12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

მოსწავლის გვერდი

spot_img

ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“

მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი

 

კა­ტო გოგ­რი­ჭი­ა­ნი
სსიპ თბი­ლი­სის №102 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე დიდ სიმ­დიდ­რედ ჩავ­თ­ვა­ლოთ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის ისე­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მელ­შიც თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბას აქვს სა­კუ­თა­რი ნე­ბი­სა და სიტყ­ვის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. მუდ­მივ ტე­რორ­სა და დაპყ­რო­ბებ­ში მცხოვ­რებ თი­თო­ე­ულ ქარ­თ­ველს ერ­ჩივ­ნა, და­ე­კარ­გა სიმ­შ­ვი­დე, საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უარე­ყო მეც­ნი­ე­რე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კა, სიმ­დიდ­რე, დოვ­ლა­თი, რა­თა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­თ­მე­უ­ლი და სა­ნატ­რე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბო­ლომ­დე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას უთ­ქ­ვამს: „თა­ვი­სუფ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბი­სა და ერი­სა ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სა­დაც არაა პი­როვ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, იქ ერი და­მო­ნე­ბუ­ლია და და­მო­ნე­ბულ ერ­ში, რა თქმა უნ­და, პი­როვ­ნე­ბაც მო­ნაა,უთა­ვი­სუფ­ლო, სხვის ხელ­ში სა­თა­მა­შო ნივ­თი“.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბე­დი ყო­ველ­თ­ვის საფ­რ­თხის ქვეშ იყო. ამო­სუნ­თ­ქ­ვის­თ­ვის დრო არ რჩე­ბო­და. თურქ-სელ­ჩუ­კე­ბი, მონ­ღო­ლე­ბი, არა­ბე­ბი, რუ­სე­ბი, ყვე­ლას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­კენ ჰქონ­და თვა­ლი მო­მარ­თუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო ერ­თი მტრით მე­ო­რეს იგე­რი­ებ­და. ერეკ­ლე II იმე­დოვ­ნებ­და, რომ რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით „ქარ­თ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბას“ („ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“) გა­ნამ­ტ­კი­ცებ­და, აღ­კ­ვეთ­და ლეკ­თა თა­რეშს, ირა­ნი­სა და თურ­ქე­თი­სა­გა­ნაც სა­ი­მე­დოდ იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი და, ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და. ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს დაპყ­რო­ბე­ბის ათ­ვ­ლის წერ­ტი­ლი და და­სას­რუ­ლი არ არ­სე­ბობს. ამ სა­ზა­რე­ლი ეპო­ქე­ბის დროს ქარ­თ­ვე­ლე­ბი მხო­ლოდ თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­დ­ნენ და ზუს­ტად ამ თე­მა­ზე სა­უბ­რობს ჯონ ჰექ­ს­ლეი ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის ნა­წარ­მო­ებ­ში „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“. სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რო­გორ აღიქ­ვამს და აანა­ლი­ზებს უცხო­ე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბედს, ჩვენს მო­ტი­ვებ­სა და ორი­ენ­ტა­ცი­ას. თუ ამე­რი­კე­ლე­ბი თავ­და­დე­ბულ­ნი არი­ან სიმ­დიდ­რის­თ­ვის, ხო­ლო ევ­რო­პა – მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის, პო­ლი­ტი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის­თ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლო “მთე­ლი გუ­ლით“ ცდი­ლობს, არ­სე­ბო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლოს. ფულ­ში მცუ­რა­ვი ამე­რი­კე­ლის­თ­ვის გა­სა­ო­ცა­რია „ლა­ყუ­ჩე­ბა­ხე­უ­ლი კალ­მა­ხე­ბის“ („ანა­ნურ­თან“) გა­კა­ჟე­ბუ­ლი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა: „ჭეშ­მა­რი­ტად გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლია, თუ რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნეთ ამ­დე­ნი, მრა­ვალ­გ­ვა­რი უბე­დუ­რე­ბა…“ ელის კითხ­ვა­ზე, „ჩვენ კი, ჩვენ რა გვეძ­ლე­ვა?“, ჰექ­ს­ლეი, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პა­სუხს ად­ვი­ლად პო­უ­ლობს. მას მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი, „ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის, მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ასა­კის“, შე­ეს­წავ­ლა და მა­თი მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ე­გო. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მან ისე კარ­გად არ იცო­და ჩვე­ნი ის­ტო­რია, მა­ინც მიხ­ვ­და, რომ ქარ­თ­ვე­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი არა სიმ­დიდ­რე და ფუ­ლია, არა ხე­ლოვ­ნე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბა, არა „მაძღა­რი“ სა­ქარ­თ­ვე­ლო, არა­მედ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, „მრთე­ლი“ ქვე­ყა­ნა და არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი, სხვა ყვე­ლა­ფე­რი კი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ქარ­თ­ვე­ლი ყო­ველ­თ­ვის ეძებს ამ მძაფრ, ავად­მ­ყო­ფურ მუდ­მივ წა­დილს ეროვ­ნუ­ლი სხე­უ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად.

ჰექ­ს­ლეი მიხ­ვ­და, რომ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლის სულ­ში ამოტ­ვიფ­რუ­ლია სიტყ­ვე­ბი: „მო­უ­ა­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“. ქარ­თ­ვე­ლი ცდი­ლობს, ყველ­გან გა­აჟ­ღე­როს თა­ვი­სი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე, სა­დაც კი ხმა მი­უწ­ვ­დე­ბა: „მცხე­თის სვე­ტიცხოვ­ლის დიდ ტა­ძარ­ში“ („სა­ლა­ღო­ბო“), მო­ნას­ტ­რებ­სა და ეკ­ლე­სი­ებ­ში, მჩქე­ფა­რე ნა­კა­დუ­ლებ­თან, ლურჯ ზღვა­ში, მოწ­მენ­დილ-მო­კაშ­კა­შე ცა­ზე, „ქუ­ჩა­ში თუ სახ­ლ­ში, თე­ატ­რ­ში და სა­სა­მარ­თ­ლო­ში, სას­წავ­ლე­ბელ­ში, სა­ტუ­სა­ღო­ში, ეტ­ლ­ში, მა­ტა­რე­ბელ­ში, დი­ლით და ღა­მით, სიცხე­ში და სი­ცი­ვე­ში, დარ­ში და ავ­დარ­ში“ („იყი­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო“). მათ უნ­დათ, რომ ეს სიტყ­ვე­ბი ის­მო­დეს „შა­ვი ზღვი­დან კას­პი­ის ზღვამ­დე და ოსე­თი­დან სპარ­სე­თამ­დე“, დამ­შ­რალ თერ­გ­თან“… ყველ­გან, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლო ვუ­წო­დოთ. არ არ­სე­ბობს ქარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის იმა­ზე ძვირ­ფა­სი, ვიდ­რე მი­სი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ამი­ტო­მაც თი­თო­ე­ულ­მა ქარ­თ­ველ­მა უნ­და ჩათ­ვა­ლოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბად, რა­თა არ შე­იქ­მ­ნას სულ სხვა ახა­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ („მა­რა­დი­უ­ლი ოქ­როს კალ­მე­ბით“), არ მი­ვი­ღოთ ისე­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც „ტურ­ფა გა­მომ­ხ­ს­ნელს“ („ჭა­ღა­რა“) არა­ვინ მო­ე­ლის.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორი­ენ­ტა­ცია გუ­შინ, დღეს, ხვალ

ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის მოთხ­რო­ბის „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“ მი­ხედ­ვით

 

მარიამ ქავთარაძე
საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახ. თბილისის სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე

„ნუ და­უ­ტე­ვებთ გზა­სა ბერ­ძენ­თა­საო“, – ჯერ კი­დევ მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნე­ში მოგ­ვი­წო­და ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა და მას შემ­დეგ ვცდი­ლობთ, სა­მი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­უნ­ჯე: „მა­მუ­ლი, ენა, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა“ (ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე) კბი­ლე­ბით და­ვიც­ვათ. მერ­ვე სა­უ­კუ­ნე­ში იოანე სა­ბა­ნის­ძემ გა­ნაგ­რ­ძო ვახ­ტანგ მე­ექ­ვ­სის დაწყე­ბუ­ლი საქ­მე, შეგ­ვახ­სე­ნა, თუ რა­ო­დენ დიდ როლს თა­მა­შობს სა­ქარ­თ­ვე­ლო საქ­რის­ტი­ა­ნო სამ­ყა­რო­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­შინ­დე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბის რწმე­ნა ირ­ყე­ო­და, „ვი­თარ­ცა ლერ­წამ­ნი ქარ­თა­გან ძლი­ერ­თა“. მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა გა­მოთ­ქ­ვა „გუ­ლის სიმ­ხურ­ვა­ლე, მო­უთ­მე­ნე­ლი, ცხა­რი წა­დი­ლი გას­წო­რე­ბი­სა“ („სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ამ­ბე­ზედ“) და პო­ე­მა­ში „ბე­დი ქარ­თ­ლი­სა“ გვა­ნახ­ვა, რომ „უცხო­ო­ბა­ში“ სი­ა­მე­ზე მე­ტი ტან­ჯ­ვა იმა­ლე­ბა და იქ, სა­დაც „ია და ვარ­დე­ბი“ („აღ­მართ-აღ­მართ“) გვე­გუ­ლე­ბა, ხში­რად ჭინ­ჭა­რი და შარ­ბათ­ში გა­რე­უ­ლი სა­წამ­ლა­ვი გვხვდე­ბა.

ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“, შე­იძ­ლე­ბა, ბევრს უბე­დურ ვარ­ს­კ­ვ­ლავ­ზე გა­ჩე­ნი­ლი გო­გო­ნას ამ­ბად მო­ეჩ­ვე­ნოს, ზოგ­საც კი ის­ტო­რი­ად, რო­მე­ლიც სავ­სეა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით. ის კი ავიწყ­დე­ბათ, რომ ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე იმ ხალ­ხ­თა რიცხ­ვ­ში შე­დის, რომ­ლებ­საც მოყ­ვა­რეს­თან გაბ­ზა­რუ­ლი და „ში­გა-და-შიგ ლა­ქე­ბი­ა­ნი“ („კა­ცია-ადა­მი­ა­ნი?!“) სარ­კე მი­აქვთ, რა­თა თვა­ლე­ბი­დან წყლის­ფე­რი ლიბ­რი მო­ა­შო­რონ, სი­ნამ­დ­ვი­ლე და­ა­ნახ­ვონ და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის შეს­წო­რე­ბა­ში ხე­ლი შე­უწყონ. ვინ არის ელი? ელი „ქარ­თ­ვე­ლის გა­ტა­ცე­ბი­სა და გერ­მა­ნე­ლის თაყ­ვა­ნის­ცე­მის ნა­ყო­ფია“; ვინ არის ელი? ელი ელ­პი­დაა, ოღონდ უკ­ვე სა­სო­ე­ბა და იმედ­დაშ­რე­ტი­ლი, და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი, თვა­ლებ­ში სხივ­ჩამ­ქ­რა­ლი; ვინ არის ელი? ელი სა­ქარ­თ­ვე­ლოა, რო­მე­ლიც გა­დარ­ჩე­ნის ყვე­ლა გზას ეძებს, მაგ­რამ ხვდე­ბა, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა კა­რი ვე­ე­ბერ­თე­ლა ბოქ­ლო­მე­ბი­თაა ჩა­რა­ზუ­ლი, უკან და­სა­ხე­ვი გზა კი უზარ­მა­ზა­რი ლო­დე­ბით არის ამო­ქო­ლი­ლი. შემ­თხ­ვე­ვი­თი სუ­ლაც არ არის, რომ ჯერ კი­დევ უბი­წო გო­გო­ნამ ბე­დი რუს გრაფს, ვლა­დი­მერ ან­დ­რე­ის ძე ბო­რენ­კოვს, და­უ­კავ­ში­რა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რთუ­ლია „მოხ­დე­ნი­ლი, ზრდი­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლას­გან მო­წო­ნე­ბუ­ლი“ და თა­ნაც ულე­ვი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნის­თ­ვის ცო­ლო­ბა­ზე უარის თქმა. ნე­ტავ რა მოხ­დე­ბო­და, ელის ქორ­წი­ლამ­დე ბო­რენ­კო­ვი უკეთ რომ გა­ეც­ნო, მი­სი უღირ­სი სა­ხე ნა­ად­რე­ვად ამო­ეც­ნო, მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, რომ ეს ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი, „წმინ­და გი­ორ­გით და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი“, თით­ქ­მის იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი მას არა­თუ სარ­გე­ბელს, არა­მედ, პი­რი­ქით, უბე­დუ­რე­ბას მო­უ­ტან­და, საბ­რა­ლო გო­გო­ნას ბე­დის ბორ­ბალს უკუღ­მა და­ატ­რი­ა­ლებ­და და სა­მუ­და­მოდ გა­ა­ცამ­ტ­ვე­რებ­და. მაგ­რამ რო­გორ უნ­და მივ­ცეთ თავს ელის გა­კიცხ­ვის უფ­ლე­ბა, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლებ­მაც იგი­ვე შეც­დო­მა და­ვუშ­ვით, ნა­ად­რე­ვად ავაფ­რი­ა­ლეთ თეთ­რი დრო­შა, თა­ვი­სუფ­ლე­ბას „ოქ­როს ჯაჭ­ვი“ (გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი) ვარ­ჩი­ეთ, ნდო­ბი­თა და მი­ა­მი­ტო­ბით დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლებ­მა თა­მა­მად მო­ვა­წე­რეთ გე­ორ­გი­ევ­ს­კის ტრაქ­ტატს ხე­ლი და მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­აზ­რეთ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა, რო­ცა რუ­სეთ­მა ზუს­ტად ისე გა­დაგ­ვ­ხა­და სა­ბა­ნი, რო­გორც ბო­რენ­კოვ­მა – ელის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ელიმ მო­ა­ხერ­ხა ბო­რენ­კო­ვის უღირ­სი კლან­ჭე­ბის­გან თა­ვის დახ­ს­ნა, მომ­ხ­და­რის ის­ტო­რი­ა­ში შავ ლა­ქად და­ტო­ვე­ბა და და­ვიწყე­ბა, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­სი ცხოვ­რე­ბა სუ­ლაც არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა უდარ­დე­ლად და მშვი­დად. ქარ­თ­ველ­მა ას­მე­თა­ურ­მა იერო­ნი­მე შვინ­და­ძემ, ელის თუ არა, ელის მა­მის, შალ­ვა გორ­დე­ლი­ა­ნის, ცხოვ­რე­ბა­ში მა­ინც შე­მო­ი­ტა­ნა იმე­დის სხი­ვი, 26 მა­ი­სი კა­ლენ­დარ­ში წით­ლად მო­ნიშ­ნა, დრო­ე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბას აზი­ა­რა, მემ­კ­ვიდ­რეც და­ტო­ვა, მაგ­რამ, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას გვჩვე­ვია, ცხოვ­რე­ბა ვერ მო­აწყო, სა­ბო­ლო­ოდ კი თვალს მი­ე­მა­ლა და მა­მა-შვი­ლი კვლავ ობ­ლად და­ტო­ვა. შალ­ვა ელის წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბას რომ მიჰ­ყო­ლო­და, იქ­ნებ ელის თა­ვი­სით მო­ეწყო ცხოვ­რე­ბა, იერო­ნი­მეს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით 26 მა­ი­სი კა­ლენ­დარ­ში არა დრო­ე­ბით, არა­მედ სა­მუ­და­მოდ გა­ე­წით­ლე­ბი­ნა და ჰექ­ს­ლე­ის დახ­მა­რე­ბის­თ­ვის გა­მოწ­ვ­დილ ხელს არ ჩას­ჭი­დე­ბო­და. ვინ არის ჰექ­ს­ლეი და რა გრძნო­ბა აკავ­ში­რებს მას ელის მი­მართ, გა­უ­გე­ბა­რია. ერ­თი რამ კი ცხა­დია — ჰექ­ს­ლეი წარ­მო­ად­გენს ევ­რო­პას, კონ­ტი­ნენტს, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და სა­ფიქ­რა­ლი არა არ­სე­ბო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არა­მედ მი­ლი­არ­დე­ბის მოხ­ვე­ჭა და უკი­დე­გა­ნოდ გამ­დიდ­რე­ბაა. რა­ტომ ამო­ირ­ჩია მი­ლი­არ­დებ­ზე მო­ნა­დი­რე კაც­მა მა­ინ­ც­და­მა­ინც გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ელი? მო­ე­წო­ნა? არა, ელიმ უბ­რა­ლოდ „აიტა­ცა“. შე­ე­ცო­და და დახ­მა­რე­ბა სურ­და? არა, დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი რომ ჰქო­ნო­და, ელის არა ბრომ­ლეი, არა­მედ ჰექ­ს­ლეი გა­ას­ვე­ნებ­და, „ჩვენ­სა“ და „ჩემს“ ასე ცხა­დად არ გა­მიჯ­ნავ­და, გო­გო­ნას ფულ­ზე წინ და­ა­ყე­ნებ­და და მი­სი სა­ნუკ­ვა­რი ნატ­ვ­რის, თბი­ლის­ში წას­ვ­ლის, ას­რუ­ლე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი გზით შე­ეც­დე­ბო­და. ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­თი და ფრან­გუ­ლის უბად­ლო ცოდ­ნით აღ­ფ­რ­თო­ვან­და? არა, ფრან­გუ­ლის ცოდ­ნა­სა და სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე მე­ტად, ჰექ­ს­ლე­ის თვა­ლი იმ ოქ­როს მე­და­ლი­ონ­მა უფ­რო მოს­ჭ­რა, ელის გულ­მ­კერდს რომ ამ­შ­ვე­ნებ­და. „მე იმე­დი მაქვს, რომ ჩემს კე­თილ­დღე­ო­ბას თქვენც იზი­ა­რებ­თო“, – ეუბ­ნე­ბა ჰექ­ს­ლეი ელის მა­შინ, რო­ცა ის ქა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და კე­თილ­დღე­ო­ბით არც კი ინ­ტე­რეს­დე­ბა, მის­თ­ვის ელის მე­და­ლი­ო­ნის ფა­სი აქვს, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი. თით­ქოს ელი სატყუ­ა­რაა, რო­მე­ლიც ჰექ­ს­ლე­ის ნემ­ს­კავ­ზე უნ­და და­ე­მაგ­რე­ბი­ნა, რა­თა დი­დი თევ­ზი, ანუ ამე­რი­კე­ლი „და­ვე­ნაძ­ლე­ოთ მი­ლი­არ­დე­რი“ ბრომ­ლეი გა­მო­ე­ბა ან­კეს­ზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ჰექ­ს­ლე­ის ჩა­ნა­ფიქ­რი გა­მო­უ­ვი­და. მან და­ა­ინ­ტე­რე­სა კა­ცი, რო­მე­ლიც დი­დი კო­მერ­ცი­უ­ლი ნი­ჭით, ურ­ყე­ვი ნე­ბის­ყო­ფი­თა და ფუ­ლის ყად­რის და­ფა­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვე­ბის­გან. მა­შინ, რო­ცა სამ­ყა­რო­ში უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა, რო­ცა ჰექ­ს­ლეი მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობს ბრომ­ლე­ის მო­თაფ­ვ­ლა­სა და მი­სი მო­წო­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბას, რო­ცა ბო­რენ­კოვს მე­გობ­რებ­თან ცო­ლის მშვე­ნი­ე­რე­ბით თა­ვი მო­აქვს, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლი შვინ­და­ძე ჰო­რი­ზონ­ტი­დან ისე ქრე­ბა, თით­ქოს მი­წამ ჩაყ­ლა­პაო, რა რჩე­ბა ელის, ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს? სა­ქარ­თ­ვე­ლოს კვლავ ბრძო­ლის ვე­ლი, დი­დი სცე­ნა და შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი რჩე­ბა. იგი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია მძაფ­რი, ავად­მ­ყო­ფუ­რი მუდ­მი­ვი ფიქ­რით, რა­თა ეროვ­ნუ­ლი სხე­უ­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. მუდ­მი­ვი გა­კა­ჟე­ბუ­ლი ბრძო­ლის გა­მო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერც როკ­ფე­ლერ­მა, მორ­გან­მა და ბრომ­ლე­იმ და ვერც ლე­ნინ­მა, ბეთ­ჰო­ვენ­მა და კან­ტ­მა მო­ი­კი­დეს ფე­ხი. ელიმ შხა­მი­ან გვე­ლებ­თან ერ­თად იცეკ­ვა, და­ი­გეს­ლა და გარ­და­იც­ვა­ლა. რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს? იმი­ტომ, რომ უნ­დო­და, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა, თუ იმი­ტომ, რომ სურ­და ასე მა­ინც მი­ექ­ცია მე­ტი ყუ­რადღე­ბა, ასე მა­ინც ეპო­ვა ვინ­მე, ვინც მარ­თ­ლა და­ეხ­მა­რე­ბო­და, მარ­თ­ლა გა­უ­გებ­და, მარ­თ­ლა და­აბ­რუ­ნებ­და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში?! ალ­ბათ, ამას ჩვენ ვე­რას­დ­როს გა­ვი­გებთ, მაგ­რამ ერ­თი რამ კი ფაქ­ტია – ელის ოდი­სეა ნათ­ლად აღ­წერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ბო­რენ­კო­ვი გვა­ნახ­ვებს რუ­სე­თის უღირს სა­ხეს, იერო­ნი­მე – ქარ­თ­ვე­ლე­ბის სი­ლაჩ­რეს მა­შინ, რო­ცა ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა გვერ­დ­ში დგო­მა, ჰექ­ს­ლეი ლუი მე­თოთხ­მე­ტეს გვახ­სე­ნებს, ოღონდ, სამ­წუ­ხა­როდ, გა­ა­მე­რი­კე­ლე­ბულ ევ­რო­პელს მო­სა­ფე­რე­ბე­ლი კა­ტა არ ჰყავს, ბრომ­ლეი კი წმინ­დად ამი­ე­რი­კე­ლია, ამე­რი­კუ­ლი ფიქ­რე­ბით, მიზ­ნე­ბი­თა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბით, რო­მელ­საც, რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბედ-იღ­ბა­ლი დი­დად არ აღელ­ვებს.

ბო­რენ­კოვს, იერო­ნი­მეს, ჰექ­ს­ლე­ი­სა და ბრომ­ლე­ის შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას ქარ­თ­ვე­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ვცდი­ლობთ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე არა­ერთ მწე­რალ­სა თუ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს აქვს სა­კუ­თა­რი აზ­რი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი. აკა­კი ბაქ­რა­ძის აზ­რით, „ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა ევ­რო­პუ­ლი აზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ“. ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა და ცი­ვი­ლი­ზა­ცია ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­მაც შეძ­ლო რე­ლი­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და ჭვრე­ტი­თი და ქმე­დი­თი ცხოვ­რე­ბა ერთ სივ­რ­ცე­ში მო­ექ­ცია. ევ­რო­პა, მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლის აზ­რით, „შე­დე­გი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტია“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­დღე ეკ­ლე­სი­ა­ში არ და­დის, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მათ ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში აქვთ გად­მო­ტა­ნი­ლი, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით, რად­გან ჯერ აზი­ურ, ტი­რა­ნულ, ხო­ლო შემ­დ­გომ რუ­სულ ველ­ში ვი­ყა­ვით, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, კრა­ხით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტია. სა­პი­რის­პი­როს ამ­ტ­კი­ცებს ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ წე­რილ­ში „აზი­ი­სა­კენ“. მი­სი აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ გე­ზი არა ევ­რო­პის­კენ, არა­მედ აზი­ი­სა­კენ უნ­და აიღოს, რად­გან აზია გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით სავ­სეა, ვიდ­რე ევ­რო­პა. „მხო­ლოდ დიდ სი­მაღ­ლი­დან გა­მოჩ­ნ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის რთუ­ლი და ღირ­ს­საც­ნო­ბი ცხოვ­რე­ბა, ხან მდუ­ღა­რე და ფიცხი, ხან მდო­რე და ქან­ც­მი­ლე­უ­ლი, ხან მზე­სა­ვით გულ-ღია და მო­ცეკ­ვა­ვე, ხან კავ­კა­სი­ო­ნი­ვით პირ­ქუ­ში და ღრუბ­ლი­ა­ნი“. ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლის დე­ვი­ზია: „უკან, აზი­ი­სა­კენ, წინ წა­სას­ვ­ლე­ლად. მაგ­რამ ჩი­ნე­თის კედ­ლე­ბი კი არა, ქარ­თუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი“. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ „მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ აშ­კა­რად ევ­რო­პუ­ლი გზა აირ­ჩია, ხე­ლი ფრან­სი­ელს ჩა­მო­არ­თ­ვა, ხო­ლო პოდ­პო­რუ­ჩი­კი №-ისა და იამ­ში­კის სა­ხით რუ­სუ­ლი ყო­ფა ნათ­ლად აღ­გ­ვი­წე­რა. მი­ლან კუნ­დე­რას „მო­პა­რუ­ლი და­სავ­ლე­თი ანუ ცენ­ტ­რა­ლუ­რი ევ­რო­პის ტრა­გე­დია“ წე­რი­ლია, რო­მე­ლიც გვა­ნახ­ვებს, რომ თურ­მე მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლე­ბი არ ვღე­ლავთ მო­მა­ვალ­ზე, რომ თურ­მე სხვა, უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც დგა­ნან ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნ­და იყოს, მა­თაც უჭირთ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. 1956 წლის ნო­ემ­ბერ­ში ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩე­ბი მო­იც­ვა პა­ნი­კამ და სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა შეტყო­ბი­ნე­ბებ­მა: „ჩვენ და­ვი­ხო­ცე­ბით უნ­გ­რე­თი­სა და ევ­რო­პის­თ­ვის“. ნე­ტავ ევ­რო­პა თუ შე­ე­წი­რე­ბო­და უნ­გ­რე­თის­თ­ვის (ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნის­თ­ვის) ბრძო­ლას?! იქ­ნებ ევ­რო­პა ისე­ვე, რო­გორც ამე­რი­კა და რუ­სე­თი, იმ­პე­რიაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ჭრი­ლი­დან აღიქ­ვამს სამ­ყა­როს ზუს­ტად ისე, რო­გორც – ჰექ­ს­ლეი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გეზ­ზე ცხა­რე კა­მა­თი დღეს­დღე­ო­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. უფ­რო­სი თა­ო­ბა ვერ ელე­ვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის „სიტ­კ­ბო­ე­ბას“, ახალ თა­ო­ბას კი სურს რა­ღაც ახა­ლი და თან ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი. თით­ქოს ახალ­გაზ­რ­დე­ბი ჩაბ­მულ­ნი არი­ან იმ მარ­ხილ­ში, რო­მელ­საც წინ ილია მი­უძღ­ვის და ცდი­ლო­ბენ იმ „ბე­დის სამ­ძღ­ვ­რის“ („მე­რა­ნი“) გა­და­ლახ­ვას, რო­მელ­საც ევ­რო­პა­ში შეს­ვ­ლა ჰქვია. ჩვენ ახ­ლა უც­ნო­ბი კა­რის წინ ვდგა­ვართ, რომ­ლის ფარ­დე­ბიც უკ­ვე ათ­რ­თო­ლე­ბუ­ლან და არა­ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა მის მიღ­მა – ევ­რო­პუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა, თუ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა, დიქ­ტა­ტუ­რა და მარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა, რომ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა ხვალ. არა­ვის აქვს ზუს­ტი პროგ­ნო­ზი და ალ­ბათ, რომც ჰქო­ნო­და ვინ­მეს, მა­ინც არ ვენ­დო­ბო­დით. სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­ჩე­ნის დღი­დან დაკ­ლაკ­ნილ, ცი­ცა­ბო ბი­ლიკ­ზე და­დის და ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მამ­დე სა­ჭი­როა ას­ჯერ გა­ზომ­ვა და ერ­თხელ გაჭ­რა. ახ­ლა კი სწო­რედ ის დროა, ნა­ბი­ჯი რომ უნ­და გა­დავ­დ­გათ და კარ­გად დავ­ფიქ­რ­დეთ, რა­თა სა­ბო­ლო­ოდ ის კი არ ვი­კითხოთ, „რა გა­ა­კე­თა სამ­შობ­ლომ ჩვენ­თ­ვის“ (ჯონ კე­ნე­დი), არა­მედ ის, თუ რა გა­ვა­კე­თეთ (ან რას გა­ვა­კე­თებთ) ჩვენ სამ­შობ­ლოს­თ­ვის.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები