13 ოქტომბერი, კვირა, 2024

მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმ ტი­პის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ციაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თ კონ­კ­რე­ტუ­ლ საგ­ანზე მუ­შა­ო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა

spot_img
🔸ხათუნა ნოზაძე 

ბაქ­ს­ვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა-თბი­ლი­სის და დ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხ. №16 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორი მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის წევრი 

 

🔸 აქ­ტი­უ­რი და ქმე­დი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რო­გო­რიც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვა­ში, რაც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იმ ტი­პის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ციაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თ კონ­კ­რე­ტუ­ლ საგა­ნზე მუ­შა­ო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. მთე­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ავი­თა­რებს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რა­ზე ზრუნ­ვაც გაკ­ვე­თილ­ზე­ვე იწყე­ბა: სა­გაკ­ვე­თი­ლო წე­სე­ბის დაც­ვით, ერ­თ­მა­ნე­თის აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მით, აკა­დე­მი­უ­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით, ერ­თ­მა­ნე­თის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და აღი­ა­რე­ბით… ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან: პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა, სა­გან­თა­შო­რი­სი კავ­ში­რე­ბი, ში­გა და გა­რე „ნა­ტუ­რა­ლის­ტ­თა“ გუნ­დუ­რი ტურ­ნი­რე­ბი, პრო­ექ­ტი „ჩხირ­კე­დე­ლა“, დე­და­მი­წის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი კვი­რე­უ­ლე­ბი, პრო­ექ­ტი „მშო­ბე­ლი სკო­ლა­ში“, სა­დაც მშობ­ლე­ბი სა­კუ­თარ ცოდ­ნა­სა და სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კას უზი­ა­რე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში: „ჰი­გი­ე­ნის მცვე­ლე­ბი“, „აივ ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მო­ზარ­დებ­ში“, მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, ასე­ვე, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის (პრეს­ქუ­ლი) ბავ­შ­ვ­თა ჩარ­თ­ვა სა­ხა­ლი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბით „ჰე­ის“ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბათ სმე­ნი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის მიზ­ნით პლას­ტ­მა­სის შეგ­რო­ვე­ბა-ჩა­ბა­რე­ბა. ჩე­მი აზ­რით, აქ­ტი­უ­რი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის დროს გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გამ­ჭო­ლი უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ფა­სე­ბის სა­მიზ­ნედ უნ­და იქ­ცეს, რა­თა ხე­ლი შე­ვუწყოთ მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას.

სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ღია სა­დის­კუ­სიო სივ­რ­ცე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ტუ­ა­ლურ პრო­ცე­სებ­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რის თა­ვი­სუფ­ლად და­ფიქ­სი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მა­გა­ლი­თად, კო­ვიდ-19, ქალ­თა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, უკ­რა­ი­ნის თე­მა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია და გზა ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა­კენ, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია…

მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს მას­წავ­ლებ­ლის თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა და სი­ახ­ლე­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო სი­ახ­ლე­ე­ბი თუ სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბი, აქ­ტი­უ­რად უნ­და აისა­ხოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე. ამი­ტომ, მას­წავ­ლე­ბელს უწევს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა, შექ­მ­ნა. აღ­ვ­ნიშ­ნავ „ტე­ლეს­კო­ლის“ გაკ­ვე­თი­ლებს, რომ­ლის დრო­საც შე­იქ­მ­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიმ­ყავ­და ქი­მი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მერ­ვე-მეცხ­რე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა ქი­მი­ის გუნ­დის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით.

მოს­წავ­ლე­ებ­ში დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს „ck-12“ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი — www.ck12.edu.ge, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით, ინ­ტე­რაქ­ტი­ვით, ქვი­ზე­ბით, თა­მა­შით სწავ­ლის ელე­მენ­ტე­ბით. მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ www.chemistry.ge — „ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ მი­ერ შექ­მ­ნილ ვებ­გ­ვერდს, რო­მე­ლიც გვთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან რე­სურ­სებს. ჩე­მი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით გა­მო­ვი­და ტეს­ტე­ბი „ქი­მი­უ­რი უნა­რე­ბი“, რო­მე­ლიც თა­მა­შით სწავ­ლის მა­გა­ლი­თებ­ზეა აგე­ბუ­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლე­ბელ­თა მონაწილეობა სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, აღ­ვ­ნიშ­ნავ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეს „ედ­კემ­პი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სწავ­ლის მე­თო­დე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მოხ­და.

🔸 რა წარ­მო­შობს ძა­ლა­დო­ბას მოს­წავ­ლე­ებ­ში და რა არის ძა­ლა­დო­ბის სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია სკო­ლა­ში

ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა მას­შ­ტა­ბუ­რი და სე­რი­ო­ზუ­ლია დღე­ვან­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მათ შო­რის, ბავ­შ­ვებს ეხე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მი­თა თუ გზით. ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა მო­ზარ­დებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ზრდას­რუ­ლო­ბის ასაკ­ში სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფ­ლიქ­ტის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბი­სა თუ სხვა პრობ­ლე­მე­ბის.

ვფიქ­რობ, პან­დე­მი­ის დროს არ­სე­ბულ­მა ჩა­კე­ტი­ლო­ბამ, ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ურ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ, მო­ზარ­დებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი და გა­უცხო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია აღი­ა­რებს, რომ „გარ­თო­ბის“ მიზ­ნით პი­რა­დი ნივ­თე­ბის და­მალ­ვა, უხე­ში კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა, მეტ­სა­ხე­ლით მი­მარ­თ­ვა, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით  მათ სკო­ლებ­შიც ხდე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე იკ­ვე­თე­ბა: ფი­ზი­კუ­რი, ვერ­ბა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი (ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, შან­ტა­ჟი…) პრობ­ლე­მა გლო­ბა­ლუ­რია.

მოს­წავ­ლე­ებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია გა­ნი­საზღ­ვ­როს მი­სი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი. ერთ-ერთ მი­ზე­ზად სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ებ­ში ემ­პა­თი­ის უნა­რი თა­ნა­ტოლ­თა მი­მართ, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი.

მო­ძა­ლა­დე, მჩაგ­ვ­რე­ლი ბავ­შ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი არინ, უჭირთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვ­რით ცდი­ლო­ბენ მო­წო­ნე­ბი­სა და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბას. ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ სას­კო­ლო საგ­ნებ­ში, სპორ­ტ­ში, შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი და გა­უცხო­ე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შე­და­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ. ზოგ­ჯერ ეს ფაქ­ტიც არის აგ­რე­სი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი.

ასე­ვე, კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი გა­რე­მო ოჯახ­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი  თა­ნა­ტო­ლებ­თან ასე­თი­ვე ძა­ლა­დობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის, თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მით გა­მოვ­ლე­ნის, შე­იძ­ლე­ბა ჩაგ­რუ­ლის როლ­შიც მო­ევ­ლი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბით შევ­ძ­ლოთ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცია. სწო­რი მე­სი­ჯე­ბით სო­ა­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით კონ­ფ­ლიქ­ტის გა­დაჭ­რა. ვი­მუ­შა­ოთ მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშობ­ლის რო­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. მა­თი მოწ­ვე­ვა და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის, პრაქ­ტი­კი­სა თუ რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა კარ­გი მა­გა­ლი­თია მოს­წავ­ლე­თათ­ვის და   მა­თი პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ის განმ­საზღ­ვ­რე­ლა­დაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ვუთ­მოთ მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში,  კო­მუ­ნი­კა­ციას სხვა­დას­ხ­ვა რგოლ­სა და სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას შო­რის. ასე­ვე, პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, და­ა­მე­გობ­რებს სხვა­დას­ხ­ვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე, გას­ვ­ლი­თი თე­მა­ტუ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სა­ჭი­როა, გავ­ზარ­დოთ ნდო­ბის ხა­რის­ხი. ნდო­ბის, ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რე­ბის გაზ­რ­დის შე­დე­გად მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო თა­მა­მად და გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რო­ბენ პრობ­ლე­მებ­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ექ­ნე­ბათ აღ­ქ­მა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბი­სა და რე­ა­გი­რე­ბის.

მი­მაჩ­ნია, რომ მოს­წავ­ლე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, მათ­თან ერ­თად და­გეგ­მი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე. აქ­ტი­ურ, სა­ინ­ტე­რე­სო სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა შე­ამ­ცი­რებს მოს­წავ­ლე­თა შო­რის აგ­რე­სი­ას, გა­უცხო­ე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს. სკო­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი გა­მო­ად­გე­ბა მათ სხვა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­შიც.

🔸 რა გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვთ სკო­ლებს უსაფ­რ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით

უსაფ­რ­თხო, თა­ნად­გო­მა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. სკო­ლა­ში, სა­დაც დღის უმე­ტეს ნა­წილს ვა­ტა­რებთ, პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი უნ­და ჭარ­ბობ­დეს ნე­გა­ტი­ურს.

უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბა არა მხო­ლოდ უსაფ­რ­თხო ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო, არა­მედ, ემო­ცი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბა. ასე­ვე, გა­მარ­თუ­ლი და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი, ჰი­გი­ე­ნა, ჯან­სა­ღი კვე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი არ არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხემ­სით. შე­სამ­ჩ­ნე­ვია, ბო­ლო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ნაკ­ლე­ბი კონ­ცენ­ტ­რა­ცია, რა­საც მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა შიმ­ში­ლის გრძნო­ბი­თა და დაღ­ლი­ლო­ბით ხსნის.

ვფიქ­რობ, მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და ეთ­მო­ბო­დეს მოს­წავ­ლე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას და შე­სა­ბა­მის აქ­ტი­ვო­ბებს.

მა­გა­ლი­თად: რო­გორ მო­ვიქ­ცეთ კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის, ხან­ძ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ და­ი­ცა­ლოს ამ დროს სკო­ლა სწრა­ფად და უსაფ­რ­თხოდ უმ­ცი­რეს დრო­ში.

სკო­ლე­ბი­სათ­ვის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად ით­ვ­ლე­ბა კი­ბერ­ბუ­ლინ­გი. მოს­წავ­ლე­ებს აქვთ უკონ­ტ­რო­ლო წვდო­მა ციფ­რულ სივ­რ­ცე­ში ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის. სკო­ლის სივ­რ­ცე­ში ხში­რად თავს იჩენს უკ­ვე გამ­წ­ვა­ვე­ბუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი, რო­მე­ლიც და­იწყო კი­ბერ­სივ­რ­ცე­ში. სკო­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობს შეზღუ­დოს მო­ბი­ლუ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისევ რჩე­ბა პრობ­ლე­მად. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, თუ რა საფ­რ­თხე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კი­ბერ­ბუ­ლინ­გ­მა.

უსაფ­რ­თხო, პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მოს ქმნის სკო­ლის მთე­ლი გუნ­დი, მშო­ბე­ლი, თე­მი. რო­დე­საც მოს­წავ­ლე ხე­დავს ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ხე­დავს მის როლს და სა­ჭი­რო­ე­ბას სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ სკო­ლა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის არ ცდი­ლობს მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რას, არა­მედ ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის არ­ჩე­ვა­ში, უჩ­ნ­დე­ბა და­ცუ­ლო­ბის, სიმ­შ­ვი­დის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გან­ც­და სას­კო­ლო, თუ ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში. და­ცუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, ნდო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აძ­ლევს მოს­წავ­ლეს თა­ვი­სუფ­ლად გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები