1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლი მი­ღე­ბა და სა­ჭი­რო დროს მოქ­მე­დე­ბა – ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძე

spot_img

ინ­ტერ­ვიუ მა­მია ფან­ცუ­ლა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ვის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან, ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძეს­თან

ვინ არის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და რას მო­ითხოვს მის­გან სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა…

– სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და იყოს სკო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის, უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მ­ნის გა­რან­ტი; ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, სკო­ლის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი, მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. სა­ხელ­მ­წი­ფო სკო­ლის დი­რექ­ტორს, სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა დაკ­ვე­თას აძ­ლევ­და. რე­ფორ­მე­ბის და­საწყის­ში აქ­ცენ­ტი დი­რექ­ტო­რის მე­ნე­ჯე­რულ თვი­სე­ბებ­ზე კეთ­დე­ბო­და. დი­რექ­ტო­რებს, ძი­რი­თა­დად, სა­მე­ურ­ნეო ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი და და­ცუ­ლი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ევა­ლე­ბო­დათ. სუ­ლაც არ ით­ვ­ლე­ბო­და სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ დი­რექ­ტო­რის პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. შემ­დეგ, თან­და­თან, მომ­წიფ­და მო­საზ­რე­ბა, რომ დი­რექ­ტო­რი, პირ­ველ რიგ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი უნ­და იყოს და პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, რაც, ალ­ბათ, გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც აჩ­ვე­ნა. ამ ცვლი­ლე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი, თუმ­ცა, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ვიც­ნობ წარ­მა­ტე­ბულ დი­რექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც პე­და­გო­გე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ ისი­ნი, კარგ მე­ნე­ჯე­რო­ბას­თან ერ­თად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რე­ბა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დი­რექ­ტო­რის­გან და, ზო­გა­დად, სკო­ლის­გან უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს და ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ითხოვს, თუმ­ცა, ცხა­დია, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის.

რო­გო­რია ქარ­თუ­ლი სკო­ლის სის­ტე­მა?

– შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნე­ბით, ჯერ კი­დევ დუ­ღი­ლის და სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია.

– თქვე­ნი, რო­გორც სკო­ლის ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი­დან, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?

– ყვე­ლა­ზე დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა იყო ყვე­ლა მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. მგო­ნია, რომ სკო­ლა ყვე­ლა ტი­პის მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი არც ერთ ეპო­ქა­ში არ ყო­ფი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა, ყო­ველ­თ­ვის არი­ან სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ ახერ­ხე­ბენ არ­სე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი ზოგ­ჯერ მა­ინც ახერ­ხებს გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბად ბრუნ­დე­ბი­ან (თუმ­ცა, გვაქვს მა­გა­ლი­თე­ბი, რო­ცა ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი შემ­დ­გომ­ში ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გე­ბიც გამ­ხ­და­რან). შე­დე­გად, ვი­ღებთ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრეს, რო­ცა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბად, უპი­რა­ტე­სად, ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ბრუნ­დე­ბი­ან, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ო­ბის დროს სწავ­ლა­ში მა­ინც და მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის „ამ­ბის მომ­ტა­ნი“ სის­ტე­მა­ში თით­ქ­მის არ გვყავს. ამი­ტომ ლი­დე­რის, დი­რექ­ტო­რის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლეო­ბაა, სა­კუ­თარ გუნ­დ­თან/პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, შექ­მ­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო; იზ­რუ­ნოს სწავ­ლა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მოახ­დი­ნოს მა­თი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა; სკო­ლა­ში აქ­ცენ­ტი უნ­და გა­კეთ­დეს არა ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის აღ­ზ­რ­და­ზე, არა­მედ, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა­სა და სა­თა­ნა­დო მხარ­და­ჭე­რა­ზე.

– რა ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა სკო­ლის ხა­რის­ხი და რო­გორ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ხა­რის­ხის მარ­თ­ვა? გაგ­ვი­ზი­ა­რეთ სკო­ლის მარ­თ­ვის თქვე­ნი მო­დე­ლი/პრაქ­ტი­კა — რო­გორ მარ­თავთ სკო­ლას? რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბით ამ პრო­ცეს­ში ან რა გა­მოგ­დით წარ­მა­ტე­ბუ­ლად?

– სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გის აღი­ა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა. ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მის მი­ზა­ნია არ­სე­ბუ­ლი ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა (ის, რაც უკ­ვე მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გად გა­მოგ­ვ­დის) და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს რო­გორც პი­როვ­ნულ, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას. რე­ა­ლუ­რად, სკო­ლის პი­როვ­ნუ­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სის დაც­ვა. მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, სკო­ლას სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­აძ­ლი­ე­რებს, თუ ამ ტრე­ნინ­გე­ბის შე­დე­გე­ბი სა­ერ­თო სას­კო­ლო კულ­ტუ­რა­ში რა­ღაც ფორ­მით არ აისა­ხა. სწო­რედ ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მა, რომ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ეფექ­ტი­ა­ნი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამო­ცა­ნაა სკო­ლის­თ­ვის.

ჩვენს სკო­ლა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვი­დან­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რად­გან ხა­რის­ხის მარ­თ­ვა სა­ჭი­რო­ებს მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას, ანა­ლიზს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ამის გა­კე­თე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ქუ­ლობ­რივ შე­ფა­სე­ბას ემ­ყა­რე­ბო­და, ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბას. შე­ფა­სე­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი იყო. ვაძ­ლევ­დით პი­რად უკუ­კავ­შირს და ვაცხა­დებ­დით მხო­ლოდ ერთ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე პე­და­გოგს. ეს სის­ტე­მა ბევრ ხარ­ვეზს მო­ი­ცავ­და და არა­საკ­მა­რი­სად ასა­ხავ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ამის შემ­დეგ, შე­ვე­ცა­დეთ, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გაკ­ვე­თილ­ზე გა­დაგ­ვე­ტა­ნა და კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნეთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ამ­ჯე­რად – გუგ­ლის ფორ­მე­ბი. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, შევ­თან­ხ­მ­დით, თუ რას ნიშ­ნავ­და კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი და შე­ვი­მუ­შა­ვეთ გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად ასა­ხავ­და გაკ­ვე­თილ­ზე მიმ­დი­ნა­რე პო­ზი­ტი­ურ პრო­ცე­სებს. უნ­და ვთქვა, რუბ­რი­კა­ზე შე­თან­ხ­მე­ბა ერთ-ერ­თი ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი იყო. თა­ვი­დან­ვე გა­დაწყ­და ისიც, რომ აქ­ცენტს გა­ვა­კე­თებ­დით არა კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თილ­ზე, არა­მედ ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სკო­ლა­ში. კა­თედ­რე­ბი ურ­თი­ერ­თ­დას­წ­რე­ბის გან­რიგს ად­გენ­დ­ნენ, არა­ფორ­მა­ლურ დას­წ­რე­ბას ა­ხორ­ცი­ე­ლებ­და სკო­ლის დი­რექ­ცი­აც. კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თილ­ზე უკუ­კავ­ში­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლის შე­დე­გე­ბი გუგ­ლის ფორ­მებ­ში გა­დაგ­ვ­ქონ­და, სა­დაც უკ­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლი გვქონ­და რუბ­რი­კა. ვიღებ­დით ანა­ლი­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გაკ­ვე­თი­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ, თა­ვის გრა­ფი­კე­ბით, დი­აგ­რა­მე­ბით. პრაქ­ტი­კუ­ლად, პულ­ს­ზე გვე­ჭი­რა ხე­ლი და სწო­რედ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იყო. მა­გა­ლი­თად, გა­მოვ­ლინ­და პრობ­ლე­მე­ბი შე­ფა­სე­ბა­ში, სა­თა­ნა­დო უკუ­კავ­შირ­ში, ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ში და ა.შ. სქე­მის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, გარ­თულ­და სქე­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ამ სის­ტე­მის ერ­თობ­ლი­ვად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა. დრო­ე­ბით, მხო­ლოდ სქე­მა­ზე გა­და­ვერ­თეთ, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა, იმა­ვე სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სა და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში, და­გეგ­მ­ვა­სა და შე­ფა­სე­ბა­ში. 2020 წლი­დან კვლავ ავა­მოქ­მე­დეთ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. გან­ვა­ახ­ლეთ და დავ­ხ­ვე­წეთ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი მოს­წავ­ლე­ებ­ზე ზრუნ­ვის კომ­პო­ნენ­ტებ­ზე გა­და­ვი­ტა­ნეთ. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის კითხ­ვა­რე­ბიც და­ვა­მა­ტეთ. ხა­რის­ხის მარ­თ­ვის სის­ტე­მას პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში ვა­მუ­შა­ვებთ და ვფიქ­რობთ სის­ტე­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზე.

ზო­გა­დად, სკო­ლა­ში ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დი­რექ­ტო­რო­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლებ­ში დავ­რ­წ­მუნ­დი, რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­თან არის ძნე­ლი მხო­ლოდ ახ­ს­ნით და ლექ­ცი­უ­რი ტი­პის გაკ­ვე­თი­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, კი­დევ უფ­რო გა­მოკ­ვე­თი­ლია ეს პრობ­ლე­მა ზრდას­რუ­ლებ­თან. აღ­მოჩნ­და, რომ ხან­გ­რ­ძ­ლივ და­გეგ­მ­ვა­სა და ახ­ს­ნა­ზე გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია კე­თე­ბით სწავ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე სკო­ლა­ში, რაც დავ­ნერ­გეთ, ეს იყო გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გი. არ ვი­ცი სა­ი­დან ავი­ღეთ ეს ფრა­ზა, მაგ­რამ ხში­რად ვი­მე­ო­რებ­დით – „ქა­ოს­ში იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა“. იყო წარ­მა­ტე­ბე­ბი, შეც­დო­მე­ბიც და შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლა. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, არა­მედ ახა­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის. შეც­დო­მე­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტუ­ლი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ტო­ლე­რან­ტუ­ლი ხდე­ბა მოს­წავ­ლე­თა შეც­დო­მე­ბის მი­მარ­თაც, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი უფ­რო გა­ბე­დუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ და გა­მოთ­ქ­ვა­მენ სა­კუ­თარ აზ­რებს. ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ შეც­დო­მე­ბი სწავ­ლის შან­სია, სკო­ლა­ში მთა­ვა­რია, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­რე­მო და მოს­წავ­ლე­ებ­მა სწავ­ლის დროს და­უშ­ვან შეც­დო­მე­ბი, სა­მა­გი­ე­როდ – ცხოვ­რე­ბა­ში აღარ.

– რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა — რა რო­ლი აკის­რია რე­ა­ლუ­რად სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ებს სკო­ლის მარ­თ­ვა­ში?

– სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის­თ­ვის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სკო­ლის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში, და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, მის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­ლის მორ­გე­ბა ვერ შეძ­ლო. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს და, ჩე­მი აზ­რით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მსგავ­სი ტრა­დი­ცი­ის არ­ქო­ნაა. საბ­ჭო­თა გა­მოც­დი­ლე­ბით, სკო­ლის მარ­თ­ვა მხო­ლოდ სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს იდეა გაჩ­ნ­და, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა თა­ვი­დან­ვე დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო და შემ­დეგ და­იწყეს, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა. იქ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბის შე­მო­ტა­ნა ბუ­ნებ­რი­ვი აუცი­ლებ­ლო­ბა იყო. ჩვენ­თან კი, ეს იყო, ალ­ბათ, ძა­ლი­ან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იდეა, სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სკო­ლის მარ­თ­ვა/გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით. სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბი თა­ვის­თა­ვად ვერ გახ­და ქმე­დი­თი, არც არის გა­საკ­ვი­რი. ამ საქ­მეს, ალ­ბათ, ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბო­და, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, იმის გა­მო, რომ ამ რგოლ­მა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ლო­დი­ნე­ბი ვერ გა­ა­მარ­თ­ლა, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ზო­გი­ერ­თი ფუნ­ქ­ცია, თან­და­თან, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ იტ­ვირ­თა. მე მა­ინც ვფიქ­რობ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი გახ­დე­ბა.

– რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ას და როლს რო­გორ ხე­დავთ სის­ტე­მა­ში – დღეს რა როლს ას­რუ­ლე­ბენ და თქვე­ნი აზ­რით, რა და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ?

– დღეს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­ად­გე­ნენ ად­გი­ლებ­ზე. კარ­გია, რომ უკა­ნას­კ­ნელ პე­რი­ოდ­ში სა­მი­ნის­ტ­როს ბევ­რი ფუნ­ქ­ცი­ის დე­ლე­გი­რე­ბა მოხ­და რე­სურს­ცენ­ტ­რებ­ზე. ეს სის­ტე­მას უფ­რო მოქ­ნილ­სა და ოპე­რა­ტი­ულს ხდის. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვ­ლას, სკო­ლის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი წყვეტს. მო­მა­ვალ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის სა­ექ­ს­პორ­ტო მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა სკო­ლე­ბის­თ­ვის იქ, სა­დაც სკო­ლებს შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის კად­რე­ბი არ ჰყავს. მა­გა­ლი­თად, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის და­გეგ­მა­რე­ბის, ან შეს­ყიდ­ვე­ბის, ან თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ.

– რო­გორ უნ­და შე­იც­ვა­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მა, უფ­რო ზუს­ტად რომ უპა­სუ­ხოს ცხოვ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს და რა არის დღე­ვან­დე­ლი სკო­ლის მთა­ვა­რი მი­სია და გა­მოწ­ვე­ვა?

– ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ და ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქამ, ერ­თი მხრივ, გაგ­ვი­ჩი­ნა გან­ც­და, რომ გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორც არას­დ­როს, ისეა ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ ერ­თი ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნა – უამ­რა­ვი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სას­წავ­ლო კურ­სე­ბი, სა­ი­ტე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი… არ არ­სე­ბობს თე­მა, რომ მას­ზე ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცია, ე.წ. „ტუ­ტო­რი­ა­ლი“ არ ნა­ხო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში და მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­თა­ლია, ამ მა­სა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უცხო­ურ ენა­ზეა, მაგ­რამ ენე­ბის შე­სას­წავ­ლა­დაც უამ­რა­ვი რე­სურ­სია, დაწყე­ბუ­ლი ფილ­მე­ბი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბით. ბევ­რის­თ­ვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბიც ენის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და ბეჭ­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც. თუ აქ რა­ი­მე არ იშო­ვე­ბა, შე­გიძ­ლია გა­მო­ი­წე­რო. თუმ­ცა, ყვე­ლა ვხე­დავთ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს თა­ვის­თა­ვად ვერ ზრდის.

სამ­ყა­რომ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბაც გა­ნი­ცა­და ინ­ტერ­ნე­ტის ეპო­ქა­ში — გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბამ სულ სხვა ში­ნა­არ­სი შე­ი­ძი­ნა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის შემ­დეგ. უამ­რავ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, ვხვდე­ბით „ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას“. სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და კომ­პ­ლექ­სე­ბით შეპყ­რო­ბილ ბევრ ვი­თომ სწავ­ლულს სა­ერ­თო ჯგუ­ფებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცრუ და არა­მეც­ნი­ე­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დოდ მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა. არა­ფერს ახალს არ ვიტყ­ვი – ამის წი­ნა­აღ­მ­დეგ ძი­რი­თა­დი იარა­ღი კარ­გი გა­ნათ­ლე­ბაა.

ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ თვით­ს­წავ­ლის, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბის უნა­რე­ბი. კი­დევ ერ­თი თვი­სე­ბა, რაც მოს­წავ­ლე­ებს უნ­და შევ­ძი­ნოთ, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ღე­ბის უნარ-ჩვე­ვაა. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფ­რო გამ­ბე­და­ვე­ბი და ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ. დღე­საც ბევ­რია ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ, უბ­რა­ლოდ რომ მიჰ­ყ­ვე­ბა ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბას, რა­ღაც სას­წა­უ­ლის, გა­მარ­თ­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია და სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს იმა­ზე, რომ მი­სი ბე­დი მის­სა­ვე ხელ­შია. მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უბ­რის დროს, ხში­რად მომ­ყავს ფეხ­ბურ­თის ან კა­ლათ­ბურ­თის მა­გა­ლი­თი. ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლიც კი, წა­მის მე­ა­სე­დით თუ და­აგ­ვი­ა­ნებს პა­სის მი­წო­დე­ბას ან სა­თა­ნა­დო პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყ­ვეს ჯერ იმ კონ­კ­რე­ტულ თა­მაშს და შემ­დ­გომ, მთელ მის კა­რი­ე­რას (თუ ეს ხში­რად გან­მე­ორ­დე­ბა). რე­ა­ლუ­რად, თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ნა­მი­ურ, სწრა­ფად ცვლად სამ­ყა­რო­შიც ასეა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლი მი­ღე­ბა და სა­ჭი­რო დროს მოქ­მე­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, სპორ­ტ­ში ეს თვალ­სა­ჩი­ნოა.

რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის გან­ვი­თა­რე­ბა? ჩე­მი აზ­რით, უნ­და გა­ი­ზარ­დოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი, ოღონდ გა­ნათ­ლე­ბის ეს ფორ­მა სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლად უნ­და იქ­ცეს; უნ­და გა­ი­ზარ­დოს ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის წი­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ში, რად­გან სწავ­ლე­ბის ეს ფორ­მა ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აჩენს; ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბას მე­ტი ინი­ცი­ა­ტი­ვა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ამი­სათ­ვის, სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის კი­დევ უფ­რო გაზ­რ­და, გო­ნივ­რულ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან ერ­თად.

– ზრდის თუ არა დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს, და­საქ­მე­ბის ბაზ­რის­თ­ვის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ახალ­გაზ­რ­დებს, ამ­ზა­დებს თუ არა მოს­წავ­ლე­ებს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის?

– ვიტყო­დი, რომ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს, ვიდ­რე სა­ჭი­როა.

– წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის რა ფაქ­ტო­რე­ბია აუცი­ლე­ბე­ლი?

– მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კარ­გი პე­და­გო­გე­ბის­გან შემ­დ­გა­რი გუნ­დი, კარ­გი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ლი­დე­რი, მომ­თხოვ­ნი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, და­ფი­ნან­სე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა.

– წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სის­ტე­მა აქ­ცენტს აკე­თებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შეწყო­ბა კი ჯერ კი­დევ და­პა­უ­ზე­ბუ­ლია… რა სჭირ­დე­ბა დღეს სკო­ლის დი­რექ­ტორს, რომ გა­ზარ­დოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი — თქვენ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს კომ­პო­ნენ­ტი?

– სკო­ლა­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ, რო­გორც მთლი­ან მე­ქა­ნიზ­მ­ზე. ცალ­კე­უ­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლას ვერ შეც­ვ­ლის, გა­მოწ­ვე­ვებს გუნ­დუ­რად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ. თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა იმ­დე­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რომ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, სკო­ლამ თა­ვი­სი ძლი­ე­რი მხა­რე გა­მო­ი­ყე­ნოს – გა­მოც­დი­ლე­ბის მუდ­მი­ვი გა­ზი­ა­რე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი და­გეგ­მ­ვა. ამ ყვე­ლაფ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვილ დი­რექ­ტორს და მის გუნდს შე­უძ­ლია. ამი­ტომ, აუცი­ლე­ბე­ლია ტრე­ნინ­გე­ბი სკო­ლის მარ­თ­ვა­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დი­რექ­ტო­რე­ბი კარ­გად უნ­და იც­ნობ­დ­ნენ ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ლი­დე­რო­ბის თე­ო­რი­ებს, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ო­რი­ებს.

– რო­მე­ლი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­დე­ლია თქვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ღე­ბი/მი­სა­ბა­ძი, სკო­ლის მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით?

– ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო ეს­ტო­ნუ­რი მო­დე­ლი მგო­ნია, ისიც ხომ პოს­ტ­საბ­ჭო­თა მცი­რე ზო­მის ქვე­ყა­ნაა. რად­გან სა­ერ­თო წარ­სუ­ლი გვაქვს (ორი­ვე ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თო მო­დელს ეფუძ­ნე­ბო­და), აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ტა­ნა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში უფ­რო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები