27 ივლისი, შაბათი, 2024

მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში

spot_img
ლა­ლი მა­ხა­რა­ძე
სსიპ დი­მიტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში კითხ­ვის, ეს­თე­ტი­კუ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სა­გან­გე­ბოდ შედ­გე­ნი­ლი გეგ­მა, შერ­ჩე­უ­ლი სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დი და დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა­სა და ინ­ტე­რაქ­ცი­ას უწყობს ხელს, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას აღ­რ­მა­ვებს და ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს.

სწო­რედ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თ­ვის შე­ვი­მუ­შა­ვე საწ­რეო მუ­შა­ო­ბის გეგ­მა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი გეგ­მა, სა­ვა­რა­უ­დო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, შე­ვუ­თან­ხ­მ­დი შეხ­ვედ­რე­ბის სიხ­ში­რე­ზე და შე­ვუ­დე­ქით საქ­მი­ა­ნო­ბას. პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე წა­ვი­კითხეთ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „ფუტ­კა­რი და პე­პე­ლა“.

კითხ­ვის დაწყე­ბამ­დე მოს­წავ­ლე­ებს მივ­მარ­თე გა­მო­ცა­ნით, გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა და აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით:

„ნა­ზია და ჭრელ­თ­ვა­ლე­ბა, ყვა­ვი­ლებს თავს ევ­ლე­ბა“ (პე­პე­ლა)

შემ­დეგ გა­ვა­აქ­ტი­უ­რე მა­თი წი­ნა­რე ცოდ­ნა პე­პე­ლა­სა და ფუტ­კარ­ზე. ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, მო­ვის­მი­ნეთ ბას­ტი-ბუ­ბუს სიმ­ღე­რა „ფუტ­კა­რი“.

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და. მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი გო­გე­ბაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის მიზ­ნით, ვთხო­ვე, მშობ­ლებ­თან ერ­თად, შე­ერ­ჩი­ათ სა­სურ­ვე­ლი ტექ­ს­ტი და შე­ექ­მ­ნათ ხელ­ნა­კე­თი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი. შე­დე­გი მეტყ­ვე­ლებს, რომ და­ვა­ლე­ბა დი­დი მონ­დო­მე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

წარ­მო­სახ­ვის, ფან­ტა­ზი­ის, მეხ­სი­ე­რე­ბის, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და ბავ­შ­ვ­ში ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბის მიზ­ნით, გა­ვე­ცა­ნით რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ ხალ­ხურ ზღა­პარს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ვი­თარ­დე­ბი­ან ემო­ცი­უ­რად, სწავ­ლო­ბენ თა­ნა­გან­ც­დას და, პერ­სო­ნა­ჟის რო­ლის მორ­გე­ბით, ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას.

მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, ზღაპ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­შიც ჩავ­რ­თე მშობ­ლე­ბი. კლას­ში, ინ­ტე­რაქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში, მშო­ბე­ლი კითხუ­ლობს ზღა­პარს და, ში­გა­და­შიგ, მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აზ­რე­ბის უნარს ამოწ­მებს.

ერ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნ­და, რო­ცა მი­სი ემიგ­რან­ტი მა­მა ჩაგ­ვერ­თო უცხო­ე­თი­დან და ზღა­პა­რი წა­ი­კითხა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იყო სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იგავ-არა­კე­ბის გაც­ნო­ბა. კლას­ში ერ­თად ვნა­ხეთ „კუ და მო­რი­ე­ლი“.

მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე სახ­ლ­ში, დე­დას­თან ერ­თად, წა­ე­კითხათ ჩემ მი­ერ წი­ნას­წარ ბა­რა­თებ­ზე გამ­ზა­დე­ბუ­ლი იგავ-არა­კი (რო­მე­ლიც სურ­ვი­ლი­სა­მებრ აირ­ჩი­ეს) და ვი­დე­ოს სა­ხით ჩა­ე­წე­რათ მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი, თუ რას ას­წავ­ლი­დათ ის. მოს­წავ­ლე­ებ­მა ეს და­ვა­ლე­ბაც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­ას­რუ­ლეს.

საწ­რეო მუ­შა­ო­ბის შემ­დე­გი აქ­ტი­ვო­ბაა „ავტო­რო­ბა­ნა“. საწყის ეტაპ­ზე ვეც­ნო­ბით მუ­შა­ო­ბის ფორ­მას და მი­ზანს: ­ვიწყებთ სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბის (ქე­თე­ვან დავ­რი­შე­ვის „ძაღ­ლის ბე­დი“) კითხ­ვას, არა ბო­ლომ­დე. გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ი­ფიქ­რე­ბენ მოთხ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბას. ჩე­მი მი­ზა­ნია პა­ტა­რა ავ­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. ჩვენ თვალ­წინ 6 ორი­გი­ნა­ლუ­რი და­სას­რუ­ლი და­ი­წე­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ბო­ლოს ყვე­ლა ერ­თად წა­ვი­კითხავთ ავ­ტო­რი­სე­ულ და­სას­რულს და ორი­გი­ნალ­თან ყვე­ლა­ზე მი­ახ­ლო­ე­ბულს გა­მო­ვავ­ლენთ.

საწ­რეო საქ­მი­ა­ნო­ბა მეხ­მა­რე­ბა, გან­ვა­ვი­თა­რო მოს­წავ­ლე­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა უნარ-ჩვე­ვა და ხე­ლი შე­ვუწყო მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას.

ჩვენ ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, ვგეგ­მავთ სხვა ბევრს სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები