17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა

spot_img
რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის; რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვ­მა უსაფ­რ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი სკო­ლა­ში, რო­გორც პი­როვ­ნე­ბამ; რო­დის უნ­და მი­მარ­თოს მშო­ბელ­მა ან მას­წავ­ლე­ბელ­მა ფსი­ქო­ლოგს;  რა სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს? – გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ელე­ნე ყი­ფი­ა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი და ნა­ნა სა­მუ­შია, თბი­ლი­სის 30-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ნა­ნა სა­მუ­შია: დღეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ – მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. და­ვიწყოთ ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვით, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, მათ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, ზო­გა­დად, ერ­თ­მა­ნეთ­თან თუ სკო­ლას­თან მი­მარ­თე­ბით.

ელე­ნე ყი­ფი­ა­ნი: მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა – მოს­წავ­ლის და მას­წავ­ლებ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს არის სა­კითხი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დაწყ­ვეტს ბავ­შ­ვის მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბას. მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სკო­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლია ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც მას არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბა უნ­და მის­ცეს, არა­მედ მი­სი მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ციაა აღ­ზ­რ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს ორ­მ­ხ­რი­ვი – რო­გორც მოს­წავ­ლის მხრი­დან, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის. გა­რე­მო რაც შე­იძ­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი უნ­და იყოს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ თვი­თონ სკო­ლა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მაა, ეს არ არის ცალ­კე აღე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ცალ­კე – მოს­წავ­ლე, ამ სის­ტე­მა­შია, რო­გორც მთლი­ა­ნად სკო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, დი­რექ­ტო­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, ყვე­ლა პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თობს და ასე­ვე მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც უნ­და იყოს მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვ­მა იგ­რ­ძ­ნოს, მას პა­ტივს სცე­მენ, უს­მე­ნენ და იღე­ბენ ისეთს, რო­გო­რიც არის. ვი­ცით, რომ ბავ­შ­ვო­ბა, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვის შემ­დ­გომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, მის აკა­დე­მი­ურ თუ ფსი­ქო­ე­მო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში; ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ნა­თე­ლია, რომ მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­თაა სავ­სე და შე­სა­ბა­მი­სად, მზად უნ­და იყ­ვ­ნენ ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის. სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა, ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა ამ გა­მოწ­ვე­ვებს მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ნ.ს.: ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა კითხ­ვა რო­გორ – რო­გორ უნ­და გა­უმ­კ­ლავ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­გორ უნ­და შექ­მ­ნას ბავ­შ­ვის­თ­ვის უსაფ­რ­თხო, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო, რომ ბავ­შ­ვ­მა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად იგ­რ­ძ­ნოს  თა­ვი და უხა­რო­დეს სკო­ლა­ში მოს­ვ­ლა.

ე.ყ.: ჩვენ ხში­რად ვსა­უბ­რობთ მხო­ლოდ ერთ მხა­რე­ზე, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იმუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ზე. გარ­და იმი­სა, რომ უნ­და იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ვი­სი საგ­ნის, რო­მელსაც ას­წავ­ლის, ის უნ­და შე­ე­ცა­დოს, პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ი­ზარ­დოს, მუდ­მი­ვად იყოს გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩართუ­ლი; მაგ­რამ გვა­ვიწყ­დე­ბა მე­ო­რე მხა­რე, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს კმა­ყო­ფი­ლი. ამ კმა­ყო­ფი­ლე­ბას სა­ი­დან იღებს?, მთე­ლი სის­ტე­მის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ სკო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე თუ სხვა პი­რი იყოს კმა­ყო­ფი­ლი, მო­ტი­ვა­ცია უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლე­ბელს. აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის არ მოხ­დეს იმ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა, რაც მათ აქვთ გა­წე­რი­ლი და ბავ­შ­ვ­მაც იგ­რ­ძ­ნოს სკო­ლა­ში თა­ვი­სუფ­ლად თა­ვი, ეს მის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო იყოს და უხა­რო­დეს იქ მის­ვ­ლა. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შე­ე­ცა­დოს, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს მი­უდ­გეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, და­ი­ნა­ხოს მას­ში პი­როვ­ნე­ბა და და­ეხ­მა­როს სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში, და­აკ­ვირ­დეს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის ქცე­ვა თუ კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რა­საც აწყ­დე­ბი­ან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვთქვათ, არ ემორ­ჩი­ლე­ბა იმ წე­სებს, რაც სკო­ლას აქვს და რას­თან შე­გუ­ე­ბაც, ადაპ­ტა­ცია უწევს ბავშვს. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და აკ­ვირ­დე­ბო­დეს პრო­ცესს, თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდს. მეს­მის, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია იმი­ტომ, რომ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ბევ­რი მოს­წავ­ლეა კლას­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და მი­უდ­გეს მათ.

რა თქმა უნ­და, გა­რე­მო არ უნ­და იყოს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი, ძა­ლა­დო­ბის შემ­ც­ვე­ლი  და ის წე­სე­ბი, რა­საც, ვთქვათ, ბავ­შ­ვებს ვთა­ვა­ზობთ, პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­იც­ვას, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს მო­დე­ლი. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა არის ბავ­შ­ვის რთუ­ლი ქცე­ვის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი? შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ უჭირს ადაპ­ტი­რე­ბა ახალ სას­კო­ლო გა­რე­მოს­თან (თუ  დაწყე­ბი­თებს ვგუ­ლის­ხ­მობთ), ან ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვის მიზ­ნით იყოს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი ხვდე­ბა, რომ მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში, უკ­ვე ამო­წუ­რუ­ლია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბე­ლი იყოს ჩარ­თუ­ლი და ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა­ში.

ნ.ს.: და­ვუშ­ვათ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ყვე­ლა რჩე­ვა მას­წავ­ლე­ბელ­მა, აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი მზა­ო­ბაც, მო­ტი­ვა­ცი­აც პი­როვ­ნუ­ლი, რომ მოს­წავ­ლე ჩარ­თოს ჯან­საღ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მაგ­რამ მი­სი ქცე­ვა მა­ინც უარეს­დე­ბა, უცხოვ­დე­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ. თქვენ, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ურ­ჩევ­დით სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ დროს. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე უკ­ვე ისა­უბ­რეთ და მეც, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია; ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რეთ; კი­დევ რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს იმის­თ­ვის, რომ უსაფ­რ­თხოდ და კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს ბავ­შ­ვ­მა თა­ვი სკო­ლა­ში, რო­გორც პი­როვ­ნე­ბამ.

ე.ყ.: გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ერ­თი შე­ხედ­ვით, ვერ ვიტყ­ვით რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი. მო­ზარ­დო­ბის ასა­კი ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ბავ­შ­ვი უკ­ვე ცდი­ლობს, და­ამ­ტ­კი­ცოს თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ხდე­ბა მი­სი იდენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს, სჭირ­დე­ბა, რომ გა­მო­ხა­ტოს, და­ამ­ტ­კი­ცოს თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ესეც იყოს გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი, ამი­ტომ, მი­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი უნ­და ეს­მო­დეს დამ­რი­გე­ბელს, უნ­და იც­ნობ­დეს თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კარ­გია, რომ მშო­ბე­ლიც საქ­მის კურ­ს­ში იყოს. აქ მე­ო­რე სა­კითხი­ცაა – მშო­ბელს მარ­ტო პრობ­ლე­მებ­ზე არ უნ­და ვე­სა­უბ­როთ, პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რეც უნ­და მი­ვა­წო­დოთ, რა გა­მოს­დის კარ­გად. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შე­ე­ცა­დოს, რომ, ძი­რი­თა­დად, ამ კუთხით გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რადღე­ბა.

სკო­ლებ­ში არი­ან მან­და­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლი არი­ან ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბის, უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. ამ სერ­ვისს ვთა­ვა­ზობთ, რომ მოს­წავ­ლემ უსაფ­რ­თხოდ იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი; გარ­და ფსი­ქო­ლო­გი­სა, ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი გვყავს და თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ერ­თობ­ლი­ვად, გუნ­დუ­რად, ყვე­ლას ჩარ­თუ­ლო­ბით მი­ვი­ღოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რა პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში, რა არის მი­ზე­ზი. თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან გვაქვს საქ­მე, აქაც უნ­და იყოს მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო, ჩარ­თუ­ლი უნ­და გვყავ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი და თვი­თონ მას­წავ­ლე­ბელ­საც ჰქონ­დეს მზა­ო­ბა იმი­სა, რომ შე­ი­მუ­შა­ოს გარ­კ­ვე­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი ასეთ ბავ­შ­ვებ­თან.

ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ბავ­შ­ვის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, მის აღ­ზ­რ­და­ზე  იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ვახ­სე­ნე კი­დეც – პი­როვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, რო­გორც ინ­დი­ვი­დის, მი­სი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის (რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აქვს) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მათ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და შე­ე­ცა­დოს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ თა­ვი­სი სა­გა­ნი სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ა­წო­დოს (რომ მოს­წავ­ლემ მხო­ლოდ იმის­თ­ვის არ ის­წავ­ლოს, რომ მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ა­ბა­როს). გა­აჩ­ნია რო­გორ მი­ვა­წო­დებთ სა­განს. ძა­ლი­ან ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა იმა­ვე ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­ში, ბევ­რი მოვ­ლე­ნაა ისე­თი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა რო­გორც აღ­ზ­რ­დის სა­კითხი, ისე გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამი­ტომ, პირ­ვე­ლი­ვე წელს ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმას, თუ რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვი, რო­გორ გა­რე­მოს და­ვახ­ვედ­რებთ. უსაფ­რ­თხო გა­რე­მო ვახ­სე­ნეთ – რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რად უსაფ­რ­თხო გა­რე­მო უნ­და გქონ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შე­ე­ცა­დოს, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლი, თბი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო და­ახ­ვედ­როს ბავშვს, რაც უკ­ვე შემ­დ­გომ ხელს უწყობს მის აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს, მის მო­ტი­ვა­ცი­ას და გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის შემ­ცი­რე­ბა­ზე. ბევ­რი კვლე­ვაა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სა­დაც ჩანს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვარ­დათ თა­ვი­ან­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, უფ­რო აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ნაკ­ლე­ბი იყო არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვე­ბი, ვიდ­რე მათ­თან, ვინც ამ­ბობ­და, რომ არ უყ­ვარ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი. ახ­ლაც, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში, ხში­რად ვხვდე­ბი ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებს, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა პრობ­ლე­მა­საც ასა­ხე­ლე­ბენ, ძი­რი­თა­დად, არის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიდ­გო­მა. რო­დე­საც ვე­კითხე­ბი, რა გჭირ­დე­ბათ იმის­თ­ვის, რომ კარ­გად იგ­რ­ძ­ნოთ თა­ვი, ამ­ბო­ბენ, არ მინ­და, რომ მიყ­ვი­რო­დეს; არ მინ­და, რომ შე­ნიშ­ვ­ნას მაძ­ლევ­დეს; მინ­და, რომ გა­მი­გოს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხა­ზია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ე­ცა­დოს, მო­უს­მი­ნოს მოს­წავ­ლეს, ეს­მო­დეს მი­სი, ჩა­ერ­თოს მის ცხოვ­რე­ბა­ში, და­ინ­ტე­რეს­დეს რა­ტომ შე­იც­ვა­ლა მი­სი ქცე­ვა, უფ­რო რო­გორც მხარ­დამ­ჭე­რი, პარ­ტ­ნი­ო­რი, ისე მი­უდ­გეს მოს­წავ­ლეს.

ნ.ს.: ამა­ვე დროს, ალ­ბათ, მან უნ­და იცო­დეს მოს­წავ­ლის პი­რა­დი სივ­რ­ცე, პა­ტი­ვი უნ­და სცეს მის პი­რად სივ­რ­ცე­საც. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თეთ თქვენ სა­უ­ბა­რი და არ შე­მიძ­ლია არ და­გის­ვათ ასე­თი კითხ­ვა – რა სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლებ­ლის­გან? თქვენ სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე სა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ მა­ინც რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ – თა­ნა­მედ­რო­ვე, 21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლეს რა სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლის­გან, გარ­და იმი­სა, რომ არ უნ­და უყ­ვი­როს, აღიქ­ვას რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, პა­ტი­ვი სცეს მის სა­ჭი­რო­ე­ბებს, გა­ი­გოს და და­ი­ნა­ხოს მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და ა.შ. სწავ­ლი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მოკ­დე­ბუ­ლე­ბა, და­მე­თან­ხ­მეთ, ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­და­მენ­ტია, რა­ზეც უნ­და ავა­გოთ მე­რე ყვე­ლა­ფე­რი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. რო­გორ უნ­და გა­უჩ­ნ­დეს მოს­წავ­ლეს სწავ­ლი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და რა სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს? ეს ორი კითხ­ვა რომ გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ.

ე.ყ.: ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ გა­დავ­ხე­დოთ გა­სულ წლებს, თუნ­დაც ჩვე­ნი თა­ო­ბის დრო­ინ­დელ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბას, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, სულ სხვა გა­რე­მო აქვთ მოს­წავ­ლე­ებს. პირ­ველ რიგ­ში, ბავშვს სჭირ­დე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს მე­გო­ბა­რი, მი­სი მხარ­დამ­ჭე­რი, თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას­წავ­ლე­ბელს არ უნ­და ჰქონ­დეს კონ­ტ­რო­ლი, აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს, ასე­ვე, უნ­და იყოს დის­ციპ­ლი­ნა და მო­ტი­ვა­ცია. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ გა­რე­მოს ვახ­ვედ­რებთ, რომ შე­ვაყ­ვა­როთ სწავ­ლა. ეს არ უნ­და ხდე­ბო­დეს იძუ­ლე­ბით, მე, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­ვი­დე სკო­ლა­ში და ჩა­ვა­ტა­რო გაკ­ვე­თი­ლი იმი­ტომ, რომ გეგ­მა მაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, მე­რე მოს­წავ­ლის­გან იგი­ვე მო­ვითხო­ვო, ძალ­და­ტა­ნე­ბით, რა თქმა უნ­და, ამას უარ­ყო­ფა მოჰ­ყ­ვე­ბა. რო­დე­საც რა­ღა­ცას გვა­ძა­ლე­ბენ, თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი გვერ­თ­ვე­ბა, რომ ჩე­მი თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იზღუ­და და მე ამას არ გა­ვა­კე­თებ.

მო­ზარ­დებ­თან ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეს ის ასა­კია, რო­დე­საც მო­ტი­ვა­ცია ვარ­დე­ბა, სწავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი იკ­ლებს იმი­ტომ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი, მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა თა­ნა­ტოლ­თა წრე, რამ­დე­ნად მი­ღე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პა­ტა­რა, პა­ტა­რა არა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. ჩვენ ფეხ­და­ფეხ უნ­და მივ­ყ­ვეთ მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს და მას­თან ერ­თად გა­ვი­ზარ­დოთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის გან­წყო­ბა, მას უნ­და უყ­ვარ­დეს ის საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებს. თუ მას­წავ­ლე­ბელს აქვს გან­წყო­ბა, რომ ეს არის მი­სი სა­მუ­შაო, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ უნ­და შე­ას­რუ­ლოს, რომ შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბა აიღოს და დაბ­რუნ­დეს სახ­ლ­ში, ეს გან­წყო­ბა აუცი­ლებ­ლად რა­ღაც ქცე­ვით აისა­ხე­ბა – აგ­რე­სი­ით, შე­ნიშ­ვ­ნე­ბით და მოს­წავ­ლის­გა­ნაც აუცი­ლებ­ლად წა­მო­ვა მსგავ­სი უკუ­კავ­ში­რი. რო­გორც ვთქვით, ამ ყვე­ლა­ფერს სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბა დაწყე­ბით კლა­სებ­ში, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­გორ გა­რე­მოს და­ვახ­ვედ­რებთ. არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა და მთლი­ა­ნად სას­კო­ლო სის­ტე­მა უნ­და იყოს ამა­ზე აგე­ბუ­ლი, რომ ბავშვს შე­უყ­ვარ­დეს იქ სი­ა­რუ­ლი. უნ­და და­ვახ­ვედ­როთ სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე გა­რე­მო, რაც ხელს უწყობს მის და­ინ­ტე­რე­სე­ბას. კი­დევ – რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ა­წო­დებს მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის სა­განს, რამ­დენს ჩა­დებს ამა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და გვიყ­ვარ­დეს ეს საქ­მე და ვზრუ­ნავ­დეთ ჩვენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მას­წავ­ლე­ბელ­საც სჭირ­დე­ბა მო­ტი­ვა­ცია, აქ მარ­ტო ერ­თი მხა­რე არ არის და, რა თქმა უნ­და, მშო­ბე­ლიც უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან ბევრს ცდი­ლობს, მაგ­რამ მშობ­ლის მხრი­დან არ მო­დის თა­ნად­გო­მა. ამი­ტომ, ეს ერ­თი­ა­ნი, მთლი­ა­ნი სის­ტე­მაა, რო­მელ­შიც ოჯა­ხი, სკო­ლა, სა­ხელ­მ­წი­ფოა ჩარ­თუ­ლი ერ­თად.

ნ.ს.: და ალ­ბათ ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მოს­წავ­ლემ ის, რა­საც სწავ­ლობს, და­უ­კავ­ში­როს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას, თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას. ამ მხრივ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­თო­დი – კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი, რო­დე­საც ის თვი­თონ აგებს სწავ­ლას, ალ­ბათ ესეც ქმნის პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მოს და პო­ზი­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის.

რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა­ზეც მინ­და გკითხოთ, ეს ის სა­კითხია, რო­მე­ლიც ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს. რას ნიშ­ნავს რთუ­ლი ქცე­ვა და რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს მას­წავ­ლე­ბე­ლი ასეთ დროს?

ე.ყ.: რთუ­ლი ქცე­ვის ქვეშ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­აზ­რე­ბო­დეს. დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ეს არის, ვთქვათ, ტან­ტ­რუ­მე­ბი, რო­დე­საც ბავშვს უჭირს გა­ჩე­რე­ბა, აგ­რე­სია, კონ­ფ­ლიქ­ტი, ბუ­ლინ­გი… ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ვთქვათ, იგი­ვე რა­ღა­ცის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა, ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა თუ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის დი­აგ­ნოზ­თან გვაქვს საქ­მე. ამი­ტომ, მთლი­ა­ნად პრო­ცესს უნ­და აკ­ვირ­დე­ბო­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდს. ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ეს არის სა­ჭი­რო­ე­ბა, მე­რე, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას­თან გვაქვს საქ­მე, შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს ვდგამთ.

ნ.ს.: ელე­ნე, რო­დის უნ­და მი­მარ­თოს მშო­ბელ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­მა ფსი­ქო­ლოგს, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს რთულ ქცე­ვას­თან?

ე.ყ.: მას­წავ­ლე­ბელ­მა ფსი­ქო­ლოგს შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოს მა­შინ, რო­დე­საც მი­სი რე­სურ­სი ამო­ი­წუ­რა და ვერ ახერ­ხებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვრთავთ მშო­ბელს და შემ­დეგ უკ­ვე ერ­თ­ვე­ბა ფსი­ქო­ლო­გი, რო­მე­ლიც აკ­ვირ­დე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელ­საც და მშო­ბელ­საც ამ ქცე­ვის სა­მარ­თა­ვად. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვის ქცე­ვა გვატყო­ბი­ნებს და მიგ­ვა­ნიშ­ნებს მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. აქ არ არის მარ­ტო რთუ­ლი ქცე­ვა, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლია ბავ­შ­ვი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა აქვს. იგი­ვე რთულ ქცე­ვად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­დე­საც ბავ­შ­ვი აგ­რე­სი­უ­ლია,  კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი, ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე გა­და­დის სხვა ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ ან მას­წავ­ლე­ბელს უშ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში აუცი­ლე­ბე­ლია, ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თ­ვა.

ნ.ს.: მინ­დო­და, რჩე­ვე­ბის სა­ხით ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ის, რა­ზეც ახ­ლა ვი­სა­უბ­რეთ – რჩე­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს და რჩე­ვე­ბი მოს­წავ­ლე­ებს.

ე.ყ.: მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ცო­ტა ზო­გა­დად, გამ­ზა­დე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი არ გვაქვს, რა თქმა უნ­და, იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ზე სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად ვიქ­ცე­ვით ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს და­აკ­ვირ­დეს, გა­აც­ნო­ბი­ე­როს რა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, პირ­ველ რიგ­ში, მას. უდა­ვოა ის, რომ უნ­და უყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი, სწავ­ლა მარ­ტო ცოდ­ნის მი­ცე­მა არ არის, იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვი ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­ს ნა­წილს სკო­ლა­ში ატა­რებს, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლია და ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა­საც ის მოს­წავ­ლეს ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებს, მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მიჰყ­ვე­ბა. ის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რაც  კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით აქვთ გა­წე­რი­ლი ორი­ვეს, და­ცუ­ლი უნ­და იყოს, რა თქმა უნ­და. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი რა­ღა­ცით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, ეს ბავ­შ­ვ­ზე არ უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს, ამის გარ­კ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა დი­რექ­ცი­ას­თან და მოს­წავ­ლე­მაც, თა­ვის მხრივ, პა­ტი­ვი უნ­და სცეს მას­წავ­ლე­ბელს.

ნ.ს.: დი­დი მად­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რის­თ­ვის და რჩე­ვე­ბის­თ­ვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები