22 მარტი, შაბათი, 2025

მოგ­ზა­უ­რო­ბა ხელ­ნა­წე­რე­ბის, კალ­მი­სა და მელ­ნის სამ­ყა­რო­ში

spot_imgspot_img
ნესტან ბაგაური – ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი

თვის ავტორი

ნეს­ტან ბა­გა­ურ­ი

 

 

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის სა­მი სა­ხე­ო­ბა, 2006 წელს, იუნეს­კომ მსოფ­ლი­ოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­თა ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნა! ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა!

ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, მსოფ­ლი­ოს თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლელ ან­ბან­თა შო­რის, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წი­ლი და სრულ­ყო­ფი­ლია. ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუმ­ცა­ღა, ხში­რად, მხო­ლოდ აქ მთავ­რ­დე­ბა სი­ა­მა­ყეც და ზე­ი­მიც…

ვგუ­ლის­ხ­მობთ შემ­დეგს:

რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ქარ­თულ ან­ბან­ზე, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებ­სა და სამ სა­ხე­ო­ბა­ზე, თით­ქ­მის არა­სო­დეს ვუღ­რ­მავ­დე­ბით, კითხ­ვებს:

♦ რო­გორ მო­ვი­და ჩვე­ნამ­დე ეს ან­ბა­ნი?

♦ რამ გა­ნა­პი­რო­ბა ან­ბა­ნის ესო­დე­ნი გან­ვი­თა­რე­ბა და მი­სი სა­მი სა­ხე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად არ­სე­ბო­ბა?

♦ რო­გორ უნ­და მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ებ­სა და უწყ­ვე­ტო­ბას?

♦ ვის უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ ამ უნი­კა­ლურ კულ­ტუ­რას?

ყვე­ლა ამ კითხ­ვას აქვს ერ­თი შე­ხედ­ვით მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის უც­ნო­ბი პა­სუ­ხი: ამ ყვე­ლაფ­რის სარ­კე და და გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა.

ცხა­დია, აქ დი­დია ეპიგ­რა­ფი­კის, ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბი­სა თუ ქსო­ვი­ლე­ბის ნი­მუ­შებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბის რო­ლი. სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს, აღი­ნიშ­ნოს, ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი დამ­წერ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბიც სწო­რედ მყარ მა­სა­ლა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბია იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტერ­ში (პა­ლეს­ტი­ნა) და ბოლ­ნის­ში (სა­ქარ­თ­ვე­ლო), მაგ­რამ ან­ბა­ნის შექ­მ­ნა, მი­სი ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, დახ­ვე­წა და გან­ვი­თა­რე­ბა ცალ­სა­ხად წიგ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის, ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ტრა­დი­ცი­ი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ეს პრო­ცე­სი V სა­უ­კუ­ნი­დან დას­ტურ­დე­ბა და ამა­ვე პე­რი­ო­დის ხელ­ნა­წე­რე­ბი იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლია, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია არ იმა­ლე­ბო­დეს ამის უკან.

სწო­რედ ეს სა­ო­ცა­რი და უმ­დიდ­რე­სი კულ­ტუ­რა: ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ტრა­დი­ცია, შე­საძ­ლოა, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მი­სათ­ვის, მით უფ­რო, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, გა­მორ­ჩე­ულ სას­წავ­ლო რე­სურ­სად იქ­ცეს.

კალ­მი­სა და მელ­ნის სამ­ყა­როს უფ­რო ახ­ლო გაც­ნო­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და­ეხ­მა­რე­ბათ, მე­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბით მი­აღ­წი­ონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და­სა­ხულ მიზ­ნებს – სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი უცი­ლოდ გა­და­იქ­ცე­ვა დრო­სა და სივ­რ­ცე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბად. მარ­თ­ლაც თავ­გა­და­სა­ვა­ლია, კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ას­წავ­ლო არა­ერ­თი სა­გა­ნი: ქარ­თუ­ლი, ის­ტო­რია, ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და, ამას­თან ერ­თად, გქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვა­დაც გა­ა­ზი­ა­რო უნი­კა­ლუ­რი ცოდ­ნა.

სწო­რედ ამი­ტომ, ვიწყებთ სტა­ტი­ე­ბის სე­რი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში:

♦ გა­ვა­ცოცხ­ლებთ ხელ­ნა­წერ­თა ფურ­ც­ლებ­ში ჩა­მა­ლულ ამ­ბებს;

♦ გა­გაც­ნობთ ხელ­ნა­წე­რის შექ­მ­ნის პრო­ცესს;

♦ აღ­მო­ა­ჩენთ გა­მორ­ჩე­ულ სა­მე­ფო ხელ­ნა­წე­რებს;

♦ გა­იც­ნობთ ცნო­ბილ კა­ლიგ­რა­ფებ­სა თუ კა­ლიგ­რა­ფი­ულ სკო­ლებს.

იქამ­დე კი, ზო­გა­დად:

რო­დე­საც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ისეთ მო­ნა­პო­ვარ­ზე ვსა­უბ­რობთ, რო­გო­რი­ცაა ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის შექ­მ­ნი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, ყო­ველ­თ­ვის ხაზს ვუს­ვამ ერთ სრუ­ლი­ად უნი­კა­ლურ გა­რე­მო­ე­ბას:

თუ მი­ვა­დევ­ნებთ თვალს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სხვა­დას­ხ­ვა სა­ო­ცარ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ფოლ­კ­ლო­რი, ღვი­ნი­სა თუ სამ­ზა­რე­უ­ლოს ტრა­დი­ცია, რი­თაც სა­მარ­თ­ლი­ა­ნად ვა­მა­ყობთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ყვე­ლა ეს ფე­ნო­მე­ნი იქ­მ­ნე­ბო­და ის­ტო­რი­ულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში – გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ეს ყო­ველ­თ­ვის იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს საზღ­ვ­რებ­ში.

რაც ეხე­ბა ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბას, ეს ფე­ნო­მე­ნი არ ცნობს საზღ­ვ­რებს! დი­ახ, ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი იქ­მ­ნე­ბო­და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს ყვე­ლა ნა­წილ­ში. აქ ვგუ­ლის­ხ­მობთ არა ერ­თე­ულ შემ­თხ­ვე­ვებს, არა­მედ ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის შექ­მ­ნის მძლავრ ცენ­ტ­რებს – სკრიპ­ტო­რი­უ­მებს. ამ­გ­ვა­რი ცენ­ტ­რე­ბი იყო ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტ­რე­ბი იერუ­სა­ლიმ­ში, ათო­ნის წმინ­და მთა­ზე, მცი­რე აზი­ა­ში, კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში, სი­ნის მთის წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­ში (აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტი), ევ­რო­პა­ში (პეტ­რი­წო­ნის მო­ნას­ტე­რი ბულ­გა­რეთ­ში) და სხვ.

ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რომ­ლის დღე­ვან­დე­ლი და­ცუ­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლიც უაღ­რე­სად მას­შ­ტა­ბუ­რია: ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი: ოქ­ს­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბოდ­ლე­ა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კა (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), გრა­ცის ბიბ­ლი­ო­თე­კა (ავ­ს­ტ­რია), საფ­რან­გე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა (საფ­რან­გე­თი), პე­ტერ­ბურ­გი (რუ­სე­თი) და სხვ.

ათა­სო­ბით ხელ­ნა­წე­რია და­ცუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა მუ­ზე­უ­მებ­სა და სიძ­ვე­ლეთ­სა­ცა­ვებ­ში.

ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დი­დი კო­ლექ­ცია და­ცუ­ლია კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში: 10 000-ზე მე­ტი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნი (V-XIX სს.), 40 000-ზე მე­ტი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თი (მე­ფე­ე­ბის, დე­დოფ­ლე­ბი­სა და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბი­თა და დამ­ტ­კი­ცე­ბე­ბით), 5 000-ზე მე­ტი აღ­მო­სავ­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი (არა­ბუ­ლი, სპარ­სუ­ლი, ოს­მა­ლუ­რი, სი­რი­უ­ლი, კოპ­ტუ­რი, მან­ჯუ­რი­უ­ლი და სხვ.), ასო­ბით ხელ­ნა­წე­რი ევ­რო­პულ ენებ­ზე (ბერ­ძნუ­ლი, ლა­თი­ნუ­რი, იტა­ლი­უ­რი, ინ­გ­ლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, პო­ლო­ნუ­რი, უკ­რა­ი­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, სლა­ვუ­რი და სხვ.).

სწო­რედ ამი­ტომ, ალ­ბათ, ლო­გი­კუ­რი იყო, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის აღორ­ძ­ინე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც სწო­რედ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს უკავ­შირ­დე­ბა.

აქ კი­დევ ერ­თი ძალ­ზე სა­გუ­ლის­ხ­მო დაკ­ვირ­ვე­ბა მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ: გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც და­ი­შა­ლა საბ­ჭო­თა იმ­პე­რია, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სხვა­დას­ხ­ვა მი­ვიწყე­ბულ­მა დარ­გ­მა და­იწყო გა­მოღ­ვი­ძე­ბა: ფოლ­კ­ლო­რი, ელი­ტა­რუ­ლი სცე­ნე­ბი­დან, სო­ცი­უმ­ში ჩა­მო­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­იწყო მი­სი გა­ზი­ა­რე­ბა და გა­თა­ვი­სე­ბა, თე­ქის ხე­ლოვ­ნე­ბა, მი­ნან­ქა­რი, ხატ­წე­რა… სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ვეს ვერ ვიტყ­ვით ხელ­ნა­წერ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. ამას ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზი და ახ­ს­ნა უნ­და ჰქონ­დეს:

საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი, მე­ფის რუ­სე­თი­ცა და საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­საც, სხვა ხალ­ხე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სას, იყე­ნებ­და მის მი­ერ­ვე შექ­მ­ნილ ყალბ იდე­ო­ლო­გი­ას: რომ რუ­სე­თი მო­დი­ო­და ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხე­ბის გა­სა­ნათ­ლებ­ლად, ქრის­ტი­ა­ნო­ბის გა­სამ­ტ­კი­ცებ­ლად! რო­დე­საც 1801 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­უქ­მა ქართლ-კა­ხე­თის სა­მე­ფო და ამით და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთლი­ა­ნად დაპყ­რო­ბის სას­ტი­კი პრო­ცე­სი, აღ­მოჩ­ნ­და, რომ რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მამ­ხი­ლე­ბე­ლი იყო სა­უ­კუ­ნე­ებ­გა­მოვ­ლი­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა: თუ ერს ამო­დე­ნა წიგ­ნე­ბი უწე­რია, თუ მას მე-5 სა­უ­კუ­ნი­დან აქვს ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნე­ბის თარ­გ­მა­ნე­ბი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ქმნის და თარ­გ­მ­ნის ნაშ­რო­მებს არა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის, არა­მედ ქი­მი­ის, ფი­ზი­კი­სა თუ მი­ნე­რა­ლო­გი­ის დარ­გებ­ში, შენ ვე­ღარ იტყ­ვი, რომ ეს ბნე­ლი ერი უნ­და გა­ა­ნათ­ლო ან გა­აქ­რის­ტი­ა­ნო!

სწო­რედ ამი­ტომ, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­იწყეს ნამ­დ­ვი­ლი ნა­დი­რო­ბა ხელ­ნა­წე­რებ­ზე: ნა­წილს სა­ჯა­როდ წვავ­დ­ნენ, ნა­წი­ლი გაჰ­ქონ­დათ…

ამის სა­პა­სუ­ხოდ, XIX სა­უ­კუ­ნის მოღ­ვა­წე­ებ­მა: ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა და მათ­მა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა გა­ი­თა­ვი­სეს პრობ­ლე­მა და და­ის­ვა სა­კითხი: ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა უნ­და გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, ან ვე­ღა­რა­სო­დეს შეძ­ლებ­დ­ნენ ამას!

იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის შექ­მ­ნი­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: „წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, „სა­ის­ტო­რიო-სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, სა­ეკ­ლე­სიო მუ­ზე­უ­მი და სხვა, ინ­ტენ­სი­უ­რად აწყობ­დ­ნენ ექ­ს­პე­დი­ცი­ებს. ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რა­მო­დე­ნა სი­ხა­რუ­ლით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ რამ­დე­ნი ხელ­ნა­წე­რი თუ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თის მო­პო­ვე­ბა და გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო ამა თუ იმ ექ­ს­პე­დი­ცი­ამ…

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა შე­ი­მუ­შა­ვა საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ამ: გა­დარ­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ერ­თ­გ­ვა­რად „გა­მო­კე­ტა“ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეც­ნი­ე­რის კვლე­ვის ობი­ექ­ტად! ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ლო­გე­ბი რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ღალ დო­ნე­ზე ახერ­ხებ­დ­ნენ, გვერ­დი აევ­ლოთ საბ­ჭ­თა ცენ­ზუ­რი­სათ­ვის და ისე ეკ­ვ­ლი­ათ ეს ხელ­ნა­წე­რე­ბი, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დე­ო­ბი­სათ­ვის, რი­გი­თი ქარ­თ­ვე­ლი­სათ­ვის ეს მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა უცხოდ დარ­ჩა. ეს ინერ­ცია გაგ­რ­ძელ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­ნამ­დ­ვი­ლე­შიც. დღეს სწო­რედ ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია:

⇒ XIX სა­უ­კუ­ნე­ში ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩა ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი (ილი­ას, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და მა­თი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად);

⇒ XX სა­უ­კუ­ნე­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ამ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის უაღ­რე­სად სა­ფუძ­ვ­ლი­ან კვლე­ვას რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში – 1958 წელს და­არ­ს­და ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი, ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი­სა და საქ­მის ფა­ნა­ტი­უ­რად მოყ­ვა­რე მეც­ნი­ე­რის, ფი­ლო­ლოგ ილია აბუ­ლა­ძის დი­დი ღვაწ­ლის შე­დე­გად;

⇒ XXI სა­უ­კუ­ნე კი აღ­მოჩ­ნ­და დრო, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა უნ­და და­უბ­რუნ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას: უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას (სკო­ლამ­დე­ლი, სას­კო­ლო თუ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა; მეც­ნი­ე­რე­ბა­ში მთე­ლი რი­გი სა­კითხე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ახა­ლი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა). ასე­ვე, უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მოხ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხელ­ნა­წე­რი და კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე კულ­ტუ­რის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ფაქ­ტია, რომ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლია ის კულ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ, კა­ცობ­რი­ო­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ფონ­დი გა­ამ­დიდ­რონ თხუთ­მეტ­ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი სიძ­ვე­ლის მქო­ნე უწყ­ვე­ტი ხელ­ნა­წე­რი ტრა­დი­ცი­ით!

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­მელ­საც იშ­ვი­ა­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის გარ­და, ამ სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სამ­დე ღრმა ძი­ლით ეძი­ნა, მი­სი ახა­ლი სი­ცოცხ­ლის შთა­ბერ­ვა სწო­რედ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენტრს უკავ­შირ­დე­ბა. 2010 წელს ცენ­ტ­რის იმ­ჟა­მინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ის­ტო­რი­კოს­მა ბუ­ბა კუ­და­ვამ და რამ­დე­ნი­მე ენ­თუ­ზი­ას­ტ­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­რეთ კონ­კურსს „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“. სკეპ­ტი­კო­სე­ბის დი­დი გუნ­დი ღი­მი­ლი­ა­ნად შე­ნიშ­ნავ­და: XXI სა­უ­კუ­ნე­ში რა­ღა დროს კა­ლიგ­რა­ფია და ხე­ლით წე­რააო!… ბა­ტო­ნი ბუ­ბა კუ­და­ვა კი და­ჟი­ნე­ბით დგამ­და პირ­ველ ნა­ბი­ჯებს. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა: 10 000-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლე! სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი! ევ­რო­პის, აზი­ი­სა და ამე­რი­კის 20-ზე მე­ტი ქვე­ყა­ნა! და რაც მთა­ვა­რია: კონ­კურ­სან­ტებს შო­რის აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კა­ლიგ­რა­ფე­ბის გე­ნი­ა­ლუ­რი ხელ­წე­რის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბი! ეს სა­ოც­რე­ბა აღ­მოჩ­ნ­და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სათ­ვის: ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ლიგ­რა­ფია ხომ სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ან სუფ­თა წე­რა არაა! ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი წერ­დ­ნენ რო­გორც სა­მე­ფო კა­რის მწიგ­ნობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც XVIII სა­უ­კუ­ნე­ში წერ­დ­ნენ „ვეფხის­ტყა­ო­სანს“! მათ­თ­ვის ეს ხე­ლოვ­ნე­ბა არა­ვის უს­წავ­ლე­ბია! ეს სხვა არა­ფე­რი იყო, თუ არა გე­ნე­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა!

ხო და და­ვიწყეთ!

კონ­კურ­სი „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“ უაღ­რე­სად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტი აღ­მოჩ­ნ­და. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მან შე­მო­იკ­რი­ბა არა­ერ­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ახალ­გაზ­რ­და თუ ზრდას­რუ­ლი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თათ­ვი­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი თან­და­თან პრო­ფე­სი­ად იქ­ცა. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი იყო ის, რომ კონ­კურსს ჰქონ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ცენ­ტ­რის მეც­ნი­ე­რე­ბის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა, სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი და ულა­მა­ზე­სი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა კონ­კურ­სან­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და გაზ­რ­დი­ლიყ­ვ­ნენ – კონ­კურ­სის დაწყე­ბი­დან ვიდ­რე მის გას­რუ­ლე­ბამ­დე კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ნა­წი­ლის ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი კა­ლიგ­რა­ფი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით იზ­რ­დე­ბო­და. ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გუნდს შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ იმ დრო­ი­სათ­ვის ერ­თე­უ­ლე­ბად მოღ­ვა­წე კა­ლიგ­რა­ფე­ბი: ლე­ვან ჩა­გა­ნა­ვა, ლა­შა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი და, რაც მთა­ვა­რია, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი, ნი­აზ დი­ა­სა­მი­ძე და ზუმ­ბა (თა­ვი­სი გუნ­დით). ასე, თან­და­თა­ნო­ბით, გა­მოჩ­ნ­და კა­ლიგ­რაფ­თა ახა­ლი თა­ო­ბა.

დღეს, რო­დე­საც თვალს გა­და­ვავ­ლებთ გან­ვ­ლილ პე­რი­ოდს, ვფიქ­რობთ, შე­დე­გე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვია:

შე­იკ­რა პრო­ფე­სი­ო­ნალ კა­ლიგ­რაფ­თა გუნ­დი და 2022 წელს და­ი­ბა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლიგ­რაფ­თა ასო­ცი­ა­ცია.

ახა­ლი თა­ო­ბის კა­ლიგ­რა­ფე­ბი, ერ­თი მხრივ, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ კა­ლიგ­რა­ფი­ას აცოცხ­ლე­ბენ, მე­ო­რე მხრივ კი, ქმნი­ან უნი­კა­ლურ ეტაპს ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ი­სა. 30-მდე კა­ლიგ­რა­ფი, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის (კლა­სი­კუ­რი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მწიგ­ნობ­რუ­ლი, კა­ლიგ­რა­ფი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე და ავან­გარ­დუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, კა­ლიგ­რა­მა, კა­ლიგ­რა­ფია კე­რა­მი­კა­ზე, ტყავ­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა ზე­და­პირ­ზე) აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ავი­თა­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ კა­ლიგ­რა­ფი­ას.

შე­იქ­მ­ნა კა­ლიგ­რა­ფი­ის სკო­ლა. კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სტუ­დი­ე­ბი და­არ­ს­და რე­გი­ო­ნებ­შიც: რუს­თა­ვი, ჭუ­ბე­რი, ზუგ­დი­დი და სხვ.

სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა კა­ლიგ­რა­ფი­ულ სას­კო­ლო, სა­ქა­ლა­ქო თუ რე­გი­ო­ნულ კონ­კურ­სებს. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია უკ­ვე 10 წელ­ზე მე­ტი ხნის ტრა­დი­ცი­ის მქო­ნე კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სი ქვე­მო ქარ­თ­ლის რე­გი­ონ­ში, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი­ცაა პირ­ვე­ლი თა­ო­ბის უნი­ჭი­ე­რე­სი კა­ლიგ­რა­ფი, და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე მთელ ოჯახ­თან ერ­თად და კერ­ძო სკო­ლა „ლა­ზა­რე“, ბა­ტო­ნი ნუგ­ზარ მა­ი­სუ­რა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. რე­გი­ონს აქ შეგ­ნე­ბუ­ლად ვუს­ვამთ ხაზს: ეს გახ­ლავთ ეთ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­გი­ო­ნი: აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი და სოფ­ლე­ბი – კონ­კურ­სი „ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია“ სა­ო­ცა­რი პლატ­ფორ­მა აღ­მოჩ­ნ­და, რო­დე­საც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თა­ნა­ბა­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ხდე­ბი­ან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი. ამ კონ­კურ­ს­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად აჩ­ვე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში კა­ლიგ­რა­ფი­ის რო­ლი და კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი;

კა­ლიგ­რა­ფია ყველ­გან: კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა იქ­ცა არა­ერ­თი სფე­როს ნა­წი­ლად: თი­ბი­სი ბან­კი პირ­ველ­თა­გა­ნი იყო, ვინც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „სა­ბა“ და­ჯილ­დო­ვე­ბა­ში ჩარ­თო კა­ლიგ­რა­ფე­ბი, სა­რეკ­ლა­მო სივ­რ­ცე, უნი­კა­ლუ­რი სუ­ვე­ნი­რე­ბი­სა და სა­ჩუქ­რე­ბის მოთხოვ­ნა, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, ახა­ლი ფონ­ტე­ბის შექ­მ­ნა, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი და სხვ.;

დღეს უკ­ვე ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბი მას­შ­ტა­ბუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბით წარ­დ­გე­ბი­ან ევ­რო­პის, აზი­ი­სა და ამე­რი­კის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში: პერ­სო­ნა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი წარ­დ­გი­ნე­ბე­ბი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ყუ­რადღე­ბა;

სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­ნაცხა­დი: ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის და ხელ­ნა­წე­რის თე­მა იქ­ცა ჩვე­ნი კულ­ტუ­რის წარ­დ­გი­ნე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ას­პექ­ტად: ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ელ­ჩო­ებ­თან, უძ­ვე­ლე­სი ხელ­ნა­წე­რე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ლიგ­რა­ფი­ის გა­მო­ფე­ნე­ბი. ამ მხრივ, ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი და მას­შ­ტა­ბუ­რი იყო ქარ­თ­ველ კა­ლიგ­რაფ­თა გა­მო­ფე­ნა ეგ­ვიპ­ტე­ში, პრო­ფე­სორ ბუ­ბა კუ­და­ვა­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ქათ­ვე­ლოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ელ­ჩის, ბა­ტო­ნი არ­ჩილ ძუ­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით (ქა­ი­რო­სა და ალექ­სან­დ­რი­ის უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ­ში). ახალ­გაზ­რ­და კა­ლიგ­რა­ფე­ბი პირ­ვე­ლად წარ­დ­გ­ნენ აღ­მო­სავ­ლეთ­ში – კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბის სამ­ყა­რო­ში. პირ­ვე­ლად შეხ­ვ­დე­ნენ არაბ კა­ლიგ­რა­ფებს და გაც­ვა­ლეს გა­მოც­დი­ლე­ბა. ამის შემ­დეგ არა­ერ­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თუ ჯგუ­ფუ­რი გა­მო­ფე­ნა იყო ევ­რო­პის, აზი­ი­სა და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

ქარ­თ­ვე­ლი კა­ლიგ­რა­ფე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი არის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში: რო­მის პა­პი, ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი…

XXI სა­უ­კუ­ნის ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი – ეს ახა­ლი თა­ო­ბის კა­ლიგ­რა­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიღ­წე­ვაა. კა­ლიგ­რა­ფებ­მა და­იწყეს არა მხო­ლოდ მცი­რე კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ქმნი­ლე­ბე­ბის წე­რა, არა­მედ მას­შ­ტა­ბუ­რი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბის შექ­მ­ნა. ცალ­კე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და, მა­გა­ლი­თად, ფონ­დ­მა „იავ­ნა­ნა“ და „ივე­რი­ი­სამ“ შექ­მ­ნეს უნი­კა­ლუ­რი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწე­რე­ბო­და და თი­თო­ე­უ­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­წე­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და კუ­ლტუ­რი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა ადა­მი­ან­მა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღი­ნიშ­ნოს ხელ­ნა­წე­რი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კ­ში, გა­ე­როს შტაბ-ბი­ნა­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. ეს უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი შექ­მ­ნა ხუთ­მა ახალ­გაზ­რ­და კა­ლიგ­რაფ­მა: და­ვით მა­ი­სუ­რა­ძე, ნი­ნი იკაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სი­სა­უ­რი, ანი გო­ქა­ძე, ლე­ვან ცხვი­რა­ვაშ­ვი­ლი.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი შრიფ­ტე­ბი და ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ლიგ­რა­ფია – ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა უცი­ლოდ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხა­ზია ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა. კა­ლიგ­რაფ­მა და­ვით მა­ი­სუ­რა­ძემ უკ­ვე გა­ა­ცოცხ­ლა 30-მდე ხელ­წე­რა ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო­სათ­ვის. ასე შე­უძ­ლია მსურ­ველს, სა­კუ­თა­რი კომ­პი­უ­ტე­რის კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე აკ­რი­ფოს XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პო­ე­ტე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის (სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნი, და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და სხვე­ბი.) ხელ­წე­რით. შე­იქ­მ­ნა შრიფ­ტე­ბი რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძო­ლი ემიგ­რან­ტი მოღ­ვა­წე­ე­ბი­სა თუ ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბის ხელ­წე­რის მი­ხედ­ვით. ეს პრო­ცე­სი ისევ გრძელ­დე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უსაზღ­ვ­როა. წარ­მა­ტე­ბით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ კა­ლიგ­რა­ფე­ბი ლო­გო­ტი­პე­ბი­სა და გერ­ბე­ბის შექ­მ­ნის სფე­რო­შიც. ბო­ლოს და ბო­ლოს, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბრენ­დის, „კო­კა-კო­ლას“ ლო­გოს შემ­ქ­მ­ნელ­მა, ფრენკ მე­ი­სონ რო­ბინ­სონ­მა, რო­მე­ლიც იყო ძვე­ლი წიგ­ნე­ბის მცვე­ლი, ტი­პოგ­რა­ფი­ი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის კარ­გი მცოდ­ნე, სწო­რედ კა­ლიგ­რა­ფი­ას მი­ან­დო ახა­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დის ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­ხე. ასე შე­იქ­მ­ნა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ლო­გო – ან­ბა­ნის გრა­ფი­კულ მო­ხა­ზუ­ლო­ბი­სა და კა­ლიგ­რა­ფი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით!

რა არის ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა დღეს?

ამა­ზე ცო­ტა სიმ­ბო­ლუ­რი, მაგ­რამ სავ­სე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რი პა­სუ­ხი მაქვს: ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა არის მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა ისე­ვე, რო­გორც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, რომ­ლის გა­გე­ბა­საც დას­წავ­ლა, გარ­კ­ვე­უ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნა სჭირ­დე­ბა. ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ის მუ­სი­კის, კალ­მით მოს­მულ ხა­ზებ­საც, ნო­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა­სა­ვით, სჭირ­დე­ბა გა­გე­ბა: ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ერ­თი გრა­ფე­მა ათას­გ­ზის იც­ვ­ლის მო­ხა­ზუ­ლო­ბა­სა და შე­ფე­რი­ლო­ბას იმის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი გრა­ფე­მის გვერ­დით აღ­მო­ვა­ჩენთ სიტყ­ვა­ში და იმის მი­ხედ­ვი­თაც, რო­გო­რი ხედ­ვის კა­ლიგ­რაფს უჭი­რავს კა­ლა­მი. სწო­რედ ასე­ვეა, ხომ, ნო­ტე­ბი: ერ­თი და იგი­ვე ნო­ტი სხვა­დას­ხ­ვა მუ­სი­კას იმის მი­ხედ­ვით აჟ­ღე­რებს, რო­გორ ხა­სი­ათ­ში, რო­მელ ნო­ტებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში და რო­მე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის სამ­ყა­რო­ში ცოცხ­ლ­დე­ბა.

კი­დევ რა არის, იცით, ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფია?…

ეს სა­უცხოო ღვი­ნოა, ოღონდ ათას­წ­ლო­ვა­ნი დაძ­ვე­ლე­ბით!

ისე­ვე, რო­გორც კარგ ღვი­ნოს, და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად, სჭირ­დე­ბა დას­წავ­ლა, კა­ლიგ­რა­ფი­აც ასე­ვეა! რო­გორ აღ­მო­ვა­ჩენთ კარგ ღვი­ნოს?.. ჯერ ფერ­მა უნ­და მი­გი­ზი­დოს, ვი­ზუ­ა­ლუ­რად მოგ­ხიბ­ლოს… ამის შემ­დეგ და­ა­გე­მოვ­ნებ და ნელ-ნე­ლა აღ­მო­ა­ჩენ გე­მო­თა გა­მას… ამას ყვე­ლა ვერ აკე­თებს, ამას სო­მე­ლიე სჭირ­დე­ბა!

ასე­ვეა ქარ­თუ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­აც: მი­სი პირ­ვე­ლი ეფექ­ტი არის ხა­ზე­ბის სა­ოც­რე­ბა! შემ­დეგ კი უცი­ლობ­ლად უნ­და ჩა­უღ­რ­მავ­დე, რა­თა და­ი­ნა­ხო ის­ტო­რი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ფე­რი­სა და ცოდ­ნის პა­ლიტ­რა!

სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას: მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს ამ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­როს აღ­მო­ჩე­ნის თავ­გა­და­სა­ვალ­ში ვიწ­ვევთ მო­კავ­ში­რედ.

ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში…

ეს არის მოგ­ზა­უ­რო­ბა ხელ­ნა­წე­რე­ბის, კალ­მი­სა და მელ­ნის სამ­ყა­რო­ში!

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ქალი კალიგრაფები

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება