მო­ე­ქე­ცი მოს­წავ­ლე­ებს ისე, რო­გორც თა­ვად გსურს, მო­გექ­ც­ნენ, რო­ცა გას­წავ­ლი­ან

1572
რუბრიკის სტუმარია რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი – ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გეზ­რუ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი

— გაგ­ვე­ცა­ნით…

— ვარ მო­ქა­ლა­ქე, ბედ­ნი­ე­რი დღე­ვან­დე­ლო­ბით. ვცხოვ­რობ იმე­რე­თის პა­ტა­რა, ლა­მაზ, მწვა­ნე სო­ფელ­ში, უკ­ვე 28 წე­ლია ვას­წავ­ლი მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში, ასე­ვე ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ მე­დი­ა­ჰოლ­დინ­გ­ში ბლო­გე­რად და ჟურ­ნა­ლის­ტად და კი­დევ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­ს­პერ­ტად ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მიყ­ვარს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა.

— რო­დის გა­დაწყ­ვი­ტეთ პრო­ფე­სი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის სკო­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა და რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი?

— ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ემო­ცი­უ­რი ფო­ნით გა­დაწყ­და. ად­რე, რო­ცა გა­მოც­დებს სკო­ლა­ში­ვე ვა­ბა­რებ­დით, წე­რი­ლო­ბით და ზე­პი­რად, ორი ელე­მენ­ტა­რუ­ლი შეც­დო­მის გა­მო ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში „4“ და­მი­წე­რეს, რა­მაც გა­მაბ­რა­ზა (მა­შინ ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ემო­ცი­ის მარ­თ­ვა) და გულ­ში ვთქვი გა­ცეცხ­ლე­ბით: „და­ვამ­ტ­კი­ცებ, რო­გო­რი სპე­ცი­ა­ლის­ტიც გა­მო­ვალ ქარ­თუ­ლის!“. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ბევ­რად უკეთ ვსწავ­ლობ­დი გე­ოგ­რა­ფი­ას, ბი­ო­ლო­გი­ას, ქი­მი­ას, ის­ტო­რი­ას, მა­თე­მა­ტი­კას, მაგ­რამ ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე მა­შინ და არც წა­მი­გია. არა­ვის იმ­ხე­ლა ას­პა­რე­ზი არ აქვს სკო­ლა­ში, რამ­დე­ნიც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გებს. შე­საძ­ლოა, ტენ­დენ­ცი­უ­რა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ ჩე­მი მო­საზ­რე­ბა, მაგ­რამ… თვით­შე­ფა­სე­ბის პირ­ვე­ლი მკაც­რი კონ­ტ­რო­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბი­დან ერთ წელ­ში გა­ვი­ა­რე. 1993 წელს გა­ვე­დი ტეს­ტი­რე­ბა­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაც ავი­ღე. თუ არ ვცდე­ბი, ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ვინც ასე „პა­ტა­რა“ ასაკ­ში შეძ­ლო პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის და­უფ­ლე­ბა… ამან თვით­რ­წ­მე­ნა შემ­ძი­ნა და ვთქვი, რომ ცხოვ­რე­ბის გე­ოგ­რა­ფია არა­ფერს ნიშ­ნავ­და! მას­წავ­ლე­ბე­ლი ყველ­გან უნ­და იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ჩემ­თ­ვის ეს პრო­ფე­სია ნიშ­ნავს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და პროგ­რე­სი­რე­ბის უწყ­ვეტ დეკ­ლა­რა­ცი­ას…

— რა კეთ­დე­ბა დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის?

— იყო დრო, რო­ცა სა­მი ლა­რი მქონ­და ხელ­ფა­სი, მა­ნამ­დე — არაფ­რის მაქ­ნი­სი კუ­პო­ნე­ბიც (მი­ლი­ო­ნე­რი ვი­ყა­ვი, სა­მი მი­ლი­ო­ნი კუ­პო­ნი იყო ხელ­ფა­სი!). ხელ­ფა­სი არას­დ­როს ყო­ფი­ლა ჩე­მი მო­ტი­ვა­ტო­რი, მაგ­რამ ყვე­ლას არ შე­უძ­ლია ასე. სა­ხელ­ფა­სო უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია. მა­მა­კა­ცე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ამ სფე­რო­ში, და­ბა­ლი ხელ­ფა­სის გარ­და, კი­დევ იყო ერ­თი ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი — სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ქა­ლის საქ­მეა თით­ქოს. გა­დავ­ხე­დოთ პე­და­გო­გი­კის ის­ტო­რი­ას, რამ­დე­ნი დი­დი პე­და­გო­გი იყო მა­მა­კა­ცი, თუნ­დაც გა­ვიხ­სე­ნოთ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი… რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ამას თა­ვად ჩვენ, პე­და­გო­გე­ბი უნ­და ვემ­სა­ხუ­როთ. კარ­გი მას­წავ­ლებ­ლო­ბა ზუს­ტა­დაც აღ­ნიშ­ნავს სამ­ყა­როს უკე­თე­სი ცვლი­ლე­ბე­ბის მსა­ხუ­რე­ბას. რო­გორ სა­ხელ­მ­წი­ფო­შიც გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, მო­დით და ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი აშე­ნე­ბენ ან ან­გ­რე­ვენ… კარ­გი კად­რი ად­რეც ბევ­რი გვყავ­და და ახ­ლაც ბევ­რი მო­დის ამ სის­ტე­მა­ში! მა­გა­ლითს უამ­რავს და­გი­სა­ხე­ლებთ…

— რა არის სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი?

— პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის სა­ჭი­როა მო­ტი­ვა­ცია და სიყ­ვა­რუ­ლი. თუ ადა­მი­ანს აქვს ის ბუ­ნებ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი, რო­მელ­ზეც ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი ჰო­ვარდ გარ­დ­ნე­რი გვე­სა­უბ­რე­ბა, და­ვა­მა­ტოთ მო­ტი­ვა­ცია და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლი არაა კარ­გი მას­წავ­ლებ­ლო­ბა. მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლა არ­სე­ბობს კარ­გი მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის: მო­ე­ქე­ცი მოს­წავ­ლე­ებს ისე, რო­გორც თა­ვად გსურს, მო­გექ­ც­ნენ, რო­ცა გას­წავ­ლი­ან. ეს სიტყ­ვე­ბი სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი მო­საზ­რე­ბის ალუ­ზიაა და სა­ხა­რე­ბის „ოქ­როს წე­სით“ არის ცნო­ბი­ლი…

— თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და მას­წავ­ლე­ბე­ლი — რას ითხო­ვენ თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­გან

— თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს ესა­ჭი­რო­ე­ბა დი­ნა­მი­კუ­რი, პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა, რო­მე­ლიც კარ­გად აჩ­ვე­ნებს ბავშვს, რომ სწავ­ლის­თ­ვის და­ხარ­ჯუ­ლი დრო არაა და­კარ­გუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი, სა­ინ­ტე­რე­სო ში­ნა­არ­სი და მიზ­ნობ­რი­ო­ბის ჩვე­ნე­ბა კმა­რა იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე „გა­გი­თა­ნამ­შ­რომ­ლ­დეს“. არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა, ვცა­დოთ მოს­წავ­ლე­თა წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­ნაც­ვ­ლოდ, შევ­თა­ვა­ზოთ მო­მა­ვალ­ში, წარ­მა­ტე­ბის­კენ მეგ­ზუ­რო­ბა და ეს შექ­მ­ნის პრო­ფე­სი­ულ ბედ­ნი­ე­რე­ბას… არას­დ­როს მქო­ნია კონ­ფ­ლიქ­ტი ბავ­შ­ვებ­თან. ბევრ სკო­ლა­ში მი­წევს მის­ვ­ლა, რო­გორც მხარ­დამ­ჭერს. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში თა­ნა­მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ით ჩავ­რ­თულ­ვარ და იქაც სრუ­ლი ჰარ­მო­ნია მქო­ნია. რო­ცა სკო­ლას ვტო­ვებ, მეხ­მი­ა­ნე­ბი­ან იმ სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ბავ­შ­ვე­ბი კვლავ ითხო­ვენ ჩემს მის­ვ­ლას. მივ­დი­ვარ კი­დეც მათ­თან შე­სახ­ვედ­რად, არა იმის­თ­ვის, რომ კი­დევ შე­მა­ქონ და ტა­ში და­მიკ­რან, არა­მედ იმის გა­მო, რომ კი­დევ ერ­თხელ ვიგ­რ­ძ­ნო მხრებ­ზე საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან ბავ­შ­ვე­ბის გა­მო­ყო­ლი­ლი თბი­ლი მზე­რა. ისი­ნი მე­ნატ­რე­ბი­ან ხოლ­მე, ისე­თი წრფე­ლე­ბი და უშუ­ა­ლო­ე­ბი არი­ან… რო­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბაა, მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ზე­ზე­ბი ჩვენ­სა­ვე თავ­ში უნ­და ვე­ძე­ბოთ! ბავ­შ­ვი ვერ იქ­ნე­ბა დამ­ნა­შა­ვე…

— „არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი“ — რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რია ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დახ­ვე­წის ან გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

— არას­ტან­დარ­ტუ­ლო­ბა არ გუ­ლის­ხ­მობს ანარ­ქი­ას. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბევ­რ­ნა­ირ აქ­ტი­ვო­ბას ვგეგ­მავთ. იყო დრო, რო­ცა გე­ოგ­რა­ფი­ა­საც ვას­წავ­ლი­დი და არას­დ­როს იჭ­რე­ბოდ­ნენ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი გე­ოგ­რა­ფი­ის „კა­ტის“ გა­მოც­და­ში. მი­ზე­ზი ის იყო, რომ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­შიც სწავ­ლობ­დ­ნენ გე­ოგ­რა­ფი­ას. რო­ცა ბავ­შ­ვებს ნა­ნა­ხი აქვთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ოგ­რა­ფია ვერ ჩა­ა­ბა­რონ? ბავ­შ­ვებს ნდო­ბა უნ­და გა­მო­ვუცხა­დოთ და ვას­წავ­ლოთ სწავ­ლა. გა­ვიხ­სე­ნებ ერთ მა­გა­ლითს. ერ­თხელ, ვუთხა­რი მოს­წავ­ლე­ებს, და­ე­გეგ­მათ მარ­შ­რუ­ტი ტრაბ­ზო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან მე მათ­თ­ვის ვა­პი­რებ­დი თურ­ქუ­ლი ტუ­რის მოწყო­ბას. გა­სა­ო­ცა­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი იყო. და­გეგ­მეს მთლი­ა­ნად ტუ­რი: რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა გვი­წევ­და (ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით და­ად­გი­ნეს), რო­გორ უნ­და გა­და­ეკ­ვე­თათ საზღ­ვა­რი, რა სა­ბუ­თე­ბი დას­ჭირ­დე­ბო­დათ, ტრაბ­ზო­ნის ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა­თა მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა, შო­პინ­გი, დრო, კვე­ბის რე­ჟი­მი, თურ­ქუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, ჩა­ის და­ლე­ვის რი­ტუ­ა­ლი და კი­დევ — მშობ­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბაც! დი­ახ, ბავ­შ­ვებ­მა თა­ვი­ანთ მშობ­ლებს გა­უ­წი­ეს „მე­ურ­ვე­ე­ბის“ რო­ლი. და­მერ­წ­მუ­ნეთ, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ექ­ს­კურ­სია საზღ­ვარ­გა­რეთ, ეს იყო ცოდ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა­თა და­ნახ­ვა, კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა და ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­შეღ­წე­ვა­დო­ბის მაქ­სი­მუ­მი.

— რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს?

— ვერც ერთ დრო­ში ვერ შექ­მ­ნი­ან იდე­ა­ლურ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. ეს მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით აიხ­ს­ნე­ბა — ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დია, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს ან შე­და­რე­ბით ნე­ლა. რო­ცა ვაკ­რი­ტი­კებთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ხში­რად სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაც, რას ვა­კე­თებთ ჩვენ, პრაქ­ტი­კა­ში მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლე­ბი? რა­ტომ არ ვზრუ­ნავთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე? წიგ­ნ­ში თუ არაა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მე­სა­ჭი­რო­ე­ბა, არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც. ვი­საც საქ­მის კე­თე­ბა უნ­და, ეძებს გზებს და არა მი­ზე­ზებს.

— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა — რე­ა­ლუ­რად, რა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლებს და სთა­ვა­ზობს თუ არა მათ სა­ხელ­მ­წი­ფო სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­სა და პროგ­რა­მებს?

— მას­წავ­ლებ­ლებ­საც უნ­და მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, თვით­ს­წავ­ლი­თაც მი­აღ­წი­ონ პროგ­რესს. პე­და­გო­გი არ უნ­და იყოს ვალ­დე­ბუ­ლი, რე­ვე­რან­სე­ბით წარ­დ­გეს ზემ­დ­გო­მებ­თან. ჩვენ „რე­ვე­რან­სე­ბი“ გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­თან. მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მე­ტა­კოგ­ნი­ციაა. ვხე­დავ სა­ჭი­რო­ე­ბას და უნ­და და­მეხ­მა­როს ან სა­ხელ­მ­წი­ფო, ან თა­ვად უნ­და შევ­ძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა… კა­რი­ე­რა არ უნ­და იყოს მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ტო­რი. ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელს არ უნ­და უწევ­დეს ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ ირ­ჩი­ნოს თა­ვი. პე­და­გო­გი უნ­და იყოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მას, გეტყ­ვით, რომ მას აქვს ერ­თი და­დე­ბი­თი მხა­რე — მას­წავ­ლებ­ლებს მე­ტი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა შეს­ძი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა და­დე­ბით მხა­რეს ვერ ვხე­დავ. თუ უკე­თე­სი სტა­ტუ­სი/ხელ­ფა­სი გვინ­და, მა­შინ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი უნ­და ჩა­ვა­ბა­როთ და „საქ­მე­მან ჩვენ­მან გა­მოგ­ვა­ჩი­ნოს“ — გვქონ­დეს კარ­გი შე­დე­გე­ბი სწავ­ლე­ბა­ში! შე­საძ­ლოა, ბევ­რი კო­ლე­გა გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო, მაგ­რამ ერთს ვიტყ­ვი: თუ საგ­ნობ­რივ და მე­თო­დო­ლო­გი­ურ ცოდ­ნას ვფლობ, რა­ტომ არ უნ­და და­ვა­დას­ტუ­რო ის გა­მოც­დით, თუ მინ­და, რომ უკე­თე­სი სტა­ტუ­სი შე­ვი­ძი­ნო? ორი წლის წინ ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გი, მი­ახ­ლო­ე­ბით მა­ინც, ვე­ღარ უნ­და გა­ვი­მე­ო­რო?! და ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა იმის თქმა, რომ ათ­კ­რე­დი­ტი­ა­ნე­ბი უფ­რო მეტ­ნი ვართ და­ბალ კრე­დი­ტი­ა­ნებ­ზე, ამის გა­მო გა­მოც­დე­ბი აღარ უნ­და ჩა­ვა­ბა­რო!? თუ „ათო­სა­ნი“ ვარ წელს, რა ღვთის წყრო­მა მექ­ნე­ბა მომ­დევ­ნო წლებ­ში?

— რამ­დე­ნად გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი გაკ­ვე­თი­ლის ხა­რისხს?

— მოკ­ლედ გი­პა­სუ­ხებთ. სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ­დე რო­გო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი, ისე­თი ვარ ახ­ლაც. დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია არაა იოლი სკო­ლე­ბის­თ­ვის, ამის­თ­ვის ჯერ ნაკ­ლე­ბად ვართ მზად და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რი ხარ­ვე­ზიც მოჰ­ყ­ვე­ბა ასეთ ხე­ლა­ღე­ბით „თა­ვი­სუფ­ლე­ბას“. ჩე­მი აზ­რით, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბის დე­ტა­ლე­ბი ეტა­პობ­რი­ვად უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ სკო­ლა­ში. სას­წავ­ლი გვაქვს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაც, შე­ფა­სე­ბაც, თვით­შე­ფა­სე­ბაც, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის აღი­ა­რე­ბაც… კარ­გი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ არის პრობ­ლე­მა. პრობ­ლე­მას ქმნის ის, თუ ჩვენ ფურ­ცელ­ზე ვიქ­ნე­ბით ძლი­ე­რი და პრაქ­ტი­კა­ში მას არ გა­და­ვი­ტანთ… ესაა ამ­ჟა­მად სკო­ლის თვალ­სა­ჩი­ნო ტკი­ვი­ლი!

— გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა რომ გა­მარ­თუ­ლი არ არის, ეს უდა­ვოა, მი­ზე­ზი ბევ­რია, თქვენ რას მი­იჩ­ნევთ უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მად და ასე­ვე, რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის მთა­ვარ მიღ­წე­ვად?

— ნუ გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნაა. ამი­ტომ, რე­ფორ­მა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტიც ბევ­რი იქ­ნე­ბა სკო­ლა­ში. დღეს, სკო­ლა­ში, მთა­ვარ პრობ­ლე­მად ვხე­დავ ორ ფაქ­ტორს: კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის სუს­ტად ან აფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას. მიღ­წე­ვე­ბიც გვაქვს, ბუ­ნებ­რი­ვია. თუნ­დაც ის, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფლო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, არი­ან უფ­რო მი­ზან­და­სა­ხულ­ნი, ასერ­ტულ­ნი, ტო­ლე­რან­ტულ­ნი… ეს სის­ტე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა!

— რა შეც­ვა­ლა სკო­ლა­ში „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“?

— „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“ სკო­ლა­ში შე­ი­ტა­ნა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა კლა­სის დო­ნე­ზე და ის არ დარ­ჩა დო­კუ­მენ­ტად, რო­მე­ლიც არ რე­ა­ლიზ­დე­ბო­და. სკეპ­ტი­კო­სი უამ­რა­ვია „მო­დე­ლი­სად­მი“, მაგ­რამ ვი­საც უნ­და დარ­წ­მუნ­დეს, რომ „მო­დე­ლი“ არაა ახი­რე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნია, ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში მი­ვალ და პირ­და­პირ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სით ვაჩ­ვე­ნებ მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას… არაა იოლი, ერ­თ­ბა­შად გა­და­ვეწყოთ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მ­სა და მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ ამას ჩვენ მა­ინც შევ­ძ­ლებთ! სკო­ლა გახ­დე­ბა სრუ­ლად ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და მას შე­ეც­ვ­ლე­ბა რუ­ტი­ნუ­ლი ში­ნა­არ­სი. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­მა“ გვაჩ­ვე­ნა, რომ ბევ­რი რა­მის შეც­ვ­ლა შეგ­ვიძ­ლია მარ­ტი­ვად, თურ­მე გვაქვს სა­უცხოო პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ეპი­ზო­დუ­რი იყო და არა სის­ტე­მა­ტუ­რი, უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი (კუ­რი­კუ­ლუ­მი, ანუ სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა) სკო­ლა­ში, უნ­და ვიზ­რუ­ნოთ მის მო­დერ­ნი­ზე­ბა­სა და და­ნერ­გ­ვა­ზე. შე­მიძ­ლია, ათე­უ­ლო­ბით სკო­ლა და­გი­სა­ხე­ლოთ, სა­დაც უკ­ვე ბავ­შ­ვე­ბი იცა­ვენ „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ იმით, რომ ითხო­ვენ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შექ­მ­ნას, გან­მა­ვი­თა­რე­ბელ კო­მენ­ტარს, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის ორ­გა­ნუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას… ერ­თი ჩე­მი მსმე­ნე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, მინ­დო­და, ერ­თი ტექ­ს­ტი „ძვე­ლე­ბუ­რად“ მეს­წავ­ლე­ბი­ნა და კი­ნა­ღამ ამი­ჯან­ყ­დ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლე­ბე­ლო, ჩვენ ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი გვინ­და, ად­რე რომ გა­ვა­კე­თეთ და აუცი­ლებ­ლად უნ­და გვითხ­რათ ხოლ­მე, რა იყო კარ­გი ჩვენს ნაშ­რომ­ში და რის გა­მოს­წო­რე­ბას გვირ­ჩევ­თო… და კი­დევ მე­ტიც — სხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­საც ანა­ლო­გი­ურ მოთხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ თურ­მე ეს ბავ­შ­ვე­ბი…

— რო­გო­რია თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი

— ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი არაფ­რით ნაკ­ლე­ბი არ იქ­ნე­ბა ეს­ტო­ნელ ან იაპო­ნელ კო­ლე­გა­ზე, თუ იმა­ვე პი­რო­ბებს შე­ვუქ­მ­ნით, რო­გო­რიც ამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში აქვთ. იაპო­ნელს რო­ცა ჰკითხეს, რა იყო მა­თი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, მან უპა­სუ­ხა, რომ მას­წავ­ლე­ბელს ისე­თი­ვე და­ფა­სე­ბა მი­ვა­ნი­ჭეთ, რო­გორც იმ­პე­რა­ტორ­სო… და­ა­ფა­სე­ბენ მას­წავ­ლე­ბელს, მი­ვი­ღებთ სა­უცხოო შე­დე­გებს, არ დაგ­ვა­ფა­სე­ბენ და მა­ინც ისე­თი თა­ო­ბე­ბი უნ­და აღ­ვ­ზარ­დოთ, ვინც ბო­ლოს დაგ­ვი­ფა­სებს ამაგს, მოგ­ვ­ცემს სი­ბე­რის კე­თილ გა­რან­ტი­ას და რაც მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ თა­მა­სას ას­წევს უფ­რო მაღ­ლა, ვიდ­რე ახ­ლა გვაქვს…

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

დატოვეთ კომენტარი