3 მარტი, კვირა, 2024

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტუმენტი

spot_img

„ახალი განათლება“ აგრძელებს მასწავლებელთა მხარდაჭერას და გთავაზობთ სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნაზი საბანიძის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების კუთხით. ნაშრომი ექსპერტიზებულია ესგ-ის ექსპერტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.

ინსტრუმენტი გამოადგება პორტფოლიოზე მომუშავე მასწავლებლებს (საგნის მიუხედავად) და ემყარება ე.წ. ცნებათა პედაგოგიკისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

ანგარიშის ფორმა
რა უნდა მომხდარიყო? (რა საკითხთან/ქვესაკითხი უნდა შეესწავლა მოსწავლეს?

რა კომპლექსური დავალება უნდა გამოეყენებინა საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად?)

 
რა მოხდა? (რამდენად კარგად გაართვა მოსწავლემ თავი გამოწვევას?)

მოცემულობა აღწერეთ მაქსიმალურად დეტალურად

 
რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმილს შორის?

 

 
თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვანაირად?
 
დამატებითი კომენტარი
 

 

რეკომენდაციები ანგარიშის ფორმის შესავსებად:

  1. შეავსეთ ფორმა არა ყველა მოსწავლეზე, არამედ რამდენიმეზე (ვთქვათ, ყოველი მეხუთე მოსწავლე სიის მიხედვით) ერთი ან რამდენიმე „მატრიცის“ მიხედვით; თითო „მატრიცაზე“ სამი ან მეტი მოსწავლისთვის ივსება აღნიშნული ანგარიშის ფორმა (აუცილებლად ინკოგნიტოდ!);
  2. ბლოკში „რა უნდა მომხდარიყო“ იწერება კომპლექსური დავალების პირობის კორელაციური ვარიანტი;
  3. ბლოკში „რა მოხდა“ კომპლექსური დავალების კრიტერიუმთა მიხედვით წერთ, რა გააკეთა მოსწავლემ ანუ რომელი კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რომელი ვერ დააკმაყოფილა;
  4. ბლოკში რით შეიძლება აიხსნას სხვაობა მომხდარსა და დაგეგმილს შორის ვწერთ ობიექტურ მიზეზებს (დაბალი მზაობის მომენტი, წინა გაკვეთილების ავადმყოფობის გამო გაცდენა…);
  5. ბლოკში თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს მომავალში სხვანაირად მიეთითება „მატრიცის“ ან სასწავლო პროცესის მოდერნიზაციისთვის საჭირო აქტივობები (სასწავლო რესურსების დამატება-გამოკლება, რემედიაცია…);
  6. ბლოკში „დამატებითი კომენტარი“ იწერება მომავალი საგაკვეთილო პროცესების დროს, რომელ ცნებაზე/ქვეცნებაზე/საკითხზე/ქვესაკითხზე უნდა იყოს აქცენტირება.

P.S. ნაზი საბანიძე თავად ახორციელებს პორტფოლიოს დოკუმენტაციის ორგანიზებას, აქვს კონკრეტული სადიაგნოსტიკო მასალები, რომლებსაც მექანიკური ხარვეზებისგან თავის ასაცილებლად არ აქვეყნებს. ანგარიშის ფორმა არ არის მხოლოდ პორტფოლიოს შექმნისთვის საჭირო დოკუმენტი, მას ყველა პედაგოგი გამოიყენებს თავის პრაქტიკაში.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები