3 ნოემბერი, კვირა, 2024

მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

spot_img

ნანა გრიგალაშვილი
სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №156 სა­ჯა­რო სკო­ლის პედაგოგი

 

 

სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის. მო­ტი­ვა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ღა­ლია, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­გეგ­მოს და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს რე­სურ­სე­ბი, ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი.

ჩვენ ყვე­ლა ბავ­შ­ვო­ბი­დან მოვ­დი­ვართ და გვახ­სოვს, სკო­ლის ცხოვ­რე­ბი­დან, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე­ე­ბი. ახ­ლა რომ ვკითხოთ ნე­ბის­მი­ერ ზრდას­რულ ადა­მი­ანს, გა­იხ­სე­ნოს სკო­ლა და ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, უმ­რავ­ლე­სო­ბა იხ­სე­ნებს გას­ვ­ლით ან  თვალ­სა­ჩი­ნო რე­სურ­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ ვი­ზუ­ა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებს, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე იმახ­სოვ­რებს არა მარ­ტო სმე­ნით, არა­მედ შე­ხედ­ვით, შე­ხე­ბით და კე­თე­ბით.

რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე დი­დი ხა­ნია ვსა­უბ­რობთ და სის­ტე­მუ­რად ვგეგ­მავთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი კი­დევ უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნია, თუ­კი თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ამ­ზა­დე­ბენ. სწო­რედ ასე­თი რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ მინ­და გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებ­მა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნეს და გა­მო­ვი­ყე­ნეთ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

რე­სურ­სი მა­თე­მა­ტი­კი­სა და ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა, თუმ­ცა, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბა.

რე­სურ­სის შექ­მ­ნის მიზ­ნე­ბი:

პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­და და მოს­წავ­ლე­თა მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის­თ­ვის;

მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტის შე­ძე­ნა, ამო­ცა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა და აღ­მოფხ­ვ­რა.

რე­სურ­სი გახ­ლავთ პოს­ტე­რი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­რე­უ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში შექ­მ­ნეს, რო­დე­საც ხში­რი იყო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა და კლა­სის ნა­წი­ლი და­დი­ო­და სკო­ლა­ში, ნა­წი­ლი კი კვლავ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე იყო. რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფექ­ტუ­რად ორი­ვე ტიპის სწავ­ლე­ბის­თ­ვის.

მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად ვი­ყე­ნებ­დით სხვა­დას­ხ­ვა თვალ­სა­ჩი­ნო ელ­რე­სურსს. თუმ­ცა, რო­დე­საც სკო­ლა­ში დავ­ბ­რუნ­დით, მოს­წავ­ლე­ებს ნაკ­ლე­ბად დახ­ვ­დათ ის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, რაც აღ­ქ­მა­სა და უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით მო­ვი­ფიქ­რეთ ვი­ზუ­ა­ლუ­რი პოს­ტე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ამო­ცა­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სას. მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ი­ძი­ეს, მო­ი­ფიქ­რეს, ზოგს მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ა­წო­და ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლის ვი­ზუ­ა­ლი­ზე­ბა უნ­და მო­ეხ­დი­ნა და დიდ ფორ­მატ­ზე გა­და­ე­წე­რა დი­დი ასო­ე­ბით, გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა ილუს­ტ­რა­ცი­ით. გვერ­დით პა­ტა­რა ფე­რად კონ­ვერტს აკ­რავ­დ­ნენ, ამო­ცა­ნას ამოხ­ს­ნიდ­ნენ და პა­სუხს კონ­ვერ­ტ­ში დებ­დ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა მე­ო­რე კლა­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ეტა­პობ­რი­ვად, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვმუ­შა­ობ­დით ამო­ცა­ნებ­ზე. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო, თუ კარ­გად ამოხ­ს­ნიდ­ნენ ამო­ცა­ნას, პა­სუხს ვი­ღებ­დით კონ­ვერ­ტი­დან და ჩვე­ნი პა­სუ­ხე­ბი ემ­თხ­ვე­ო­და. კლა­სიც სი­ხა­რულს გა­ნიც­დი­და და ამო­ცა­ნის ავ­ტო­რიც, თუმ­ცა, თუ კლა­სი ვერ მი­დი­ო­და სწორ პა­სუ­ხამ­დე, დახ­მა­რე­ბას ვთხოვ­დით კლა­სელს, რომ აეხ­ს­ნა მე­გობ­რე­ბის­თ­ვის. აქაც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი გა­მოს­ვ­ლე­ბი ჰქონ­დათ პოს­ტე­რის შემ­ქ­მ­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც მზად იყ­ვ­ნენ დახ­მა­რე­ბის­თ­ვის.

ქარ­თუ­ლის და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის და­ამ­ზა­დეს გა­მო­ცა­ნე­ბის პოს­ტე­რე­ბი. აქაც დიდ ფორ­მატ­ზე დი­დი ასო­ე­ბით ეწე­რა გა­მო­ცა­ნე­ბი, მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ნა­ხა­ტით და კონ­ვერ­ტ­ში იდო პა­სუ­ხი.

ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის ბავშვებმა წე­ლი­წა­დის დრო­ებ­ზე შექ­მ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ცა­ნე­ბი. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი უფ­რო ეფექ­ტუ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი გავ­ხა­დეთ, გა­მო­ცა­ნე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­მა მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ი­ძი­ეს, ზოგს კი მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ა­წო­და.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, „სლა­ი­დე­ბის“ სა­ხით, ვაწ­ვ­დი­დით მოს­წავ­ლე­ებს და კონ­ვერ­ტის გახ­ს­ნის ეფექ­ტის­თ­ვის ვი­ყე­ნებ­დით მომ­დევ­ნო „სლა­იდს“, ხო­ლო პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას, კონ­ვერტს ვხსნი­დით და ვკითხუ­ლობ­დით ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ პა­სუხს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ვამ­ზა­დეთ რე­სურ­სე­ბი და შემ­დეგ, ნა­ხე­ვა­რი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­მის შე­სა­ბა­მი­სად ვი­ყე­ნებ­დით გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. მე-2 კლა­სის და­სას­რულს კი, მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ა­ფა­სეს რე­სურ­სი და გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც მად­ლო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით და­ჯილ­დოვ­დ­ნენ.

რე­სურ­სი შე­ვი­ნა­ხეთ, რად­გან ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მე-3 კლა­სის და­საწყის­შიც, რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლებ­ზე წი­ნა წლის მა­სა­ლას ვი­მე­ო­რებთ. აგ­რეთ­ვე, შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებს შევ­თა­ვა­ზოთ, გა­მო­ი­ყე­ნონ ამო­ცა­ნე­ბის შეს­წავ­ლი­სას, ქარ­თუ­ლი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მიზ­ნით. რე­სურ­სი წიგ­ნის სა­ხით აეწყო და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, მო­მა­ვალ წლებ­ში, სხვა კლა­სებს გა­დავ­ცეთ და და­ვეხ­მა­როთ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა­ში.

რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და რო­დე­საც ვეტყ­ვით მოს­წავ­ლე­ებს, რომ ეს რე­სურ­სი მე­ო­რეკ­ლა­სელ­მა შექ­მ­ნა, ვფიქ­რობ, უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რო­ცა ეცო­დი­ნე­ბათ, რომ თა­ნა­ტო­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ ამო­ცა­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ.

ხელს შე­ვუწყობთ „თა­ნა­ტოლთ გან­მა­ნათ­ლე­ბელს“ სკო­ლა­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი და მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან, და­ამ­ზა­დონ და შექ­მ­ნან ისე­თი ეფექ­ტი­ა­ნი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო მათ მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს, არა­მედ და­ეხ­მა­რე­ბა უმ­ც­როს მე­გობ­რებს სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები