23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მოვიხმაროთ მინიმალური იმისათვის, რომ არ დავკარგოთ მაქსიმუმი

spot_img

? რაზე დაგვაფიქრა კოვიდ-19-მა ადამიანები, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დააყენა ახალმა ვირუსმა მსოფლიო და რას შეცვლის ის სამყაროში, მათ შორის საქართველოში? – გვესაუბრება ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია.

უკვე დროა, ამაზე ხმამაღლა ავლაპარაკდეთ! დიახ, უკვე ყველანი ვხდებით, რომ სამყარო, და მათ შორის საქართველოც, ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც მანამდე იყო! ვერ ან არ უნდა იყოს უაზროდ აჩქარებული, გარემოსადმი აგრესიული და ისეთ არაფრის მომცემ პრიორიტეტებზე ორიენტირებული, როგორიც პანდემიამდე იყო! ამ საერთო საკაცობრიო ჟამიანობამ მთელ პლანეტას, და მათ შორის ჩვენც, დაგვანახა, რომ უნდა დავუბრუნდეთ სოფელს, მიწის დამუშავებას, უფრო ლმობიერად უნდა მოვექცეთ ბუნებას, მოვიხმაროთ მინიმალური, იმისათვის რომ არ დავკარგოთ მაქსიმუმი. თურმე შეგვიძლია, ვიცხოვროთ მშვიდ და უხმაურო ქალაქში, სადაც ჰაერი სუფთაა, დილა კი ჩიტების ჭიკჭიკით იწყება და არა მანქანების ზათქით! უნდა მივხდეთ, რომ ჩვენს ჩაცმას, ჭამას, გართობას, ფუფუნებას არ უნდა შევწიროთ ყველაფერი ცოცხალი, რაც ჩვენ გარშემოა, თუ ჩვენს კარგ სახლებს, მანქანებსა და ბრენდებს ყველაზე ღირებულში, ეკოსისტემაში, გავცვლით, მაშინ მინიმუმ 4 კედელში, მაქსიმუმ კი 4 ფიცარში გამოკეტილი ვრჩებით!

ყველა ჩვენი მეცნიერული მიღწევა, გენიალური იდეა, არქიტექტურული შედევრი და ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშიც კი ფუჭია და არაფრის მომცემი, თუ ბუნების ბალანსი დაირღვა!

ჩვენ, კაცობრიობის შვილები, უნდა მივხდეთ, რომ ყველა ჩვენი მეცნიერული მიღწევა, გენიალური იდეა, არქიტექტურული შედევრი და ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშიც კი ფუჭია და არაფრის მომცემი, თუ ბუნების ბალანსი დაირღვა! სწორედ ამიტომ, გენიალური ვაჟა-ფშაველა წერდა: ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმუნებს და მის ტკივილს არ გაიზიარებს. ბუნება ოდესმე სამაგიეროს გადაუხდის თავის ყოვლისშემძლეობით გაამპარტავნებულ ადამიანს და მარტოდმარტოს დატოვებს ცხოვრების დამშრალი მდინარის უსიცოცხლო, უხმო და უჩრდილო ნაპირზე…“ დღეს მარტონი დავრჩით, იმედია, მდინარე ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამშრალა“.

თურმე შეგვიძლია, ვიცხოვროთ მშვიდ და უხმაურო ქალაქში, სადაც ჰაერი სუფთაა, დილა კი ჩიტების ჭიკჭიკით იწყება და არა მანქანების ზათქით!

 

ამავე თემაზე 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები