მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში — სარ­გე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, სარ­გე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის­თ­ვის

199

ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ექ­ს­პერ­ტი

 

 

⇒ რას ნიშ­ნავს მოკლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი და ვის შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს ამ პროგ­რა­მით?

⇒ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი ფორ­მაა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ზრდას­რულ მო­ქა­ლა­ქეს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ამ პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, გა­მო­ი­მუ­შა­ოს ის აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ესა­ჭი­რო­ე­ბა დამ­საქ­მე­ბელს. ამ პროგ­რა­მის გავ­ლით ზრდას­რულს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­ძე­ნი­ლი უნა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იპო­ვოს და წარ­მა­ტე­ბით და­საქ­მ­დეს. უფ­რო გა­სა­გე­ბად რომ ავ­ხ­ს­ნა, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­და­მზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა დამ­საქ­მებ­ლის დაკ­ვე­თის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. კონ­კ­რე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას აძ­ლევს დაკ­ვე­თას, რომ ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­მუ­შაო ძა­ლა, რო­მელ­საც აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. ბიზ­ნე­სის დაკ­ვე­თის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ი­მუ­შა­ვებს მოკ­ლე­ვა­დინ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა სას­წავ­ლო გეგ­მის­გან, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის­გან, სწავ­ლის შე­დე­გე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კან­დი­და­ტუ­რე­ბის­გან, რო­მელ­თაც უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სწავ­ლე­ბა სას­წავ­ლე­ბელ­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის ად­გილ­ზე. მას შემ­დეგ, რაც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ბიზ­ნეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ი­მუ­შა­ვებს პროგ­რა­მას, წა­რად­გენს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, რა­თა მი­ი­ღოს პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პროგ­რა­მის ხა­რისხს სა­ხელ­მ­წი­ფო ადებს სა­კუ­თარ ნი­შანს.

შემ­დე­გომ ეტაპ­ზე უკ­ვე სას­წავ­ლე­ბე­ლი აცხა­დებს მი­ღე­ბას კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც და­უკ­ვე­თა სას­წავ­ლე­ბელს ბიზ­ნეს­მა. შუ­ა­ლე­დებ­შიც არის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი, რო­მელ­საც პროგ­რა­მის ამუ­შა­ვე­ბამ­დე გა­დის პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა დე­ტალს აქ ვერ მოვ­ყ­ვე­ბით და ჩე­მი მცდე­ლო­ბაა, და­გა­ნა­ხოთ ის ძი­რი­თა­დი გზა, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს ბიზ­ნესს, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­სა და სწავ­ლის მსურ­ველ მო­ქა­ლა­ქეს ერ­თ­მა­ნეთ­თან.

კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მა­ზე მსურ­ველ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის შემ­დ­გომ იწყე­ბა სწავ­ლა. რად­გან თა­ვი­დან­ვე ბიზ­ნე­სია მთა­ვა­რი დამ­კ­ვე­თი ამ პროგ­რა­მი­სა. შე­სა­ბა­მი­სად, ბიზ­ნე­სი თვალს ადევ­ნებს პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის პროგ­რესს და სა­კუ­თარ მო­მა­ვალ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­საც მათ შო­რის მო­ი­აზ­რებს. მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი და­საქ­მე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია, თუმ­ცა, თუ რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ის­წავ­ლის სტუ­დენ­ტი და და­ა­ინ­ტე­რე­სებს დამ­საქ­მე­ბელს, ეს თა­ვად მო­ქა­ლა­ქის, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის გა­და­საწყ­ვე­ტია. ყვე­ლა დამ­საქ­მე­ბე­ლი ეძებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ან, სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ, და­მო­უ­კი­დე­ბელ და კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კადრს. ეს ის თვი­სე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ვა­დი­ან პროგ­რა­მებ­ში ასე პირ­და­პირ არ ის­წავ­ლე­ბა. ეს უნა­რე­ბი და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­მა თა­ვად უნ­და გა­მო­ი­მუ­შა­ოს და, პრო­ფე­სი­ულ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან ერ­თად, აჩ­ვე­ნოს დამ­საქ­მე­ბელს. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველს რე­ა­ლუ­რი და ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა ეხ­სე­ნე­ბა იმი­სათ­ვის, რომ და­საქ­მ­დეს და იცხოვ­როს კე­თილ­დღე­ო­ბა­ში. მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ამა­ში თა­ვად მო­ქა­ლა­ქეს ენი­ჭე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო კი ხელ­შემ­წყობ პი­რო­ბებს ქმნის და აფი­ნან­სებს გა­ნათ­ლე­ბას ზრდას­რუ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის.

⇒ რა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვ­ლე­ბი აქვს ამ პროგ­რა­მებს?

⇒ პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი შე­უწყო გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მამ, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით. ჩვენ ბევ­რი ვის­წავ­ლეთ უცხო­უ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბით შვე­ი­ცა­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლი­ოს ოქ­როს სტან­დარ­ტი შვე­ი­ცა­რიაა. უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვ­ლე­ბის შექ­მ­ნა აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და იმი­სათ­ვის, რომ პრო­ცე­სი ლე­გი­ტი­მუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭა ამ პრო­ცეს­ში იმ ფაქტს, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, მო­ქა­ლა­ქეს ეძ­ლე­ვა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი. ეს სერ­ტი­ფი­კა­ტი ერ­თ­გ­ვა­რი ხა­რის­ხის ნი­შა­ნია იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ულ­მა სტუ­დენ­ტ­მა მი­ი­ღო ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და და­დას­ტურ­და კონ­კ­რე­ტუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ. სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ვებ­გ­ვერ­დ­ზე და მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ აქ გან­თავ­სე­ბულ ლინ­კ­ზე:

http://mes.gov.ge/content.php?id=9133&lang=geo

აქ­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის, ონ­ლა­ინ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აუცი­ლებ­ლად ვიტყ­ვი შემ­დეგს: ინ­ფორ­მა­ცი­ის და გან­სა­კუთ­რე­ბით სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვრე­ლი ფაქ­ტო­რია ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბი­სათ­ვის. მათ შო­რის ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა (მა­გა­ლი­თად, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის, პრო­ფე­სი­ის, დამ­საქ­მებ­ლის, შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ.) აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რია დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში. ამი­ტომ, წარ­მა­ტე­ბის ძი­ე­ბის გზა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერ­თი საწყი­სი და აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ სა­სურ­ველ სამ­სა­ხურ­ში, სა­სურ­ველ გა­რე­მო­ში საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა შევ­ძ­ლოთ.

⇒ რო­მე­ლია დღეს მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ში?

⇒ ამ შე­კით­ხვას ხში­რად სვა­მენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი და მა­თი ინტე­რე­სი სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია. მათ სურთ და­ე­უფ­ლონ იმ პრო­ფე­სი­ას, რო­მე­ლიც მოთხოვ­ნა­დია დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან და რო­მე­ლიც მათ და­საქ­მე­ბის რე­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია. მაგ­რამ ამ­გ­ვა­რი ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბო­და არა­საკ­მა­რი­სი, თუ ის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სფე­როს­თან არ იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი — ეს არის თა­ვად მო­ქა­ლა­ქის, ზრდას­რუ­ლის ინ­ტე­რე­სის სფე­რო. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნე­ბით შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ხართ, გიყ­ვართ ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვა-შე­ხა­მე­ბა, მო­დე­ლე­ბის კე­თე­ბა, სახ­ლის ში­და ან გა­რე დი­ზა­ინ­ში ვარ­ჯი­ში, მაგ­რამ შრო­მის ბაზ­რის კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სიაა მზა­რე­უ­ლო­ბა და ამი­ტომ აქ ჩა­ბა­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის კე­თე­ბა თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო არ არის. ად­რე თუ გვი­ან, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ აკე­თებთ საქ­მეს, რო­მე­ლიც არ გიყ­ვართ. ასე­თი მიდ­გო­მით კი, ერ­თი ფრუს­ტ­რა­ცი­ი­დან, მა­გა­ლი­თად, სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბი­დან, მე­ო­რე ფრუს­ტ­რა­ცი­ა­ში, არა­სა­სურ­ვე­ლი საქ­მის კე­თე­ბა­ში გა­და­ვარ­დე­ბით და ეს არ იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, თუ ადა­მი­ა­ნი საქ­მეს სიყ­ვა­რუ­ლით არ აკე­თებს, იმის შან­სი, რომ ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, ნაკ­ლე­ბია. სა­კუ­თა­რი მდგო­მა­რე­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო და ფრუს­ტ­რი­რე­ბულ სა­მუ­შაო კადრს არც დამ­საქ­მე­ბე­ლი ირ­ჩევს სი­ა­მოვ­ნე­ბით, ამი­ტომ ჩე­მი რე­კო­მენ­და­ცია ასე­თია: თვა­ლი ვა­დევ­ნოთ შრო­მის ბა­ზარს, გარ­და კვლე­ვე­ბი­სა, ამა­ში, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის შეს­წავ­ლაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და შე­ვუ­სა­ბა­მოთ შე­დე­გე­ბი იმას, რაც გვიყ­ვარს და გვა­ინ­ტე­რე­სებს. ამ­გ­ვა­რი შე­თავ­სე­ბით ზრდას­რულს რე­ა­ლუ­რი შან­სი ეძ­ლე­ვა, ის­წავ­ლოს, და­საქ­მ­დეს, ან­და, სუ­ლაც, სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი წა­მო­იწყოს. ამ­გ­ვა­რი წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თი არა­ერ­თია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში.

⇒ რო­მე­ლი კო­ლე­ჯე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ მოკ­ლე­ვა­დი­ან მომ­ზა­დე­ბა/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებს და რო­მელ რე­გი­ო­ნებ­ში?

— ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი უნ­და იყოს, რო­გორც ეს სა­თა­ურ­ში­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს და­ეხ­მა­როს, მი­ი­ღონ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია და და­იწყონ მოქ­მე­დე­ბა წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის. ეს გზა კი, სწო­რედ იმ სას­წავ­ლებ­ლე­ბით იწყე­ბა, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ვა­დი­ან და ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზო­ბენ ზრდა­რუ­ლებ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველ პი­რებს.

ყვე­ლა სა­ჯა­რო კო­ლე­ჯის, ყვე­ლა კერ­ძო კო­ლე­ჯი­სა თუ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, რო­მე­ლიც პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს, სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ აქ:

http://mes.gov.ge/content.php?id=215&lang=geo

და­უ­კავ­შირ­დით სას­წავ­ლებ­ლებს, მო­ითხო­ვეთ კონ­სულ­ტა­ცია, და­ნიშ­ნეთ შეხ­ვედ­რა, მი­დით ად­გილ­ზე და ნა­ხეთ სას­წავ­ლე­ბე­ლი, პერ­სო­ნა­ლი, მი­ი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ, აარ­ჩი­ეთ თქვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი. იმ 200-ზე მეტ პრო­ფე­სი­ა­ში, რო­მელ­თაც სას­წავ­ლებ­ლე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ მსურ­ვე­ლებს, აუცი­ლებ­ლად ნა­ხავთ თქვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე გა­გიყ­ვანთ.

⇒ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი ასე­ვე სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია ბიზ­ნე­სი­სათ­ვის, რა უნ­და გა­ა­კე­თოს ბიზ­ნეს­მა , რომ ამ პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლოს?

— ბიზ­ნესს თა­ვად შე­უძ­ლია გახ­დეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის ინი­ცი­ა­ტო­რი­ცა და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლიც. რა გზა უნ­და გა­ი­ა­როს ამი­სათ­ვის ბიზ­ნეს­მა, ამ თე­მა­ზე მო­მა­ვალ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვი­სა­უბ­რებთ, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ერ­თად.

 

მა­თე ტა­კი­ძე

კო­ლეჯ „სპექ­ტ­რის“ დი­რექ­ტო­რი

 

 

⇒ ბა­ტო­ნო მა­თე, რას სთა­ვა­ზობს თქვე­ნი კო­ლე­ჯი მო­ქა­ლა­ქე­ებს, ვის შე­უძ­ლია, რომ მოგ­მარ­თოთ?

⇒ პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი „სპექ­ტ­რი“ მო­ქა­ლა­ქე­ებს სთა­ვა­ზობს სამ­შე­ნებ­ლო ინ­ჟი­ნე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, რო­გორც გრძელ­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის, ასე­ვე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებს, ჯამ­ში, 19 მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ­თან სახე­­ლ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ზრდას­რუ­ლებს, ასე­ვე სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დებს. 2021-2022 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის ერ­თი კარ­გი სი­ახ­ლე გვაქვს — 9 კლა­სის გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პროგ­რა­მა­ზე ის­წავ­ლონ, სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ელექ­ტ­რო­ო­ბა, ჰა­ე­რის კონ­დი­ცი­რე­ბა და სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა. ეს 3-წლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მი­ი­ღონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ასე­ვე, კო­ლეჯ­ში, ად­გილ­ზე­ვე, აიღონ სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი.

⇒ რო­გო­რია მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა, თუ იჩე­ნენ ინ­ტე­რესს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი? რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა?

⇒ გა­სუ­ლი ორი წლის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მებ­ზე, სა­შე­მოდ­გო­მო და სა­გა­ზაფხუ­ლო მი­ღე­ბებ­ზე, წლი­უ­რად, ჯამ­ში, 800-მდე მო­ქა­ლა­ქე გახ­და ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი. ძა­ლი­ან მა­ღა­ლია მოთხოვ­ნა მოკ­ლე­ვა­დი­ან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე, ხში­რად აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც მოგ­ვ­მარ­თა­ვენ, რო­მელ­თაც სურთ, თა­ვი­ანთ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში აიმაღ­ლონ პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ან ახალ პრო­ფე­სი­ა­ში მო­სინ­ჯონ თა­ვი. გა­სულ ორ წე­ლი­წად­ში პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მა, ჯამ­ში, 250-მდე მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­ა­რა.

კო­ლეჯ­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­დან, ამ­ჟა­მად, ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დია: ელექ­ტ­რო­ო­ბა, 3D მო­დე­ლი­რე­ბა, ჰა­ე­რის კონ­დი­ცი­რე­ბა, შე­დუ­ღე­ბა. ბო­ლო წლე­ბია, ამ პროგ­რა­მებ­ზე მა­ღა­ლი მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბაა.

⇒ ბიზ­ნეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის რა მე­თო­დე­ბი გაქვთ და რა სურს ბიზ­ნესს დღეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­გან?

⇒ კო­ლე­ჯის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რი, დიდ­წი­ლად, სწო­რედ ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რაა. ჩვენს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში კერ­ძო სექ­ტორს დი­დი კონ­ტ­რი­ბუ­ცია აქვს შე­ტა­ნი­ლი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით. დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა „სპექ­ტ­რის“ პრი­ო­რი­ტე­ტია. ჩვე­ნი კა­რი ღიაა სამ­შე­ნებ­ლო ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა ბიზ­ნე­სი­სათ­ვის. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა და ნდო­ბა ბიზ­ნე­სის მხრი­დან „სპექ­ტ­რის“ მი­მართ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მა­ტუ­ლობს. ამას, დიდ­წი­ლად, ჩვენს მუდ­მივ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, ფეხ­და­ფეხ მივ­ყ­ვეთ ბიზ­ნე­სის მოთხოვ­ნებს, მათ­თან ერ­თად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რა­თა გავ­ზარ­დოთ რო­გორც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, ასე­ვე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე. ბიზ­ნესს სურს კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხო­ბენ და­საქ­მე­ბის ბაზ­რის დღე­ვან­დელ მოთხოვ­ნებს. მოთხოვ­ნე­ბი კი, ჩვენს სფე­რო­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა, ჩვენც ვცდი­ლობთ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­და­ვეწყოთ, ბაზ­რის დი­ნა­მი­კას რომ არ ჩა­მოვ­რ­ჩეთ. ვფიქ­რობ, სწო­რედ ბიზ­ნეს სექ­ტორ­თან მდგრად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­შია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ვა­ლი.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი