24 ნოემბერი, კვირა, 2024

მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი კი – ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი

spot_img

გა­სულ წელს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის შე­თან­ხ­მე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის/სკო­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტი გა­ი­წე­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვას სკო­ლის ექი­მი („პედი­ატ­რი“; „ოჯა­ხის ექი­მი“; „ზოგა­დი პრო­ფი­ლის ექი­მი პე­დი­ატ­რი)“ ემ­სა­ხუ­რე­ბა. სკო­ლის ექი­მის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და პრე­ვენ­ცია. გარ­და ამი­სა, სკო­ლის ექიმს მრა­ვა­ლი ფუნ­ქ­ცი­უ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი – შე­ა­ფა­სოს თუ რო­გორ იზ­რ­დე­ბი­ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა მა­თი წო­ნა, რო­გო­რია მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მო­უ­წო­დოს მშო­ბელს, ჩა­უ­ტა­როს მო­ზარდს სიღ­რ­მი­სე­უ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად და დად­გე­ნილ ასა­კობ­რივ პე­რი­ო­დებ­ში. ასევე, სკო­ლის ექი­მი აკონ­ტ­რო­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვას, თვალ­ყურს ადევ­ნებს სას­წავ­ლო პრო­ცესს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­რიგს.

ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ექიმ-პე­დი­ატრს მა­კა ლო­მი­ნა­ძეს სკო­ლის ექი­მო­ბის 13-წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს. თავ­და­პირ­ვე­ლად, 170-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და, დღეს კი თბი­ლი­სის  სკო­ლა-ლი­ცე­უმ „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის“ ექი­მია. მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ კარ­გად და­ა­ნა­ხა სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა თუ ცხოვ­რე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. მა­კა ექი­მის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­თი მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი კი – ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი.

სა­მუ­შაო დღე სკო­ლა­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბით იწყე­ბა. „ყოველ დი­ლით ვა­მოწ­მებ სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის და საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის სი­სუფ­თა­ვეს, გა­ნა­თე­ბას – საკ­ლა­სო ოთა­ხი უნ­და ნათ­დე­ბო­დეს რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბით, ასე­ვე ნა­თუ­რით. ოთა­ხი ხში­რად უნ­და გა­ნი­ავ­დეს და და­მუ­შავ­დეს სვე­ლი წე­სით. ვმო­ნა­წი­ლე­ობ სკო­ლის დღის რე­ჟი­მის შედ­გე­ნა­ში, ვაკ­ვირ­დე­ბი ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მო­ზარ­დებს ვურ­ჩევ, გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის, ფი­ზი­კუ­რად იაქ­ტი­უ­რონ; მა­თი ასა­კი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვუხ­ს­ნი პე­და­გო­გებს, რო­გორ უნ­და ის­ხ­დ­ნენ მოსწავლეე­ბი მერ­ხებ­თან, ვა­მოწ­მებ მერ­ხე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მათ ასაკ­სა და სი­მაღ­ლეს­თან. ამ წე­სე­ბის დაც­ვა აუცი­ლე­ბე­ლია, რა­თა ძვალ­სახ­ს­რო­ვა­ნი და კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მე­ბი ზედ­მე­ტად არ გა­და­იტ­ვირ­თოს, ასე­ვე, მოს­წავ­ლის­თ­ვის საკ­ლა­სო ოთახ­ში მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ სა­სურ­ველ ად­გილს, რე­კო­მენ­და­ცი­ას ვაძ­ლევ მშობ­ლებს სკო­ლის გა­რეთ დღის რე­ჟი­მის და­გეგ­მ­ვის შე­სა­ხებ.“

მა­კა ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბაა. ეტა­პობ­რი­ვად, ყვე­ლა კლას­ში ატა­რებს მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინგს, რაც გუ­ლის­ხ­მობს ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის (სი­მაღ­ლის, წო­ნის, გულ­მ­კერ­დის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბის) შე­მოწ­მე­ბას, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა სის­ტე­მის მოს­მე­ნით გა­მოკ­ვ­ლე­ვას, ტა­ნა­დო­ბის შე­მოწ­მე­ბას და სკო­ლი­ო­ზის, ტერ­ფ­მ­რუ­დო­ბის, ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბის აღ­მო­ჩე­ნას, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნას. სკო­ლის ექი­მი მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ძი­რი­თად ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შ­ვე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის შე­დე­გად იღებს; მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ზედ­მი­წევ­ნით ეც­ნო­ბა, ამოწ­მებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, შე­სა­ბა­მის მი­თი­თე­ბებს აძ­ლევს მშო­ბელს და­გეგ­მილ ვაქ­ცი­ნა­ცი­ებ­სა და გა­მოკ­ვ­ლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ მოს­წავ­ლეს სა­შიშ გა­დამ­დებ ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბას აღ­მო­უ­ჩენს, საქ­მის კურ­ს­ში ეპი­დე­მი­ო­ლოგს აყე­ნებს. „ყურადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ ბავ­შ­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ხში­რად ავად­მ­ყო­ფო­ბენ. მათ მშობ­ლებს ვურ­ჩევ, ბავშვს გრი­პის სე­ზო­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტა­რონ. იმ მშობ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც არ არი­ან, ზო­გა­დად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მომ­ხ­რე, მჭირ­დე­ბა სა­უ­ბა­რი, რა­თა და­ვარ­წ­მუ­ნო, რომ მა­თი შვი­ლის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია. როგორც წესი, ისინი ჩემს რჩე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­ენ.

ბავ­შ­ვე­ბი, შეს­ვე­ნე­ბის დროს, აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ო­ბენ, დარ­ბი­ან, ეცე­მი­ან, ერ­თ­მა­ნეთს ეჯა­ხე­ბი­ან, ამი­ტომ, ხში­რია ტრავ­მე­ბი და მიკ­როტ­რავ­მე­ბი. ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლეს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, თა­ვი ან მუ­ცე­ლი სტკი­ვა, აქვს დი­ა­რეა… სკო­ლა­ში პირ­ველ დახ­მა­რე­ბას ვუ­წევ, შემ­დეგ კი მშო­ბელს ვუ­კავ­შირ­დე­ბი, რომ ბავ­შ­ვი სახ­ლ­ში ან სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნოს. თუ უფ­რო სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბას ვი­ძა­ხებ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა ჯერ არ გვქო­ნია.“

ბავ­შ­ვის სწრა­ფად მზარ­დი ორ­გა­ნიზ­მის ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა ჩნდე­ბა. ჯან­მოს ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბია: სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი დე­ზო­რი­ენ­ტა­ცია, მო­წე­ვა, სუ­ი­ცი­დი, ფსი­ქი­კუ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი. ამას ემა­ტე­ბა ანე­მია, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­სა და სა­სუნ­თ­ქი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი… დღეს უკ­ვე ყვე­ლას ეს­მის, რომ, ზო­გა­დად, ბავ­შ­ვე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა რთუ­ლია, კლას­ში, მი­ნი­მუმ, ერ­თი ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­გო­რი­ცაა: ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, სკო­ლი­ო­ზი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი: დი­ა­ბე­ტი, ეპი­ლეფ­სია, ას­თ­მა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ალერ­გი­ით და­ა­ვა­დე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­ზე. მა­კა ექი­მი ამ­ბობს, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია – ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი და ზე­და სა­სუნ­თ­ქი გზე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა, ასე­ვე, საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

მო­ზარ­დი და კვე­ბა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. ბავ­შ­ვის რა­ცი­ო­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს, შე­ი­ცავ­დეს ყვე­ლა აუცი­ლე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბას: ცი­ლებს, ცხი­მებს, ნახ­შირ­წყ­ლებს, ვი­ტა­მი­ნებს, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს. საკ­ვე­ბი უნ­და იყოს ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა, ახა­ლი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ზარ­დ­მა მი­ი­ღოს საკ­მაო ოდე­ნო­ბის ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი. სკო­ლის ექი­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­დის, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს კვე­ბას სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ებ­ში.

„დღეს მო­ზარ­დებ­ში უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბია. ამი­ტომ გას­ტ­რი­ტე­ბის რიცხ­ვი უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლია. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი კვე­ბაა. ამ მხრივ, ჩვე­ნი სკო­ლა გა­მორ­ჩე­უ­ლია – მოს­წავ­ლე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რა­ცი­ო­ნით. სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ში ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძი ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტით მზად­დე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს აქვთ ორ­ჯე­რა­დი კვე­ბა, მათ მე­ნი­უ­ში არის წვნი­ა­ნი, ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი… ის, რაც მო­ზარ­დის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია.

გვყავს ალერ­გი­უ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რო­მელ­თა შე­სა­ხებ წი­ნას­წარ ვი­ცი, მათ კვე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით ვე­კი­დე­ბი. მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­დილ­ზე მოს­წავ­ლე ბარ­დის წვნი­ანს მი­ირ­თ­მევ­და და მო­მენ­ტა­ლუ­რად და­უ­სივ­და ტუ­ჩე­ბი. მი­სი ალერ­გი­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და, რად­გან მშო­ბელ­მაც არ იცო­და. რა თქმა უნ­და, სას­წ­რა­ფოდ გა­ვუ­წიე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა და ვაც­ნო­ბე მშო­ბელს. რო­გორც შემ­დ­გომ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, ბავშვს მარ­ც­ვ­ლე­უ­ლის მი­მართ მა­ღა­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა ჰქო­ნია.

რად­გან სკო­ლა მოს­წავ­ლე­ებს კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს, საკ­ვე­ბის სახ­ლი­დან წა­მო­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბათ. მაგ­რამ თუ მა­ინც აქვთ ამის სურ­ვი­ლი, ვურ­ჩევ, მხო­ლოდ ხი­ლი ან ბოს­ტ­ნე­უ­ლი წა­მო­ი­ღონ. ჰამ­ბურ­გე­რებს, ფუნ­თუ­შებს, ჩიფ­სებს, გა­ზი­ან სას­მე­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვუკ­რ­ძა­ლავ.

სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ასე­ვე, საყ­რ­დენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი – ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა, ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა. ამი­ტო­მაც ყო­ველ­თ­ვის მო­ვუ­წო­დებ მათ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის­კენ. “

სკო­ლის ექი­მი ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბას ვერ შეძ­ლებს, თუ სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი სა­თა­ნა­დოდ არ იქ­ნა აღ­ჭურ­ვი­ლი. სტან­დარ­ტ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის ექიმ­მა უნ­და აწარ­მო­ოს სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნა­ლი, რო­მე­ლიც უნ­და მო­ი­ცავ­დეს ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას და რო­მე­ლიც 5 წლის შემ­დეგ გა­ნად­გურ­დე­ბა, წაშ­ლის/მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბის გზით. კერ­ძო სკო­ლა „მწიგ­ნო­ბარ­თუ­ხუ­ცე­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი სტან­დარ­ტუ­ლი კომ­პ­ლექ­ტი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­თა­ნა­დო გა­ნა­თე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ჰა­ე­რი­ზა­ცი­ით და მოს­წავ­ლეს­თან დის­კ­რე­ტუ­ლი სა­უბ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ცაა. ექი­მის კა­ბი­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თი­თო­ე­ულ წევ­რ­საც შე­უძ­ლია. პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად, 25-30-ს აღ­წევს. მოს­წავ­ლე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი წა­მა­ლი – „ნახ­ში­რი“, „ესპუ­მი­ზა­ნის ბურ­თუ­ლე­ბი“, „ნურო­ფე­ნი“, „პარა­ცე­ტა­მო­ლი“ და მა­კა ექი­მის „ჯადოს­ნუ­რი წვე­თე­ბია“.

„ბავ­შ­ვე­ბის ძი­რი­თა­დი ჩი­ვი­ლე­ბია მუც­ლის და თა­ვის მსუ­ბუ­ქი ტკი­ვი­ლი. მათ­თ­ვის მაქვს ასე­ვე „ჯადოს­ნუ­რი წვე­თე­ბი“, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ „ცრუ გან­გა­შით“ გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბას შვე­ლის. მქონ­და ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა გო­გო­ნას სის­ტე­მა­ტუ­რად სტკი­ო­და მუ­ცე­ლი. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, ეს იყო სკო­ლა­ში წა­მოს­ვ­ლის სტრე­სის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი, რა­ზეც „ჯადოს­ნურ­მა წვე­თებ­მა“ და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და. თუმ­ცა, საქ­მე უფ­რო სე­რი­ო­ზულ შემ­თხ­ვე­ვებ­თა­ნაც მქო­ნია. მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბი ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავ­და და ბე­ბია ზრდი­და, ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გახ­და. ვთხო­ვე ბე­ბი­ას, სა­თა­ნა­დო კვლე­ვა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ უცა­ბე­დი წო­ნა­ში კლე­ბა სის­ხ­ლ­ში გლუ­კო­ზის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რის შე­სა­ხე­ბაც ოჯახ­ში არა­ფე­რი იცოდ­ნენ. არა­ერ­თხელ აღ­მო­მი­ჩე­ნია მო­ზარ­დებ­ში ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, რაც საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა და დი­დი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბა. ბრტყე­ლი ტერ­ფი, ხერ­ხემ­ლის გამ­რუ­დე­ბა და გულ­ზე შუ­ი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი… ამი­ტომ, ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვა, უნ­და აკონ­ტ­რო­ლონ წო­ნა, არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლია ცურ­ვა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია კვი­რა­ში სა­მი დღე. ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღ­ვე­ვის აღ­მო­ჩე­ნი­სას, პირ­ველ რიგ­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­და­გოგს ვაწ­ვ­დი და შემ­დეგ მშო­ბელს ვუ­კავ­შირ­დე­ბი“.

სკო­ლის ექი­მის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მშობ­ლე­ბის­გან ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გა­უ­წი­ოს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე და ხში­რად მო­ა­ვა­დე მოს­წავ­ლე­ებს. მა­კა ექი­მი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბას დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს, რა­თა მათ­ზე ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს. სკო­ლა­ში არი­ან ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის (დი­ა­ბე­ტი, ეპი­ლეფ­სია) მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­რიცხ­ვა­ზე არი­ან აყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბა­სა და მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

„მშო­ბელ­მა და დამ­რი­გე­ბელ­მა იცი­ან, რომ ყვე­ლა ასე­თი მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ უნ­და მო­მა­წო­დონ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კ­ვ­ნა, რა­თა კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მზად ვი­ყო. რა თქმა უნ­და, შშმ პი­რებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, მიდ­გო­მა მჭირ­დე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი ჩემ­თან მო­დი­ან არა მარ­ტო ტკი­ვი­ლე­ბის და­სა­ყუ­ჩებ­ლად, ხში­რად თა­ვი­ანთ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც მე­სა­უბ­რე­ბი­ან, გან­ც­დებ­ზე, ფიქ­რებ­ზე, ში­შებ­ზე. მე მათ ვე­ი­მე­დე­ბი. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მშობ­ლის­თ­ვის მირ­ჩე­ვია მოს­წავ­ლის ფსი­ქო­ლოგ­თან წაყ­ვა­ნა, მი­სი ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.“

თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის მთა­ვარ პრობ­ლე­მად სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კომ­პი­უ­ტერ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბას, და­ბალ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას და, გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გა­მო, და­უ­ბა­ლან­სე­ბელ კვე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის პრო­პა­გან­და ექი­მე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, მშობ­ლე­ბის სა­ერ­თო ამო­ცა­ნა უნ­და იყოს, რა­საც მა­კა ექი­მიც ეთან­ხ­მე­ბა და მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, მოს­წავ­ლე­ე­ბის კომ­პი­უ­ტერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და დრო­ში შეზღუ­დუ­ლი იყოს, სა­ნაც­ვ­ლოდ კი, აქ­ტი­უ­რად მის­დი­ონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს.

„რა თქმა უნ­და, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა კომ­პი­უ­ტერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ ის ბავ­შ­ვის მე­გო­ბა­რი იყოს და არა მი­სი მტე­რი. თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს მო­ვუ­წო­დებ, კომ­პი­უ­ტე­რის­გან მე­ტი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს, ვიდ­რე ზი­ა­ნი. კომ­პი­უ­ტე­რის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა რომ მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ, აუცი­ლე­ბე­ლია მო­ზარ­დე­ბის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ დის­ციპ­ლი­ნებ­ში. ამით თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ ისეთ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა – სკო­ლი­ო­ზი, ჭარ­ბი წო­ნა, ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტუ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა-სტრე­სი, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა და მრა­ვა­ლი სხვ.“

სკო­ლის ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა იმი­თა­ცაა რთუ­ლი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი, რომ ხში­რად ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მაც უხ­დე­ბა. ამი­ტო­მაც მი­იჩ­ნევს მა­კა ექი­მი, რომ აუცი­ლე­ბე­ლია უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით. ახ­ლა­ხან პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის კი­დევ ერ­თი ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რა. ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და სკო­ლის ექი­მის­თ­ვის ამ სი­ახ­ლე­ე­ბის ცოდ­ნა აუცი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც პე­და­გო­გის, ისე სკო­ლის ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი შემ­ფა­სებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. მათ­თან სა­უ­ბარ­ში კარ­გად ჩანს, რო­გორ ენ­დო­ბი­ან და ეიმე­დე­ბათ მა­კა ექი­მი. „ხან­და­ხან სა­ი­დუმ­ლო­საც მან­დო­ბენ, თან მე­უბ­ნე­ბი­ან – ხომ არა­ვის ეტყ­ვი­თო. თა­ვი­ანთ მე­გობ­რად და მე­სა­ი­დუმ­ლედ მთვლი­ან, რაც მე ძა­ლი­ან მა­ხა­რებს,“ – გვე­უბ­ნე­ბა მა­კა ექი­მი.

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს, ოთახ­ში პა­ტა­რა ბი­ჭი შე­მო­დის, მი­ზე­ზად თა­ვის ტკი­ვილს ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა, რო­გორც სა­უ­ბარ­ში ირ­კ­ვე­ვა, მე­გო­ბარ­ზეა ნაწყე­ნი, რო­მე­ლიც მის ჩან­თას უდი­ე­რად მო­ეპყ­რო. ბი­ჭი გუ­ლის ნა­დებს მა­კა ექიმს უმ­ხელს და გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულს, ფუნ­თუ­შა ლო­ყა­ზე, ერ­თი ორი ცრემ­ლიც უგორ­დე­ბა. მა­კა ექი­მი, და­სამ­შ­ვი­დებ­ლად „ჯადოს­ნურ წვე­თებს“ სთა­ვა­ზობს და ბი­ჭიც, ცო­ტა ხან­ში, კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი გა­დის ოთა­ხი­დან.

და­ბო­ლოს, მა­კა ექი­მი მოს­წავ­ლე­ებს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, მი­სი რჩე­ვაა:

 

  1. სწო­რი კვე­ბა;
  2. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა;
  3. კომ­პი­უ­ტე­რის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. კომ­პი­უ­ტე­რი ბავ­შ­ვის მე­გო­ბა­რი უნ­და იყოს და არა მტე­რი.

მაკა ექი­მი, ჩვენს სკო­ლა­ში, ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი და სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნია. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის გარ­და, ძა­ლი­ან თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და ყუ­რადღე­ბი­ა­ნი მუ­დამ ჩვენს სამ­სა­ხურ­შია. მუ­შა­ობს და­უ­ღა­ლა­ვად, რა­თა ჩვე­ნი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და­იც­ვას რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე მენ­ტა­ლუ­რი. მა­კა ექი­მი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის კარ­გი მე­სა­ი­დუმ­ლეა.
როცა მა­კა ექი­მი ჩვენ გვერ­დი­თაა, არაფ­რის გვე­ში­ნია. გვე­ი­მე­დე­ბა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნავ­და ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, გვას­წავ­ლი­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვას. მის­გან ყო­ველ­თ­ვის ვგრძნობთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას. ჩვენ მი­მართ გა­წე­უ­ლი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის, მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი უზო­მოდ მად­ლი­ერ­ნი ვართ მი­სი. მა­კა ექი­მი თა­ვი­სი საქ­მის ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.
„ყვე­ლა ექი­მი უნ­და იყოს ისე­თი, რო­გო­რიც ჩვე­ნი სკო­ლის მა­კა ექი­მია. ის გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, კე­თი­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყო­ველ­თ­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ყვე­ლა მოს­წავ­ლის მე­გო­ბა­რი, მუ­დამ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ღი­მი­ლით, გუ­ლის­ყუ­რით გვის­მენს და სა­ჭი­რო რჩე­ვა-და­რი­გე­ბას გვაძ­ლევს. მომ­წონს მი­სი „ჯადოს­ნუ­რი წამ­ლე­ბი“, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ავად­მ­ყო­ფო­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია.“
მა­კა ყი­ფი­ანი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები