23 მაისი, პარასკევი, 2025

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დი­რექ­ტორ­მა სკო­ლა ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლი­სა და თა­ნამ­შ­რო­მ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ას­პა­რე­ზად აქ­ცი­ოს

spot_imgspot_img

სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

მი­ხე­ილ ჩი­ქო­ვა­ნი

თბი­ლი­სის №92 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი

 

 

♦ პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვე­ცა­ნით, გვი­ამ­ბეთ თქვენ შე­სა­ხებ

◊ აპ­რილ­ში გავხდი 52 წლის. და­ვი­ბა­დე 1973 წლის 28 აპ­რილს, სკო­ლა და­ვამ­თავ­რე 1990 წელს, თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი – 1996 წელს წი­თელ დიპ­ლომ­ზე. სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პ. გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში. 1998 წლი­დან 2008 წლამ­დე, ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ­დი ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2009 წელს და­ვი­ცა­ვი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია და ვარ ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი. 2014 წლი­დან თბი­ლი­სის №92 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ. სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი მა­თე­მა­ტი­კას და ეკო­ნო­მი­კას.

მყავს მშობ­ლე­ბი, დე­და – მე­რი ჩი­ქო­ვა­ნი, მოქ­მე­დი პე­და­გო­გი, ძმა – კა­ხა ჩი­ქო­ვა­ნი, ქი­რურ­გი. მყავს მე­უღ­ლე და 10-11 წლის ქალ-ვა­ჟი.

♦ ხუ­თი სა­უ­კე­თე­სო უნა­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სკო­ლის დი­რექ­ტორს უნ­და ჰქონ­დეს  სკო­ლის ეფექ­ტუ­რად მარ­თ­ვის­თ­ვის.

◊ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რია, რო­მე­ლიც უნ­და ზრუ­ნავ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ასე­ვე უნ­და შე­ეძ­ლოს, შექ­მ­ნას სას­კო­ლო კულ­ტუ­რა, რომ მოს­წავ­ლე კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან მო­ქა­ლა­ქედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. თვი­თონ კი, რო­გორც ლი­დე­რი, მი­სა­ბაძ მა­გა­ლითს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. უნ­და იყოს: პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი, ნო­ვა­ტო­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, მე­გობ­რუ­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი.

♦ გაგ­ვი­ზი­ა­რეთ სკო­ლის მარ­თ­ვის თქვე­ნი მო­დე­ლი/პრაქ­ტი­კა – რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბით ამ პრო­ცეს­ში ან რა გა­მოგ­დით წარ­მა­ტე­ბუ­ლად?

◊ სკო­ლის მარ­თ­ვის ჩე­მე­უ­ლი მო­დე­ლია სკო­ლა­ში უსაფ­რ­თხო, მოს­წავ­ლე­თა და პე­და­გოგ­თა ინ­ტე­რე­სებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად მორ­გე­ბულ გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე ზრუნ­ვა და თუ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ჩვე­ნი სკო­ლა ამ გა­მოწ­ვე­ვას პა­სუ­ხობს, ეს წარ­მა­ტე­ბაა. აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ჩე­მი მო­ად­გი­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი მზე­ვი ცო­მაია, საქ­მე­თა მმარ­თ­ვე­ლი თამ­თა აბე­სა­ძე, ბუ­ღალ­ტე­რი ეკა­ტე­რი­ნე მა­მეს­წა­რაშ­ვი­ლი და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ზა­ზა ბა­ი­და­რაშ­ვი­ლი, რად­გან დი­რექ­ტო­რი მარ­ტო ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვის გუნ­დ­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ზე. მხო­ლოდ მათ­თან ერ­თად მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბებ­საც და შეხ­ვ­დე­ბა პრობ­ლე­მებ­საც. აი, კარ­გი მე­ნე­ჯე­რი კი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს, რომ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აყო­ლი­ე­ბა შე­ეძ­ლოს.

♦ რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა – რა რო­ლი აქვს (უნ­და ჰქონ­დეს) რე­ა­ლუ­რად სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სკო­ლის მარ­თ­ვა­ში?

◊ სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რა თქმა უნ­და, კა­ნო­ნის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, დი­რექ­ტორს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ირ­ჩევს, მაგ­რამ ვი­სურ­ვებ­დი, მშო­ბელს, რო­მელ­საც სკო­ლა­ში მოჰ­ყავს შვი­ლი, გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, რომ სკო­ლა­ში თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნო სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა მი­სი აუცი­ლე­ბე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბაა.

♦ რო­გო­რია მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში. გთა­ვა­ზო­ბენ მშობ­ლე­ბი რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ებს სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის?

◊ აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას, რომ მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე. იზ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვი და იკ­ლებს ჩარ­თუ­ლო­ბა, ხში­რად მშობ­ლებს ჩარ­თუ­ლო­ბა კონ­ტ­რო­ლი ჰგო­ნი­ათ. კონ­ტ­რო­ლი კი მხო­ლოდ დაწყე­ბით კლა­სებ­ში მუ­შა­ობს. თუ კონ­ტ­რო­ლი მა­ღალ კლა­სებ­შიც გრძელ­დე­ბა, ეს იწ­ვევს აგ­რე­სი­ას და აჩენს ბზა­რებს. თუ „რა მი­ი­ღე?“ „რა ის­წავ­ლე­თი?“ ჩა­ნაც­ვ­ლ­დე­ბა, მა­შინ ბზა­რე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი გამ­თ­ლი­ან­დე­ბა. ზო­გა­დად, მშო­ბე­ლი შვი­ლის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი კი არა, უფ­რო მე­ტად ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე უნ­და იყოს.

♦ ზრდის თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქეს, ამ­ზა­დებს თუ არა მას მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის?

◊ ახ­ლა ილი­ას სიტყ­ვე­ბი გა­მახ­სენ­და „ზნე-ხა­სი­ა­თის წვრთნა უდი­დე­სი, უაღ­რე­სი სა­გა­ნია სკო­ლი­სა, რად­გა­ნაც გა­ა­და­მი­ა­ნე­ბა კა­ცი­სა თა­ვი და ბო­ლოა ყო­ველ­გ­ვა­რი წვრთნი­სა, ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა“. ვცდი­ლობთ, გავ­ზარ­დოთ აქ­ტი­უ­რი, მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა მზად. მაგ­რამ ამ საქ­მე­ში მარ­ტო ნუ დაგ­ვ­ტო­ვებთ, ოჯა­ხი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

♦ სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბა ჯერ კი­დევ და­პა­უ­ზე­ბუ­ლია… თქვენ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს კომ­პო­ნენ­ტი?

◊ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დი­რექ­ტორს ჰქონ­დეს უნა­რი, მუდ­მი­ვად სწავ­ლობ­დეს და ვი­თარ­დე­ბო­დეს. ამ კუთხით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ხელს გვიწყობს, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო კარ­გი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, დროც იც­ვ­ლე­ბა და მიდ­გო­მე­ბიც.

♦ სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და­იწყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი თვით­შე­ფა­სე­ბას ეხე­ბა. რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა თქვენს სკო­ლა­ში?

◊ ავ­ტო­რი­ზა­ცია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რაა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, მოწ­მ­დე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებ­თან. ჩვე­ნი სკო­ლა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ჯერ არ გა­დის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ წელს ვა­ტა­რებთ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს, ვცვლით ტექ­ნი­კას, ჯერ კი­დევ ბევ­რი გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

♦ არის თუ არა რა­ი­მე სირ­თუ­ლე კად­რე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა არის თქვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას?

◊ და­ვიწყებ იმით, რომ ვფიქ­რობ, დი­რექ­ტო­რი თა­ვად უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლიც, კარ­გად რომ ეს­მო­დეს სკო­ლის მა­ჯის­ცე­მა. თუ დი­რექ­ტო­რი თვი­თონ არ ატა­რებს გაკ­ვე­თი­ლებს, არ იყე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა მე­თოდს და აქ­ტი­ვო­ბას, სხვას რო­გორ უნ­და მოს­თხო­ვოს. ჩვენ ყო­ველ წელს ვა­ტა­რებთ კონ­კურსს და ვი­ღებთ ახალ მას­წავ­ლებ­ლებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ, ძა­ლი­ან გა­მოც­დილ და მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი სტა­ჟის მქო­ნე პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, გვყავს ახალ­გაზ­რ­და, 21-25 წლის პე­და­გო­გე­ბი, სკო­ლას სჭირ­დე­ბა ახა­ლი სის­ხ­ლი, ჩვენ ბევრს ვსწავ­ლობთ ერ­თ­მა­ნე­თის­გან.

♦ რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სკო­ლა?

◊ ამ ბო­ლო წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და რო­გორც თბი­ლი­სის, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მაგ­რამ გა­სა­კე­თე­ბე­ლი მა­ინც ბევ­რია. მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლე­ბის ყვე­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა. ჩე­მი აზ­რით, მო­ვი­და დრო, რომ ე.წ. კა­ტის გა­მოც­დე­ბი ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს რა­ღაც ახ­ლით რო­გორც დაწყე­ბით, ასე­ვე სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. სა­სურ­ვე­ლია, კი­დევ უფ­რო და­ფას­დეს და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი გახ­დეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, რად­გა­ნაც დღეს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გის დი­დი ნაკ­ლე­ბო­ბაა.

კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სა­ხელ­მ­წი­ფო დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­თა­ვი­სონ, უფ­ლე­ბე­ბის გარ­და, მათ მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც აკის­რი­ათ.

♦ რა გეგ­მე­ბი გაქვთ თქვე­ნი სკო­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ის, ვთქვათ, 5 წლის შემ­დეგ?

◊ გვაქვს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, გვაქვს 6-წლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, სა­დაც გა­წე­რი­ლია ჩვე­ნი სკო­ლის ინ­ფ­რას­ტუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა, უამ­რა­ვი იდეა გვაქვს პრო­ექ­ტე­ბის­თ­ვის, ასე­ვე ვეც­დე­ბით, რომ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გა­ფარ­თოვ­დეს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა.

♦ რა სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებთ მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

◊ მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ვა­ღი­ა­რებთ წარ­მა­ტე­ბას და ვაც­ნო­ბი­ე­რებთ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას. მზად ვართ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის (ვა­ყა­ლი­ბებთ ძლი­ერ კავ­ში­რებს მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ვქმნით სი­ახ­ლო­ვეს სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად).

მე და ჩე­მი მო­ად­გი­ლე ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს, ვუს­მენთ რა აწუ­ხებთ და მათ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ სას­კო­ლო სა­კითხებს. ხელს ვუწყობთ სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის რწმე­ნის და გრძნო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მოს­წავ­ლე­ებ­ში. უამ­რა­ვი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კომ­პო­ნენ­ტი, რაც მიღ­წე­ვე­ბის ზრდას უწყობს ხელს, არის უკუ­კავ­ში­რი.

♦ რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოფთ, რომ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და ინ­კ­ლუ­ზია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყოს სკო­ლის პო­ლი­ტი­კა­სა და პრაქ­ტი­კა­ში?

◊ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჰუ­მა­ნუ­რო­ბა, საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი, კარ­გი მე­ნე­ჯე­რიც უნ­და იყო, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლიც, კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლიც და კარ­გი დამ­ფა­სე­ბე­ლიც. დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს გქონ­დეს უნა­რი, აღი­ა­რო თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის და პე­და­გო­გის შრო­მა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დი­რექ­ტორ­მა სკო­ლა ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლი­სა და თა­ნამ­შ­რო­მ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ას­პა­რე­ზად აქ­ცი­ოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბა სკო­ლა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა და ინ­კ­ლუ­ზია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი.

სკო­ლის მარ­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ორი­ენ­ტი­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სი უნ­და იყოს.

♦ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი – ინი­ცი­ა­ტი­ვა ან პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

◊ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბაა და ავ­სებს ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა, ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში, მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ჩვენ, ყო­ვე­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სას­კო­ლო პრო­ექტს, ესგ-ს პრი­ო­რიტ­ე­ტუ­ლი თე­მე­ბი­დან. წელს ასე­თი პრო­ექ­ტი გვაქვს – „კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა“, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა კლა­სი და ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. თე­მა, ძი­რი­თა­დად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მუ­შავ­დე­ბა. წლის ბო­ლოს ბავ­შ­ვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, სპექ­ტაკ­ლებს, გა­მო­ფე­ნებს გვთა­ვა­ზო­ბენ. აი, მე დი­დი მო­ლო­დი­ნი მაქვს წელ­საც – კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვის გან­ხ­რით, ბი­ო­ლო­გი­ა­ში, მუ­შავ­დე­ბა მი­ნი-პრო­ექ­ტი „სა­ში­ში სი­ლა­მა­ზე“, ხომ სა­ინ­ტე­რე­სოა?!..

ესაუბრა  მაკა ყიფიანი

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება