27 ივლისი, შაბათი, 2024

მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბის მარ­თე­ბუ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­გორც მო­ტი­ვა­ცი­ის ზ­რ­დის და ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა

spot_img

კა­ხა გალ­და­ვა
სამ­ტ­რე­დი­ის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ექ­ს­პერ­ტი

 

 

მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბის მარ­თე­ბუ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­გორც მო­ტი­ვა­ცი­ის ზ­რ­დის და ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა

ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში, არა­ერ­თხელ მი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბულ მე­თო­დად ჩა­ით­ვა­ლოს. მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბის მე­თოდს შე­იძ­ლე­ბა „მოს­წავ­ლის და­ფა­სე­ბა“ ვუ­წო­დოთ. თუმ­ცა აქაც პრაქ­ტი­კამ მიჩ­ვე­ნა, რომ მე­ტი სიფ­რ­თხი­ლე და ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო. ლი­დე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა.

„ჩე­მი შვი­ლი ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ ზარ­მა­ცი…“ „ყვე­ლა სა­გან­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა აქვს და შე­ნი სა­გა­ნი რო­გორ ვერ ის­წავ­ლა?…“ – მსგავს გა­მო­ნათ­ქ­ვა­მებს არა­ერ­თხელ შევ­ხ­ვედ­რი­ვართ. მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან სუ­ლაც თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის ხარ­ჯ­ზე, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აღი­ა­რე­ბენ კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლი­მე კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის ან და­ვა­ლე­ბის შემ­დეგ. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი აღი­ა­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ცალ­სა­ხად, იმ „კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის“ მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ით, მაგ­რამ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, მი­სი თვით­შე­ფა­სე­ბა, შე­საძ­ლოა, იმ­დე­ნად შე­უ­სა­ბა­მო გახ­დეს სას­წავ­ლო მიზ­ნებ­თან, რომ მთელ რიგ პრობ­ლე­მებს გა­და­ვაწყ­დეთ.

ნი­ჭი­ე­რე­ბის გან­საზღ­ვ­რის ბევ­რი მე­თო­დი არ­სე­ბობს, რად­გან ადა­მი­ა­ნებს ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი აქვთ. ვი­ღაც შე­საძ­ლოა მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ვი­ღაც ხა­ტავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და ხე­ლოვ­ნე­ბის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი. ეს იმას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ მა­თე­მა­ტი­კას ვინც სწავ­ლობს, ის უფ­რო ნი­ჭი­ე­რია ან პი­რი­ქით. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი ავ­ლე­ნენ შეს­რუ­ლე­ბის გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ პო­ტენ­ცი­ალს, ვიდ­რე იმა­ვე ასა­კის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გა­რე­მოს სხვა ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი გვხვდე­ბა ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებ­ში, ნე­ბის­მი­ერ კულ­ტუ­რულ ჯგუფ­ში, ნე­ბის­მი­ერ ეკო­ნო­მი­კურ ფე­ნა­ში, ადა­მი­ა­ნის ნე­ბის­მი­ერ მის­წ­რა­ფე­ბის სფე­რო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად და პირ­ვე­ლი­ვე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­ცე­მის­თა­ნა­ვე თუ იგე­ბენ, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ლე­ბა ასე­თი­ვე სის­ხარ­ტით შეგ­ვის­რუ­ლონ. უფ­რო მე­ტიც, თუ მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ ვა­ღი­ა­რებთ, სა­თა­ნა­დო უკუ­კავ­ში­რით შე­საძ­ლოა ისი­ნი პა­სი­ურ მოს­წავ­ლე­ე­ბად ვაქ­ცი­ოთ.

ზო­გი­ერთ მას­წავ­ლე­ბელს ან მშო­ბელს მი­აჩ­ნია, რომ ნი­ჭი­ერ ბავ­შ­ვებს პრობ­ლე­მე­ბი არ ექ­მ­ნე­ბათ. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მშვი­დი რო­დია. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მო­ცე­მულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში „სწავ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გია“ (2017წ) ცვა­ტა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს: „ფაქ­ტობ­რი­ვად, ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი დეპ­რე­სი­ულ­ნი არი­ან ხოლ­მე და ხში­რად ყვე­ბი­ან თა­ვი­ან­თი სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. ნი­ჭი­ერ ბავ­შ­ვებს ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვთ გა­და­სა­ლა­ხი. ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ღი­ზი­ან­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მშობ­ლე­ბის მი­მარ­თაც, ვინც მათ ინ­ტე­რე­სებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს არ იზი­ა­რებს. მათ ენა კარ­გად უჭ­რით და ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, რომ ტრა­ბა­ხო­ბენ. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლად, ზოგ­ჯერ ავად­მ­ყო­ფუ­რა­დაც გა­ნიც­დი­ან კრი­ტი­კას და და­ცინ­ვას. მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და მო­ბი­ლი­ზე­ბის გა­მო ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა ჯი­უ­ტე­ბად და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე­ე­ბად მოგ­ვეჩ­ვე­ნონ, იუმო­რის კარ­გი გრძნო­ბა კი მას­წავ­ლებ­ლი­სა და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მი­მართ იარა­ღად გა­მო­ი­ყე­ნონ. გა­რე­მოს­თან მორ­გე­ბა უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­ჭი­ე­რი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ლა­მის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მაა“.

სკო­ლა­ში ხში­რად გვხვდე­ბა „მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ნი­ჭი­ე­რი“ მოს­წავ­ლე­ე­ბი. რომ­ლებ­მაც, რო­გორც და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე „გარ­კ­ვე­ულ გა­სამ­რ­ჯე­ლოდ“ მი­ი­ღეს ნი­ჭი­ე­რი მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი. შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის კი მათ დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა არ სჭირ­დე­ბათ. ზოგ­ჯერ ისი­ნი თავს გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ თით­ქოს თა­ვი­ანთ უნა­რებს მა­ლა­ვენ, და­ი­ღალ­ნენ, ან სუ­ლაც შეგ­ნე­ბუ­ლად იღე­ბენ და­ბალ ქუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, კლას­ში მკვიდ­რ­დე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ეს მოს­წავ­ლე­ე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი, მაგ­რამ ზარ­მა­ცე­ბი არი­ან. არა­ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მოს­წავ­ლე­თა პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით აკე­თებს შე­ფა­სე­ბას. ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლის მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა, უნა­რე­ბი უნ­და შე­ფას­დეს და არა მი­სი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

ჰა­იმ ჯ. ჯი­ნო­ტი თა­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში „მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის“ აღ­ნიშ­ნავს, რომ „რო­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი ბავშვს და­უს­რუ­ლებ­ლად უმე­ო­რე­ბენ ბრიყ­ვი ხა­რო, ბო­ლოს და ბო­ლოს თვი­თო­ნაც და­ი­ჯე­რებს ამას და სა­ერ­თოდ აღარ გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნებს თა­ვის გო­ნებ­რივ მო­ნა­ცე­მებს, რა­თა ამით არა­სა­სურ­ვე­ლი და­ცინ­ვა აიცი­ლოს. იმი­თაც მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ­კი თავს და­ა­ნე­ბე­ბენ. მი­სი დე­ვი­ზი გახ­დე­ბა: „ნუ­რა­ფერს ეც­დე­ბი და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც არ იქ­ნე­ბა“. ანა­ლო­გი­უ­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას იმ მოს­წავ­ლე­ებ­ზეც, რომ­ლე­ბიც, ჩვე­ნი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით, არი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი ან მარ­თ­ლაც იმა­ლე­ბა მათ­ში ნი­ჭი, რომ­ლის გა­მოვ­ლე­ნას ჩვენ­მა არა­ა­დეკ­ვა­ტურ­მა მიდ­გო­მებ­მა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი შე­უ­შა­ლოს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ნე­ბის­მი­ერ უკუ­კავ­შირს სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა­მენ. უფ­რო მე­ტიც, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მშო­ბე­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის ავ­ტო­რი­ტე­ტია, შე­იძ­ლე­ბა, მა­თი მხრი­დან წა­მო­სუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი შე­ნიშ­ვ­ნა გა­დამ­წყ­ვე­ტი გახ­დეს მი­სი ქცე­ვი­სად­მი. იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს ღი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა გა­უჩ­ნ­დეთ თა­ვი­ანთ თავ­ზე (ნი­ჭი­ერ­მა რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს ეფექ­ტუ­რად თა­ვი­სი ნი­ჭი ან მოს­წავ­ლემ რო­გორ აიმაღ­ლოს მო­ტი­ვა­ცია, თვით­შე­ფა­სე­ბა და ა.შ), ძი­რი­თა­დად, ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი უნ­და ეს­მო­დეთ.

თუ გვინ­და, რომ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა ჰქონ­დეთ, ჭეშ­მა­რიტ ლი­დე­რე­ბად და წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ, ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ – წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ მა­თი საქ­ცი­ე­ლის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი და არა­ა­დეკ­ვა­ტურ კო­მენ­ტა­რებს თა­ვი ავა­რი­დოთ. მე­ტი ლი­დე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ში უკე­თე­სი მო­მავ­ლის სა­წინ­და­რია!

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები