5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

„მსახურის კატის“ ნაცვლად „მეფის ვაჟი“

spot_img
ნანა ახობაძე
სსიპ ქალაქ თბილისის №147 და №123 საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

 

სწავლა-სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს სწორად დაგეგმილ აქტივობებს, რომლებითაც ვითარდება ფუნქციური უნარები, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი პრიორიტეტული თემები, საგნობრივი და 21-ე საუკუნის კომპეტენციები.

ცნობილია ერთ-ერთი შემეცნებითი, საინტერესო და სახალისო სასწავლო აქტივობა (ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი თამაში), რომელსაც „მსახურის კატა“ ჰქვია. ამ აქტივობის მიხედვით, ანბანური თანმიმდევრობით, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ ზედსართავი სახელები მსახურის კატის დასახასიათებლად. მაგალითად, პირველი ამბობს, რომ ჩვენი მსახურის კატა ერთგულია; მეორე კი ამბობს, რომ მსახურის კატა ბებერია; მესამე აღნიშნავს, რომ კატა გრძელკუდაა და ა.შ.

ხშირია შემთხვევა, როცა პედაგოგებს გვითითებენ, რომ კონკრეტული მიზნების გარეშე გადმოგვაქვს სწავლების უცხოური მიდგომები, მეთოდები, სტრატეგიები და აქტივობები. „მსახურის კატა“ ადვილად შეიძლება გადაკეთდეს ქართული რეალობის გათვალისწინებით.

ზემოთ აღნიშნული აქტივობის სახელწოდების ნაცვლად თუ შევიტანთ მესამე კლასში, არსებით სახელთან/სახელებთან დაკავშირებით, აქტივობას „მეფის ვაჟი“ (ვაჟის ნაცვლად, სურვილისამებრ, შეიძლება გამოვიყენოთ ცოლი, ცხენი, ქორი, ბაღ-ვენახი…) და ანბანური რიგითობით არსებითზე ზედსართავი სახელების შეწყობა მოვთხოვოთ მოსწავლეებს.

გთავაზობთ საყრდენ ტექსტზე „გულწრფელი პასუხი“ (სულხან-საბა ორბელიანის იგავის მოდიფიცირებული ვერსიაა) აღნიშნული აქტივობის განსახორციელებელ რეკომენდაციებს:

  • კლასში გამოვაკრათ ანბანი და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ბავშვებს ასოთა რიგი;
  • შევახსენოთ ბავშვებს არსებითი და ზედსართავი სახელების განმარტებანი;
  • კიდევ ერთხელ გავიაზროთ ტექსტი;
  • ავარჩიოთ სამიზნე არსებითი სახელი (ვთქვათ, ვაჟი);
  • მივუთითოთ მოსწავლეებს, რომ სიტყვა ვაჟს უნდა შევუწყოთ ზედსართავი სახელები ანბანური რიგითობის მიხედვით.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს:

  • უმაღლებს მოტივაციას, თვითაქტუალიზაციისა და თვითეფექტურობის განცდას;
  • ხელს უწყობს მრავალფეროვანი ლექსიკის გამომუშავებასა და ურთიერთსწავლებას;
  • სწავლობენ ძალდაუტანებლად, მხიარულად;
  • უაქტიურდებათ გრამატიკული ცოდნა;
  • უბიძგებს პროცესში ჩართულობისკენ.

აღნიშნული აქტივობა კარგად მუშაობს წყვილებში, ტრიადებსა და უფრო მეტწევრიან გუნდებში.

გაკვეთილზე აქტივობის პროცესში არ უნდა იყოს წახალისებული არაჯანსაღი კონკურენცია. ამისთვის, მოსწავლეებს მივუთითოთ იმაზე, რომ სწრაფად დასრულებულ დავალებაზე მეტად მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დააინტერესებს მსმენელებს მათი მოფიქრებული ზედსართავი სახელები. ამით აქტიურდება კრიტიკული აზროვნების კომპონენტები, შემოქმედებითობა, საპრეზენტაციო უნარები, კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

გუნდურობის წახალისებისთვის, უმჯობესია, თუ საერთო საკლასო პროდუქტს შევაქმნევინებთ მოსწავლეებს (ყველაზე უკეთესი ვარიაცია) და დავძენთ, რომ მომდევნო წელს ამ ნაშრომს სანიმუშოდ წარვუდგენთ ამჟამინდელ მეორეკლასელებს. ამით კონკურენციის არასასურველ გარემოებას უგულებელვყოფთ და კოლაბორაციით ვანაცვლებთ, ასევე – მოსწავლეებს ვუქმნით პოზიტიური თვითშეფასების მომენტს.

მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ორ ცხრილს, რომლებზე დაკვირვებაც გვაჩვენებს, თუ რამდენად კარგად ზემოქმედებს ეს აქტივობა ფუნქციური უნარების განვითარებაზე:

ცხრილი 1.

ცხრილი 2.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები