენთ სამ­ყა­როს“; III კლა­სი – „მზე დე­დაა შე­ნი“, „მოგ­ზა­უ­რის დღი­უ­რი“; IV კლა­სი – „წყლის სამ­ყა­რო“, „ჩვე­ნი ლურ­ჯი პლა­ნე­ტა“; V კლა­სი – „რა შე­უძ­ლია მცე­ნა­რეს“, „აჩუ­ქე სი­ცოცხ­ლე ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შოს“; VI კლა­სი – „ჰოპ­ლა – ჩვენ გავ­ფ­რინ­დე­ბით“, „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის ან­ბა­ნი“.

თი­თო­ე­უ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ეტა­პე­ბის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თა. მა­გა­ლი­თად, პრო­ექ­ტის გახ­ს­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დით გუ­ლის­ხ­მობ­და იმას, რომ ბავ­შ­ვებს თვი­თონ ამო­ეც­ნოთ პრო­ექ­ტის სა­თა­უ­რი, რაც სი­ახ­ლეა პრო­ექ­ტულ სწავ­ლე­ბა­ში. შემ­დე­გი ეტა­პი გუ­ლის­ხ­მობ­და ღო­ნის­ძი­ე­ბებს და აქ­ტი­ვო­ბებს. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა ცოდ­ნის მო­სა­ვა­ლი, მო­ეს­მი­ნა ბავ­შ­ვე­ბის უკუ­კავ­ში­რი და ბო­ლო ეტა­პი – პრო­ექ­ტის და­ხურ­ვაც, ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო და შთამ­ბეჭ­და­ვი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რო­გო­რიც გახ­ს­ნა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლის გზამ­კ­ვ­ლევ­ში გავ­წე­რეთ, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­ვე­ცით და შე­მა­ჯა­მე­ბელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამით და­ი­ტეს­ტე­ბა, თუ რო­გორ იმუ­შა­ვა ჩვენ მი­ერ ადაპ­ტი­რე­ბულ­მა პრო­ექ­ტებ­მა. გზამ­კ­ვ­ლევ­ში შე­სუ­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლი: რას სთხოვს მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს, რა კითხ­ვებს უს­ვამს, რო­გო­რი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობს და ა.შ.“

ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­მო­ვი­და. ყუ­რად­სა­ღე­ბია ისიც, რომ შერ­ჩე­უ­ლი გვყავ­და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სკო­ლე­ბი, მათ შო­რის: მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი, მა­ღალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი, სკო­ლე­ბი, სა­დაც კლას-კომ­პ­ლექ­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბა, ასე­ვე სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­ა­ნი კლა­სე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, მრა­ვალ­ფე­რო­ვან საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში გვსურ­და, გა­მოგ­ვე­ცა­და, თუ რო­გორ იმუ­შა­ვებ­და ასე­თი სა­ხის პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა.პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და იმა­ზეც, რომ იოლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მა­სა­ლე­ბით შე­ექ­მ­ნათ რე­სურ­სე­ბი. რაც მთა­ვა­რია, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ფე­ნი­ლი რე­სურ­სე­ბის მი­სი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გორც ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის საგ­ნებ­ში, ისე სხვა საგ­ნებ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად.“

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­კეთ­და, არის „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ სა­ი­ტის შექ­მ­ნა (AssociationBio (association-bio.ge), სა­დაც პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დე­ტა­ლე­ბი და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი აიტ­ვირ­თე­ბა, რა­თა პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის გარ­და, და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­მაც შეძ­ლონ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვი­ანთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. მე­ო­რე მხრივ, ეს პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს. ონ­ლა­ინ რე­სურ­სის გარ­და, იგეგ­მე­ბა ბეჭ­დუ­რი სა­ხით გზამ­კ­ვ­ლე­ვის სკო­ლე­ბის­თ­ვის და­რი­გე­ბაც, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბა შე­და­რე­ბით შეზღუ­დუ­ლია. „ყვე­ლა ფო­ტო­მა­სა­ლა და ვი­დე­ო­რე­სურ­სი, კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი, აიტ­ვირ­თე­ბა ვებ­გ­ვერ­დ­ზე. სა­ი­ტი ქი­უ­არ კო­დით არის ჩატ­ვირ­თუ­ლი და მსურ­ვე­ლე­ბი იოლად შეძ­ლე­ბენ მის გა­მო­ყე­ნე­ბას. ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, იმის გარ­და, რომ წა­ი­კითხა­ვენ რო­გორ გა­ა­კე­თონ პრო­ექ­ტე­ბი, ნა­ხა­ვენ და და­აკ­ვირ­დე­ბი­ან უშუ­ა­ლოდ, რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­და ეს საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. ასე­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლი­ათ, და­უ­კავ­შირ­დ­ნენ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებს და ითა­ნამ­შ­რომ­ლონ მათ­თან“, – ამ­ბობს ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე.

პრო­ექ­ტ­მა საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დი მო­იც­ვა – სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყო და მა­ის­ში დას­რულ­და, რე­ა­ლუ­რად, მთე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი გაგ­რ­ძელ­და. რო­გორც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, პრო­ექტ-პა­კე­ტე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზამ­კ­ვ­ლე­ვად აქ­ცი­ონ და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პრო­ექ­ტით სწავ­ლე­ბა და მათ­თ­ვის სა­სურ­ველ დროს (გა­და­ნაც­ვ­ლე­ბით), ჩა­ა­ტა­რონ ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მთა­ვა­რია, სა­ბო­ლო­ოდ ეროვ­ნულ მიზ­ნებ­ზე გა­ვიდ­ნენ. კი­დევ ერ­თი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ­მა პრო­ექ­ტ­მა მას­წავ­ლებ­ლებს აღ­მო­უ­ჩი­ნა, მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია. პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რის თქმით, ამის აღ­ნიშ­ვ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, წელს მე­სა­მე თა­ო­ბის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მხო­ლოდ პირ­ველ და მე­ო­რე კლას­ში ჰქონ­დათ. მე­სა­მე­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით კი, მე­ო­რე თა­ო­ბის ესგ-ს მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ას­წავ­ლიდ­ნენ. „კვე­თა არ იყო მოთხოვ­ნა­სა და შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს შო­რის – ანუ მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს შე­დე­გებ­ზე უნ­და გა­იყ­ვა­ნონ მოს­წავ­ლე­ე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შედ­გე­ნი­ლია მე­ო­რე თა­ო­ბის ესგ-ს მი­ხედ­ვით, – პრო­ექტ-პა­კე­ტებ­ში კი, შე­მო­ვი­ტა­ნეთ მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და, რე­ა­ლუ­რად, ამით გა­ვუ­ად­ვი­ლეთ მათ მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მის შე­დე­გებ­ზე გას­ვ­ლა“.

პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი­დან­ვე იძენს, რად­გან ფი­ზი­კის, ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კვლე­ვით ნა­წილ­ზე მუ­შა­ო­ბა/კვლე­ვით პრო­ექ­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლი­სას ძა­ლი­ან უჭირთ მოს­წავ­ლე­ებს. მეშ­ვი­დე კლა­სი­დან მათ უწევთ ამას­თან შე­ჭი­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად კი, არ არი­ან ამის­თ­ვის მზად, არ იცი­ან, რო­გორ და­წე­რონ კვლე­ვის რა­პორ­ტი, რო­გორ ჩა­ა­ტა­რონ ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რა არის ჰი­პო­თე­ზა ან რო­გორ გა­ა­კე­თონ შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი, დას­კ­ვ­ნა რო­გორ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ და ა.შ. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში კი, გზამ­კ­ვ­ლე­ვის სა­ხით, შეს­თა­ვა­ზეს მას­წავ­ლებ­ლებს, თუ რო­გორ ას­წავ­ლონ ის სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც ზე­და სა­ფე­ხურ­ზე გა­უ­ად­ვი­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბას.

ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, პრო­ექ­ტის ექ­ს­პერ­ტი მარინა ჯალიაშვილი მი­იჩ­ნევს, რომ „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ომ“ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ესგ-ს და­ნერ­გ­ვას­თან ერ­თად, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მართ ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო. მი­სი­ვე თქმით, ეს წარ­მა­ტე­ბით გა­მო­უ­ვი­დათ, რა­საც ადას­ტუ­რებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან გა­მო­ჩე­ნი­ლი დი­დი ინ­ტე­რე­სი და აქ­ტი­ვო­ბა. „პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბისას, იმის გარ­და, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ცოდ­ნას იძე­ნენ და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­დე­გებ­ზე გავ­დი­ვართ, მათ უვი­თა­რდებათ სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო უნა­რები, რო­გო­რი­ცაა: კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბის, კრი­ტი­კუ­ლად აზ­როვ­ნე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ა.შ. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ექ­ვ­სი­ვე კლა­სის­თ­ვის დაგ­ვე­გეგ­მა და დაწ­ვ­რი­ლე­ბით გაგ­ვე­წე­რა პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც მო­არ­გებ­დ­ნენ თა­ვი­ანთ სას­წავ­ლო პრო­ცესს. ეს იყო ერ­თ­გ­ვა­რი დახ­მა­რე­ბა, რომ ესგ ეფექ­ტუ­რად და­ე­ნერ­გათ კლას­ში და შემ­დეგ ჩვენ გვე­ნა­ხა შე­დე­გე­ბი, რო­მელ­მაც მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თად მი­უდ­გ­ნენ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­დათ მათ მოს­წავ­ლე­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ახ­დი­ნეს მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­არ­გეს. სწო­რედ ამი­ტომ მი­ვი­ღეთ კარ­გი შე­დე­გე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი – სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სე­ბი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა, მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­სარ­გებ­ლოა – ერ­თი მხრივ, ესგ-ს შე­სა­ბა­მი­სად, სა­მიზ­ნე ცნე­ბებ­ზე გავ­დი­ვართ, მე­ო­რე მხრივ, ბავ­შ­ვებ­მა სა­მო­მავ­ლოდ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი შე­ი­ძი­ნეს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ახორ­ცი­ე­ლებ­და პირ­ვე­ლი კლა­სი პრო­ექტს – სა­თა­მა­შო­ე­ბის ჯა­დოს­ნუ­რი სა­ხე­ლოს­ნო – მსჯე­ლობ­დ­ნენ, რა მა­სა­ლა უნ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, შემ­დეგ ახა­რის­ხებ­დ­ნენ. ამით მათ ნელ-ნე­ლა ეკო­ლო­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბაც უყა­ლიბ­დე­ბათ – მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ სა­თა­მა­შო­ე­ბი მე­ო­რა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბით, ანუ ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ყე­ნეს რე­სურ­სე­ბი, რაც ეკო­ლო­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ. რაც მთა­ვა­რია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მო­საწყე­ნი არ იყო, პი­რი­ქით, მათ­ში და­ვი­ნა­ხეთ ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი და ხა­ლი­სით კე­თე­ბის სურ­ვი­ლი.

აქ­ვე ვეტყ­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ მათ­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვის და ვებ­გ­ვერ­დ­ზე ატ­ვირ­თუ­ლი სხვა რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ და მო­მა­ვალ წელს თა­ვი­ანთ კლა­სებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“.

♦♦♦

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნეს კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­ზეც კლას­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმუ­შა­ვეს. ასე­ვე, ისა­უბ­რეს პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც, რო­მელ­მაც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნათ ესგ-ს და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში.

ამ­ბ­რო­ლა­უ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ათე­ულ­თა კლუ­ბის წევ­რ­მა, ნი­ნო ჭი­ჭი­ნა­ძემ, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტბის – „მოგ­ზა­უ­რო­ბა ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო­ში“ – მა­გა­ლით­ზე წარ­მო­ა­ჩი­ნა თუ რო­გორ იძენს მოს­წავ­ლე მრა­ვალ­მ­ხ­რივ ცოდ­ნას, პრო­ექ­ტით გამ­თ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით. ნი­ნო გვი­ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის, რო­მე­ლიც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ოცამ­დე აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­გან­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბი­თა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ცოდ­ნის მი­ღე­ბა-გან­მ­ტ­კი­ცე­ბით.

ნინო ჭიჭინაძე: „შე­ვეც­დე­ბი გა­გაც­ნოთ ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვის მი­ზა­ნიც და შე­დე­გე­ბიც.

„ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლი“ – ამ აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი გახ­ლ­დათ, სა­კითხის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა. მშობ­ლებს ვთხო­ვე მოს­წავ­ლის მი­ერ გა­და­ღე­ბუ­ლი ან მოს­წავ­ლის და მი­სი საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლის ფო­ტო გა­მო­ეგ­ზავ­ნათ, წარ­დ­გე­ნა კი ბავ­შ­ვებ­მა გა­ა­კე­თეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბით გა­აქ­ტი­ურ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვი. ბავ­შ­ვებ­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს და­ნახ­ვაც შეძ­ლეს. აქ­ტი­ვო­ბა გაბ­მუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რის ფორ­მი­რე­ბი­სა და პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლუ­რად დაწყე­ბის­თ­ვის იყო სა­უ­კე­თე­სო.

learningapps.org – პლატ­ფორ­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, თა­ნად­რო­უ­ლად ახ­დენ­დ­ნენ ცოდ­ნის მი­ღე­ბა-რე­ა­ლი­ზე­ბას, ეფექ­ტუ­რი იყო ციფ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი და იწ­ვევ­და მათ მა­ღალ ჩარ­თუ­ლო­ბას. ინ­ტეგ­რირ­დე­ბო­და ის­ტო­რია, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და ქარ­თუ­ლი ენა.

„კედ­ლის წიგ­ნი“ – ამ აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­თა შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის (უკ­ლებ­ლად ყვე­ლას) მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­ჩი­ნე­ბა კლას­ში. ეს მათ თვით­შე­ფა­სე­ბას ზრდის. ამას­თა­ნა­ვე, შექ­მ­ნი­ლი ნაშ­რო­მი, ერ­თი აქ­ტი­ვო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მომ­დევ­ნო სა­კითხის­თ­ვის გახ­დეს გა­მო­სა­დე­გი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყ­ვი­ტე, მოს­წავ­ლე­თა მი­ერ ცხო­ველ-ფრინ­ვე­ლებ­ზე შექ­მ­ნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი წარ­მოგ­ვედ­გი­ნა კედ­ლის წიგ­ნის ჩვე­ნე­უ­ლი ვერ­სი­ით. აქ­ტი­ვო­ბა იძ­ლე­ო­და ინ­ტე­რაქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც, მსჯე­ლობ­დ­ნენ, თუ რა­ტომ ათავ­სებ­დ­ნენ, მაგ., კა­ტას ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის გრა­ფა­ში. შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­გეს, თუ რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი იყო ში­ნა­უ­რი, რო­მე­ლი გა­რე­უ­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩ­ნენ, სა­კუ­თა­რი სა­ერ­თო ნაშ­რო­მად აღიქ­ვეს და გა­უჩ­ნ­დათ ერ­თ­მა­ნეთ­თან მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გან­ც­დაც. ამ აქ­ტი­ვო­ბი­სას ინ­ტეგ­რირ­და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა.

„ბარ­ტე­რუ­ლი გაც­ვ­ლა“ – ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბას – ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, მო­ლა­პა­რა­კე­ბის, შორს ხედ­ვის უნა­რის ფორ­მი­რე­ბას. თა­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ოთხ ჯგუფ­ში (თი­თო­ე­ულ­ში იყო 3 ბავ­შ­ვი). მათ და­ვუ­რი­გე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი: 1. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი; 2. გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი; 3. ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლე­ბი; 4. გა­რე­უ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი. ასე­ვე თი­თო ცა­ლი კან­ფე­ტი. მერ­ხ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ცხო­ველ­თა ნა­ში­ე­რე­ბის ოთხი შეკ­ვ­რა. ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ მოს­წავ­ლეს უწევ­და მოს­ვ­ლა, პა­კე­ტე­ბის წა­კითხ­ვა, სა­სურ­ვე­ლის ამორ­ჩე­ვა და კან­ფეტ­ში გა­დაც­ვ­ლა. თუ სწო­რად გა­ნა­ლა­გებ­დ­ნენ, თი­თო­ე­ულს შეხ­ვ­დე­ბო­და კან­ფე­ტი. აქ­ტი­ვო­ბა გა­მოდ­გა სა­ინ­ტე­რე­სო, მათ გა­ნი­ვი­თა­რეს კითხ­ვის უნა­რი, ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის, მო­ლა­პა­რა­კე­ბის, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბის, რომ სწო­რად მი­ე­სა­და­გე­ბი­ნათ ცხო­ვე­ლის­თ­ვის ნა­ში­ე­რი, ასე­ვე, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რიც, რომ ეს კან­ფე­ტი გაც­ვ­ლის­თ­ვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და არა უცებ შე­საჭ­მე­ლად. და­ვა­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ინ­ტეგ­რირ­და ქარ­თუ­ლი ენა ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბას­თან. სწო­რად და სწრა­ფად კითხ­ვის უნა­რი იყო და­ვა­ლე­ბის­თ­ვის ფო­ნუ­რი ცოდ­ნა, ასე­ვე წარ­დ­გე­ნის უნა­რის ფორ­მი­რე­ბა.

სა­ბო­ლოო პრე­ზენ­ტა­ცია — ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა და წარ­დ­გე­ნა იყო კულ­მი­ნა­ცია, სა­დაც მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა წარ­მო­ჩინ­და. ოთხი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და, მომ­ზად­და ფო­ნუ­რი პლა­კა­ტე­ბი, რო­მელ­ზეც მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­ტა­ნეს თა­ვი­სი გა­ფე­რა­დე­ბუ­ლი ცხო­ველ-ფრინ­ვე­ლე­ბი. დამ­ხ­მა­რე შე­კითხ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა ისა­უბ­რეს ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს შე­სა­ხებ –  ახ­ს­ნეს სა­ხე­ო­ბე­ბი, მა­თი კვე­ბის, საცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს, ნა­ში­ე­რე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ.

ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბით ნათ­ლად ჩანს, რომ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ხდე­ბა სა­გან­თა­შო­რის კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა, კე­თე­ბით სწავ­ლა, მოს­წავ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ზრდა, გუნ­დუ­რო­ბის გან­ც­დის ფორ­მი­რე­ბა; ვი­თარ­დე­ბა წარ­დ­გე­ნის უნა­რი. პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნი გავ­ხა­დოთ. მსგავს პრო­ექ­ტებს კი, სას­კო­ლო კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, რო­მელ­შიც მო­ი­აზ­რე­ბა მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის.“

თბი­ლი­სის №32 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, თინა სანებლიძემ „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ორი პრო­ექ­ტი – „ლურ­ჯი პლა­ნე­ტა“ და „წყლის სამ­ყა­რო“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მან ყუ­რადღე­ბა პირ­ველ პრო­ექ­ტ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ­ლის მი­ზა­ნი რუ­კი­სა და გლო­ბუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის აღ­წე­რა, მა­თი ურ­თი­ერ­თ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის გან­საზღ­ვ­რა იყო; ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის კომ­პა­სის გა­მო­ყე­ნე­ბის სწავ­ლე­ბა და დიდ გე­ოგ­რა­ფი­ულ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი; დე­და­მი­წის რე­ლი­ე­ფის ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის (ვულ­კა­ნი, მი­წის­ძ­ვ­რა, წყალ­დი­დო­ბა) შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

თი­ნა სა­ნებ­ლი­ძე გვი­ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტის ეტა­პე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და სა­ხა­ლი­სოდ წა­რი­მარ­თა. „ჩვენს სკო­ლას საკ­მა­ოდ დი­დი, ლა­მა­ზი და კე­თილ­მოწყო­ბი­ლი ეზო აქვს, სა­დაც პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. სხვა­დას­ხ­ვა ად­გილ­ზე მქონ­და და­მა­ლუ­ლი თეთ­რი ფე­რის ბა­რა­თე­ბი, თი­თო­ე­ულ­ში ცალ-ცალ­კე მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტის სა­თა­უ­რის ასაწყო­ბი ასო­ე­ბი. ბავ­შ­ვებს მი­ვე­ცი და­ვა­ლე­ბა, რომ მო­ე­ძებ­ნათ და­მა­ლუ­ლი ბა­რა­თე­ბი და ნა­პოვ­ნი ასო­ე­ბით აგ­ვეწყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტის თე­მის და­სა­ხე­ლე­ბა. ასე ავ­კინ­ძეთ „ლურ­ჯი პლა­ნე­ტა“ და შე­ვუ­დე­ქით მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ბუ­ნე­ბა­ში უკ­ვე ნას­წავ­ლი, გან­ვ­ლი­ლი მა­სა­ლა კარ­გად ახ­სოვ­დათ, რაც ძა­ლი­ან გა­მო­ად­გათ. ვსა­უბ­რობ­დით, რა აწუ­ხებს დე­და­მი­წას, რო­გორ მო­ვუ­ა­როთ და და­ვეხ­მა­როთ მას. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბავ­შ­ვებ­მა შექ­მ­ნეს პოს­ტე­რე­ბი „გა­და­ვარ­ჩი­ნოთ დე­და­მი­წა“, შე­ას­რუ­ლეს ნა­ხა­ტე­ბი თე­მა­ზე „დე­და­მი­წა — ერ­თი სახ­ლი“; 22 აპ­რილს დე­და­მი­წის დღე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, და­ვა­სუფ­თა­ვეთ სკო­ლის ეზო და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დავ­რ­გეთ მცე­ნა­რე­ე­ბი.

მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბა მი­წის­ძ­ვ­რა­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის თე­მას მი­ვუძღ­ვე­ნით. პრო­ექ­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით PowerPoint პროგ­რა­მა­ში აწყო­ბი­ლი სლა­ი­დე­ბით ბავ­შ­ვებს ვუჩ­ვე­ნე, თუ რის გა­მო ხდე­ბა მი­წის­ძ­ვ­რა, რო­გო­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა მას, რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ მი­წის­ძ­ვ­რის დროს და, რაც მთა­ვა­რია, არ შეგ­ვე­შინ­დეს, არ და­ვიბ­ნეთ, რა­თა ვუშ­ვე­ლოთ რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ასე­ვე, გარ­შე­მომ­ყო­ფებს. ვიმ­ს­ჯე­ლეთ ვულ­კა­ნის შე­სა­ხებ, ვულ­კა­ნის მო­დე­ლე­ბიც და­ამ­ზა­დეს.

კომ­პა­სის დამ­ზა­დე­ბამ­დე ბავ­შ­ვებს და­ვა­ლე­ბა მი­ვე­ცი, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­სის შე­სა­ხებ: რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­გო­ნეს და რის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ერ­თ­მა­ნეთს ყუ­რადღე­ბით უს­მენ­დ­ნენ, ჩემ­ნა­ი­რი აქვს თუ არაო, ეს მი­მაჩ­ნია ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბის ერთ-ერთ გზად.

მომ­დევ­ნო იყო კონ­ტი­ნენ­ტებ­ზე, ოკე­ა­ნე­ებ­სა და ზღვებ­ზე სა­უბ­რე­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბი, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით, და­იყ­ვ­ნენ ჯგუ­ფე­ბად და და­ი­ნა­წი­ლეს და­ვა­ლე­ბე­ბი. ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­მე­ლი კონ­ტი­ნენ­ტი, ოკე­ა­ნე, ზღვა სად მდე­ბა­რე­ობს; ასე­ვე, მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლი ცხო­ვე­ლი რო­მელ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ბი­ნად­რობს, რით იკ­ვე­ბე­ბი­ან, რო­გორ მრავ­ლ­დე­ბი­ან. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და ინ­ტე­რე­სით მო­ე­კიდ­ნენ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. შემ­დეგ შექ­მ­ნეს დი­ო­რა­მა „ზო­ო­პარ­კი“. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობ­დ­ნენ თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე, სლა­ი­დე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს, თუ რო­გო­რი მო­სიყ­ვა­რუ­ლე თვა­ლე­ბით მის­ჩე­რე­ბი­ან სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მ­ნილ ფი­გუ­რებს.

ბო­ლოს პრო­ექ­ტის და­ხურ­ვის აქ­ტი­ვო­ბაც და­ი­გეგ­მა, უნ­და და­ემ­ზა­დე­ბი­ნათ დე­და­მი­წის მო­დე­ლი – გლო­ბუ­სი. ეს იყო საქ­მი­ა­ნი ხმა­უ­რი და ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და­ვა­ლე­ბა. ჯგუ­ფებ­ში გა­და­ნა­წილ­დ­ნენ და მონ­დო­მე­ბით ას­რუ­ლებ­დ­ნენ და­ვა­ლე­ბას, თან სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, სა­კუ­თარს ადა­რებ­დ­ნენ. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­დევ­ნებ­დი თვალს მათ აქ­ტი­უ­რო­ბას. პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გზა აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ებ­ში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ და პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს იდე­ე­ბის მო­წო­დე­ბი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის. სწო­რედ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბით უვი­თარ­დე­ბათ ბავ­შ­ვებს გუნ­დუ­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კე­თე­ბი­თა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით სწავ­ლის, სხვი­სი აზ­რის მოს­მე­ნი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის უნა­რე­ბი.“ 

ქრის­ტე­ფო­რე III-ის სა­ხე­ლო­ბის ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა სუ­რა­მის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტორ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ლელა კორკოტაძემ „ჯან­სა­ღი სხე­უ­ლის ან­ბან­ზე“ VI კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან იმუ­შა­ვა. გვიყ­ვე­ბა, რომ ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა. „მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვე­ცა­დე, კარ­გად წარ­მო­ე­ჩი­ნათ თა­ვი­ან­თი უნა­რე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, შესძ­ლე­ბო­დათ მსჯე­ლო­ბა. რაც მთა­ვა­რია, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ხე­ლი შე­ვუწყ­ვე მათ­ში აზ­როვ­ნე­ბის, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და პრო­ექ­ტის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ეტა­პი. რო­ცა მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი მო­უ­ყა­რეს ნას­წავლ და მო­ძი­ე­ბულ მა­სა­ლას, ამ დრო­ის­თ­ვის მათ უკ­ვე კარ­გად ჰქონ­დათ გა­აზ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც. რაც მთა­ვა­რია, გა­ი­აზ­რეს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის აუცი­ლებ­ლო­ბა. პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნიც ხომ ეს იყო.

კი­დევ ერ­თხელ გახ­და თვალ­სა­ჩი­ნო, რო­გორ ზრდის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა – ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე ინ­ტე­რე­სით და მონ­დო­მე­ბით ერ­თ­ვე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მუ­შა­ობს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე. ამის გარ­და, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ხდე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მათ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც ზრდის, უფ­რო კრი­ტი­კუ­ლე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი, ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­თა დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი ცოდ­ნის პრო­ცე­დუ­რულ და პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნად გა­დაქ­ცე­ვას. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ ასეთ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის.“

♦♦♦

კონ­ფე­რენ­ცი­ის ბო­ლოს, „ასო­ცი­ა­ცია-ბი­ოს“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მომ­ხ­სე­ნე­ბე­ლი  მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვეს.

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები