14 ივლისი, კვირა, 2024

მოგ­ზა­უ­რო­ბის ჟა­მის ამ­ბე­ბი­დან, ანუ რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ მოს­წავ­ლე­ებს წიგ­ნის კითხ­ვა

spot_img
ას­მათ კვა­რაცხე­ლია
წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ლი­ის (პა­ლუ­რის) №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბის ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა სო­ფელ პა­ლუ­რის სა­ბა­ზო სკო­ლა აღ­მოჩ­ნ­და… აქ უნ­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა მოღ­ვა­წე­ო­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის თით­ქ­მის ორ­მოც­წ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია მაქვს, თუმ­ცა ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ახა­ლი სკო­ლა და მოს­წავ­ლე­ე­ბი საკ­მა­ოდ დი­დი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩემ­თ­ვის.

სკო­ლა­ში მი­სულს ინ­ტე­რე­სით შემ­ხ­ვ­დ­ნენ კო­ლე­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ თვა­ლებ­ში ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას და და­უ­ფა­რავ მო­ლო­დინს ვხე­დავ­დი… გა­დავ­წყ­ვი­ტე, და­მე­სა­ხა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, კლას­გა­რე­შე კითხ­ვის­თ­ვის ერ­თი წიგ­ნი შე­მერ­ჩია მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე სა­კითხა­ვად. არ­ჩე­ვა­ნი ან­ტუ­ან დე სენტ ეგ­ზი­უ­პე­რის „პა­ტა­რა პრინ­ც­ზე“ შე­ვა­ჩე­რე, რა­თა, ჩემს ახალ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მე­მოგ­ზა­უ­რა პა­ტა­რა პრინ­ცის გა­სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში…

პრო­ექ­ტი და­ი­წე­რა, მიზ­ნე­ბიც გა­ნი­საზღ­ვ­რა, ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შე­ვუ­დე­ქით…

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა ან­ტუ­ან დე სენტ ეგ­ზი­უ­პე­რის წიგ­ნი „პა­ტა­რა პრინ­ცი“. სპონ­სო­რიც გა­მოჩ­ნ­და (რა­მაზ კვა­რაცხე­ლია, იური­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ჩე­მი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე), რო­მელ­მაც გა­დაწყ­ვი­ტა, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნო­ბა­თით და­ე­სა­ჩუქ­რე­ბი­ნა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში გამ­ზა­დე­ბუ­ლი ამა­ნა­თი მი­ვი­ღეთ, თი­თო­ე­ულ წიგნში კონ­ვერ­ტი ჩა­ვა­კა­რი ბა­რა­თით, რო­მელ­შიც ეწე­რა:

„ჩე­მო პა­ტა­რა მე­გო­ბა­რო!

ეს წიგ­ნი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რად გა­ი­ხა­დე და შე­ნი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რ­ჯერ წა­ი­კითხე. და­მი­ჯე­რე, ყო­ვე­ლი წა­კითხ­ვი­სას, მას­ში ახალ-ახალ სიბ­რ­ძ­ნე­ებს აღ­მო­ა­ჩენ და და­ფიქ­რ­დე­ბი ბევრ რა­მე­ზე… მიხ­ვ­დე­ბი იმა­საც, რომ, რაც სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებ­ში წე­რია, იმას ყვე­ლა უფ­რო­სი ვერ იგებს, რომ არ­სე­ბობს სამ­ყა­რო, სა­დაც სცი­ვათ და ში­ათ, რომ ყვე­ლა დი­დი ოდეს­ღაც ბავ­შ­ვი იყო…

რო­ცა დი­დი გა­იზ­რ­დე­ბი, წა­უ­კითხე ეს წიგ­ნი შენს შვი­ლებს და შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც, ისი­ნიც ამოგ­ზა­უ­რე ამ სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში…

თქვე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი“

ასე და­იწყო ჩვე­ნი „მოგ­ზა­უ­რო­ბის ჟა­მის ამ­ბე­ბი“…

სას­წავ­ლო წლის ერ­თი დღე (პა­რას­კე­ვი) კლას­გა­რე­შე კითხ­ვას და­ვუთ­მეთ. და­ი­გეგ­მა და გა­ი­წე­რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა უნ­და გვე­კე­თე­ბი­ნა და რო­გორ. მოს­წავ­ლე­ებ­მა, ჩემ­თან ერ­თად, აღ­მო­ა­ჩი­ნეს მწე­რა­ლი, მფრი­ნა­ვი ან­ტუ­ა­ნი, მიხ­ვ­დ­ნენ, რამ გა­და­აწყ­ვე­ტი­ნა მას ამ წიგ­ნის და­წე­რა… ერ­თად  წა­ვი­კითხეთ ექ­ვ­სი წლის ბი­ჭუ­ნას გან­ც­დე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორ შე­ე­ფე­თა ნა­ხა­ტე­ბი­ან წიგ­ნ­ში მახ­რ­ჩო­ბე­ლა გვე­ლი, რო­მე­ლიც რა­ღაც დიდ ცხო­ველს ყლა­პავ­და… ვი­სა­უბ­რეთ უც­ნა­ურ უფ­რო­სებ­ზე, რო­მელ­თა­გან ვერც ერ­თი ვერ მიხ­ვ­და, თუ რა იყო გა­მო­სა­ხუ­ლი ნა­ხატ­ზე.

გა­მო­ვი­ყე­ნეთ კითხ­ვი­სა და წე­რის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გია: კო­მიქ­სე­ბით სწავ­ლე­ბა, დი­ო­რე­მა, გან­გ­რ­ძ­ნო­ბი­თი კითხ­ვა, ბრმა კითხ­ვა, ამ­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ვა­რა­უ­დე­ბი, პერ­სო­ნაჟ­თა რუ­კა, რე­პორ­ტა­ჟი, გა­მოც­ნო­ბა­ნა, ერ­თი სიტყ­ვით ამ­ბის და­წე­რა, ასო­ცი­ა­ცი­უ­რი თხზუ­ლე­ბა, სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­აზ­რე­ბა…

სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე წიგ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა, მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ მათ­თ­ვის უც­ნობ ამ­ბებს, თით­ქოს მარ­თ­ლაც მოგ­ზა­უ­რობ­დ­ნენ პა­ტა­რა პრინ­ც­თან ერ­თად და ეც­ნო­ბოდ­ნენ სამ­ყა­რო­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ათას­გ­ვა­რი უც­ნა­უ­რო­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბოდ­ნენ. თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, თით­ქოს, რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­ს­ნის სურ­ვი­ლი ეუფ­ლე­ბო­დათ და ჩნდე­ბო­და კითხ­ვე­ბი, რო­მელ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­საც თა­ვად­ვე ცდი­ლობ­დ­ნენ.

ამ­ჯე­რად თქვენს ყუ­რადღე­ბას ერთ-ერთ აქ­ტი­ვო­ბას მი­ვაპყ­რობ:

⇑⇓ კო­მიქ­სე­ბით სწავ­ლე­ბა

წიგ­ნი­დან ვკითხუ­ლობთ ერთ თავს – თავი მერვე „ვარ­დის და­ბა­დე­ბა“

მა­ლე შემ­თხ­ვე­ვა მო­მე­ცა უფ­რო ახ­ლოს გა­მეც­ნო ეს ყვა­ვი­ლი. პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის პლა­ნე­ტა­ზე ყო­ველ­თ­ვის ხა­რობ­დ­ნენ უბ­რა­ლო ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ფურ­ც­ლე­ბი მხო­ლოდ ერთ წყე­ბად ჰქონ­დათ, ძა­ლი­ან მცი­რე ად­გი­ლი ეკა­ვათ და არა­ვის აწუ­ხებ­დ­ნენ თა­ვი­ან­თი არ­სე­ბო­ბით. დი­ლით ისი­ნი მორ­ცხ­ვად გა­მო­ი­ხე­დავ­დ­ნენ ბა­ლა­ხე­ბი­დან და იმა­ვე სა­ღა­მოს ქრე­ბოდ­ნენ. ერთ დი­ლას კი თეს­ლი­დან, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, სა­ი­დან გაჩ­ნ­და პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის პლა­ნე­ტა­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახა­ლი ყლორ­ტი ამო­ი­ზარ­და. პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი ყუ­რადღე­ბით და­აც­ქერ­და ახალ მორჩს, რო­მე­ლიც მი­სი პლა­ნე­ტის არც ერ­თი სხვა მცე­ნა­რის ღე­როს არ ჰგავ­და. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ იგი ბა­ო­ბა­ბის ახა­ლი ჯი­ში ყო­ფი­ლი­ყო? მაგ­რამ ბუჩ­ქ­მა მა­ლე შეწყ­ვი­ტა ზრდა და კო­კო­რი გა­მო­ი­ღო. პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­მა, რო­მელ­საც არა­სო­დეს ენა­ხა ასე­თი კო­კო­რი, მა­შინ­ვე იგ­რ­ძ­ნო, რომ რა­ღაც სას­წა­უ­ლი უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო. ყვა­ვილს კი ჯერ არ და­ემ­თავ­რე­ბია მორ­თ­ვა-მო­კაზ­მ­ვა თა­ვის მწვა­ნე სან­თი­ო­ბო­ში. იგი გულ­დას­მით ირ­ჩევ­და ფე­რებს და ნელ-ნე­ლა იმო­სე­ბო­და სა­გან­გე­ბოდ შერ­ჩე­უ­ლი ნა­ირ-ნა­ი­რი ფურ­ც­ლე­ბით. მას არ სურ­და ულა­ზა­თოდ მო­სუ­ლი­ყო ამ­ქ­ვეყ­ნად, რო­გორც ეს მინ­დ­ვ­რის ყა­ყა­ჩო­ებს სჩვე­ვი­ათ ხოლ­მე. სურ­და, ყვე­ლა­სათ­ვის მო­ეჭ­რა თვა­ლი თა­ვი­სი სი­ნა­ტი­ფით. იგი დი­დი კეკ­ლუ­ცი არ­სე­ბა იყო! მი­სი სა­ი­დუმ­ლო სამ­ზა­დი­სი კარ­გა ხანს გრძელ­დე­ბო­და. და აი, ერთ დი­ლას, ამო­ვი­და თუ არა მზე, იგი გა­ი­ფურ­ჩ­ქ­ნა.
და, თით­ქოს, ასე გულ­მოდ­გი­ნედ არ ემ­ზა­დე­ბო­დაო, და­ამ­თ­ქ­ნა­რა და წარ­მოთ­ქ­ვა:
– ოჰ! ძლივს არ გა­ვიღ­ვი­ძე… გთხოვთ მო­მი­ტე­ვოთ… ჯერ და­ვარ­ცხ­ნი­ლიც არა ვარ.
პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­მა ვერ და­ფა­რა თა­ვი­სი აღ­ტა­ცე­ბა:
– რა მშვე­ნი­ე­რი ხართ!
– მარ­თ­ლა? – ნა­ზად მი­უ­გო ყვა­ვილ­მა, – მე ხომ მზეს­თან ერ­თად და­ვი­ბა­დე.
პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი, რა თქმა უნ­და, მიხ­ვ­და, რომ იგი მა­ინ­ცა და მა­ინც კდე­მა­მო­სი­ლი არ იყო, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი რამ იყო!
– მგო­ნი სა­უზ­მის დროა, – დას­ძი­ნა ცო­ტა ხნის შემ­დეგ ყვა­ვილ­მა, – იქ­ნებ გა­ი­სარ­ჯოთ და იზ­რუ­ნოთ ჩემ­ზე…
პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი ძა­ლი­ან შეც­ბუნ­და, მე­რე სარ­წყუ­ლი მო­ი­ტა­ნა და ყვა­ვი­ლი წყლით მორ­წყო.
მა­ლე ყვა­ვილ­მა თა­ვი­სი ცუდ­მე­დი­დო­ბით და ჭირ­ვე­უ­ლო­ბით მთლად გა­ა­წა­მა საბ­რა­ლო უფ­ლის­წუ­ლი. ერ­თხელ, თა­ვის ოთხად ოთხ ეკალ­ზე რომ ლა­პა­რა­კობ­და, უფ­ლის­წულს უთხ­რა:
– მობ­რ­ძან­დ­ნენ ერ­თი ის ვეფხ­ვე­ბი, ბრჭყა­ლებს რომ უქე­ბენ.
– ჩემს პლა­ნე­ტა­ზე ვეფხ­ვე­ბი არ არი­ან, – გა­ნუ­მარ­ტა პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­მა, – და, ასეც რომ იყოს, ვეფხ­ვე­ბი ბა­ლახს არ ჭა­მენ.
– მე ბა­ლა­ხი არა ვარ, – შე­ნიშ­ნა გა­ნაწყე­ნე­ბულ­მა ყვა­ვილ­მა.
– მო­მი­ტე­ვეთ…
– ვეფხ­ვე­ბი ვერ შე­მა­ში­ნე­ბენ, მაგ­რამ ორ­პი­რი ქა­რი­სა კი ძა­ლი­ან მე­ში­ნია. თე­ჯი­რი ხომ არა გაქვთ?
„ორ­პი­რი ქა­რის ში­ში უბე­დუ­რე­ბაა მცე­ნა­რი­სათ­ვის, – გა­ი­ფიქ­რა პა­ტა­რა უფ­ლის­წულ­მა, – ეს ყვა­ვი­ლი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ყო­ფი­ლა…“
– რომ მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, სარ­ქ­ვე­ლი და­მა­ხუ­რეთ. აქ, თქვენ­თან ძა­ლი­ან ცი­ვა. ძა­ლი­ან მო­უწყო­ბე­ლია აქა­უ­რო­ბა. იქ, სა­ი­და­ნაც მე მო­ვე­დი…
და უცებ ხმა გაკ­მინ­და. იგი ხომ პა­ტა­რა თეს­ლის სა­ხით მო­ვი­და ამ პლა­ნე­ტა­ზე და არ შე­ეძ­ლო რა­მე სცოდ­ნო­და სხვა ქვეყ­ნებ­ზე. ასე­თი მტკნა­რი სიც­რუე რომ წა­მოს­ც­და, დარ­ცხ­ვე­ნილ­მა ორ­ჯერ ჩა­ახ­ვე­ლა, რომ პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლის­თ­ვის მი­სი და­ნა­შა­უ­ლი ეგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბი­ნა.
– თე­ჯი­რი სა­დაა?..
– მის მო­სა­ტა­ნად ვა­პი­რებ­დი წავ­ს­ლას, მაგ­რამ თქვენ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით!
მა­შინ ყვა­ვილ­მა უფ­რო ძლი­ე­რი ხვე­ლა ატე­ხა, რომ პა­ტა­რა უფ­ლის­წულს სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა ეგ­რ­ძ­ნო.
თუმ­ცა პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი თავს ევ­ლე­ბო­და თა­ვის სატ­რ­ფოს, მაგ­რამ მა­ლე შე­ერ­ყა მის­და­მი რწმე­ნა. იგი გულ­დას­მით უს­მენ­და მის უმარ­თე­ბუ­ლო სიტყ­ვებს და ძა­ლი­ან უბე­დუ­რად თვლი­და თავს.
„არ უნ­და და­მეგ­დო მის­თ­ვის ყუ­რი, – გა­მან­დო ერ­თხელ, – არა­სო­დეს არ უნ­და მო­უს­მი­ნო ყვა­ვი­ლებს. მარ­ტო მა­თი ცქე­რით და სურ­ნე­ლე­ბით უნ­და დატ­კ­ბე. ჩემ­მა ყვა­ვილ­მა მთელ ჩემს პლა­ნე­ტა­ზე მოჰ­ფი­ნა სურ­ნე­ლე­ბა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­გორ დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვი ამით. ვეფხ­ვე­ბი­სა და ბრჭყა­ლე­ბის ამ­ბებს არ უნ­და გა­ვებ­რა­ზე­ბი­ნე, უფ­რო მე­ტად უნ­და შემ­ბ­რა­ლე­ბო­და იგი…“
და მე­რე დას­ძი­ნა:
„ – მა­შინ არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და! მი­სი საქ­ცი­ე­ლი­სათ­ვის უნ­და მი­მექ­ცია ყუ­რადღე­ბა და არა მი­სი სიტყ­ვე­ბი­სათ­ვის. იგი მე სურ­ნე­ლე­ბას მაკ­მევ­და და ცხოვ­რე­ბას მი­ნა­თებ­და. არ უნ­და გა­მოვ­ქ­ცე­ო­დი! მის გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ოინებ­ში მი­სი სი­ნა­ზეც უნ­და და­მე­ნა­ხა. ყვა­ვი­ლი ხომ ისე­თი ცვა­ლე­ბა­დია! მაგ­რამ მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და სიყ­ვა­რუ­ლის არა გა­მე­გე­ბო­და რა.“

რო­გორც ვხე­დავთ, მერ­ვე თავ­ში აღ­წე­რი­ლია, რო­გორ იბა­დე­ბა ვარ­დი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლი.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ჰყო­ფენ ამ თავს აბ­ზა­ცე­ბად და ასა­თა­უ­რე­ბენ. ერთ აბ­ზაცს ერ­თი ნა­ხა­ტი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რო­მელ­ზეც წე­რენ პერ­სო­ნა­ჟის სიტყ­ვებს. ცნო­ბი­ლია, რომ თვი­თონ წიგ­ნი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლია და მი­სი და­კო­მიქ­სე­ბა ად­ვი­ლია. მოს­წავ­ლე­თა ორი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, ოთხ-ოთხი მოს­წავ­ლე, სტან­დარ­ტის ფურ­ცელს გა­და­კე­ცა­ვენ იმ­დენ ნა­წი­ლად, რამ­დე­ნი ეპი­ზო­დის და­კო­მიქ­სე­ბაც შე­უძ­ლი­ათ, იწყე­ბენ მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლა აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბა, ბო­ლო ათი წუ­თი პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეთ­მო­ბა.

ასე ვი­მუ­შა­ვეთ ამ წიგ­ნ­ზე მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვნა­ხეთ სხვა­დას­ხ­ვა ეკ­რა­ნი­ზა­ცია, ანი­მა­ცი­აც, ვერ ვიტყ­ვი, რომ ამოვ­წუ­რეთ ამის კე­თე­ბა (უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია), მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო და შე­მეც­ნე­ბი­თი იყო, რაც მთა­ვა­რია, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და მოს­წავ­ლე­თა წე­რი­სა და კითხ­ვის უნა­რე­ბი.

და რაც მთა­ვა­რია, მათ არას­დ­როს და­ა­ვიწყ­დე­ბათ:

⇒ „ყვე­ლა დი­დი ოდეს­ღაც ბავ­შ­ვი იყო“

⇒ „უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვე­რა­ფერს იგე­ბენ“

⇒ „თუ სულ პირ­და­პირ ივ­ლი, შორს ვერ წახ­ვალ“

⇒ „მხო­ლოდ ბავ­შ­ვებ­მა იცი­ან ზუს­ტად, რას ეძე­ბენ“

⇒ „შენ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ხარ მას­ზე, ვინც მო­ათ­ვი­ნი­ე­რე“

⇒ „მა­ინც რას ნიშ­ნავს მოთ­ვი­ნი­ე­რე­ბა?“

 

და­ბო­ლოს, მინ­და ვთქვა, მცი­რე სა­გა­ზე­თო სტა­ტია ოდ­ნა­ვა­დაც ვერ ამო­წუ­რავს სათ­ქ­მელს, ჩვენ კი, ვინც ერ­თ­მა­ნე­თი მო­ვათ­ვი­ნი­ე­რეთ, კვლა­ვაც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ამ წიგ­ნის კითხ­ვას…

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები