27 ივლისი, შაბათი, 2024

მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება ქიმიაში კომპლექსური დავალებების მიხედვით

spot_img
მაგული ჯინჭარაძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთისა და სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი

 

 

დიაგნოსტიკური შეფასება განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მოსწავლე და შეფასების საფუძველზე მოვახდინოთ ანალიზი, ანუ პრობლემის იდენტიფიცირება, გამომწვევი მიზეზების დადგენა და ბოლოს, საჭირო ინტერვენციების დასახვა პრობლემების აღმოსაფხვრელად.

მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასების ყველაზე საუკეთესო გზა კომპლექსური დავალებების შედეგების მიხედვით შეფასებაა.

დიაგნოსტირებას და ანალიზს წარმოგიდგენთ მე-8 კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალებების შედეგების მიხედვით.

მესამე თაობის ესგ-ის მიხევით, მე-8 კლასში, ქიმიაში ისწავლება სამი თემა:

I თემა – წყალი, ხსნარები

II თემა – ჰაერი

III თემა – ელემენტთა ორგანიზების პრინციპები

თითოეული თემის ფარგლებში მისაღწევი გრძელვადიანი მიზანი, ანუ სამიზნე ცნება არის:

  • ნივთიერება
  • ფიზიკური და ქიმიური მოვლენები
  • ქიმიური ბმა

ამ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, მე-8 კლასში, საგნობრივ კურიკულუმში, 2023-2024 სასწავლო წლისთვის განსახორციელებლად შევიტანე ორი კომპლექსური დავალება:

პირველი თემის (წყალი, ხსნარები) ფარგლებში: წყლის დაბინძურება, დაბინძურებით გამოწვეული გლობალური პრობლემები და ამ პრობლემების თავიდან აცილების გზები;

მეორე თემის (ჰაერი) ფარგლებში: ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გლობალური პრობლემები.

ორივე კომპლექსური დავალების თემა ძალიან აქტუალურია, რადგან წყლის და ჰაერის დაბინძურება კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზია, კლიმატის ცვლილება კი გლობალური საკითხია, რომელიც ანადგურებს ცოცხალ ორგანიზმებს და უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ეკოსისტემებსა და ადამიანთა საზოგადოებებზე. ეს არა ერთი რომელიმე ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემაა, ამიტომ, მის მოსაგვარებლად, საჭირო ხდება მსოფლიოს გაერთიანება.

განხორციელებული კომპლექსური დავალებების საკითხები მოიცავს, გლობალური მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან, შემდეგ მიზნებს:

მიზანი 6 – სუფთა წყალი და სანიტარია;

მიზანი 13 – კლიმატის მდგრადობის მიღწევა;

მიზანი 15 – დედამიწის ეკოსისტემები.

ამიტომ, ამ ორივე კომპლექსური დავალების მიზანი იყო მოსწავლეებში იმ უნარების გამომუშავება, რაც 21-ე საუკუნის ადამიანს უნდა ახასიათებდეს, კერძოდ, პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების დასახვის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავების უნარი თემის, რეგიონის, ქვეყნის წინაშე, რაც, საბოლო ჯამში, გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კომპლექსური დავალებების განხორციელების შემდეგ, კლასში, მოსწავლეთა 20%-ის დიაგნოსტირებისა და შედეგების გაანალიზების საფუძველზე, საჭირო ინტერვენციები დავსახე.

დიაგნოსტირების მიზანი: მოსწავლეთა შედეგების დიაგნოსტირებისა და ანალიზის საფუძველზე, სკოლის დონეზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება.

დიაგნოსტირების შედეგად შევიმუშავე ცვლილებები კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებით , რომელიც საგნობრივ კურიკულუმში უნდა შევიდეს, მაგრამ მისი ასახვა კურიკულუმში უნდა მოხდეს მომდევნო, 2024-2025 სასწავლო წელს.

  • №1 კომპლექსური დავალების დიაგნოსტირება იხილეთ ბმულზე

https://docs.google.com/document/d/1bMrzm0_jHcSh80QkYYhhIHybFdrr-PwV/edit?usp=sharing&ouid=109598443284318287828&rtpof=true&sd=true

რაც შეეხება მეორე სემესტრში განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას (ჰაერის დაბინძურების პრობლემა), მისი პირობის თანახმად, მოსაწავლეებს შემოქმედებით პროდუქტად უნდა დაეწერათ სტატია, რომელსაც თვითონვე დაასათაურებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წელს, იმავე საკითხზე მუშაობის დროს, მოსწავლეებს გაუჭირდათ სტატიის დაწერა და, მის ნაცვლად, საინფორმაციო ტექსტი წარმოადგინეს. ამიტომ შევცვალე და 2023-2024 ს/წლის ქიმიის საგნობრივ კურიკულუმში შევიტანე ცვლილება, კერძოდ, შევცვალე კომპლექსური დავალების იდეა, წარმოსაჩენი კრიტერიუმები და თითოეულ ნაბიჯზე განსახორციელებელი აქტივობები.

ამიტომ, 2023-2024 სასწავლო წელს მე-8 კლასს მეორე კომპლექსურ დავალებად მივეცი მოდიფიცირებული პირობა, რომლის თანახმად, მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება, წარმოსადგენ შემოქმედებით პროდუქტად, სტატიის ნაცვლად, შეექმნათ პოსტერი.

  • №2 კომპლექსური დავალების დიაგნოსტირება იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1fRMcaeI0W8Ywfx61N0fQXNe6tV_wMFz7/edit?usp=sharing&ouid=109598443284318287828&rtpof=true&sd=true

მოდიფიცირებული ბარათი https://docs.google.com/document/d/1qEjp3DQhu6lDXLdopLZVM0TVOJN6bSNZ/edit?usp=sharing&ouid=109598443284318287828&rtpof=true&sd=true

მერვე კლასში განხორციელებული ორივე კომპლექსური დავალების ანალიზმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებული პირობის, ინსტრუქციის კრიტერიუმებისა და დამხმარე შეკითხვების გააზრება, ამიტომ დავგეგმე სათანადო ინტერვენციები, რომლებმაც უნდა აღმოფხვრას პრობლემა:

  1. ინსტრუქციის გააზრებაზე ორიენტირებული აქტივობები, კერძოდ, კომპლექსური დავალების იდეის ადაპტირება და მოსწავლის უფრო საინტერესო პროდუქტის შექმნაზე ორიენტირება;
  2. კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრების მიზნით, საგნობრივ საკითხებთან დაკაშირებული მასალის უფრო ღრმად მიწოდება, პრეზენტაციების სახით (პრეზენტაცია – „წყალი“, პრეზენტაცია – „ჰაერი“);
  3. კომპლექსურ დავალებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების და შეკითხვების ფორმულირების შეცვლა/განსხვავებულად დაჯგუფება;
  4. პრეზენტაციის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები (სასკოლო კონფერენციის დაგეგმვა).
  • ინტერვენციის დროს გამოყენებული პრეზენტაციები:
  1. წყალი https://docs.google.com/presentation/d/1qG9Y9QmlZCB2wMpTKFQ_YgHqHllHVRO3/edit?usp=sharing&ouid=109598443284318287828&rtpof=true&sd=true
  1. ჰაერი https://docs.google.com/presentation/d/12u5ij2HrbWKrf6j45oqjdjyuDZXdsF6g/edit?usp=sharing&ouid=109598443284318287828&rtpof=true&sd=true

ასევე, ინტერვენციის მიზნით, შევქმენი რესურსი wordwall-ზე:

https://wordwall.net/resource/68881175

რესურსის შექმნის მიზანი და გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/document/d/1P2vpEEBzYPrBqO6q_vg_R4FsvDU08lgy/edit?usp=sharing&ouid=109598443284318287828&rtpof=true&sd=true

 

P.S. კოლეგებო, იმედია, ჩემი დიაგნოსტიკური შეფასება ქიმიაში გამოგადგებათ ნიმუშად მოსწავლეთა დიაგნოსტირებისათვის.

აქვე არის ინტერვენციისთვის შექმნილი რესურსი wordwall-ზე. მადლობელი დაგრჩებით, თუ უკუკავშირს მომაწოდებთ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე

magulijincharaze@gmail.com

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები