14 დეკემბერი, შაბათი, 2024

მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზ­მის  შე­სა­ხებ ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე

spot_img

სო­ფიო და­ვი­თაშ­ვი­ლი
სსიპ თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. მა­რაბ­დის ცხრა ძმა ხერ­ხე­უ­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თემ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბის, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა მათ სა­ერ­თო საზ­რუ­ნა­ვი აერ­თი­ა­ნებთ. პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­თ­ვის ადა­მი­ანს მუდ­მი­ვად ესა­ჭი­რო­ე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებ­თან, პი­როვ­ნე­ბი­სა და სო­ცი­უ­მის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია ასერ­ტუ­ლო­ბის დაც­ვა.

მო­გითხ­რობთ თუ რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა კლას­ში. სა­კითხი იყო „მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩემ გარ­შე­მო“, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად ესა­და­გე­ბო­და იმ გა­რე­მოს, რო­მელ­შიც მუ­შა­ო­ბა მი­წევს – სსიპ ცხრა ძმა ხერ­ხე­უ­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­რაბ­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სას­კო­ლო თემ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ. ვას­წავ­ლი გე­ოგ­რა­ფი­ა­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრო­დუქ­ტი იყო სა­ჯა­რო სიტყ­ვის და­წე­რა „ტო­ლე­რან­ტო­ბა ჩემს თემ­ში“.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პებ­ზე გა­მო­ვი­ყე­ნე თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, რომ­ლი­თაც ხე­ლი შე­ეწყო კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; ასე­ვე, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­თ­ვის – ედუ­არდ ბო­ნოს აზ­როვ­ნე­ბის ექ­ვ­სი ქუ­დი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხელს შე­უწყობს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის მიმ­ღებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბას:

ყვი­თე­ლი ქუ­დი – ყვი­თე­ლი ფე­რი მზი­სა და ოპ­ტი­მიზ­მის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. ამ ფე­რის ქვეშ ვცდი­ლობთ, მო­ვი­პო­ვოთ ღირ­სე­ბა და სა­უ­კე­თე­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბი, პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი და შე­საძ­ლო მო­გე­ბა; ვცდი­ლობთ, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ფა­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

შა­ვი ქუ­დი – შა­ვი ფე­რი მოგ­ვა­გო­ნებს მო­სა­მარ­თ­ლის მან­ტი­ას და გა­მო­ხა­ტავს სიფ­რ­თხი­ლეს, კრი­ტი­კულ გან­წყო­ბას. იგი გვიჩ­ვე­ნებს რის­კე­ბის არა­საკ­მა­რი­სო­ბას და მიგ­ვი­თი­თებს, რა­ტომ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ესა თუ ის დე­ტა­ლი.

მწვა­ნე ქუ­დი – მწვა­ნე ფე­რი მცე­ნა­რე­ებს მოგ­ვა­გო­ნებს, ზრდას, ენერ­გი­ას, ცხოვ­რე­ბას. ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი რე­ჟი­მია, იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ციაა, არას­ტან­დარ­ტუ­ლი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბია.

თეთ­რი ქუ­დი – თეთ­რი ფე­რი ქა­ღალ­დ­ზე სა­ვა­რა­უ­დო აზ­რე­ბის გა­და­ტა­ნა­ში გვეხ­მა­რე­ბა. ამ დროს, ფო­კუ­სი­რე­ბას ვახ­დენთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ფაქ­ტებ­სა და ციფ­რებ­ზე, რო­მელ­საც ვფლობთ ან­და რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ვი­ხუ­რავთ რა თეთრ ქუდს, ამით ხაზს ვუს­ვამთ, რომ ჩვენ ვე­ლით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფაქ­ტებს.

ლურ­ჯი ქუ­დი – გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გან­ხილ­ვის და­საწყის­ში, ამო­ცა­ნის და­სახ­ვი­სას და შე­დე­გე­ბის გან­საზღ­ვ­რი­სას (რი­სი მი­ღე­ბა გვინ­და შე­დე­გად). ის თა­ვად აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის, მი­სი მარ­თ­ვის რე­ჟი­მია (მიზ­ნე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა, შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა და ა.შ.).

მე­თო­დის მი­ხედ­ვით, აუცი­ლე­ბე­ლია „აზ­როვ­ნე­ბის და­ნა­წევ­რე­ბა“, რაც ნიშ­ნავს ფიქრს მხო­ლოდ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით – ფაქ­ტის გან­ცალ­კე­ვე­ბას ემო­ცი­ის­გან, მო­საზ­რე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბას ახა­ლი იდე­ი­სა­გან და ა.შ. მე­თო­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ყვე­ლა მოს­წავ­ლის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ექ­ვ­სი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მოს­წავ­ლე­ებს პა­სუ­ხე­ბი ჰქონ­დათ შემ­დეგ კითხ­ვებ­ზე:

⇔ რა ეროვ­ნე­ბი­სა და/თუ რე­ლი­გი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ თემ­ში? შენს ქვე­ყა­ნა­ში?

⇔ რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვთ მათ თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

⇔ რა­ტომ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ან­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა?

⇔ რო­გორ თა­ნამ­შ­რომ­ლობ შენს თემ­ში მცხოვ­რებ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რა­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან?

⇔ რა­ტომ უარეს­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თემ­ში პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

⇔ რას ნიშ­ნავს ტო­ლე­რან­ტუ­ლი კულ­ტუ­რა და რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თემ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბის­თ­ვის მი­სი დამ­კ­ვიდ­რე­ბა?

⇔ რო­გორ უნ­და ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ ჩვენს თემ­ში მცხოვ­რებ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის/წარ­მო­შო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან?

გან­სა­ხილ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო: თე­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მიწ­ვე­უ­ლია სა­თე­მო ფო­რუმ­ზე, რო­გორც დე­ლე­გა­ტი. სა­ჯა­რო სიტყ­ვის და­სა­წე­რად უნ­და მო­იკ­ვ­ლი­ოს თემ­ში რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი და სხვა ნიშ­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და თა­ნაცხოვ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი (პო­ზი­ტი­უ­რი ან ნე­გა­ტი­უ­რი) მა­გა­ლი­თი/მა­გა­ლი­თე­ბი.

სა­ჯა­რო სიტყ­ვა­ში უნ­და წარ­მო­ე­ჩი­ნათ, რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თემ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბის­თ­ვის ტო­ლე­რან­ტო­ბის კულ­ტუ­რის დამ­კ­ვიდ­რე­ბა?

მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მი­თი­თე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი, იმ­ს­ჯე­ლეს, გა­მო­ი­ტა­ნეს დას­კ­ვ­ნე­ბი და შექ­მ­ნეს კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ, ვცდი­ლობ­დი, ჯგუ­ფუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წი­ლი უფ­რო მე­ტი ყო­ფი­ლი­ყო. კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მათ­თ­ვის უფ­რო მე­ტად აშ­კა­რა გახ­და ტო­ლე­რან­ტო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, უფ­რო მე­ტად გა­აც­ნო­ბი­ე­რეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, თა­ნაცხოვ­რე­ბი­სა და თა­ნა­არ­სე­ბო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები