27 ივლისი, შაბათი, 2024

„მომავალი განათლებაშია“ – ვიდეოკონკურსში გამარჯვებულები ცნობილია

spot_img
22 ივლისს, განათლების კოალიციის ინიციატივითა და EPAM Georgia-ს სპონსორობით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გამოცხადებული ვიდეოკონკურსის მომავალი განათლებაშია გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ვიდეოკონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

ანი ჯანელიძე, ქუთაისი N7 საჯარო სკოლა;

მარიამ მუკვანი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

მარიამ ჩაგუნავა, თბილისის N182 საჯარო სკოლა.

პრიზები ასე გადანაწილდა: I ადგილი – iPhone 12 და II-III ადგილები – iPad 9th.

ვიდეოკონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იყო. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ საზეიმო დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში, პირველი გამოცდილება და მცდელობაა, კონკურსის ფორმატში, აქტიურად ჩართონ და მოიზიდონ ახალგაზრდები, რათა მათი ყურადღება მიიქციონ იმ საკითხების მიმართ, რასაც ეროვნული ჯილდოს კამპანია ემსახურება. „ამ კამპანიის მთავარი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ უკეთესი განათლება მიიღონ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ და მათივე ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. წლევანდელი წელი, ამ მიმართულებით, გარკვეულწილად, დებიუტი იყო. ვეცადეთ, საინტერესო ფორმატი შეგვეთავაზებინა ახალგაზრდებისთის და იმედია, გამოგვივიდა. შეიძლება მიზნობრივი კონკურსი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საუკეთესო საშუალებად იქცეს იმისთვის, რომ იმაზე მეტად აღმოვჩნდეთ ახალგაზრდების ყურადღების ცენტრში, ვიდრე აქამდე ვიყავით. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ წელს განსაკუთრებით გაგვახარა იმ ფაქტმაც, რომ ნომინაციების წარდგენების დროს, ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მასწავლებლებს მათივე მოსწავლეები, ახალგაზრდები ან ყოფილი მოსწავლეები წარადგენდნენ. მოსწავლეთა ჩართულობა, თუნდაც ნომინაციების კუთხით, წელს მართლაც გაზრდილია. ეს კი იმედის მომცემია. მომავალში გვინდა, კიდევ უფრო გავზარდოთ კომუნიკაცია მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, რადგან მათი ჩართულობის გარეშე ჩვენი მიზნის მიღწევა არც თუ ისე ადვილი იქნება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდები არიან. მასწავლებლის პროფესიის მიმართ მეტი ინტერესის გაღვივებაც, პირველ რიგში, სწორედ ახალგაზრდებს შორის გვინდა“ – აღნიშნა ირინა ხანთაძემ.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდაშესარჩევი ტური– ვიდეო თემაზე: „ერთი დღე მოსწავლის/სტუდენტის ცხოვრებიდან“ და ფინალური ტური – ვიდეო თემაზე: „მომავალი განათლებაშია“.

კონკურსის პირობის თანხმად, შესარჩევ ტურში მონაწილეობა 14-დან 25 წლამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მათ უნდა მოემზადებინათ 15-დან 60 წამამდე ვიდეო, თემაზე „ერთი დღე მოსწავლის/სტუდენტის ცხოვრებიდან“. ვიდეოს გადაღება კონკურსანტს ნებისმიერი მოწყობილობით შეეძლო, აუდიო და გრაფიკული ეფექტების გამოყენებით. კონკურსის მთავარი პირობა იყო, თანატოლებისთვის საინტერესოდ გაეზიარებინათ თავიანთი სათქმელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე – გამოწვევებსა და ინტერესებზე. ფინალურ ტურში გადასულ კონკურსანტებს, პროექტის ფარგლებში, ვიდეოხელოვნების პრაქტიკული ვებინარები შესთავაზეს, რომლის დასრულების შემდგომ, მათ გარკვეული დრო მიეცათ, მეორე ვიდეოს მოსამზადებლად, თემზე – „მომავალი განათლებაშია“.

მეორე ტურში 24 აპლიკანტი გადავიდა და ვფიქრობთ, 24-ვე გამარჯვებულია,- ამბობს ირინა ხანთაძე, – რადგან მათ ძალიან საინტერესო გამოცდილება შეიძინეს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პროექტის კონსულტანტს, „ფინალისტების მასწავლებელს“, თემო თეთრაშვილს, რომელმაც თავი არ დაზოგა და ძალიან საინტერესო ვებინარები შესთავაზა ფინალისტებს. ვფიქრობ, სწორედ ეს სასწავლო კურსი და გამოცდილება დაეხმარა აპლიკანტებს, გაეღრმავებინათ ცოდნა და ფინალში წარსადგენი ნამუშევრები შეექმნათ.“

ვიდეოკონკურსის სამივე გამარჯვებული მადლობას უხდის პროექტის წარმომადგენლებს საინტერესო კონკურსის შეთავაზებისთვის. პირველი ადგილის მფლობელი ანი ჯანელიძე ამბობს, რომ არ ელოდა გამარჯვებას, თუმცა, ძალიან ბედნიერია და ფიქრობს, რომ „ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს, რათა განვვითარდეთ ჩვენც და ყველანი ჩვენ გარშემო.“ მარიამ მუკვანი კონკურსს „ძალიან მაგარ“ პროექტად აფასებს და დარწმუნებულია, „პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მომავალშიც აუცილებლად გამომადგება“. მესამე გამარჯვებული – მარიამ ჩაგუნავა ხაზს უსვამს, რომ: „პროექტი ძალიან კარგად იყო მოსწავლეზე მორგებული. რაც მთავარია, ცოდნას, რომელიც პროექტით შევიძინე, დაწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ბევრ რამეში გამოვიყენებ.“

ლალი ჯელაძე

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები