2 ოქტომბერი, ორშაბათი, 2023

მოსწავლეთა მოტივაციის განმსაზღვრელი ფაქტორები

spot_img

ნინო შუბითიძე
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

ნებისმიერი მასწავლებლისთვის, სწავლა-სწავლების პროცესში, წამყვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ჩართულობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის გარეშე შეუძლებელია მასწავლებელმა მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ყველა მასწავლებელმა კარგად იცის, რომ თანამედროვე ლიტერატურის დამუშავების შემდგომ, მოსწავლეს ორი სახის მოტივაცია უჩნდება – შინაგანი და გარეგანი, მასწავლებელი კი დილემის წინაშე აღმოჩნდება – დაიცვას ბალანსი სახალისოს, საინტერესოსა და აუცილებელს შორის. სავალდებულო, ამ შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებია.

კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებისას განსაკუთრებულად აღინიშნება ხოლმე მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაც მათი მოტივაციის ნაკლებობით აიხსნება.

21-ე საუკუნემ ჩვენს ცხოვრებაში დიდი დოზით შემოიტანა ტექნოლოგიები, რაც სასკოლო ცხოვრებაზე აისახა. ვფიქრობ, მოსწავლეთა ნაკლებ ჩართულობას, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის მხრიდან ტექნოლოგიური რესურსების არასაკმარისი გამოყენება განაპირობებს.

მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობისა და დაბალი მოტივაციის მიზეზების ძიების პროცესში შეიძლება რამდენიმე ფაქტორი გამოვყოთ:

♦ უპირველესად, აუცილებელია, მოსწავლეთა ჩართულობისათვის, გამოვიყენოთ მათთვის საინტერესო და მიმზიდველი ტექნოლოგიები, რომლებსაც თავისუფლად ფლობენ და, შესაძლებელია, ჩვენც ვისწავლოთ მათთან ერთად;

♦ მოსწავლეებთან ხშირად უნდა გამოვიყენოთ თვალსაჩინოება, ასე მეტად ვააქტიურებთ მათ ყურადღებას და მობილიზებულები ხდებიან;

♦ მოსწავლეთა ჩართულობის ზრდისთვის აუცილებელია საკლასო სივრცეში დიფერენცირებული მიდგომა, რათა სწორად იყოს გადანაწილებული დავალებები მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით;

♦ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის მნიშვენელოვანია საკითხების სწორი დელეგირება. ეს მოსწავლეს სძენს პასუხისმგებლობასა და მოვალეობას, რაც ზრდის მის მოტივაციას;

♦ მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კეთებით სწავლება;

♦ მოსწავლეთა მოტივაციისათვის მნიშვნელოვანია ყველა ბავშვის უნარების ცოდნა და შესაბამისი რესურსის მომზადება მასწავლებლის მხრიდან.

ნებისმიერი აქტივობის დაგეგმვის დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, რომ ის ეფუძნებოდეს იმ შედეგის მიღწევას, რომელსაც ერონული სასწავლო გეგმა გვთავაზობს. მაშასადამე, ნებისმიერი მასწავლებელი ვალდებულია, დაიცვას ბალანსი საინტერესოსა და აუცილებელს შორის, ისე დაგეგმოს საკუთარი გაკვეთილები, რომ მიღწეულ იქნეს ორივე. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების პროცეში, მოტივაცია არის გზა, რომლითაც დასახული მიზანი მიიღწევა. გარეგან მოტივაციასთან ერთად, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ზემოთ მოცემული საკითხები, რათა უფრო პოზიტიურ და სახალისო გარემოში წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები