9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია

spot_img

და­რი­კო ხვე­დე­ლი­ძე, ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­კ­ვე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

ჩემ შე­სა­ხებ

ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა გა­გაც­ნოთ ჩე­მი თა­ვი. მე ვარ და­რი­კო ხვე­დე­ლი­ძე — 37 წლის, პრო­ფე­სი­ით მას­წავ­ლე­ბე­ლი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვი­რიცხე სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2003 წელს წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი, ამა­ვე წელს გავ­ხ­დი ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის ას­პი­რან­ტი. 2011 წელს ჩა­ვი­რიცხე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს-ინ­ჟი­ნე­რინ­გის ფა­კულ­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა მი­მარ­თუ­ლე­ბის დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში. 2013 წლის 29 მარტს და­ვი­ცა­ვი დი­სერ­ტა­ცია თე­მა­ზე „PR გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში“. დი­სერ­ტა­ცი­ამ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი მო­მე­ნი­ჭა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მაქვს 8 სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი და ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. 2001 წლი­დან ვმუ­შა­ობ სსიპ ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დარ­კ­ვე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გად. 2006 წელს წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე დი­რექ­ტორ­თა გა­მოც­დე­ბი და 2008 წლი­დან, პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ დარ­კ­ვე­თის სა­ჯა­რო სკო­ლას. 2017 წელს, პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში, გა­ვი­ა­რე გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­მე­ნი­ჭა ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რი­გით პირ­ვე­ლი წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი

სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დი, რო­ცა თო­მას ედი­სო­ნის შე­სა­ხებ წა­ვი­კითხე. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მის­მა ის­ტო­რი­ა­მაც გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა პე­და­გო­გი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, სწო­რედ მი­სი „თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ გახ­და ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი. ამა­ვე დროს, ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პე­და­გოგ­თა გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რ­დე­ბო­დი. ჩე­მი მშობ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან და მუდ­მი­ვად მი­წევ­და იმ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ორომ­ტ­რი­ალ­ში ყოფ­ნა, რა­მაც ჩემ­ში ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა

ჩე­მი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მთა­ვა­რია საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი, მუდ­მი­ვად ზრუნ­ვა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლი, ჰქონ­დეს კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი, სა­ჭი­რო ცოდ­ნი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი ახ­ლე­ბუ­რი, თუნ­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა, უნ­და იყოს შრო­მის­მოყ­ვა­რე, პა­ტივს სცემ­დეს იმ საქ­მეს, რა­საც აკე­თებს. საქ­მი­სად­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბის და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­წინ­და­რია. მოს­წავ­ლეს უნ­და ჰქონ­დეს მას­წავ­ლებ­ლის ნდო­ბა და შე­ეძ­ლოს მას­თან ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, იყოს გულ­წ­რ­ფე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ფლობ­დეს მოს­წავ­ლე­თათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას და ჰქონ­დეს კარ­გი გად­მო­ცე­მის უნა­რი.

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის პრობ­ლე­მე­ბი

თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის უნ­და იყოს ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, პე­და­გო­გი ბავ­შ­ვის უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, მრჩე­ვე­ლი და კე­თი­ლის მო­სურ­ნეა, ვინც გუ­ლის­ყუ­რით მო­ე­კი­დე­ბა მის პრობ­ლე­მებს. მას­წავ­ლე­ბელს ყო­ველ­თ­ვის უნ­და ჰქონ­დეს დრო თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სურ­ვი­ლე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის შეს­წავ­ლა-გა­გე­ბი­სათ­ვის, უახ­ლე­სი და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია სკო­ლებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად მი­ავ­ლი­ნონ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ახა­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად.

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლებ­ში, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან ერ­თად, ყუ­რადღე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრობ­ლე­მე­ბიც სა­ჭი­რო­ებს. მათ დაძ­ლე­ვას, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვუმ­კ­ლავ­დე­ბით, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე მას­მე­დია იმ­დენ სურ­ვი­ლე­ბის აღ­მ­ძ­ვ­რელ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დის მო­ზარდ თა­ო­ბას, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია მარ­ტი­ვად მა­თი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი კი ზრდის ადა­მი­ა­ნის/მო­ზარ­დის სის­ხ­ლ­ში ტეს­ტოს­ტე­რო­ნის ჰორ­მო­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბას, რაც ადა­მი­ანს/მო­ზარდს აგ­რე­სი­ი­სა და ძა­ლა­დო­ბის­კენ უბიძ­გებს. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში აგ­რე­სია/ძა­ლა­დო­ბა წარ­მო­ჩინ­დე­ბა რა­ი­მე ნივ­თის (მაგ. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი) ან ფუ­ლის „შე­წე­რის“ (მოთხოვ­ნის) სა­ხით, რაც ბუ­ლინ­გის ფორ­მას იძენს და ხელს უშ­ლის რო­გორც მსხვერ­პ­ლის, ისე მო­ძა­ლა­დის სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას (სი­ჯან­სა­ღეს) და სწავ­ლის პრო­ცესს. ცხა­დია, ყო­ვე­ლი­ვე ეს მოს­წავ­ლე­თა დის­ციპ­ლი­ნა­ზეც უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამას არც მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მან­და­ტუ­რე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ში­ში აღ­მოფხ­ვ­რის, არც სათ­ვალ­თ­ვა­ლო კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში. ში­ში აღარ არის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი! ის ვერ მოს­პობს ადა­მი­ა­ნის (გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­ჟე­ბის) სის­ხ­ლ­ში ტეს­ტოს­ტე­რო­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბას, მას, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, მხო­ლოდ აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის სკო­ლის გა­რეთ გა­ტა­ნა შე­უძ­ლია! გა­მო­სა­ვა­ლი მო­ზარ­დე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა, ჭარ­ბი ენერ­გი­ის „და­ხარ­ჯ­ვაა“ სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბებ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სექ­ცი­ებ­ში (ცეკ­ვა, გუნ­დუ­რი სიმ­ღე­რა, თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გ­მე­ბი, ნაკ­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და ა.შ.). მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ეს ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ამ პრობ­ლე­მი­დან კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და სკო­ლა­ში სპორ­ტი­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სექ­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ სპორ­ტი, ხე­ლოვ­ნე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის შე­სა­ფე­რი ფი­ზი­კუ­რი შრო­მა მო­ზარ­დი თა­ო­ბის ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო. ჩვენ კი ხში­რად ამ საგ­ნებ­ში სას­კო­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს (კვი­რა­ში ერ­თი ან ორი სა­ა­თი) სხვა სა­განს ვუთ­მობთ (მა­თე­მა­ტი­კა, უცხო ენა ან სხვა), გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბი­თე­ბის პე­და­გო­გე­ბი. ეს მე გა­მო­უს­წო­რე­ბელ შეც­დო­მად მი­მაჩ­ნია, მით უმე­ტეს ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი „თა­ვი­სუ­ფალ დროს“ მეტ­წი­ლად ტე­ლე­ვი­ზო­რებ­თან ან კომ­პი­უ­ტე­რებ­თან ატა­რე­ბენ. ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფა­რით და­ფა­რუ­ლი მო­ედ­ნე­ბი კი უბ­ნის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის ხში­რად ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლია, რად­გან მათ დი­დი ბი­ჭე­ბი აკონ­ტ­რო­ლე­ბენ. მო­ზარ­დ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქუ­ჩის ბუ­ლინ­გის ში­შით შინ, კომ­პი­უ­ტერ­თან ან ტე­ლე­ვი­ზორ­თან ზის.

ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში

თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის დას­ჯა ძვე­ლი მე­თო­დე­ბით მი­უ­ღე­ბე­ლია. მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც არ მე­ცა­დი­ნე­ობს, წეს­რიგს არ­ღ­ვევს, უზ­რ­დე­ლობს, უხე­შობს და ა.შ., რო­გორც წე­სი, ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო აკე­თებს ამას ან პი­რი­ქით, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია. პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­სი დამ­რი­გე­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი უნ­და იყოს, თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი, გამ­გე­ბი, გამ­მ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი, და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი, სწავ­ლის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი და, ცხა­დია, დამ­ხ­მა­რე, პრობ­ლე­მის­გან თუ მარ­ცხის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლებ­ლის ნდო­ბის და­კარ­გ­ვი­სა უნ­და ეში­ნო­დეს. მას­წავ­ლებ­ლის კე­თილ­გან­წყო­ბამ, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ყო­ვე­ლი ქცე­ვის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბამ, მა­გა­ლი­თე­ბის ჩვე­ნე­ბამ, რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ ახ­ს­ნა უნ­და მო­უ­ძებ­ნოს ამა თუ იმ ქცე­ვას და უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი შეს­თა­ვა­ზოს მო­ზარდს. მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ბავ­შ­ვი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად მშო­ბელ­თან უნ­და იქო­ნი­ოს მუდ­მი­ვი კავ­ში­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩა­ა­ტა­როს ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბი­თი სა­უბ­რე­ბი და აღ­ზ­რ­დის სწორ მე­თო­დებ­ზე კო­რექ­ტუ­ლად უნ­და მი­უ­თი­თოს, ერ­თად ეძე­ბონ გზე­ბი მო­ზარ­დის ქცე­ვის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. მათ მი­ერ ერ­თობ­ლი­ვად მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს და ბავ­შ­ვი გა­რე ფაქ­ტო­რე­ბის არას­წო­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან და­ი­ფა­როს.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა — ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სტრა­ტე­გი­ე­ბი და მიდ­გო­მე­ბი

უცხო­ელ ფსი­ქო­ლო­გებს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნაკ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ის, რომ სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს აზ­როვ­ნე­ბას კი არ ას­წავ­ლის, არა­მედ მეც­ნი­ე­რე­ბის ნა­აზ­რე­ვის დას­წავ­ლას აიძუ­ლებს, რი­თაც ხელს უწყობს „შაბ­ლო­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის“ და­ნერ­გ­ვას. სკო­ლამ მო­ზარდს უნ­და ას­წავ­ლოს კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის მო­ძებ­ნა, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მე­თო­დის და­მო­უ­კი­დებ­ლად მიგ­ნე­ბა-პოვ­ნა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა, გა­ნა­ვი­თა­როს მოს­წავ­ლე­ებ­ში ტრან­ს­ფე­რის უნა­რი, რაც აზ­როვ­ნე­ბის არ­სე­ბი­თი ნი­შა­ნია. ეს მათ არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მე­თო­დე­ბის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რაც სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა.

ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია საკ­ლა­სო ოთახ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია, ინ­ტე­რე­სი და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა იზ­რ­დე­ბა. ისი­ნი ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბი­ან მუ­შა­ო­ბა­ში, ხში­რად თვი­თონ­ვე არი­ან ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი, მო­ი­ძი­ონ სა­ინ­ტე­რე­სო რე­სურ­სი, მო­ამ­ზა­დონ პრე­ზენ­ტა­ცია და პრო­ექ­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით წა­რად­გი­ნონ კლა­სის წი­ნა­შე. ამის შე­დე­გად შე­და­რე­ბით პა­სი­ურ მოს­წავ­ლე­საც მსგავს აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და კლა­სის წი­ნა­შე თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი უჩ­ნ­დე­ბა. ვცდი­ლობ, წა­ვა­ხა­ლი­სო მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა და მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცია ავუ­მაღ­ლო. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მათ უჭირთ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გად­მო­ცე­მა. პრე­ზენ­ტა­ცია აჩ­ვევს და უვი­თა­რებს მათ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის, მსჯე­ლო­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დ­გე­ნის უნარს.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა

პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა. ვმო­ნა­წი­ლე­ობ სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებ­ში, ვორ­ქ­შო­პებ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ჩარ­თუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, გეგ­მავს და ატა­რებს ში­და და სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლებს, იჩენს სხვა­დას­ხ­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვას და გეგ­მავს სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებს, ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს. თუმ­ცა, არც იმას გა­მოვ­რიცხავ, რომ ზოგ­ჯერ გაკ­ვე­თი­ლი ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და მო­საწყე­ნი­ცაა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მხო­ლოდ ლექ­ცი­უ­რი, კითხ­ვა-პა­სუ­ხის და ში­ნა­არ­სის გად­მო­ცე­მის მე­თო­დით. მი­ზე­ზი ის არის, რომ ზო­გი­ერთ ჩვენს პე­და­გოგს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი ნაკ­ლე­ბად აქვს ან არ უნდა გან­ვი­თა­რე­ბა, აქ­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პე­და­გო­გის ასაკს მნიშ­ვ­ნე­ლობა არ აქვს, მთა­ვარია რამ­დე­ნად სურს მას­წავ­ლე­ბელს გან­ვი­თა­რე­ბა. ცხა­დია, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი ადეკ­ვა­ტუ­რი ხე­ლ­­ფა­სე­ბი­ცაა.

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

ჩე­მი აზ­რით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს, თუმ­ცა გა­მარ­ტი­ვე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ტეს­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბის მე­თო­დი უნ­და ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს დი­ვერ­გენ­ტულ­მა სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­მა, გა­აზ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა სწავ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ისაა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და იცოდ­ნენ სკო­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კი­სათ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ა­თე­ბი იგეგ­მე­ბა.

ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი

ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ წა­ვა­ხა­ლი­სო მოს­წავ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, გაკ­ვე­თილ­ზე ვი­ყო ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და მოს­წავ­ლე იყოს წამ­ყ­ვა­ნი ფი­გუ­რა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, ვი­ყო მი­სი დამ­ხ­მა­რე. ან­გა­რიშს ვუ­წევ მოს­წავ­ლის აზ­რ­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვას, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. არ­სე­ბობს გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: „თუ ბე­დავ სწავ­ლე­ბას, თა­ვა­დაც არა­სო­დეს შეწყ­ვი­ტო სწავ­ლა“. ვცდი­ლობთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ სი­ახ­ლე­ე­ბის მი­ღე­ბა-და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს. პი­რა­დად მე, მზად ვარ სი­ახ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუ გო­ნივ­რუ­ლია და შე­დეგ­ზე გაგ­ვიყ­ვანს. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც პე­და­გოგს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ნა­ვი­თა­როს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვა­დაა და­ვა, რომ არ გა­ა­მარ­თ­ლა, არაა ეფექ­ტუ­რი, რა­საც ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სქე­მა აძ­ლევს მოს­წავ­ლეს შანსს, იყოს რი­გით პირ­ვე­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.

თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ვფიქ­რობ, მას­წავ­ლე­ბელს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ნაკ­ლე­ბად აქვს, მათ შო­რის მეც. ჩვე­ნი ყო­ველ­წუ­თი­ე­რი ფიქ­რი, გვინ­და თუ არ გვინ­და, მოს­წავ­ლე­ებს დას­ტ­რი­ა­ლებს. იშ­ვი­ა­თად მრჩე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, თუმ­ცა, თუ­კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვკითხუ­ლობ წიგ­ნებს. სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავ პრო­ფე­სი­ულ ზრდას და და­ვიწყე კი­დეც ამ კუთხით მუ­შა­ო­ბა.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები