4 ივნისი, კვირა, 2023

მოსწავლის მიერ აბსტრაქტული დონის მიღწევა

spot_img

ლეილა დანელია

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2 საჯარო სკოლის და შპს კერძო სკოლა სხივის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი

აბსტრაქტული ანუ გაფართოებული აბსტრაქტის დონის მიღწევის დროს მოსწავლეს შეუძლია სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების ეროვნული სასწავლო გეგმის ზესაგნობრივ (მაკრო) ცნებებთან ორგანული კავშირის დამყარება.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა არ გვავალებს აბსტრაქტული დონის მიღწევას, მაგრამ ის რჩება ყველაზე სასურველ დონედ ზოგადი განათლების სისტემაში.

მაღალი მზაობის მოსწავლეებისთვის შეგვიძლია ასეთი რესურსის მიწოდება:

ეს ან ამდაგვარი რესურსი არ უნდა გახდეს კლასში ხელოვნური დაყოფისა და დისკრიმინაციის საფუძველი. აღნიშნულ სქემას მოსწავლეებს საყოველთაოდ ვაწვდით ადეკვატური თვითშეფასებისა და თვითაქტუალიზაციის გაძლიერების მიზნით.

რესურსი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი საგნის სწავლების დროს და მისი მოსწავლეებისთვის მიწოდება სასურველია:

  • საერთო-საკლასო სივრცეში დიდი ფორმატით;
  • მცირე ზომის ფორმატით, ლამინირებულ ფონზე ან ფოტოქაღალდზე ინდივიდუალური გამოყენებისთვის;
  • ელექტრონული ფორმით.

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები