24 ნოემბერი, კვირა, 2024

მოსწავლეებს, რომლებსაც უნდა ვუღვივებდეთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ამ მიზნის საპირისპიროდ – ანტიდემოკრატიული სისტემის მოქმედების მაგალითებს ვაჩვევთ

spot_img
სიმონ ჯანაშია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც საუბრობს სამინისტროს მხრიდან, გაუფრთხილებლად, სკოლის დირექტორების განთავისუფლების შესახებ და
ხაზს უსვამს იმ სერიოზულ რისკებს, რომელიც განათლების სისტემის პარტიული სარგებლობისთვის გამოყენებით შეიძლება შეიქმნას გრძელვადიან პესპექტივაში.
 გთავაზობთ ტექტს უცვლელად 

ახლა, არჩევნების წინ, განათლების და ა.შ. სამინისტრო გაუფრთხილებლად, ყოველგვარი მადლობის გადახდის გარეშე, ათავისუფლებს სკოლის დირექტორებს. მათ ნაწილს აბრუნებს თავის თანამდებობებზე, ზოგ სკოლაში მოვალეობის შემსრულებელსაც კი არ ნიშნავს, რაც აგერ ერთ, მრავალმხრივ წარმატებულ სკოლაში ხელფასების გაცემასაც კი აფერხებს.

ის, რომ ეს გადაწყვეტილებები არჩევნებს უკავშირდება, მყარდება იმით, რომ პარალელურად განათლების მინისტრი, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე რესურსცენტრების წარმომადგენლები ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში – მაჟორიტარების სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისთვის წარდგენაში. განათლების სისტემის პარტიული სარგებლობისთვის გამოყენება გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის, სულ მცირე, 5 სერიოზულ რისკს:

1) საზოგადოებაში სკოლების დირექტორების ავტორიტეტი იკლებს, რადგან მათ საზოგადოება უყურებს, როგორც პარტიულ მუშაკებს და არა როგორც მათი მომავლის განათლებით დაინტერესებულ ადამიანებს;

2) საჯარო სკოლების ხელმძღვანელებად მუშაობით ინტერესდებიან სულ უფრო ნაკლებად პროფესიონალური უნარების მქონე და მეტად – პარტიული აქტივისტობის გამოცდილების მქონე ადამიანები;

3) განათლების პოლიტიკა მიმართულია არა საზოგადოებრივი პრობლემების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ პარტიული ინტერესების შესაბამისად;

4) მოსწავლეებს, რომლებსაც უნდა ვუღვივებდეთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ამ მიზნის საპირისპიროდ – ანტიდემოკრატიული სისტემის მოქმედების მაგალითებს ვაჩვევთ;

5) იფლანგება სკოლის დირექტორების მომზადების იმ პროგრამების ძალისხმევა, რომლებიც მათ ლიდერული უნარების გამომუშავებას და გამოყენებას ასწავლის. სამაგიეროდ, სკოლის დირექტორებს აჩვევს პარტიისა და სახელმწიფოს მიმართ მორჩილებას. ყველა ეს შედეგი ხელს უშლის საქართველოში მაღალი ხარისხის მქონე, დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი და განვითარებადი განათლების სისტემის შექმნას. საზოგადოებამ ამისთვის სახელმწიფოს და ნებისმიერ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ამით არის დაკავებული, პასუხი უნდა აგებინოს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ყოველთვის!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები