27 ივლისი, შაბათი, 2024

მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი გა­რე­მოს დაც­ვა­ზე, ეკო­ლო­გი­ურ წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე

spot_img

დიანა ბერიძე

სსიპ მინ­დია აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. თხილ­ნა­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, იგი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში იმ სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებს ახალ­გაზ­რ­დას. ნარ­ჩე­ნე­ბის მდგრად მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა უკეთ გა­ი­აზ­რეს არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი საფ­რ­თხე­ე­ბი, შე­ი­ძი­ნეს ცოდ­ნა და უნა­რე­ბი ამ პრობ­ლე­მას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად, და­სა­ხეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

წარ­მო­გიდ­გენთ პრო­ექ­ტის მი­ზანს, აქ­ტუ­ა­ლო­ბას, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და მი­ღე­ბულ შე­დეგს.

პრო­ექ­ტი — მე მწვა­ნე მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ვარ, გახ­დი შენც!

დე­და­მი­წა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის გა­რე­შე!

პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა

დღეს კა­ცობ­რი­ო­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია, ჰარ­მო­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ადა­მი­ან­სა და ბუ­ნე­ბას შო­რის, თუმ­ცა მსოფ­ლიო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი შე­მაშ­ფო­თე­ბელ სტა­ტის­ტი­კას აქ­ვეყ­ნე­ბენ — მსოფ­ლი­ო­ში, ერ­თი წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი იყ­რე­ბა. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 525 ერ­თ­ჯე­რად პლას­ტი­კის პარკს მო­იხ­მარს, ირ­ლან­დი­ე­ლი – 14 პლას­ტი­კის პარკს, ხო­ლო და­ნი­ე­ლი და ფი­ნე­ლი – 4-ს.

არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც არ ჰქონ­დეს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო და სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი უზარ­მა­ზარ მას­შ­ტა­ბებს აღ­წევს. ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბი იკა­ვე­ბენ მი­წის საკ­მა­ოდ დიდ ფარ­თობს, აბინ­ძუ­რე­ბენ ნი­ა­დაგს, ატ­მოს­ფე­რო­სა თუ წყლის რე­სურ­სებს, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზია. შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვას­თან სწო­რი მიდ­გო­მა, რა­თა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აიცი­ლოს თა­ვი­დან.

მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე­თორ­მე­ტე მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად – მდგრა­დი მოხ­მა­რე­ბა და წარ­მო­ე­ბა – სა­ჭი­როა, მოს­წავ­ლე აღი­ჭურ­ვოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბით, რად­გან წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ნარ­ჩე­ნე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში, 4 მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრაქ­ტი­კის (4R-ის) წარ­დ­გე­ნით: შემ­ცი­რე­ბა, ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­და­მუ­შა­ვე­ბა და აღ­დ­გე­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დომს ხდის ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც სა­ჭი­როა ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბი­სა და მდგრა­დი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სათ­ვის.

პრობ­ლე­მის და­სა­ბუ­თე­ბა

თუ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა ასე გაგ­რ­ძელ­და, 2050 წლის­თ­ვის, მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ებ­ში უფ­რო მე­ტი  პარ­კი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე თევ­ზი. ამ­ჟა­მად, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის წყალ­ქ­ვე­შა სამ­ყა­როს, პარ­კე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვით წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი ზღვის ფრინ­ვე­ლი და ძუძუმ­წო­ვა­რი იღუ­პე­ბა. ნა­გავ­საყ­რელ­ზე პარ­კებ­ში იწყე­ბა თვი­თა­ა­ლე­ბა, გა­მო­ი­ყო­ფა მხრჩო­ლა­ვი კვამ­ლი, ატ­მოს­ფე­რო­ში ვრცელ­დე­ბა სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა. რე­გის­ტ­რი­რე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი პო­ლი­ე­თი­ლე­ნი და­უშ­ლე­ლი 1000 წელ­ზე მეტ­ხანს რჩე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, პლას­ტი­კა­ტი „უკ­ვ­და­ვი ნაგ­ვის“ სა­ხით, დიდ ზი­ანს აყე­ნებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და ეკო­სის­ტე­მას. მარ­თა­ლია, ამ­ჟა­მად, სა­ხელ­მ­წი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, უმე­ტე­სად, ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბად პარ­კებს ვი­ყე­ნებთ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი პარ­კე­ბი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პულ სტან­დარტს და მი­სი სრუ­ლი დეგ­რა­დი­რე­ბა არ ხდე­ბა.

პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი

◊ პრო­ექ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ კა­თედ­რა­ზე;

◊   პლას­ტი­კის ერ­თ­ჯე­რა­დი პარ­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა;

◊    მრა­ვალ­ჯე­რა­დი – ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბის დი­ზა­ი­ნის შექ­მ­ნა და შე­კერ­ვა;

◊    დაწყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის (მოს­წავ­ლე­ებ­ში „პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი  სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა­ში – კერ­ვა და დი­ზა­ი­ნი“) გაგ­რ­ძე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით;

◊    მოს­წავ­ლე­ე­ბის და­საქ­მე­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში;

◊    მოს­წავ­ლე­ებ­ში ეკო­ლო­გი­ის, ფი­ნან­სუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

პრო­ექ­ტის კავ­ში­რი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან

„ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია: მოს­წავ­ლე­ებს მი­ა­წო­დოს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ეროვ­ნულ და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პებს“. სწო­რედ 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ახალ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას პა­სუ­ხობს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი.

პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი

სკო­ლამ გა­ი­მარ­ჯ­ვა კონ­კურ­ს­ში – „სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ქვეპ­როგ­რა­მის“ ფარ­გ­ლებ­ში და და­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სსიპ პრო­ფე­სი­ულ კო­ლეჯ „ბლექ­სის­თან“. კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ი­ა­რეს „პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კურ­სი სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა­ში (კერ­ვა და დი­ზა­ი­ნი)“. კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სკო­ლას სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა სრუ­ლი სამ­კერ­ვა­ლო კომ­პ­ლექ­ტი (სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნე­ბი – 8 ცა­ლი, ხე­ლის ნემ­სე­ბი, მაკ­რატ­ლე­ბი, უთო მოგ­რ­ძო მა­გი­დით და სხვა). სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა

მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად დავ­წე­რეთ პრო­ექ­ტი და გა­ვი­ტა­ნეთ მუ­ნი­ცი­პა­ლურ კონ­კურ­ს­ზე, სა­დაც გა­ნი­ხი­ლეს და დაგ­ვი­ფი­ნან­სეს. და­ფი­ნან­სე­ბის შემ­დეგ გად­მოგ­ვე­ცა ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბის შე­სა­კე­რად სა­ჭი­რო მა­სა­ლა. და­ვიწყეთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

აქ­ტი­ვო­ბა – პრო­ექ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში

♦  პრო­ექ­ტ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მის ასახ­ვა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში – კო­მიქ­სის შექ­მ­ნა – რა­ტომ ტი­რის დე­და­მი­წა. მრა­ვალ­ჯე­რა­დად ნარ­ჩე­ნე­ბის და­ხა­რის­ხე­ბა და მის­გან ახა­ლი ნივ­თე­ბის შექ­მ­ნა (ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბი, ნაძ­ვის ხის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, სას­წავ­ლო ნივ­თე­ბი, სა­სა­ჩუქ­რე ნივ­თე­ბი, ყვა­ვი­ლის ქოთ­ნე­ბი და სხვა);

♦  პრო­ექ­ტ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მის ასახ­ვა გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში – მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

♦  პრო­ექ­ტ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი პრობ­ლე­მის ასახ­ვა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში – ესე­ე­ბის კონ­კურ­სი – სა­ქარ­თ­ვე­ლო ლი­დე­რი ევ­რო­პა­ში ტყე­ებ­ში ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და ა.შ.

აქ­ტი­ვო­ბა – სას­წავ­ლო ფილ­მე­ბის ნახ­ვა. სას­წავ­ლო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბით გა­ეც­ნენ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მდგრა­დი მარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გლო­ბა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­ვე­ვე­ბს, მა­თი გა­დაჭ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მდგრა­დი მარ­თ­ვის პრინ­ცი­პებს; ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვის კუთხით, გა­ეც­ნენ  გა­რე­მოს­დაც­ვი­თი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შე­ფა­სე­ბის მე­თო­დებს და მა­თი შემ­სუ­ბუ­ქე­ბის­თ­ვის და­გეგ­მეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა – გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბა და კვლე­ვა. დავ­გეგ­მეთ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და და­ვა­სუფ­თა­ვეთ სკო­ლის შე­მო­გა­რე­ნი, მდი­ნა­რე ბო­ლო­ყო­სა და ჭო­რო­ხის სა­ნა­პი­რო ზო­ლი. ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, რო­მელ­მაც იდენ­ტუ­რი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა — ნარ­ჩე­ნე­ბის და­ხა­რის­ხე­ბით აღ­მოჩ­ნ­და, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის 80%-ზე მეტს პლას­ტ­მა­სი წარ­მო­ად­გენს.

აქ­ტი­ვო­ბა – ბრო­შუ­რის დამ­ზა­დე­ბა და სას­კო­ლო თემ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბა.

აქ­ტი­ვო­ბა – ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბის დი­ზა­ი­ნის შექ­მ­ნა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შემ­დეგ უფ­რო ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა პრობ­ლე­მა და  მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით და­ვიწყეთ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ცია მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლი­სათ­ვის ჩან­თე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი შევ­ქ­მე­ნით.

აქ­ტი­ვო­ბა – ჩან­თე­ბის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა. მო­ვაწყ­ვეთ ჩვე­ნი დი­ზა­ი­ნით შექ­მ­ნი­ლი ჩან­თე­ბის გა­მო­ფე­ნა, ჩა­ვა­ტა­რეთ გა­მო­კითხ­ვა, კვლე­ვა და, შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ვარ­ჩი­ეთ სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნის ვა­რი­ან­ტე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა – ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბის კერ­ვა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ფორ­მე­ბა – შექ­მ­ნილ­მა გუნ­დმა შე­კე­რა ჩან­თე­ბი და გა­ა­ფორ­მა.

აქ­ტი­ვო­ბა – ჩან­თე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა – მოვაწყვეთ  ჩვენ მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­წარ­მის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა.

შე­დე­გი – პრო­ექ­ტის და­სას­რულს, პლას­ტი­კის ერ­თ­ჯე­რა­დი პარ­კე­ბი ქსო­ვი­ლის მრა­ვალ­ჯე­რა­დი ჩან­თე­ბით ჩა­ვა­ნაც­ვ­ლეთ და გა­ვავ­რ­ცე­ლეთ სას­კო­ლო თემ­ში.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ:

სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცია — კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მო­ა­ხერ­ხეს პლას­ტი­კის პარ­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა და მი­სი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა.

ეკო­ლო­გი­უ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა – ჩა­ებ­ნენ ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გლო­ბა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­ვებ­ში.

მე­წარ­მე­ო­ბა და ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა – ყა­ი­რა­თი­ა­ნო­ბის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მოღებისუნა­რი. არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბის შე­კერ­ვი­თა და გა­ყიდ­ვით, ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღება მო­ა­ხერ­ხე­ს.

გა­ნუ­ვი­თარ­დათ ეს­თე­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბა და და­ე­უფ­ლ­ნენ ქსო­ვი­ლის ჩან­თე­ბის დი­ზა­ი­ნის ხე­ლოვ­ნე­ბას – მოს­წავ­ლე­ე­ბი ქმნი­ან სხვა­დას­ხ­ვა დი­ზა­ი­ნის მრა­ვალ­ჯე­რად ჩან­თებს, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის.

მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

შე­დე­გად შემ­ცირ­და პლას­ტ­მა­სის ერ­თ­ჯე­რა­დი პარ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, და­ი­ზო­გა მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სე­ბი. გა­უმ­ჯო­ბეს­და, ზო­გა­დად, ეკო­ლო­გი­უ­რი ფო­ნი, გა­ვუფ­რ­თხილ­დით ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, ვი­ცავთ წყლის ფრინ­ვე­ლებ­სა და ძუ­ძუმ­წოვ­რებს გა­ნად­გუ­რე­ბი­სა­გან, გა­რე­მოს­დაც­ვი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბით მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ევ­რო­პულს.

პრო­ექ­ტის და­სას­რულს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ა­ხერ­ხე­ბენ ეკო­ნო­მი­კუ­რი სარგებლის მიღებას, სო­ცი­ა­ლურ ინ­კ­ლუ­ზი­ა­სა და გა­რე­მოს დაც­ვას. მათ შე­ექ­მ­ნათ მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი გა­რე­მოს დაც­ვა­ზე, ეკო­ლო­გი­ურ წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები