მოს­წავ­ლე­ებ­ში პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბის­თ­ვის

443

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, გი­გა ზე­და­ნი­ას ინი­ცი­ა­ტი­ვით, 2020 წლის სკო­ლის ლი­დე­რო­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბულ დი­რექ­ტორს, ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძეს, მა­მია ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში პროგ­რა­მი­რე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბის­თ­ვის 10 სას­წავ­ლო დრო­ნი გა­და­ე­ცა.

სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც დრო­ნე­ბი მი­ი­ღო, კი­დევ ერ­თხელ კარ­გად გა­ეც­ნო მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და მი­სი წარ­მოდ­გე­ნაც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უფ­რო გამ­ყარ­და: „ეს რე­ა­ლუ­რად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლონ კე­თე­ბით. ყვე­ლამ იცის, რომ, მა­გა­ლი­თად, პროგ­რა­მი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისე­ვე, რო­გორც, თა­ვის დრო­ზე, იყო ცნო­ბი­ლი (ახ­ლაც ასეა), რომ მა­თე­მა­ტი­კა ბევ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და იარა­ღი იყო. ანა­ლო­გი­უ­რად, პროგ­რა­მი­რე­ბის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში შეძ­ლებს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ჩვე­უ­ლებ­რივ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მი­რე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცე­სი ცო­ტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია, ძა­ლი­ან გვი­ან იგე­ბენ მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და გვი­ან იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას ამ პრო­ცე­სის­გან. რო­დე­საც დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და­აპ­როგ­რა­მე­ბენ რა­მეს (თუნ­დაც ეს არ იყოს ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი რამ, რაც პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა) და შე­დეგს რე­ა­ლუ­რად და­ი­ნა­ხა­ვენ, ეს აუცი­ლებ­ლად გა­უ­ჩენს მათ ინ­ტე­რესს, რომ უფ­რო მე­ტი ის­წავ­ლონ. გარ­და ამი­სა, დრო­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სივ­რ­ცი­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუმ­ცა კლა­სი­კუ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო ფორ­მით დრო­ნე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი აქვს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას და სწო­რედ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბი სკო­ლის­თ­ვის.“

თუ აქამ­დე სა­ინ­ჟინ­რო კლუბს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, ახ­ლა მა­თი­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, აიტი მე­ნე­ჯე­რი და­ვით ნარ­მა­ნია გა­უძღ­ვე­ბა, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ ირაკ­ლი ფერ­ცუ­ლი­ან­თან ერ­თად, რო­მელ­მაც ამის სურ­ვი­ლი თა­ვად გა­მოთ­ქ­ვა და ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძეს სჯე­რა, რომ შეძ­ლებს: „მარ­თა­ლია, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მეც ჩა­ვერ­თ­ვე­ბი, მაგ­რამ თან­და­თან ვეც­დე­ბი, ახალ­გაზ­რ­დებს გა­და­ვა­ბა­რო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ცოდ­ნა მოს­წავ­ლე­ებს გა­და­ე­ცეთ. გვინ­და, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბიც ჩავ­რ­თოთ აქ­ტი­უ­რად, ისე­თე­ბი, ვინც თვი­თონ შეძ­ლე­ბენ სხვე­ბის­თ­ვის ამ ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბას, იქ­ნე­ბი­ან რო­გორც კლუ­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი-ქო­უ­ჩე­ბი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი იყოს ამ ცოდ­ნის გა­დამ­ცე­მი.“

შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში, სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით არა მარ­ტო ამ სკო­ლის, არა­მედ რა­ი­ო­ნის სხვა სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­მაც ისარ­გებ­ლონ. დი­რექ­ტო­რი გვიყ­ვე­ბა, რომ ჰქონ­და ასე­თი იდეა და სოფ­ლის გამ­გე­ბელ­საც გა­უ­ზი­ა­რა: „ჩვე­ნი სო­ფე­ლი დი­დია, 4 სკო­ლაა და თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, შე­ეძ­ლე­ბათ, ამ კლუ­ბის ბა­ზა­ზე, გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა. რა თქმა უნ­და, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, კლუბს გა­ფარ­თო­ე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, ვფიქ­რობ, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დოდ სას­წავ­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის გარ­დაქ­მ­ნა ისე სწრა­ფად, რო­გორც სამ­ყა­რო ვი­თარ­დე­ბა და რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ვი­თარ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, არ ხდე­ბა, თუმ­ცა, არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის წი­ლი და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში სწავ­ლე­ბის წი­ლი თან­და­თან ყველ­გან გა­იზ­რ­დე­ბა, არა მარ­ტო ჩვენ­თან.

არა მგო­ნია, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სკო­ლე­ბის­თ­ვის ფუ­ფუ­ნე­ბა იყოს. ახ­ლა კო­რო­ნა პე­რი­ო­დია და ამის გა­მო სახ­ს­რე­ბის ეკო­ნო­მიაა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ იმ დროს, რო­ცა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ იყო, ძა­ლი­ან ბევრ სკო­ლას ჰქონ­და ბი­უ­ჯეტ­ში იმ­დე­ნი და­ნა­ზო­გი, რომ ერ­თი წლის და­ნა­ზო­გით თუ არა, ორი წლის და­ნა­ზო­გით მა­ინც, ასე­თი კლუ­ბი, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, გა­ე­მარ­თა (და­ახ­ლო­ე­ბით, 2000-მდე სკო­ლაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აქე­დან 1000 სკო­ლას მა­ინც ექ­ნე­ბო­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა). კარ­გი იქ­ნე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თუ და­ეხ­მა­რე­ბი­ან სკო­ლებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ ჩვენ­ნაირი ეკო­ნო­მი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რის ქვეყ­ნის­თ­ვი­საც არ არის არა­ფე­რი ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლი და ამა­ზე უკე­თე­სი რა უნ­და გა­კეთ­დეს სკო­ლა­ში. არ მახ­სოვს, ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ასე რა­მე გახ­არე­ბო­დათ, რო­გორც 3D ბეჭ­დ­ვის კლუ­ბის ამუ­შა­ვე­ბა სკო­ლა­ში, რო­ცა და­ი­ნა­ხეს, რო­გორ მი­დი­ო­და ბეჭ­დ­ვის პრო­ცე­სი. 3D პრინ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ვბეჭ­დავთ სხვა­დას­ხ­ვა ფი­გუ­რებს, ბავ­შ­ვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ი­ძი­ე­ბენ და გარ­დაქ­მ­ნი­ან, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით,  3D ობი­ექ­ტებს, სას­კო­ლო თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს და ა.შ.

ჩვენს კლუბს ად­რე 3D ბეჭ­დ­ვის კლუ­ბი ერ­ქ­ვა და ახ­ლა სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბად უნ­და გარ­დავ­ქ­მ­ნათ. სა­რე­გის­ტ­რა­ციო ბმუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სკო­ლის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე და­ვაგ­ზავ­ნეთ და და­იწყეს რე­გის­ტ­რი­რე­ბა. ვფიქ­რობ, პირ­ველ ეტაპ­ზე, V-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­რე­გის­ტ­რი­რებთ, მე­რე, რა თქმა უნ­და, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი კლუბ­ში ალ­ბათ არ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მგო­ნია, 70-მდე წევ­რი მა­ინც გვე­ყო­ლე­ბა.“ — გვითხ­რა ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძემ.

„დღეს უკ­ვე ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დრო­ნე­ბი, ბავ­შ­ვებს შე­ვას­წავ­ლით, და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ პროგ­რა­მი­რე­ბით და დრო­ნე­ბის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვ­დით. ეს მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გიაა და ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი ცოდ­ნა ექ­ნე­ბათ ამის შე­სა­ხებ.“ — ამ­ბობს ინ­ჟი­ნე­რი­ის კლუ­ბის წევ­რი ირაკლი ფერ­ცუ­ლი­ა­ნი.

სკო­ლა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე წლე­ბია, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. სწო­რედ ეს გახ­და სკო­ლის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზის და­წე­სე­ბის მო­ტი­ვი. სკო­ლის ლი­დე­რო­ბის კონ­კურ­სის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, გი­გა ზე­და­ნი­ამ გა­ნაცხა­და, რომ მა­მია ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის №2 სა­ჯა­რო სკო­ლას სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, დრო­ნებს გა­დას­ცემ­და.

ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯია, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ტექ­ნო­ლო­გი­ის სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­ტუმ­რ­ნენ სკო­ლას, დრო­ნე­ბი გა­დას­ცეს და სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბის წევ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დრო­ნე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ვორ­კ­შო­ფიც ჩა­ა­ტა­რეს, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღია სივ­რ­ცე­ში.

ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი ნა­ნა დი­ხა­მინ­ჯია ამ­ბობს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სის გაზ­რ­და. „10 სას­წავ­ლო დრო­ნი გა­და­ე­ცა ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის სკო­ლას, ილი­ა­უ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა მხარ­და­ჭე­რას აღ­მო­უ­ჩენს სკო­ლას დრო­ნე­ბის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პე­ბი­სა და დაპ­როგ­რა­მე­ბის შეს­წავ­ლა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ჟინ­რო კლუ­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“ ამ მიზ­ნით, სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არა­ერთ ვორ­კ­შოფ­სა თუ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ას გა­მარ­თავს.

ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძეს მი­აჩ­ნია, რომ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში ამ ფორ­მით და მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. „უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეს ნა­ბი­ჯი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ძა­ლი­ან დიდ ბე­ნე­ფიტს მო­ი­ტანს სკო­ლის­თ­ვის და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მო­მა­ვალ­ში, სა­ზო­გა­დოდ, ახა­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რა დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა იმ მხრივ, რომ მო­წი­ნა­ვე, ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე დავ­ნერ­გოთ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.“

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­ი

დატოვეთ კომენტარი