27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

მო­მა­ვალ­შიც ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გვე­ლო­დე­ბა

spot_img

ჟა­ლე გა­სა­ნო­ვა,

თა­მა­რა მა­მე­დო­ვა

სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­რიხ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი
პედაგოგი – ნანა არაბული

 

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე არა­ერ­თი მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი­სა თუ რე­ფორ­მის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ეს ისე ცხა­დად, ალ­ბათ, არ­სად იგ­რ­ძ­ნო­ბა, რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლებ­ში. ამ პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მაა, რო­მელ­თა მოგ­ვა­რე­ბას კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი (თუნ­დაც 5 სა­ა­თი ან მე­ტი კვი­რა­ში), რა­გინდ სრულ­ყო­ფი­ლი, ამ პრობ­ლე­მას ვერ გა­დაჭ­რის, თუ არა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პრო­ექ­ტე­ბი. სკო­ლა­სა თუ სას­კო­ლო ქსელ­ში ჩემ მი­ერ უამ­რა­ვი პრო­ექ­ტის და­გეგ­მ­ვამ და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ მის­ცა ჩემს მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ეძ­ლი­ათ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და მი­ეღ­წი­ათ წარ­მა­ტე­ბე­ბის­თ­ვის, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ და  რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თვი­თონ მო­გიყ­ვე­ბი­ან.

აქ­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა იმ სკო­ლა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ბა­თუ­მის კერ­ძო სკო­ლა „ევ­რო2000“; თბი­ლი­სის ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის №87 სა­ჯა­რო სკო­ლა; მარ­ნე­უ­ლის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა; ქ. მარ­ნე­უ­ლის ამე­რი­კუ­ლი კუთხე; სას­კო­ლო ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი), რომ­ლებ­მაც მოგ­ვ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გვერ­წ­მუ­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის და წარ­მა­ტე­ბას მე­ტი მო­ტი­ვა­ცია მო­ე­ტა­ნა.

ჩვე­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­იწყო ზუს­ტად იმ დღეს, რო­ცა ჩვე­ნი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბით სავ­სე კლას­ში ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­და. იმ დღი­დან ჩვენ გვჯე­რა, რომ კავ­ში­რი გვაქვს და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან.

ჩვენ ვართ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­რიხ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი – ჟა­ლე გა­სა­ნო­ვა და თა­მა­რა მა­მე­დო­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში ვსწავ­ლობთ და ჩვე­ნი გა­რე­მო მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაა, ქარ­თულს ვსწავ­ლობთ პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან და უკ­ვე სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე ვფლობთ. მაგ­რამ ჩვენ ამ პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ არ ვის­წავ­ლეთ ენა, ჩვენ ვის­წავ­ლეთ და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტრა­დი­ცი­ე­ბი, კულ­ტუ­რა, ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ. იცით რო­გო­რი რთუ­ლი იყო ენის და მი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლა არა­საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბით? ჩვე­ნი სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში არის სულ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან და მი­სი წა­კითხ­ვაც ჩვე­ნი ძა­ლე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არ არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და რთუ­ლია. ამის გა­მო შევ­ქ­მე­ნით ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბი, რო­მელ­შიც კვი­რა­ში ერ­თხელ ვხდე­ბო­დით. ვირ­ჩევ­დით ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან თი­თო ნა­წარ­მო­ებს და ვკითხუ­ლობ­დით ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად. რთულ სიტყ­ვებს გან­ვ­მარ­ტავ­დით, ში­ნა­არსს ვყვე­ბო­დით, სა­ჭი­რო ვი­დე­ო­ებ­სა და ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ­დით, შემ­დეგ კი წა­კითხუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ადაპ­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ას ხელ­ნა­კეთ წიგ­ნე­ბად ვაქ­ცევ­დით, რო­მელ­საც ვურ­თავ­დით ლექ­სი­კონს, ილუს­ტ­რა­ცი­ებს, ზოგ­ჯერ ვა­ში­ნა­არ­სებ­დით რთულ ტექ­ს­ტებს, რომ სხვა ბავ­შ­ვებ­საც შეს­ძ­ლე­ბო­დათ ამ ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვა და გა­გე­ბა. მე­რე ამ ტექ­ს­ტებს სკო­ლის დე­რე­ფან­ში მკითხ­ველ­თა კლუ­ბის ბავ­შ­ვებს ვუ­კითხავ­დით. ეს იყო ჩვე­ნი პრო­ექ­ტის „წიგ­ნის თა­რო“ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ეს გზა ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, უკ­ვე მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თ­დ­ნენ და ეს ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. გარ­და ამი­სა, სხვა სკო­ლებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რეთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, ვი­ყა­ვით მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თა­ზა­ქენ­დის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ყუ­ლა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი.

ეს ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტია იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი­დან, რა­საც ჩვენ ჩვე­ნი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ვეც­ნო­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას უფ­რო ახ­ლოს, ვუ­ფიქ­რ­დე­ბით ჩვენს როლს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ვსწავ­ლობთ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სამ­ყა­როს ახა­ლი ფე­რე­ბით ვხე­დავთ.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­კითხ­ვამ გვას­წავ­ლა, რო­გორ წა­ვი­კითხოთ ზო­გა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ტექ­ს­ტე­ბი, რა­მაც ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა და ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა. ჩე­მი (ჟა­ლე გა­სა­ნო­ვას) ერთ-ერ­თი და­უ­ვიწყა­რი წარ­მა­ტე­ბა იყო შარ­შან თბი­ლი­სის ვა­ჟა ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლო­ბის №87 სკო­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ესე­ების კონ­კურ­ს­ზე „რამ შემ­ქ­მ­ნა ადა­მი­ა­ნად“ პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა და კომ­პი­უ­ტე­რის მო­გე­ბა. თა­მა­რა მა­მე­დო­ვა კი სკო­ლის რჩე­უ­ლი გახ­და და ის და­ა­ჯილ­დო­ვეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნით. კონ­კურ­სის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი ჩარ­გალ­ში, მის სახლ-მუ­ზე­უმ­ში, რაც და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თ­ვის.

ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო რამ, რა­საც ქარ­თუ­ლის სწავ­ლა გვაძ­ლევს, არის ის, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვეს­წ­როთ სა­სურ­ველ კურ­სებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებს. ამ გზით და­ვას­რუ­ლე გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის კურ­სი, რო­მე­ლიც ჩე­მი (თა­მა­რა მა­მე­დო­ვა) ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა იყო. ამ კურ­სის წყა­ლო­ბით შევ­ქ­მე­ნი ჩვე­ნი სკო­ლის კლუ­ბის – „მო­მავ­ლის მა­ტა­რებ­ლის“ ლო­გო, რომელიც წარ­ვად­გი­ნეთ ბა­თუმ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

წელ­საც ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­ვიწყეთ: ქ. ბა­თუმ­ში სკო­ლა „ევ­რო 2000“-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ 3-დღი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში „სა­ქარ­თ­ვე­ლო-კულ­ტუ­რა­თა გზაჯ­ვა­რე­დი­ნი“ მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო ერთ ად­გი­ლას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფე­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. იქ ჩვე­ნი სკო­ლი­დან ოთხ­მა მოს­წავ­ლემ (ჟა­ლე გა­სა­ნო­ვა, თა­მა­რა მა­მე­დო­ვა, თუ­ნარ ალი­ე­ვი და ელ­ჯან ახ­მე­დო­ვი) წარ­ვად­გი­ნეთ თე­მე­ბი ჩვე­ნი ერის კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის, ჩვე­ნი ეთ­ნო­სის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბი­სა და მი­სი ის­ტო­რი­ის, ქარ­თ­ვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის რო­ლის შე­სა­ხებ; ასე­ვე ჩვე­ნი სწავ­ლის პრო­ცე­სი­სა და მას­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

გარ­და კონ­ფე­რენ­ცი­ი­სა, იქ გვქონ­და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო მო­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გილს და­ი­კა­ვებს ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ასე­ვე ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხე­ბიც, მოს­წავ­ლე­ე­ბიც, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი იყო. კონ­ფე­რენ­ცი­ის ბო­ლოს  ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს და კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლე­ბელს გა­დას­ცეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი –  წიგ­ნე­ბი და წიგ­ნის ვა­უ­ჩე­რე­ბი. ასე­ვე მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ერ­თი დე­ტა­ლიც – კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დი­დი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­მოს­ვ­ლამ. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე აღ­მაფ­რ­თო­ვა­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­ურ­პ­რი­ზი. მე – ჟა­ლე გა­სა­ნო­ვა – გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის და­მა­ჯილ­დო­ვა სკო­ლამ ამა­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბით. ეს ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რი და სა­ოც­რე­ბა­სა­ვით ამ­ბა­ვი იყო.

მოკ­ლედ, ამ კონ­ფე­რენ­ცი­ამ ჩვენ დი­დი სი­ხა­რუ­ლით და აღ­ტა­ცე­ბით სავ­სე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა.

ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჯერ კი­დევ 2018-2019 სას­წავ­ლო წელს და­იწყო, რო­ცა ქ. მარ­ნე­უ­ლის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კამ გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი „და­წე­რე სა­ა­ხალ­წ­ლო ზღა­პა­რი“. მე (თა­მა­რა მა­მე­დო­ვა) და ჟა­ლა გა­სა­ნო­ვა ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით კონ­კურ­ს­ში და ჩვენ­მა ზღაპ­რებ­მა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჟი­უ­რის იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა ჩე­მი მოთხ­რო­ბა, რომ მთხო­ვეს შემ­დეგ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც.

ჩვე­ნი სკო­ლის კი­დევ ერ­თი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ უნ­და მო­გიყ­ვეთ, რაც უფ­რო მე­ტი წიგ­ნის წა­კითხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს – ეს არის წლის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც არის ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი – წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, წლის წარ­მა­ტე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს ნა­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი წიგ­ნით გვა­სა­ჩუქ­რებს. ამ ტრა­დი­ცი­ის წყა­ლო­ბით ჩვენ უკ­ვე პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კაც გვაქვს.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­კითხ­ვა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მა­რა: მარ­ნე­უ­ლის ამე­რი­კულ­მა კუთხემ მო­აწყო მკითხ­ველ­თა კონ­კურ­სი, ვის უფ­რო მე­ტი ჰქონ­და წა­კითხუ­ლი და აქაც საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი მი­ვი­ღეთ, ამ­ჯე­რად ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე მოვ­ყე­ვით ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ვი­სა­უბ­რეთ მის იდე­ა­ზე და გად­მოგ­ვე­ცა პლა­ტი­ნი­სა და ოქ­როს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი (დი­დი მად­ლო­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელს, სო­ფი­კო ლე­კი­აშ­ვილს).

გი­ნა­ხავთ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სახ­ლებ­ში მი­დის მშობ­ლებ­თან და მად­ლო­ბას უხ­დის მა­თი შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის­თ­ვის? ჩვენ გვყავს ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც უამ­რავ ახალ იდე­ას გვაწ­ვ­დის, ის­მენს ჩვენს აზრს, ინი­ცი­ა­ტი­ვას და გვეხ­მა­რე­ბა მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ახ­ლა შე­მეც­ნე­ბით ალ­ბო­მებს ვა­კე­თებთ ჩვე­ნი უმ­ც­რო­სი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის, პრო­ექ­ტის „გა­ი­ცა­ნი შე­ნი ქვე­ყა­ნა“ ფარ­გ­ლებ­ში. პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი, რომ­ლის სა­თა­უ­რია „მოგ­ზა­უ­რო­ბა და­იწყე შე­ნი სოფ­ლი­დან – კი­რიხ­ლო“ მი­ეძღ­ვ­ნა ჩვენს სო­ფელს, რომ უფ­რო მე­ტი იცოდ­ნენ ბავ­შ­ვებ­მა თა­ვი­სი სოფ­ლის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს 10 ალ­ბო­მის მომ­ზა­დე­ბას ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ჩვე­ნი სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით გრძელ­დე­ბა და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ერ­თად მო­მა­ვალ­შიც ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გვე­ლო­დე­ბა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები