მო­თა­მა­შე მწვრთნე­ლი გო­გო­ნა  ტრა­დი­ცი­ულ-კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მთი­ა­ნი  რე­გი­ო­ნი­დან

1078
რა­ჭის სპორ­ტულ ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას ყვე­ლას ძი­რი­თა­დად თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა გაგ­ვახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე. ამ ულა­მა­ზეს­მა მთი­ან­მა კუთხემ ხომ, არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მსოფ­ლი­ოს სპორტს მის­ცა გა­მორ­ჩე­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფა­ლავ­ნე­ბი, მარ­თ­ლაც ჭი­და­ო­ბის ლე­გენ­დე­ბი და „მო­ცარ­ტე­ბი“.
არა­და, რა­ჭას თურ­მე ქალ­თა ფეხ­ბურ­თიც ჰქო­ნია და ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტიც ამ სპორ­ტის მიმ­დე­ვა­რია ⇒ კე­სო მეტ­რე­ვე­ლი ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლი­ხე­თი­დან. რო­გორ გახ­და ის ფეხ­ბურ­თის ქო­მა­გი და რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ ამას, ერ­თი შე­ხედ­ვით, ტრა­დი­ცი­ულ-კონ­სერ­ვა­ტი­ულ მთი­ან რე­გი­ონ­ში, რას გეგ­მავს სა­მო­მავ­ლოდ და რო­გორ უმ­კ­ლავ­დე­ბა ყო­ველ­დღი­ურ დატ­ვირ­თულ გრა­ფიკს, ამა­ზე თვი­თონ მოგ­ვითხ­რობს.

– რო­გორც ვი­ცი, სპორ­ტით ბავ­შ­ვო­ბი­დან ხართ გა­ტა­ცე­ბუ­ლი…

– ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ალ­ბათ, 4-5 წლი­სა, რო­ცა „ბარ­სე­ლო­ნას“ თა­მა­ში ვნა­ხე. ბუ­ნებ­რი­ვია, არ მახ­სოვს, ვის ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მო­მე­წო­ნა და დღემ­დე ამ კლუ­ბის ქო­მა­გი ვარ. უფ­რო რომ და­ვა­ზუს­ტოთ, გუნ­დ­ზე მე­ტად, ლი­ო­ნელ მე­სის ქო­მა­გი ვარ, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ისე, ყვე­ლა­ფერს ვთა­მა­შობ­დი, რაც შე­მეძ­ლო – ფრენ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და.

– სხვა ბავ­შ­ვუ­რი გა­ტა­ცე­ბე­ბი არ გქონ­დათ, რო­გორც თქვენს თა­ნა­ტოლ გო­გო­ნებს?

– ნაკ­ლე­ბად. ისე ვი­ყა­ვი ფეხ­ბურ­თ­ზე გა­დარ­თუ­ლი, რომ და­ნარ­ჩე­ნი გა­სარ­თო­ბი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებ­და.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის რე­აქ­ცია თქვენს გა­ტა­ცე­ბა­ზე – რო­გორ მი­ი­ღეს ეს ოჯახ­ში, სო­ფელ­ში?

– მშვე­ნი­ე­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ. თა­ვი­დან­ვე უხა­რო­დათ, ფეხ­ბურ­თი რომ მო­მე­წო­ნა, ხო­ლო ასეთ ასაკ­ში ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო ამ­ბე­ბი რომ ვი­ცო­დი, ეს კი უკ­ვე უკ­ვირ­დათ. დღემ­დე ასე მომ­ყ­ვე­ბი­ან და უხა­რი­ათ, ფეხ­ბურ­თ­ში რომ წა­ვე­დი. ისი­ნი დღემ­დე მქო­მა­გო­ბენ – ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში თა­მაშ­ზე რომ მივ­დი­ვარ, სოფ­ლი­დან ბევ­რი მომ­ყ­ვე­ბა სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ. რომ მხვდე­ბი­ან, ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გოო, მე­უბ­ნე­ბი­ან და უხა­რია ყვე­ლას.

–  და-ძმა თუ გყავთ და თუ არი­ან სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი?

– და-ძმა მყავს. და ჩემ­ზე პა­ტა­რაა და ისიც ფეხ­ბურთს თა­მა­შობს, ჩემ­თან ერ­თად. ძმა უფ­რო­სია — 25 წლის და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

– გა­ტა­ცე­ბა ერ­თია, მაგ­რამ ოც­ნე­ბე­ბის, იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა რო­გორ მოხ­და, რო­გორ გა­და­ი­ზარ­და ეს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

– ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში რა­ღაც ტურ­ნი­რი ტარ­დე­ბო­და – პროგ­რა­მა­ში გო­გო­ნე­ბის ფეხ­ბურ­თი და მა­რა­თო­ნი იყო. მე ფეხ­ბურ­თ­ში გა­მო­ვე­დი, რო­გორც მახ­სოვს, ცა­გე­რის გუნდს შევ­ხ­ვ­დით და მო­ვი­გეთ. რა­კი კარ­გად ვი­თა­მა­შე, შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის ფეხ­ბურ­თის მეს­ვე­უ­რი ბე­ქა ოშ­ხე­რე­ლი მო­ვი­და და მითხ­რა, ხომ არ გინ­და, ჩვე­ნი გუნ­დი შევ­ქ­მ­ნათ და მო­თა­მა­შე-მწვრთნე­ლი იყოო. ის გვერ­დ­ში და­მიდ­გა და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, რომ აქამ­დე მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

 

 

 

🟦👉კესო მეტრეველი

ამბროლაურის გოგონათა საფეხბურთო გუნდის  „რაჭა“  მოთამაშე/მწვრთნელი 

 

 

 

 

 

– დად­გა დრო, თქვენს ახ­ლან­დელ გუნ­დ­ზეც გვითხ­რათ…

– ესაა გუნ­დი „რა­ჭა“, რო­მელ­შიც ჯერ­ჯე­რო­ბით 18 გო­გო ვართ, თუმ­ცა კი­დევ შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან — ცა­გე­რი­და­ნაც ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ან და  ონი­და­ნაც. ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ვარ­ჯი­შოთ. ჯერ ტურ­ნი­რებ­ში არ ჩავ­რ­თულ­ვართ, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მარ­ტი­დან მე­ო­რე ლი­გა­ში და­ვიწყებთ გა­მოს­ვ­ლას.

– სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბი გაქვთ?

– ძა­ლი­ან კარ­გი პი­რო­ბე­ბი გვაქვს – სტა­დი­ო­ნი ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლია და ძა­ლი­ან კარ­გა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, რაც გვჭირ­დე­ბა, კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბე­ბია. ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვართ ბურ­თე­ბით და სხვა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით.

–  ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში რი­თი და­დი­ხართ გო­გო­ე­ბი, სოფ­ლე­ბი­დან და­დის ასე ინ­ტენ­სი­უ­რად ტრან­ს­პორ­ტი?

– ტრან­ს­პორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, პან­დე­მი­ის დროს, ცო­ტა ხნით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე აღ­დ­გა და შეგ­ვიძ­ლია, ვი­ა­როთ, ავ­ტო­ბუ­სე­ბი და­დის. რო­ცა ტრან­ს­პორ­ტი გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, მა­შინ ბა­ბუ­ას დავ­ყავ­დი ვარ­ჯი­შებ­ზე. გო­გო­ნე­ბი­და­ნაც ზო­გი ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ ბევ­რი სოფ­ლე­ბი­დან და­დის. ცდი­ლო­ბენ, არ გა­აც­დი­ნონ ვარ­ჯი­ში, მით უფ­რო ახ­ლა, ყვე­ლა სო­ფელ­ში აღ­დ­გა ავ­ტო­ბუ­სე­ბის მი­მოს­ვ­ლა. კვი­რა­ში 3 დღე ვვარ­ჯი­შობთ სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ან 2 სა­ა­თით, შა­ბათს ორ­სა­ა­თი­ა­ნი ვარ­ჯი­ში გვაქვს, სხვა დღე­ებ­ში – სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი, რად­გან მე­რე ავ­ტო­ბუ­სებს ვე­ღარ ვუს­წ­რებთ.

– არ გი­ჭირთ მწვრთნე­ლის ფუნ­ქ­ცი­ის შე­თავ­სე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან?

– ზაფხულ­ში ლა­გო­დეხ­ში ვი­ყა­ვი მწვრთნელ­თა სე­მი­ნარ­ზე. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც წა­მიყ­ვა­ნეს და კარ­გად გა­ვარ­თ­ვი თა­ვი. იქ ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გო­ნე­ბიც იყ­ვ­ნენ და ჩვენ, ვინც მწვრთნე­ლე­ბად ვი­ყა­ვით მიწ­ვე­უ­ლე­ბი, მათ­თან გვა­მუ­შა­ვებ­დ­ნენ. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლიც იყო მო­სუ­ლი და ბევრ რა­მე­ზე გვე­სა­უბ­რა.

გუნ­დიც ძა­ლი­ან კარ­გია და თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბი არ მექ­მ­ნე­ბა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ნა­ი­რად მიდ­გა­ნან გვერ­დ­ში. გუნ­დ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჩე­მი დაა – 11 წლის, ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი კი მე ვარ – 18 წლის ვხდე­ბი.

– მწვრთნე­ლო­ბა ჯო­ბია თუ ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა?

– ჯერ­ჯე­რო­ბით – ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა, რად­გან თა­მა­ში ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი მაქვს და მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, თუმ­ცა, ორი­ვე კარ­გია. თა­ნაც, მე მო­თა­მა­შე მწვრთნე­ლი ვარ და შე­მიძ­ლია, ვი­თა­მა­შო კი­დეც.

– სკო­ლა, სპორ­ტი, საკ­მა­ოდ შორ მან­ძილ­ზე კვი­რა­ში სამ­ჯერ სა­ვარ­ჯი­შოდ სი­ა­რუ­ლი, ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა – რო­გორ ას­წ­რებთ და რო­გორ უთავ­სებთ ამ­დენს ერ­თ­მა­ნეთს?

– თან წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ, უნ­და ჩა­ვა­ბა­რო და ცო­ტა მი­ჭირს, მაგ­რამ მა­ინც ვას­წ­რებ ყვე­ლა­ფერს – მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­საც, მას­წავ­ლე­ბელ­თან სი­ა­რულ­საც და ვარ­ჯიშ­საც.

– ანუ სპორ­ტი სწავ­ლა­ში ხელს არ გიშ­ლით…

– არა, არა­ნა­ი­რად. პი­რი­ქით – მი­ხა­რია, რომ თან ვსწავ­ლობ და თან ასე სპორ­ტუ­ლად ვცხოვ­რობ. სწავ­ლი­თაც ცუ­დად არ ვსწავ­ლობ – 9-იან­ზე ნაკ­ლე­ბი ნი­შა­ნი არ მაქვს.

– სკო­ლა­ში რამ­დე­ნა­დაა დატ­ვირ­თუ­ლი სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, სპორ­ტის რო­მელ სა­ხე­ო­ბებს ირ­ჩევთ?

– სკო­ლა­ში უფ­რო ჭად­რაკს ვთა­მა­შობთ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რია, რაც გვინ­და — ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, ღია მო­ე­და­ნიც გვაქვს და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზიც, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, თუმ­ცა ბავ­შ­ვებს უფ­რო მე­ტად ჭად­რა­კი გვა­ინ­ტე­რე­სებს.

– თქვენ ფეხ­ბურ­თ­მა მოგ­ცათ სურ­ვი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სო­ფელ­ში, რა­ი­ონ­ში, რე­გი­ონ­ში ახალ­გაზ­რ­დებს რამ­დე­ნად გაქვთ პი­რო­ბე­ბი მიზ­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად, რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოა სა­ი­მი­სოდ, რომ არა მხო­ლოდ სპორ­ტ­ში, არა­მედ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შეძ­ლოთ მუ­შა­ო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა?

– რო­გორც ვი­ცი, ფრენ­ბურ­თ­ზე და კა­ლათ­ბურ­თ­ზე და­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი, არის ჭად­რა­კიც და ა.შ. ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში სპორ­ტის გარ­დაც არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა შეკ­რე­ბა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ სხვა თე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბა, დის­კუ­სია, აზ­რ­თა გა­ზი­ა­რე­ბა.

– თვი­თონ სო­ფელ­ში თუ გაქვთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა?

– სო­ფელ­ში – არა. ჯერ ერ­თი, ცო­ტა­ნიც ვართ სკო­ლა­ში – 21, ხო­ლო კლას­ში – 3.

– მა­ინც რი­თი ერ­თო­ბით სო­ფელ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბი, თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

– ამ ბო­ლო დროს აღარ მცა­ლია, მაგ­რამ რო­ცა მე­ცა­ლა, ჭა­ლა გვაქვს ერ­თი და იქ ჩავ­დი­ო­დი სა­თა­მა­შოდ, ძი­რი­თა­დად, ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით.

– სპორ­ტის გარ­და, სხვა გა­ტა­ცე­ბა არა­ფე­რი გაქვთ?

– ფსი­ქო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს და ძა­ლი­ან მინ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა. ეს სფე­რო ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რო­გორც ფეხ­ბურ­თი, ფსი­ქო­ლო­გი­აც იმ დო­ნე­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რო, მინ­და, ფსი­ქო­ლო­გია და ფეხ­ბურ­თი ყო­ველ­თ­ვის გვერ­დ­ში მედ­გას — იმე­დია, მო­ვა­ხერ­ხებ.

– ალ­ბათ, უცხო­ურ ფეხ­ბურ­თ­საც ადევ­ნებთ თვალს?

– რა თქმა უნ­და, რო­ცა გად­მოს­ცე­მენ, ყო­ველ­თ­ვის ვუ­ყუ­რებ. უფ­რო ხში­რად ლა ლი­გას ვუ­ყუ­რებ, რად­გან იქ „ბარ­სე­ლო­ნა“ თა­მა­შობს, თუმ­ცა სხვებ­საც აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებ თვალს — ბუნ­დეს­ლი­გას, პრე­მი­ერ ლი­გას, მაგ­რამ ლა ლი­გას გა­მორ­ჩე­უ­ლად ვქო­მა­გობ.

– გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბო­დით ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე „ბარ­სე­ლო­ნა­სა“ და პსჟ-ს შეხ­ვედ­რის სა­ერ­თო შე­დე­გით

– ცო­ტა კი დამ­წყ­და გუ­ლი, „ბარ­სე­ლო­ნამ“ შინ 1:4 რომ წა­ა­გო, თუმ­ცა დი­დად მო­უ­ლოდ­ნე­ლიც არ ყო­ფი­ლა – ახ­ლა გუნ­დი ისეთ დღე­შია, ვე­ლო­დი, რომ პსჟ-ს დო­ნის კლუბ­თან გა­უ­ჭირ­დე­ბო­და თა­მა­ში. მა­ინც მაქვს იმე­დი, რად­გან გან­მე­ო­რე­ბი­თი შეხ­ვედ­რა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია და, შე­იძ­ლე­ბა, ისე მოხ­დეს, რო­გორც შარ­შან.

– ქალ­თა ფეხ­ბურ­თ­საც ჰყავს ცნო­ბი­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი და მე­სის გარ­და, სხვაც ხომ არ გა­გიჩ­ნ­დათ კუ­მი­რი?

– ამე­რი­კე­ლი ალექს მორ­გა­ნია ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი. თა­ვი­დან­ვე ვაჟ­თა ფეხ­ბურთს უფ­რო ვუ­ყუ­რებ­დი, ქალ­თა ფეხ­ბურთს კი ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ვა­დევ­ნებ თვალს, რო­ცა მეც და­ვიწყე თა­მა­ში. ისე კი, ქა­ლებ­საც ბევ­რი კარ­გი მო­თა­მა­შე ჰყავთ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არი­ან კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ახ­ლაც ვნა­ხეთ ლან­ჩხუ­თის „გუ­რია“ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე სა­დამ­დე მი­ვი­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ, რო­გორც უნ­და ვი­ყოთ, მათ რაც გა­ა­კე­თეს, ეს დი­დი მიღ­წე­ვაა.

უცხო­ურ­ზე უფ­რო მე­ტად ქარ­თულ ქალ­თა ფეხ­ბურთს ვა­დევ­ნებ თვალს, რად­გან ეს უკ­ვე ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბაა.

– რო­გორც რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­და, რის გა­მოს­წო­რე­ბას ისურ­ვებ­დით?

– ვი­სურ­ვებ­დი, რომ უფ­რო მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა იყოს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, რო­გორც მე შე­ვე­დი ფეხ­ბურ­თ­ში, მინ­და, სხვებ­მაც შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით გან­ვი­თა­რე­ბა. ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად არის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა, უფ­რო მე­ტი მი­მარ­თუ­ლე­ბით იყოს ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ არც ბი­ჭებს და არც გო­გო­ნებს ჰო­ბი აუს­რუ­ლე­ბელ ოც­ნე­ბად არ დარ­ჩეთ.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

დატოვეთ კომენტარი