4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად შექმნილი სასწავლო რესურსი

spot_img

მაია სუმბაძე
სსიპ თელავის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

 

მოსწავლეთა დემოტივაცია სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მოტივაცია წარმოადგენს არასრულწლოვნის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიურ საფუძველს.

დემოტივირებული მოზარდი იწყებს დისციპლინის დარღვევასა და გაკვეთილების გაცდენას, რაც ხშირად სკოლის მიტოვებით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების მიღება საქართველოში უფასოა, ხშირად ისინი ვერ ახერხებენ ჰოლისტურ განვითარებასა და ხარისხიანი განათლების მიღებას, ამიტომ მათ არ ეძლევათ სოციალური წინსვლის შესაძლებლობა.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლა მუდმივად უნდა ზრუნავდეს მოსწავლის მოტივაციის ზრდაზე. არასრულწლოვნის მოტივაცია გაიზრდება, თუ ის დაინახავს დავალების მიზანსა და შესრულების საჭიროებას შორის კავშირს, რათა მომავალში შეძლოს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის განსხვავებულ კონტექსტში გამოყენება. მოსწავლის მოტივაციაზე ორიენტირებულმა მასწავლებელმა სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი უნდა გახადოს. მოზარდებს უნდა შესთავაზოს დავალებები მათი ცოდნის დონისა და უნარების მიხედვით.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, ყველა სტატუსის მასწავლებლისთვის სავალდებულოა თითოეული არასრულწლოვნისთვის მამოტივირებელი გარემოს შექმნა, რაც გაზრდის მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად კი მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული, მამოტივირებელი და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ეფექტიანად გამოყენება. სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებისთვის ვქმნიდი სასწავლო რესურსებს, რომლებიც მეხმარებოდა გამოკვეთილი სირთულეების გადალახვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ და ადაპტირებულ სხვადასხვა სირთულის, მათ შორის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ელექტრონულ რესურსს, სიტუაციებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ ინტერაქტიული საკლასო გარემოს შესაქმნელად.

საკითხებ:

  1. საქართველოს მოქალაქის უფლებები და მოვალეობები
  2. პერსონალური მონაცემები
  3. ტოლერანტობა
  4. ბულინგი
  5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
  6. ნარჩენების მართვა
  7. წყლის რესურსის რაციონალური გამოყენება
  8. ტრეფიკინგი
  9. ტერორიზმი
  10. პროფესიის არჩევა
  11. ინტერნეტდამოკიდებულება

რესურსების სანახავად მიჰყევით ბმულებს:

https://learningapps.org/display?v=pszpmsjna18

https://learningapps.org/display?v=puhb5zwha22

https://drive.google.com/drive/folders/12aBMGOgbFaku-So6W99T2-Q9mawn-KnP

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები