23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მოსწავლის გვერდი

spot_img
ნი­ნი სამ­ხა­რა­ძე
სსიპ ომარ ას­ლა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხან­ჯუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე

 

 

ვწერ და ვგრძნობ თუ რო­გო­რი რთუ­ლი წა­სა­კითხი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ნამ­დ­ვი­ლი…

13 სექ­ტემ­ბე­რი იდ­გა, იმ დღეს ცა თით­ქოს­და სხვა­ნა­ი­რი იყო, მზე სულ არ ანა­თებ­და და თით­ქოს ნის­ლ­სა და ბუ­რუს­ში გახ­ვე­უ­ლი დუმ­და მთე­ლი ქა­ლა­ქი. მტკვა­რიც უჩ­ვე­უ­ლო იყო და სწო­რედ ამ დღეს ტორ­ნა­დო­სა­ვით და­ატყ­და თავს უბე­დუ­რე­ბა ჩემს ქა­ლაქს.

მა­რი­ა­მი და ელე­ნე ამ დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყ­ვ­ნენ. თით­ქოს სხვა დღე­ე­ბი­სა­გან არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­შა­ბა­თი იყო. რა­ტომ­ღაც ორი­ვეს ში­შის გრძნო­ბა ეუფ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­დ­ნენ და ყუ­რადღე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­დაჰ­ქონ­დათ. უცებ მა­რი­ამ­მა, რო­მე­ლიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო და ქა­ლაქს აკ­ვირ­დე­ბო­და, აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით იკითხა: რა იქ­ნე­ბა ხვალ? ხვალ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და­მი­ჯე­რე, უთხ­რა ელე­ნემ და ამ დროს ორი­ვემ და­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა. ორი­ვე მათ­გა­ნი თით­ქოს­და ყი­ნუ­ლად გა­და­იქ­ცა. მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ბო­ლო ხმაა, რო­მე­ლიც მათ ჩა­ეს­მათ და უცებ გაქ­რა სიყ­ვა­რუ­ლიც, მე­გობ­რო­ბაც და ის ლა­ღი გო­გო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ორი დღის წინ სი­ხა­რუ­ლით და­ა­ბი­ჯებ­დ­ნენ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. დარ­ჩა მხო­ლოდ ყი­ნუ­ლად გა­დაქ­ცე­უ­ლი ქუ­ჩე­ბი. გლო­ვის ზა­რებ­მა ჩა­მოჰ­კ­რეს, უცებ და­დუმ­და ქა­ლა­ქიც… მტკვა­რი ცრემ­ლებ­მა აადი­და… შენ ხომ ასე­თი მდუ­მა­რე არა­სო­დეს გი­ნა­ხავს ქა­ლა­ქი…

05/03/2023წ.

რო­გორ მო­მე­ნატ­რა

გა­ზაფხუ­ლი ახ­ლად შე­მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლა ჩემს სო­ფელ­ში. ჩე­მი სო­ფე­ლი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია ამ დროს. და თუ მკითხა­ვენ რა­ტომ გა­მო­არ­ჩევ ამ სო­ფელს, გეტყ­ვით რომ აქ ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა, ჩე­მი ოქ­როს­ფე­რი და ლა­ღი დრო გა­ვა­ტა­რე. ჩე­მი ალუ­ჩის ხე და ძვე­ლი სახ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბა, ალი­ონ­ზე წი­თე­ლი კა­ბით რომ გა­მოვ­რ­ბო­დი სახ­ლი­დან და მას­თან ვთა­მა­შობ­დი. მე­ნატ­რე­ბა ჩე­მი ეზო, რომ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი დღეს სრუ­ლი­ად სხვა არის, ვიდ­რე 10 წლის წინ იყო და გა­ნა მარ­ტო ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბა მე­ნატ­რე­ბა? მე მე­ნატ­რე­ბი­ან ჩე­მი მე­გობ­რე­ბიც, მგო­ნია რომ ისი­ნი სადღაც გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ისევ ჩემ­თან ერ­თად აცხო­ბენ ტა­ლა­ხის ტორტს, მგო­ნია, რომ დე­და ისევ ყვა­ვი­ლებს მი­ყი­დის და გა­მა­ცი­ლებს პირ­ვე­ლი კლა­სი­სა­კენ. დღე­საც, რო­ცა სკო­ლა­ში შევ­დი­ვარ და პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს ვუ­ყუ­რებ, მგო­ნია, რომ იმ ლაღ ბავშვს და­ვი­ნა­ხავ, რო­მელ­მაც ახ­ლად გა­იც­ნო სკო­ლა. თით­ქოს ცო­ტა ეში­ნია და იქეთ-აქეთ აცე­ცებს თვა­ლებს, რო­ცა პირ­ვე­ლად მას­წავ­ლე­ბელს გა­იც­ნობ… ფიქ­რობ­და მა­რი­ა­მი და მოწყე­ნი­ლი გაჰ­ყუ­რებ­და თა­ვის სო­ფელს. აქ ყო­ველ კუთხე­სა თუ კუნ­ჭულ­ში მის თავს ხე­დავ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი გულს სევ­დით უვ­სებ­და. ნე­ტავ ისევ პა­ტა­რა ვი­ყო, სი­ლე­ბი ჩა­ვი­ყა­რო თმებ­ში, ტორ­ტი გა­მო­ვაცხო ტა­ლა­ხის­გან. სახ­ლ­ში რომ შე­ვალ, ისევ დამ­ხ­ვ­დეს ბე­ბი­ა­ჩე­მის თო­ნის პუ­რე­ბი და ჩემს მე­გობ­რებს თხი­ლის გუ­ლი­ვით გა­ვუ­ნა­წი­ლო. ავ­ძ­ვ­რე მე­ზობ­ლის ვაშ­ლის ხე­ზე და პა­ტა­რა ვაშ­ლე­ბი ჩუ­მად  დავ­კ­რი­ფო. ბევ­რი კითხ­ვე­ბით ავავ­სო ბე­ბია, ცო­ტაც ვი­ცუღ­ლუ­ტო და კუთხე­შიც დავ­დ­გე.

ეს არის დრო, რო­მე­ლიც არა­სო­დეს დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, ვე­რა­ვინ შეგ­ვიც­ვ­ლის ბავ­შ­ვო­ბის წუ­თებს, ის სა­მუ­და­მოდ იქ­ნე­ბა ჩვენს გულ­სა და გო­ნე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლი.

06/03/2023წ.

მთე­ლი შე­ნი ოქ­რო­სა­ვით ლა­მა­ზი წლე­ბი მე შე­მომ­წი­რე ჩე­მო დე­დი­კო…

მახ­სოვს ჩვე­ნი სახ­ლი. სულ ღი­მი­ლით რომ მხვდე­ბო­დი, დე­და. სკო­ლი­დან მო­სულს შე­მო­მე­გე­ბე­ბო­დი, ჩან­თას მარ­თ­მევ­დი და სუფ­რას­თან მსვამ­დი. გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ჩემ­თან ერ­თად ათე­ნებ­დი ღა­მეს. თუ ავად ვი­ყა­ვი, არ გე­ძი­ნა. შენ არც ერ­თი წა­მით არა­სო­დეს არ მტო­ვებ­დი, დე­და. შენ სი­ბე­რე ვე­რა­სო­დეს გავ­ნებს. ნე­ტავ ისევ ის პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ვი­ყო, დე­და. შე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მე თუ მაქვს დღეს წარ­მა­ტე­ბა, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და დე­დის საფ­ლავს მი­უბ­რუნ­და. აკო­ცა, მი­უ­ლო­ცა დე­დის დღე და წა­მო­ვი­და. მთე­ლი გზა, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ახ­სე­ნებ­და დე­დას. თით­ქოს ისევ პა­ტა­რა, ლა­ღი ბავ­შ­ვი იყო. 50 წლის ასაკ­ში მის­მა ბავ­შ­ვო­ბამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­იღ­ვი­ძა. გაქ­რა სი­ლუ­ე­ტე­ბი, ფიქ­რე­ბი კი დარ­ჩა მხო­ლოდ ბავ­შ­ვო­ბი­სა და რე­ა­ლო­ბის ჭი­დილ­ში. უცებ მი­სი პა­ტა­რა შვი­ლი მო­ვი­და, მო­ირ­ბი­ნა იებით ხელ­ში და უთხ­რა: „დე­დის დღეს გი­ლო­ცავ დე­და“. მან ისე­თი­ვე სი­ხა­რუ­ლი იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ­საც ად­რე გრძნობ­და დე­და. სი­ხა­რულ­მა სევ­და ისე ჩა­უ­ნაც­ვ­ლა, ვერც კი მიხ­ვ­და, რომ და­ბერ­და, რომ აღარ იყო ის პა­ტა­რა ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც მუ­დამ ჰყავ­და დე­და. ეხ­ლა მივ­ხ­ვდი, დე­და, თუ რად ღირ­და შენ­თ­ვის ჩე­მი ერ­თი მო­ტა­ნი­ლი ია. სას­თუ­მალ­ზე რომ გე­ძახ­დი, დე­დი, მე ხომ შე­ნი შვი­ლი მქვია? ამა­ყი ვარ, რომ ხარ ჩე­მი დე­და. რო­ცა შენ­თან გა­მომ­გ­ზავ­ნა ღმერ­თ­მა, ასე მითხ­რა, რომ ან­გე­ლო­ზი გქვია. გა­ი­ფიქ­რა და გუ­ლი გა­უთ­ბა დე­და­ზე ფიქ­რე­ბით. მე ხომ აქამ­დე არ მეს­მო­და მი­სი, ეხ­ლა კი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, – თქვა, ბო­ლო­ჯერ დე­დის საფ­ლავს გა­ხე­და, გა­ი­ღი­მა, თით­ქოს ცრემ­ლე­ბი მო­აწ­ვა თვა­ლებს, სუ­ლი უკი­დე­გა­ნო­ბა­ში და­ი­კარ­გა. ნე­ტავ რა­ტომ არ მეს­მო­და მი­სი ეს კითხ­ვა, რო­მე­ლიც გო­ნე­ბა­სა და გულს არ ას­ვე­ნებ­და.

დე­და

ალ­ბათ სწრა­ფად გა­ირ­ბი­ნეს წლებ­მა,

ჭა­ღა­რაც ხომ შე­გე­რია თმა­ში,

აღა­რა­ვარ ის პა­ტა­რა ბავ­შ­ვი, იებს

რო­ცა გიკ­რი­ფავ­და ბაღ­ში.

ისე სწრა­ფად ჩა­ი­ა­რეს წლებ­მა,

ეხ­ლა ვხვდე­ბი დრო ხომ სწრა­ფად გა­დის,

არა­სო­დეს და­მი­ბერ­დე დე­და,

მინ­და მერ­ქ­ვას სა­მუ­და­მოდ ბავ­შ­ვი.

მინ­და ისევ და­გიკ­რი­ფო ია,

გა­ზაფხულ­ზე ჩვენს ბაღ­ში რომ ყვა­ვის,

მინ­და გითხ­რა ან­გე­ლო­ზი გქვია

და ეს სტრო­ფიც და­ვას­რუ­ლო ამით.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები