23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბად აღ­ზ­რ­დის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა

spot_img

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე

პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და ტბელ აბუ­სე­რის­ძის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი

 

პე­და­გო­გი­კა, აღ­ზ­რ­დის ხე­ლოვ­ნე­ბა, რაც დრო გა­დის, მით უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი ხდე­ბა. და ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, რად­გან მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ეპო­ქა­ში კი­დევ უფ­რო გარ­თულ­და ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და. იგი, სკო­ლას­თან ერ­თად, თი­თო­ე­უ­ლი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ოჯა­ხი­სა და მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად ამო­ცა­ნად და სა­პა­ტიო მო­ვა­ლე­ო­ბად იქ­ცა. ამი­ტო­მაც გა­სა­გე­ბია ყო­ვე­ლი პე­და­გო­გი­უ­რი ნა­აზ­რე­ვის უდი­დე­სი რე­ზო­ნან­სი.

ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ლო­ნე­ლი პე­და­გო­გის, თვალ­სა­ჩი­ნო მწერ­ლის, ბავ­შ­ვ­თა გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ექი­მი­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის — იანუშ კორ­ჩა­კის პე­და­გო­გი­კუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა. მას­ში მკითხ­ვე­ლე­ბი პო­უ­ლო­ბენ კე­თილ, ბრძნულ რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს, თე­ო­რი­ულ გან­ზო­გა­დე­ბებს, იძე­ნენ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას. ამი­ტო­მა­ცაა, რომ კორ­ჩა­კის მღელ­ვა­რე ცხოვ­რე­ბა, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ნი­ჭი, ნო­ვა­ტო­რუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა და თე­ო­რი­უ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა სა­ყო­ველ­თაო ინ­ტე­რესს იწ­ვევს არა მარ­ტო პო­ლო­ნეთ­ში, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქეც იგი იყო, არა­მედ მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც. ი. კორ­ჩა­კის წიგ­ნე­ბი და სტა­ტი­ე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს ხალ­ხ­თა მრა­ვალ ენა­ზე. უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში მას­ზე იწე­რე­ბა ნარ­კ­ვე­ვე­ბი და წიგ­ნე­ბი, იქ­მ­ნე­ბა პი­ე­სე­ბი, კი­ნო­ფილ­მე­ბი და ლე­გენ­დე­ბი.

ლე­გენ­დას კი 1942 წლის 5 აგ­ვის­ტოს და­ე­დო სა­თა­ვე. იანუშ კორ­ჩა­კი ობოლ­თა სახ­ლის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი იყო ვარ­შა­ვის გე­ტო­ში. ბავ­შ­ვ­თა სახ­ლის ორა­სი აღ­საზ­რ­დე­ლი ფა­შის­ტებ­მა ტრებ­ლინ­კის ღუ­მე­ლე­ბის „გა­სა­ხუ­რებ­ლად“ გას­წი­რეს. სიკ­ვ­დილ­თან პი­რის­პირ შე­სახ­ვედ­რად მი­მა­ვალ ბავ­შ­ვებს წინ იანუშ კორ­ჩა­კი მი­უძღო­და. ბავ­შ­ვე­ბი მშვი­დად, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ ვა­გო­ნე­ბის­კენ. მა­ტა­რებ­ლის უფ­როს­მა იც­ნო იგი და უთხ­რა:

– „პა­ტა­რა ჯე­კის გა­კოტ­რე­ბა“ თქვენ და­წე­რეთ?

– დი­ახ.

– კარ­გი წიგ­ნია, ბავ­შ­ვო­ბა­ში წა­მი­კითხავს… თქვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ.

– ბავ­შ­ვე­ბი?

– ბავ­შ­ვე­ბი გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან, თქვენ კი შე­გიძ­ლი­ათ დარ­ჩეთ.

– ცდე­ბით. მე სინ­დი­სით არ ვვაჭ­რობ, ყვე­ლა რო­დია არამ­ზა­და, – უპა­სუ­ხა კორ­ჩაკ­მა და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ბავ­შ­ვით ხელ­ში გა­უდ­გა სიკ­ვ­დი­ლი­სა და არ­და­ვიწყე­ბის გზას. ამ­შ­ვი­დებ­და მათ, ზრუ­ნავ­და, რა­თა პა­ტა­რე­ბის გულ­ში არ და­ბუ­დე­ბუ­ლი­ყო სიკ­ვ­დი­ლის მო­ლო­დი­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა. ამ სა­ბე­დის­წე­რო ჟამს მან არ ინ­დო­მა იმა­თი მი­ტო­ვე­ბა, ვის­თა­ნაც ერ­თად და ვის­თ­ვი­საც იღ­ვ­წო­და.

იანუშ კორ­ჩა­კი სამ­წერ­ლო ფსევ­დო­ნი­მია. ეს ფსევ­დო­ნი­მი მან აირ­ჩია პო­ლო­ნე­ლი მწერ­ლის, კრა­შევ­ს­კის, ერთ-ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რის, იანუშ კორ­ჩა­კის, სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით. მი­სი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი კი ჰენ­რიკ გოლ­დ­შ­მიდ­ტია. იგი და­ი­ბა­და 1878 წლის 22 ივ­ლისს, ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში, ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის ოჯახ­ში. თერ­თ­მე­ტი წლის იყო ჰენ­რი­კი, რო­ცა მა­მა გარ­და­ეც­ვა­ლა და მთე­ლი ოჯა­ხის სიმ­ძი­მე მას და­აწ­ვა. დე­და და პა­ტა­რა და რომ ერ­ჩი­ნა, ჯერ კი­დევ მოს­წავ­ლე­ო­ბის წლებ­ში, ხე­ლი მიჰ­ყო რე­პე­ტი­ტო­რო­ბას. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­უყ­ვარ­და მას ბავ­შ­ვე­ბი და მათ­თან მუ­შა­ო­ბა, გა­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, მთე­ლი თა­ვი­სი ძა­ლა და ენერ­გია, ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მო­ზარ­დი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დის, მა­თი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­მე­ში. ერთ-ერთ დღი­ურ­ში იგი წერ­და: „მე… ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ვიზ­რუ­ნო ქვეყ­ნი­სათ­ვის, ხალ­ხი­სათ­ვის. ქვეყ­ნი­სათ­ვის ზრუნ­ვა ნიშ­ნავს არ­სე­ბუ­ლი წყო­ბი­ლე­ბის გარ­დაქ­მ­ნას, ქვეყ­ნის გარ­დაქ­მ­ნა კი – მო­ზარ­დი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და­ყე­ნე­ბას“.

გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ი. კორ­ჩა­კი ვარ­შა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი ხდე­ბა. მთე­ლი გა­ტა­ცე­ბით ეწა­ფე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რას, ამა­ვე დროს გა­ნაგ­რ­ძობს რე­პე­ტი­ტო­რო­ბას და იწყებს მწერ­ლო­ბას. მი­სი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი“, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი მოგ­ვითხ­რობს უპატ­რო­ნო და უსახ­ლ­კა­რო ბავ­შ­ვებ­ზე, მცი­რეწ­ლო­ვან დამ­ნა­შა­ვე­ებ­ზე. 1898 წელს იგი წერს დრა­მას ოთხ მოქ­მე­დე­ბად, რო­მე­ლიც „ვარ­შა­ვის კუ­რი­ე­რის“ ფურ­ც­ლებ­ზე და­ი­ბეჭ­და და მკითხ­ველ­თა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. ამა­ვე წელს მას გა­და­ე­ცა პირ­ვე­ლი პრე­მია წიგ­ნის­თ­ვის „რო­მე­ლი გზით“.

1903 წელს ი. კორ­ჩაკ­მა ინ­ს­ტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და პე­დი­ატ­რი — ბავ­შ­ვ­თა ექი­მი გახ­და. ერ­თი წლის შემ­დეგ კი ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს და შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში გაგ­ზავ­ნეს, სა­დაც რუ­სეთ-იაპო­ნი­ის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აქ კორ­ჩა­კი რუ­სე­თის არ­მი­ის სამ­ხედ­რო ექი­მი იყო, მაგ­რამ თა­ვის საყ­ვა­რელ საქ­მეს მა­ინც არ ივიწყებ­და – წერ­და და აქ­ვეყ­ნებ­და წე­რი­ლებს ბავ­შ­ვებ­ზე და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. სწო­რედ ამ წლებ­ში და­წე­რა მან წიგ­ნი „რო­გორ უნ­და გვიყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი“, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ნა­წარ­მო­ე­ბად ით­ვ­ლე­ბა მწერ­ლის პე­და­გო­გი­კურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ში.

ვარ­შა­ვა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ი. კორ­ჩა­კი, ერ­თხანს, ბავ­შ­ვ­თა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში პე­დი­ატ­რად მუ­შა­ობ­და, ამას­თან, აქ­ვეყ­ნებ­და სტა­ტი­ებს სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში, მაგ­რამ მა­ლე სა­მუ­და­მოდ მი­ა­ტო­ვა ექი­მო­ბა და მთე­ლი თა­ვი­სი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ობოლ ბავ­შ­ვ­თა აღ­ზ­რ­დის საქ­მეს შეს­წი­რა. 1911 წელს, მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ლა­მაზ ად­გი­ლას, ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში, მდი­და­რი ფი­ლან­ტ­რო­პე­ბის სახ­ს­რე­ბით, აშენ­და „ობოლ­თა სახ­ლი“, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ და სწავ­ლობ­დ­ნენ. „ობოლ­თა სახ­ლის“ დი­რექ­ტო­რი და სუ­ლის­ჩამ­დ­გ­მე­ლი იყო „მო­ხუ­ცი დოქ­ტო­რი“ – იანუშ კორ­ჩა­კი.

„ობოლ­თა სახ­ლის“ გარ­და, ი. კორ­ჩაკ­მა, 1919 წელს, უპატ­რო­ნო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნა ინ­ტერ­ნა­ტი „ჩვე­ნი სახ­ლი“, რო­მე­ლიც პროფ­კავ­ში­რე­ბის ხარ­ჯ­ზე არ­სე­ბობ­და და კორ­ჩა­კის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბით მუ­შა­ობ­და. „ობოლ­თა სახ­ლის“ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ირ­ჩე­ო­და სტე­ფა­ნია ვილ­ჩინ­ს­კაია, გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გი და მა­ღა­ლი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი. მი­სი ლა­მა­ზი სი­ცოცხ­ლეც ფა­შის­ტე­ბის მი­ერ მოწყო­ბილ სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნაკ­ში – ტრებ­ლინ­კის გა­ზის კა­მე­რა­ში ჩა­ი­ფერ­ფ­ლა. ბავ­შ­ვ­თა ინ­ტერ­ნატ­ში „ჩვე­ნი სახ­ლი“ ი. კორ­ჩა­კის თა­ნა­შემ­წე, თა­ნა­მო­აზ­რე და ერ­თ­გუ­ლი მე­გო­ბა­რი იყო შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი მა­რია ფალ­ს­კაია, რო­მე­ლიც კორ­ჩაკ­მა, პირ­ვე­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ომის დროს, კი­ევ­ში არ­სე­ბულ პო­ლო­ნელ უპატ­რო­ნო ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­იც­ნო.

1926 წელს, ვარ­შა­ვა­ში, ი. კორ­ჩა­კის რე­დაქ­ცი­ით, გა­მო­დი­ო­და სა­ბავ­შ­ვო გა­ზე­თი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ზეთ „ჩვე­ნი მი­მო­ხილ­ვის“ ყო­ველ­კ­ვი­რე­ულ და­მა­ტე­ბად იქ­ცა. გა­ზე­თი იცავ­და ბავ­შ­ვ­თა ინ­ტე­რე­სებს და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მა­თი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იქ­მ­ნე­ბო­და. შრო­მის საზღა­უ­რად პა­ტა­რე­ბი ჰო­ნო­რარ­საც იღებ­დ­ნენ.

ი. კორ­ჩაკს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი არ ჰყავ­და. მას ბავ­შ­ვე­ბი უყ­ვარ­და და მათ­ზე ზრუნ­ვა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, თა­ვის მთა­ვარ მიზ­ნად გა­ი­ხა­და. მი­სი საქ­მე­ე­ბი, ფიქ­რი და ოც­ნე­ბა, სუ­ლი და გუ­ლი ბავ­შ­ვებს ეკუთ­ვ­ნო­და. იგი მთე­ლი სი­ცოცხ­ლე იმა­ზე ზრუ­ნავ­და, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­კარ­გუ­ლი ღი­მი­ლი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, მათ გუ­ლებ­ში სით­ბო, სი­კე­თე, ცოდ­ნის, შრო­მი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გა­ეღ­ვი­ვე­ბი­ნა. მი­სი ოთა­ხი ბე­რის სა­კანს მო­გა­გო­ნებ­დათ, იხ­სე­ნე­ბენ მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი. იგი მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი „ობოლ­თა სახ­ლის“ სხვენ­ზე, აღ­საზ­რ­დელ­თა სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის თავ­ზე. აქ გა­ა­ტა­რა „მო­ხუც­მა დოქ­ტორ­მა“ ოცი წე­ლი.

იანუშ კორ­ჩა­კი, თა­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვან, ჟან­რობ­რი­ვად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, ერთ ძი­რი­თად მა­გის­ტ­რა­ლურ ხაზს მიჰ­ყ­ვე­ბა – თავ­გა­მო­დე­ბით იცავს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს, ინ­ტე­რე­სებ­სა და ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბებს, ცდი­ლობს აქ­ცი­ოს უუფ­ლე­ბო და ცხოვ­რე­ბის მი­ერ და­ჩაგ­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხი­სათ­ვის სა­სა­ხე­ლო ადა­მი­ა­ნე­ბად.

ი. კორ­ჩა­კის ნა­წარ­მო­ებ­თა­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ირ­ჩე­ვა მოთხ­რო­ბა-ზღა­პა­რი „მე­ფე მა­თი­უშ პირ­ვე­ლი“. მას­ში ნათ­ლა­დაა ასა­ხუ­ლი ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კუ­რი სამ­ყა­რო, მი­სი და­მო­კი­დე­ბი­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ბუ­ნე­ბი­სად­მი, მის­წ­რა­ფე­ბა სი­მარ­თ­ლი­სა და მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი მიზ­ნე­ბი­სა­კენ. მა­თი­უ­ში ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ და­უ­ღა­ლა­ვი მებ­რ­ძო­ლი და სი­მარ­თ­ლის, პა­ტი­ოს­ნე­ბის, უან­გა­რო სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. „ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა იცხოვ­რო, იშ­რო­მო, იბ­რ­ძო­ლო ქვეყ­ნის სი­კე­თი­სათ­ვის“, – აი, მა­თი­უ­შის ცხოვ­რე­ბის კრე­დო.

წიგნს არ­ნა­ხუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად. უფ­რო­სე­ბიც და ბავ­შ­ვე­ბიც ერ­თ­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სით კითხუ­ლობ­დ­ნენ „მა­თი­უშს“. იგი მრა­ვალ ენა­ზე და მათ შო­რის, 1979 წელს, ქარ­თულ ენა­ზეც ითარ­გ­მ­ნა და გა­მო­ი­ცა. ინ­ს­ცე­ნი­რე­ბულ­მა „მა­თი­უშ­მა“ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და საზღ­ვარ­გა­რე­თის არა ერ­თი თე­ატ­რის სცე­ნა მო­ი­ა­რა. დი­დი წარ­მა­ტე­ბე­ბით იდ­გ­მე­ბო­და იგი თბი­ლი­სის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რ­შიც.

ი. კორ­ჩა­კის პე­და­გო­გი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „რო­გორ უნ­და გვიყ­ვარ­დეს ბავ­შ­ვე­ბი“. ეს წიგ­ნი ავ­ტორ­მა პირ­ვე­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ომის წლებ­ში, სამ­ხედ­რო ექი­მად მუ­შა­ო­ბის დროს და­წე­რა, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, „ზარ­ბაზ­ნე­ბის ქუ­ხილ­სა და ტყვი­ე­ბის წვი­მა­ში“.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გარ­და, ი. კორ­ჩაკ­მა აღ­ზ­რ­დის სა­კითხებს მი­უძღ­ვ­ნა ნაშ­რო­მე­ბი: „რო­ცა კვლავ პა­ტა­რა გავ­ხ­დე­ბი“, „სას­კო­ლო გა­ზე­თის შე­სა­ხებ“, „სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო მო­მენ­ტე­ბი“, „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა – პა­ტივს სცემ­დე მას“, „ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი“, „სა­ხუ­მა­რო პე­და­გო­გი­კა“ და მრა­ვა­ლი სხვა.

ი. კორ­ჩა­კი დი­დი ფსი­ქო­ლო­გი და ჰუ­მა­ნის­ტი პე­და­გო­გი იყო. მას უზო­მოდ უყ­ვარ­და ბავ­შ­ვე­ბი. ყვე­ლა თა­ვის წიგ­ნ­სა და სტა­ტი­ა­ში იგი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მხურ­ვა­ლე დამ­ც­ვე­ლად გვევ­ლი­ნე­ბა, ამ­ხელს სი­ყალ­ბე­სა და უსა­მარ­თ­ლო­ბას, რო­მე­ლიც იმ­დ­რო­ინ­დელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სულს უხუ­თავ­და ბავშვს. მი­სი აზ­რით, „ბავ­შ­ვიც ადა­მი­ა­ნია, მარ­თა­ლია, მოზ­რ­დი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი“, რო­მე­ლიც ყუ­რადღე­ბი­ან­მა პე­და­გოგ­მა უნ­და შე­ის­წავ­ლოს და პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ნდო­ბით მო­ე­კი­დოს მას. თვი­თონ კორ­ჩა­კი ზედ­მი­წევ­ნით იცავ­და ამ პრინ­ციპს. იგი ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­კის შეც­ნო­ბის დი­დი ოს­ტა­ტი და მა­თი გუ­ლის მე­სა­ი­დუმ­ლე იყო. წიგ­ნ­ში „ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა – პა­ტივს სცემ­დე მას“ ი. კორ­ჩა­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ზ­რ­და­ში ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დეს იძუ­ლე­ბას, ბავშვს უფ­ლე­ბა აქვს, დარ­ჩეს ისე­თად, რო­გო­რიც არის. პე­და­გო­გი არ უნ­და ცდი­ლობ­დეს ყვე­ლა ბავ­შ­ვის გა­თა­ნაბ­რე­ბას, „ერთ თარ­გ­ზე მოჭ­რას“. მან კარ­გად უნ­და იცო­დეს თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, მა­თი გუ­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი, რა­თა გა­ნეწყოს იმ სი­მის ხმა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავშვს სა­კუ­თა­რი აქვს და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ჟღერს. მაგ­რამ ეს არც ისე ად­ვი­ლია, რად­გან რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი­ცაა, იმ­დე­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბაა. აღ­საზ­რ­დელ­თა კო­ლექ­ტივ­ში შეხ­ვ­დე­ბით ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი­სა და ნე­ბის­ყო­ფის, ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ბავ­შ­ვებს და, მათ­თან ერ­თად, უნე­ბის­ყო­ფო, მში­შა­რა და მორ­ცხ­ვებ­საც, ასე­ვე ე.წ. პე­და­გო­გი­უ­რად თავ­მიშ­ვე­ბულ და ძნე­ლად აღ­საზ­რ­დე­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ბევ­რი სა­ერ­თო აქვთ, ისი­ნი მა­ინც დი­დად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ამი­ტომ სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბე­ბის მიღ­წე­ვა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პე­და­გო­გი დღე­ნი­ა­დაგ უნ­და იხე­დე­ბო­დეს თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლის სულ­ში და დაწ­ვ­რი­ლე­ბით სწავ­ლობ­დეს მათ ნიჭს, უნარს, ხა­სი­ათს, მიზ­ნებ­სა და მის­წ­რა­ფე­ბებს. ამის გა­რე­შე იგი ვერ და­ე­უფ­ლე­ბა ბავ­შ­ვი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის ტექ­ნი­კას, ვერ გა­მო­ნა­ხავს მი­სი „გუ­ლის გა­სა­ღებს“, „სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებს“.

თა­ნა­მედ­რო­ვე­თა გად­მო­ცე­მით, ი. კორ­ჩაკს შე­მო­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი დღი­უ­რი, რო­მელ­შიც თავს უყ­რი­და ბავ­შ­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მა­სა­ლებს. ღა­მით კი, დას­ვე­ნე­ბის მა­გი­ერ, სა­წერ მა­გი­დას უჯ­და და, ბავ­შ­ვებ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ქმნი­და ახალ მხატ­ვ­რულ, პუბ­ლი­ცის­ტურ თუ პე­და­გო­გი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბებს (1920-1930 წლებ­ში მან 10 წიგ­ნი გა­მოს­ცა).

ი. კორ­ჩა­კი მო­ითხოვ­და ბავ­შ­ვის ყო­ველ­მ­ხ­რივ შეს­წავ­ლას, სხვა­დას­ხ­ვა დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში: თა­მაშ­ში, შრო­მა­ში, ამ­ხა­ნა­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და სხვ. სა­ა­მი­სოდ იგი იყე­ნებ­და, ასე­ვე, ამ­ხა­ნა­გუ­რი სა­სა­მარ­თ­ლოს მა­სა­ლებს, წე­რი­ლო­ბით დო­კუ­მენ­ტებს, მას­წავ­ლებ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბით მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და ა.შ., რად­გან ღრმად იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ „შე­იც­ნო ადა­მი­ა­ნი — ეს ნიშ­ნავს, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, შე­ის­წავ­ლო იგი ათა­სი გზი­თა და სა­შუ­ა­ლე­ბით“.

ი. კორ­ჩა­კის­თ­ვის ზო­გა­დი, აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ბავ­შ­ვი არ არ­სე­ბობს. მი­სი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მტკი­ცე­ბით, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი­ცაა, იმ­დე­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თია: ასი ბავ­შ­ვი – ასი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, „ძა­ლის, ცოდ­ნის, ტემ­პე­რა­მენ­ტი­სა და ხა­სი­ა­თის ასი სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე“, რო­მელ­თაც კარ­გად შეს­წავ­ლა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნავს იგი, „ჩვენ არ ვიც­ნობთ ბავშვს, კი­დევ უფ­რო უარე­სი – ვიც­ნობთ ცრურ­წ­მე­ნე­ბით“. ამი­ტომ ად­გი­ლი აქვს აღ­მ­ზ­რ­დელ­სა და აღ­საზ­რ­დე­ლებს შო­რის ხშირ შეხ­ლა-შე­მოხ­ლას.

ი. კორ­ჩაკს აღ­ზ­რ­დის მიზ­ნად ბავ­შ­ვ­თა სუ­ლი­ე­რი ძა­ლე­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მი­აჩ­ნ­და, რა­შიც გა­დამ­წყ­ვეტ როლს სი­კე­თის, სი­ლა­მა­ზი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის აღ­ზ­რ­დას ანი­ჭებ­და. მი­სი აზ­რით, ბავშვს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე უნ­და ვას­წავ­ლოთ სი­კე­თე, სხვებ­ზე ზრუნ­ვა, სხვა­თათ­ვის სი­ხა­რუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა და ამით სა­კუ­თა­რი სი­ხა­რუ­ლის გან­ც­და, რა­საც ვე­რა­ვი­თა­რი სხვა სი­ხა­რუ­ლი ვერ შე­ედ­რე­ბა. წიგ­ნ­ში „ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი“ ი. კორ­ჩა­კი წერს: „მე ხში­რად მი­ფიქ­რია იმა­ზე, რას ნიშ­ნავს „იყო კე­თი­ლი?“ ჩე­მი აზ­რით, კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი – ეს ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნის უნა­რი ქვს და ეს­მის, ვის რა უჭირს, შე­უძ­ლია გა­ი­გოს, ვინ რას გრძნობს“.

ი. კორ­ჩა­კი არ ეთან­ხ­მე­ბა იმ პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც ამ­ტ­კი­ცე­ბენ, რომ ბავ­შ­ვებს უნ­და ვას­წავ­ლოთ მხო­ლოდ სი­კე­თე, ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რ­თა შო­რის სი­ძულ­ვილს, შურს, ბო­რო­ტე­ბა­სა და ცხოვ­რე­ბის სხვა მან­კი­ერ მხა­რე­ებს, ისი­ნი მათ თვალს უნ­და მო­ვა­რი­დოთ. ი. კორ­ჩა­კის აზ­რით, ბავ­შ­ვებ­მა, სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, უნ­და იცოდ­ნენ სი­ძულ­ვი­ლიც, რა­მე­თუ ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. პა­ტა­რებს უნ­და გა­ვაც­ნოთ ცხოვ­რე­ბა ისე, რო­გორც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არის, თა­ვი­სი შუქ-ჩრდი­ლე­ბით, ყო­ველ­გ­ვა­რი და­ფარ­ვი­სა და შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი და­ემ­ს­გავ­სე­ბი­ან სათ­ბურ­ში გა­მოყ­ვა­ნილ ყვა­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც, რო­გორც კი მზე და­ხე­დავს, მა­შინ­ვე ჭკნე­ბი­ან.

1945 წლის იან­ვ­რის დამ­დეგს იანუშ კორ­ჩა­კის გმი­რო­ბა გა­ი­მე­ო­რა ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა და არ­ქი­მან­დ­რიტ­მა, ეროვ­ნე­ბით ქარ­თ­ველ­მა, გრი­გოლ რო­მა­ნო­ზის ძე ფე­რა­ძემ, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ლა­მა­ზი სი­ცოცხ­ლე ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნა­კის გა­ზის კა­მე­რა­ში და­ას­რუ­ლა. კა­მე­რა­ში იგი თა­ვი­სი სურ­ვი­ლით შე­ვი­და, ერთ-ერ­თი მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ებ­რა­ე­ლი მა­მის ნაც­ვ­ლად, რო­მელ­თან ერ­თა­დაც სა­კან­ში იჯ­და. – შენ დი­დი ოჯა­ხი გაქვს: ცო­ლი, ხუ­თი შვი­ლი, – უთხ­რა გრი­გოლ ფე­რა­ძემ მას, – ომი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, მა­შა­სა­და­მე, სი­ცოცხ­ლე უნ­და გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო, რა­თა შეხ­ვ­დე ცოლ-შვილს, უნ­და იცოცხ­ლო მათ­თ­ვის, მე კი შენს ნაც­ვ­ლად მოვ­კ­ვ­დე­ბი მა­თი მო­მავ­ლი­სათ­ვის.

გა­ზის კა­მე­რა­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით შეს­ვ­ლი­დან ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ, გრი­გოლ ფე­რა­ძის ფერ­ფ­ლიც შე­ე­რია პო­ლო­ნე­ლე­ბი­სა და ებ­რა­ე­ლე­ბის, რუ­სე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის, ბე­ლო­რუ­სე­ბი­სა და ბულ­გა­რე­ლე­ბის, ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი­სა და ფრან­გე­ბის – ოს­ვენ­ციმ­ში და­ღუ­პულ სამ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნის – ფერფლს.

მა­ინც ვინ იყო გრი­გოლ ფე­რა­ძე?

იგი იყო მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ნი­ჭის ადა­მი­ა­ნი – პო­ე­ტი და ფი­ლო­სო­ფო­სი, თე­ო­ლო­გი და ლინ­გ­ვის­ტი, ეთ­ნოგ­რა­ფი და პუბ­ლი­ცის­ტი, ის­ტო­რი­კო­სი და კრი­ტი­კო­სი, არ­ქე­ო­ლო­გი და პე­და­გო­გი.

და­ი­ბა­და 1899 წლის 18, ძვე­ლი სტი­ლით, 31 აგ­ვის­ტოს, გურ­ჯა­ა­ნის მაზ­რის სო­ფელ ბა­კურ­ცი­ხე­ში, სხვა ვერ­სი­ით, გო­რის მაზ­რის სო­ფელ სა­ქა­შეთ­ში. მა­მა­მი­სი რო­მა­ნო­ზი იმ დრო­ი­სათ­ვის საკ­მა­ოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცი ყო­ფი­ლა. და­უმ­თავ­რე­ბია გო­რის სე­მი­ნა­რია, სა­დაც ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას­თან ერ­თად უს­წავ­ლია და მას­თან ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია. იქ­ნებ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ პა­ტა­რა გრი­გოლ­მა, ჯერ კი­დევ დაწყე­ბით კლა­სებ­ში, ლექ­სე­ბის წე­რას მიჰ­ყო ხე­ლი, რა­საც იგი შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­შიც გა­ნაგ­რ­ძობ­და. ლექ­სებს გრი­გო­ლი აქ­ვეყ­ნებ­და ჟურ­ნა­ლებ­ში „ჯე­ჯილ­სა“ და „ნა­კა­დულ­ში“.

თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გრი­გოლ ფე­რა­ძე ერ­თხანს მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობს სოფ­ლებ­ში – ხან­დაკ­სა და მა­ნავ­ში, მაგ­რამ მა­ლე პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას თავს ანე­ბებს და ისევ დე­და­ქა­ლაქ­ში ბრუნ­დე­ბა. აქ იგი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის წრე­ში ტრი­ა­ლებ­და და მათ იდე­ებს იზი­ა­რებ­და, აქ­ტი­უ­რად იბ­რ­ძო­და მცი­რე­რიცხო­ვა­ნი ერე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ამ პე­რი­ოდ­ში გრი­გო­ლი გა­ეც­ნო და და­უ­ახ­ლოვ­და მას­ზე ასა­კით ბევ­რად უფ­როსს, დიდ მეც­ნი­ერ ნი­კო მარს. მი­სი რჩე­ვით, გრი­გოლ­მა სწავ­ლა გა­ნაგ­რ­ძო ახ­ლად გახ­ს­ნილ თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სიბ­რ­ძ­ნის­მეტყ­ვე­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, 1921 წელს კი კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძემ და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი თე­ო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, არ­ტურ ლა­ის­ტის დახ­მა­რე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს. აქ იგი ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­ო­ლო­გი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლურ ენებს ეუფ­ლე­ბო­და, შემ­დეგ კი ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­ვი­და და 1926 წელს და­ას­რუ­ლა. ამა­ვე წელს, მას ნაშ­რო­მის­თ­ვის „მო­ნაზ­ვ­ნო­ბის და­საწყი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა და პრი­ვატ-დო­ცენ­ტი გახ­და.

ამა­სო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­ყარ­და და უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თ­ვე­ლებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ. გრი­გო­ლი ინ­გ­ლის­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და იქ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა. ეც­ნო­ბო­და ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­სა და ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ცულ უძ­ვე­ლეს ხელ­ნა­წე­რებ­სა და მა­სა­ლებს. მა­ლე იგი ბონ­ში მი­იწ­ვი­ეს, რა­თა ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კითხა ქარ­თულ და სომ­ხურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე.

მოკ­ლე ხან­ში 12-ზე მე­ტი ენა შე­ის­წავ­ლა. გერ­მა­ნუ­ლი და პო­ლო­ნუ­რი ენე­ბის გარ­და, სრულ­ყო­ფი­ლად ფლობ­და ფრან­გულ, ინ­გ­ლი­სურ, ძველ და ახალ ბერ­ძ­ნულ, ლა­თი­ნურ, ებ­რა­ულ, სომ­ხურ, სპარ­სულ, არა­ბულ, სი­რი­ულ, რუ­სულ, ძველ­ს­ლ­ავურ და სხვა ენებს. ამი­ტო­მაც იყო, რომ მას ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად იწ­ვევ­დ­ნენ ავ­ს­ტ­რი­ის, გერ­მა­ნი­ის, ინ­გ­ლი­სის, საფ­რან­გე­თის, სა­ბერ­ძ­ნე­თის, იტა­ლი­ის, ბულ­გა­რე­თის, რუ­მი­ნე­თის ქა­ლა­ქებ­ში, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი და ძვე­ლი სომ­ხუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კითხებ­ზე, ასე­ვე ამ ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე. მი­სი ლექ­ცი­ე­ბი ყველ­გან და ყო­ველ­თ­ვის მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და, მათ და­დე­ბი­თად აფა­სებ­და პრე­სა.

1932 წლი­დან გრ. ფე­რა­ძე ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ის სა­კითხებ­ზე, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პატ­რო­ლო­გი­ის კა­თედ­რას მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი თე­ო­რი­ის სა­კითხებ­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ მან მრა­ვა­ლი მო­ნოგ­რა­ფია, სტა­ტია და გა­მოკ­ვ­ლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გი­ის დარ­გ­ში, რო­მელ­თა შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: „ეპის­ტო­ლე წმინ­დი­სა დი­ო­ნი­სი­ო­სი ბრძენ­მ­თავ­რი­საი და ათო­ნელ­თა ეპის­კო­პო­სი­საი“, „ბე­სა­რი­ონ გა­ბაშ­ვი­ლის გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ლექ­სე­ბი უორ­დ­რო­პის კო­ლექ­ცი­ი­დან“, „ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პრობ­ლე­მე­ბი, „ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ქარ­თულ თარ­გ­მა­ნებ­ში“, „ბიბ­ლი­ის ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნის სა­კითხი­სათ­ვის“, „ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო ელე­მენ­ტე­ბის გავ­ლე­ნა ბალ­კა­ნე­თის ხალ­ხე­ბის კულ­ტუ­რა­ზე“ და მრა­ვა­ლი სხვა. საზღ­ვარ­გა­რეთ იგი ფარ­თო პრო­პა­გან­დას უწევ­და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, ვი­საც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უდი­დეს პო­ე­ტად თვლი­და.

გრი­გოლ ფე­რა­ძის დი­დი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ბერ­ძ­ნუ­ლი სა­პატ­რი­არ­ქოს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 162 ძველ­ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის აღ­მო­ჩენა-და­მუ­შა­ვე­ბა. მან მი­აკ­ვ­ლია გრი­გოლ ბა­კუ­რი­ა­ნის ძის პეტ­რი­წო­ნის აკა­დე­მი­ის ტი­პი­კონს, ათონ­ზე შე­ი­ძი­ნა 15 ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი, ხო­ლო პო­ლო­ნე­თის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ მო­ნას­ტ­რებ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ად­რე­უ­ლი და შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დიდ­ძა­ლი პა­ლე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. იგი იყო და­მა­არ­სე­ბე­ლი და რე­დაქ­ტო­რი ჟურ­ნა­ლე­ბი­სა „ჯვა­რი ვა­ზი­სა“ და „პატ­რო­ლო­ჟი­ნი­სა“ (პო­ლო­ნურ ენა­ზე). მან ძველ­ბერ­ძ­ნუ­ლი­დან თარ­გ­მ­ნა „ქე­ბა­თა ქე­ბა“, ქარ­თუ­ლი­დან ინ­გ­ლი­სუ­რად კი – კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის გა­მო­ცე­მა „შო­ბის გან­ჩი­ნე­ბა“, გა­მოკ­ვ­ლე­ვა „უცხო­უ­რი ავ­ტო­რე­ბი ძველ ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში“ და სხვა.

საზღ­ვარ­გა­რეთ გრ. ფე­რა­ძეს მტკი­ცე მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და ისეთ თვალ­სა­ჩი­ნო მეც­ნი­ე­რებ­სა და მწერ­ლებ­თან, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: პე­ტერ­სი, გერ­ჰარ­დ­ტი, ბა­უმ­შ­ტარ­კი, ელუ­ა­რი, მე­ჩის­ლავ იას­ტ­რო­ნი, აგ­რეთ­ვე ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი – ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი, მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი, რა­ფა­ელ ივა­ნიც­კი – ინ­გი­ლო, ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გვა­ზა­ვა, კა­ლის­ტ­რა­ტე სა­ლია და სხვე­ბი.

გრი­გოლ ფე­რა­ძემ დი­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გა­ტა­ნი­ლი ეროვ­ნუ­ლი გან­ძის შე­ნახ­ვა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ში. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ფა­შის­ტებ­მა, რო­ცა თით­ქ­მის მთე­ლი ევ­რო­პა და­იპყ­რეს, შე­იტყ­ვეს, რომ საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ ბან­კ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი ქო­ნე­ბა ინა­ხე­ბო­და. ამ ქო­ნე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად მათ გრი­გოლ ფე­რა­ძე მი­იწ­ვი­ეს, რო­გორც ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი და ექ­ს­პერ­ტი. მა­მა გრი­გოლ­მა, დი­დი რის­კის ფა­სად, ფა­შის­ტებს გა­ნუცხა­და, რომ ეს ქო­ნე­ბა არა­ვი­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და. ის მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საა ძვირ­ფა­სი, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბაო. ფა­შის­ტე­ბი ენ­დ­ნენ გა­მო­ჩე­ნილ მეც­ნი­ერს და გან­ძ­ზე ფიქრს თა­ვი ანე­ბეს.

მე­ო­რე მსოგ­ლიო ომ­მა გრი­გოლ ფე­რა­ძეს პო­ლო­ნეთ­ში მო­უს­წ­რო. ამ დროს იგი იყო ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და არ­ქი­მან­დ­რი­ტი. ფა­შის­ტებ­მა გრი­გო­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის. ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ზე მი­მაგ­რე­ბულ მე­მო­რი­ა­ლურ და­ფა­ზე, გერ­მა­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გვა­რებ­თან ერ­თად, გრი­გოლ ფე­რა­ძის გვა­რი­ცაა ამოტ­ვიფ­რუ­ლი.

გრი­გოლ ფე­რა­ძე ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის თით­ქ­მის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია, რად­გან ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ყო­ველ­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დ­ნენ მი­სი სა­ხე­ლის დის­კ­რე­დი­ტა­ცი­ა­სა და მიჩ­ქ­მალ­ვას. იმის გა­მო, რომ იგი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და, ლა­მის ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტედ იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი. არა­და, მას ეროვ­ნუ­ლი, ქარ­თუ­ლი საქ­მის გარ­და, არა­ფე­რი უკე­თე­ბია. ამა­ზე მეტყ­ვე­ლე­ბენ მი­სი ნაშ­რო­მე­ბი.

იმი­სათ­ვის, რომ უკეთ გა­ეც­ნოს ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლი გრი­გოლ ფე­რა­ძის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას, სა­ჭი­როა მას­ზე შე­იქ­მ­ნას კი­ნო­ფილ­მე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი და მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ფარ­თოდ გა­შუქ­დეს მი­სი ცხოვ­რე­ბა და სა­მეც­ნი­ე­რო-პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბად აღ­ზ­რ­დის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას არ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ვიხ­სე­ნოთ ისევ ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სო­რი იოსებ ჟორ­და­ნია, რო­მელ­მაც თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის კა­ტას­ტ­რო­ფის დროს თა­ვი­სი მაშ­ვე­ლი რგო­ლი ერთ უბი­ლე­თო უცხო­ელ გო­გო­ნას და­უთ­მო, თვი­თონ კი ცურ­ვა არ იცო­და და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე.

ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი საკ­მაოა, სა­ჭი­როა მხო­ლოდ მა­თი მო­ძი­ე­ბა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა მო­ზარ­დი თა­ო­ბის ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები