27 ივლისი, შაბათი, 2024

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებიდან რესურსის შექმნამდე

spot_img

ქართული საგანმანათლებლო სივრცის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მოსწავლეთა მიღწევათა დიგნოსტირება, ანალიზი და სათანადო ასახვა სასკოლო სასწავლო გეგმაში (სსგ-ის მოდიფიცირება მიღწევათა დიაგნოსტირებასა და ანალიზს უნდა ეყრდნობოდეს და არ უნდა იყოს სტიქიური, უსაფუძვლო ცვლილებები). კარგი მასწავლებელი სწორედ დიაგნოსტირება-ანალიზის საფუძველზე წარუდგენს საგნობრივ კათედრას მომდევნო წლის კურიკულუმში ცვლილებების ნუსხას.

ეს ცვლილებები შეიძლება იყოს:

  • სავალდებული თემის ფარგლებში ძირითადი საკითხების გამოკვეთა/ძირითადი საკითხების სხვაგვარად გადაჯგუფება;
  • ძირითადი კონტექსტ-მაგალითის ამსახველი რესურსის დახვეწა/სხვა რესურსებით ჩანცვლება;
  • ძირითადი კონტექსტ-მაგალითის გაყვანა სხვა ქვესაკითხებზე, ქვეცნებებსა და სამიზნე ცნებებზე;
  • თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების განსხვავებულად ფორმულირება;
  • კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება; ორიენტირება მოსწავლის უფრო საინტერესო პერფორმანსზე/პროდუქტის შექმნაზე;
  • აქტივობებისა და დამატებითი რესურსების ჩანიშვნა, რომლებზე დაყრდნობითაც ეფექტურად მოხერხდა სამიზნე ცოდნის კონსტრუირება და სხვა.

ჩემ მიერ განხორციელებული დიაგნოსტორებისა და ანალიზის საფუძველზე დავგეგმე სასწავლო რესურსის შექმნა.

დიაგნოსტირება და ანალიზი იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1JCvGr91LlsPS3QCxvRW2rCvUpNN156Sb/edit?usp=sharing&ouid=101182277274066094442&rtpof=true&sd=true

(დიაგნოსტირება-ანალიზი ჩატარებულია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის „ანგარიშის ფორმა“ მიხედვით).

სასწავლო პროცესში გამოკვეთილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდა ცნება „გრამატიკა“ (უფრო კონკრეტულად კი – „პუნქტუაცია“) და სასვენი ნიშნებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად გამოიკვეთა მძიმის გამოყენების წესები.

პრობლემის აღმოფხვრისთვის შევქმენი ელექტრონული რესურსი. მისი გამოყენება, მოდიფიცირება მარტივია და საჭიროებს მხოლოდ მცირეოდენი ციფრული კომპეტენციის ფლობას. აღნიშნული რესურსის მატერიალური ფორმით გამოყენებაც მარტივია (საჭიროა მხოლოდ ამობეჭდვა).

რესურსი იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/presentation/d/1Jsh-oiiTkAnkDzqepFuC6ztowisyWuf3/edit?usp=sharing&ouid=101182277274066094442&rtpof=true&sd=true

რესურსის ავტორი მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ყურადღებას და გამოიყენებს აღნიშნულ რესურსს. მსურველებს შეუძლიათ უკუკავშირისთვის გამოიყენონ ელექტრონული ფოსტა: kurdadzeirma85@gmail.com

 

სახელი, გვარი – ირმა ქურდაძე

სკოლა და საგანი – სსიპ ხაშურის რაიონის სოფ. ბეკმის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მეილი – kurdadzeirma85@gmail.com

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები