27 ივლისი, შაბათი, 2024

მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სასკოლო რესურსი

spot_img

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები კომიტეტთან არსებული სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში სასკოლო რესურსების გამოყენების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სასკოლო რესურსი, მათ შორის, არაფორმალური განათლების, ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლეებისთვის და ასევე, მასწავლებლებს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდეთ იმისათვის, რომ საგაკვეთილო სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და შესრულებისას ეს რესურსები ეფექტიანად და მიზნობრივად გამოიყენონ.

„ჩვენ არაერთი მიმართვა მოვისმინეთ საზოგადოების მხრიდან სახელმძღვანელოებთან, ლაბორატორიებთან, ციფრულ და საბიბლიოთეკო რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს სკოლებში არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თემატური მოკვლევა არ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ თბილისზე. თემატური მოკვლევის ჯგუფი ასევე რეგიონებშიც შეისწავლის სასკოლო გარემოს და არსებულ სასწავლო რესურსებს. თემატური მოკვლევის შემდეგ, ანალიზის საფუძველზე, დარგის ექსპერტებთან ერთად, შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში გავუწევთ მონიტორინგს,“ – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, თემატური მოკვლევის მიზანი სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და შესწავლაა – „ვიმსჯელეთ სასკოლო რესურსების საკითხებთან, მათ შორის, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრობლემასთან დაკავშირებით. თემატური მოკვლევა ერთ მიზანს ემსახურება – გამოვავლინოთ ყველა პრობლემური საკითხი და განვსაზღვროთ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ამ პრობლემების აღმოფხვრას მოემსახურება“.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები