9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა – რო­გო­რია ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

spot_img

7-13 თე­ბერ­ვალს მთე­ლი მსოფ­ლიო ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის კვი­რე­ულს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლის მი­ზა­ნია ამ ასა­კის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. „გა­ვი­ზარ­დოთ ერ­თად“ – ეს 2022 წლის კვი­რე­უ­ლის მთა­ვა­რი თე­მა იყო.

რო­გო­რია ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? – ამ კითხ­ვა­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, პა­სუ­ხის პოვ­ნა გა­გი­ჭირ­დე­ბათ, ვერც სან­დო სტა­ტის­ტი­კას იპო­ვით, თუმ­ცა, ამის და­სად­გე­ნად, 2019 წლი­დან, მას­შ­ტა­ბუ­რი კვლე­ვა და­იწყო, რომ­ლის მხარ­დამ­ჭე­რიც შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დია. ორე­ტა­პი­ა­ნი კვლე­ვა მო­ი­ცავს ბავ­შ­ვე­ბის სკრი­ნინ­გ­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კას.

ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ კვლე­ვის დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ვალთ, მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გა­წო­დებთ 7 იან­ვარს, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, დამ­ტ­კი­ცე­ბულ „ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ“, რო­მე­ლიც 2022-2030 წლებ­ში უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ანუ რას გეგ­მავს სა­ხელ­მ­წი­ფო, ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­მა­ვა­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უპირ­ვე­ლე­სად, ხაზს გა­ვუს­ვამ სტრა­ტე­გი­ის ჩა­ნა­წე­რის იმ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ვკითხუ­ლობთ, რომ ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის დრო­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ პრობ­ლე­მებს შე­უძ­ლია, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვებ­სა და ცხოვ­რე­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე. ამა­ვე სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით, დღეს, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მწი­რია და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ასე­ვე ხაზ­გას­მით არის ნათ­ქ­ვა­მი, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ის სერ­ვი­სე­ბი ნაკ­ლე­ბა­დაა და­ნერ­გი­ლი.

✔️რას გეგ­მავს სა­ხელ­მ­წი­ფო მო­მავა­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში

დო­კუ­მენ­ტ­ში აღ­წე­რი­ლი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მო­მა­ვა­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სფე­როს პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად უნ­და გა­დამ­ზად­დ­ნენ ფსი­ქი­ატ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ექ­თ­ნე­ბი, კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, ადიქ­ტო­ლო­გე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 20 000-სს აღე­მა­ტე­ბა, უნ­და შე­იქ­მ­ნას ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რე­ბი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი, კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე დღე, ივ­ლი­ან ფსი­ქო­თე­რა­პი­ის, ჯგუ­ფუ­რი თე­რა­პი­ის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით. ამის გარ­და, ბა­თუმ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ ან ორ დიდ რე­გი­ონ­ში, შე­იქ­მ­ნე­ბა 3-4-სა­წო­ლი­ა­ნი მწვა­ვე, ე.წ. კრი­ზი­სუ­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, სა­სურ­ვე­ლია, ისეთ ზო­გა­დი პრო­ფი­ლის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, რო­მელ­საც პე­დი­ატ­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა ან სხვა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი რე­სურ­სე­ბი აქვს.

ორ­გა­ნუ­ლი მი­ზე­ზე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შეზღუ­დუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის ოჯახ­ში დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, ამოქ­მედ­დე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი ასის­ტენ­ტის სერ­ვი­სი; ასე­ვე შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მცი­რე ზო­მის საცხოვ­რი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი/ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბით და­ფი­ნან­ს­დე­ბა. გაგ­რ­ძელ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში სწავ­ლის ხელ­შეწყო­ბა – სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის მეშ­ვე­ო­ბით ან მათ გა­რე­შე. თან­და­თა­ნო­ბით მოხ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში.

მო­ზარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბას მკურ­ნა­ლო­ბენ და ადიქ­ცი­ის პრობ­ლე­მა აქვთ, ნარ­კო­ლო­გი­სა და ადიქ­ცი­ის სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ა­სა და სა­ჭი­რო სერ­ვი­სებს მკურ­ნა­ლი ფსი­ქი­ატ­რი­სა და, ზო­გა­დად, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღე­ბენ. გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადიქ­ცი­ის აუცი­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­ფი­ნან­ს­დე­ბა.

იმ ქა­ლა­ქებ­ში, და­ბებ­სა თუ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტებ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5000-ს აღე­მა­ტე­ბა, შე­იქ­მ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტ­რე­ბი და სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ გა­უ­წევს მომ­სა­ხუ­რე­ბას – მოთხოვ­ნის­თა­ნა­ვე, ნე­ბის­მი­ერ დროს, უშუ­ა­ლოდ ან/და ტე­ლე­მე­დი­ცი­ნის სერ­ვი­სე­ბის დახ­მა­რე­ბით. გა­ფარ­თოვ­დე­ბა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ზრუნ­ვის სის­ტე­მა.

აქ­ვე შე­გახ­სე­ნებთ, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე 3217 ბავ­შ­ვია რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, სა­ვა­რუ­დოდ კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შემ­თხ­ვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აღუ­რიცხა­ვია. ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­ცე­მე­ბით, ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა, სულ მცი­რე, 17,6%-ს აწუ­ხებს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბე­ბი და დად­გე­ნი­ლია, რომ მო­ზარ­დე­ბის 20% შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დი­დეს.

ახ­ლა კი უშუ­ა­ლოდ კვლე­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი მას­შ­ტა­ბუ­რო­ბით და არ­სით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტოა. რა­ტომ გა­დაწყ­და ამ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა და რა ტენ­დენ­ცი­ე­ბი იკ­ვე­თე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს კვლე­ვა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ – შე­ვე­ცა­დეთ, ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი მიგ­ვე­ღო კვლე­ვის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის­გან: მაია გა­ბუ­ნია (ბავ­შ­ვ­თა ნევ­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ბავ­შ­ვ­თა ასა­კის შეზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა აკა­დე­მი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი) და მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლი (ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­ატ­რი, ნევ­რო­ლო­გი).

კვლე­ვის შე­სა­ხებ:

კვლე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი ბავ­შ­ვე­ბის სკრი­ნინგს გუ­ლის­ხ­მობს, მე­ო­რე ეტა­პი – დი­აგ­ნოს­ტი­კას. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა ორი სა­ხის კითხ­ვა­რი შე­ავ­სეს – ერ­თი შე­ე­ხე­ბო­და,ზო­გა­დად, ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, მე­ო­რე კი – აუტის­ტურ სპექტრს.

სკრი­ნინ­გის ეტაპ­ზე, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ზუგ­დი­დის, ბა­თუ­მი­სა და თე­ლა­ვის 211 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­სა­მეკ­ლა­სე­ლე­ბი (8-9 წლის ასა­კის), ჯამ­ში 16 654 ბავ­შ­ვი. ამ დრო­ის­თ­ვის კვლე­ვის მე­ო­რე ეტა­პი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი, შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვით, ფას­დე­ბი­ან უფ­რო ღრმად, დე­ტა­ლუ­რად, თი­თო­ე­ულ მათ­განს 7 სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვა უტარ­დე­ბა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თ­ვის, რად­გან გვე­ცო­დი­ნე­ბა 8-დან 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

მაია გა­ბუ­ნია: ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის 50% ბავ­შ­ვო­ბა­ში იწყე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს ამ ასაკ­ში. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სწო­რედ კვლე­ვის და­გეგ­მ­ვის პრო­ცე­სი. ჩვენ რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ და უნ­და ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ად­გენ­და აუტიზ­მის შემ­თხ­ვე­ვე­ბის სიხ­ში­რეს ბავ­შ­ვებ­ში. თუმ­ცა, გაგ­ვი­მარ­თ­ლა იმა­ში, რომ გვყავ­და არაჩ­ვე­უ­ლე­ბი­ვი უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეგ­მ­ვის პრო­ცე­სი­დან­ვე ჩა­ერ­თ­ნენ ჩვენს კვლე­ვა­ში. ესე­ნი იყ­ვ­ნენ კა­ლი­ფორ­ნი­ის სან-ფრან­ცის­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბი — ბა­ტო­ნი ბე­ნეტ ლე­ვენ­ტა­ლი და ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, იანგ შინ კი­მი და სო­მერ ბი­შო­პი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბის და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე მკვლევ­რე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, სო­მერ ბი­შო­პი აუტიზ­მის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის, ADOS-ის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რია.

კვლე­ვის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­დაწყ­და, აუტიზ­მ­თან ერ­თად, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაც შეგ­ვეს­წავ­ლა. რა­ტომ არის ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს სა­კითხი? აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზრდას­რუ­ლო­ბის ასაკ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის 50% ბავ­შ­ვო­ბა­ში იწყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნის და სწო­რად მარ­თ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა პრობ­ლე­მე­ბი ზრდას­რუ­ლო­ბის ასაკ­ში.

✔️ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მა

მაია გა­ბუ­ნია: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ჩუ­მა­თე­ბუ­ლია. ჩე­მი აზ­რით, ეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გავ­ლე­ნის ბრა­ლია, სა­დაც ამა­ზე არ სა­უბ­რობ­დ­ნენ. არა­და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა არ არ­სე­ბობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს. რაც არ­სე­ბობს, ისიც არას­რუ­ლია. რო­დე­საც სტა­ტის­ტი­კით და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა სიხ­ში­რით გვაქვს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი 15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მხო­ლოდ 0,4%-ია. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კით კი, 10%-დან 20%-მდეა. რო­გორც ხე­დავთ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვე­ბის ამოც­ნო­ბა არ ხდე­ბა. მშო­ბე­ლი ვერ ხვდე­ბა, რომ ბავშვს პრობ­ლე­მა აქვს და არ მი­დის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თან.

კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მაა ის, რომ სიტყ­ვა ფსი­ქი­ატ­რის ხსე­ნე­ბაც კი ნე­გა­ტი­ურ რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს. თუ მშო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ ბავ­შ­ვი ფსი­ქი­ატ­რ­თან მი­იყ­ვა­ნა, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს ქვე­ყა­ნა და­იქ­ცა. არა­და მცი­რეწ­ლო­ვა­ნი, თუნ­დაც 1.5 ან 2 წლის ბავ­შ­ვი უნ­და მი­იყ­ვა­ნო ფსი­ქი­ატ­რ­თან, თუ მას აქვს, მა­გა­ლი­თად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ენის და მეტყ­ვე­ლე­ბის ან გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მა, ან თუ არის ემო­ცი­უ­რი, ან ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. დი­ახ, აქ სა­ჭი­როა ფსი­ქი­ატ­რი. ეს არც სა­გან­გა­შოა და არც სა­სირ­ცხ­ვი­ლო, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს 0.4%-იანი სტა­ტის­ტი­კა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ეს თე­მა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია.

შევ­ხე­დოთ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გო­რი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი ვართ, რო­გორ ვერ ვმარ­თავთ ემო­ცი­ებს, რო­გორ გვი­ჭირს სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტ­რო­ლი… ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­დის, ამი­ტომ მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს ვა­კე­თებთ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაოა, ეს ამად ღირს.

და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვენ კვლე­ვას. კვლე­ვის მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ეტა­პი მო­ი­ცავ­და ბავ­შ­ვე­ბის სკრი­ნინგს, სა­ერ­თო ჯამ­ში, 210 სა­ჯა­რო სკო­ლის 16 000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლის სკრი­ნინ­გი ჩა­ტარ­და, რაც ძა­ლი­ან დი­დი რიცხ­ვია.

✔️რა ტი­პის კვლე­ვაა და რა სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­შ­რე­ბუ­ლი ამ ტი­პის კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა

მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლი: ეს ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი, 16 ათ­ას ბავ­შ­ვ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვაა. ზო­გა­დად, კვლე­ვებს შო­რის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც სირ­თუ­ლე ბევ­რი რა­მი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ერთ-ერ­თი ფი­ნან­სუ­რი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კვლე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პის ჩა­ტა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბის ხარ­ჯ­ზე შევ­ძე­ლით.

პრობ­ლე­მე­ბი­დან, ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბა­ლი გა­ნათ­ლე­ბა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კვლე­ვის მე­ო­რე ეტაპ­ზე იმა­ვე სირ­თუ­ლე­ებს ვაწყ­დე­ბო­დით — მშობ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ აღარ გვთან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ კვლე­ვე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე, თან პან­დე­მი­აც დაგ­ვემ­თხ­ვა, რა­მაც კვლე­ვის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გაგ­ვირ­თუ­ლა.

თვი­თონ კვლე­ვის შე­სა­ხებ კი გეტყ­ვით, რომ პირ­ველ, სკრი­ნინ­გის, ეტაპ­ზე 4 მკვლე­ვა­რი შევ­დი­ო­დით სკო­ლებ­ში, პი­რა­დად ვხვდე­ბო­დით სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, რომ­ლებ­საც დი­დი კე­თილ­გან­წყო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მო­უვ­ლე­ნი­ათ. ისი­ნი ცდი­ლობ­დ­ნენ იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ას, რაც შე­იძ­ლე­ბო­და შექ­მ­ნი­ლი­ყო მშობ­ლებ­თან, რად­გან რო­დე­საც მშობ­ლე­ბი იგებ­დ­ნენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სკრი­ნინ­გი, ბავ­შ­ვე­ბის ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უარს ამ­ბობ­დ­ნენ ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე.

შემ­დეგ ვხვდე­ბო­დით კლა­სე­ბის დამ­რი­გებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­თან შუ­ა­მავ­ლე­ბი უნ­და ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. მას­წავ­ლებ­ლებს და­უ­რიგ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი კითხ­ვა­რე­ბი, სა­დაც შე­ტა­ნი­ლი იყო კითხ­ვე­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, მათ შო­რის, აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ პრაქ­ტი­კუ­ლად მწვა­ნე შუ­ქი აგ­ვინ­თო, გვქონ­და ეთი­კის კო­მი­სი­ის დას­კ­ვ­ნა, თუ არ იქ­ნე­ბო­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ნე­ბა, უბ­რა­ლოდ ვერ შევ­ძ­ლებ­დით კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას. თუ დი­რექ­ტო­რი სკო­ლა­ში კითხ­ვა­რე­ბის შე­ტა­ნის ნე­ბას არ მოგ­ვ­ცემ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ზე ჩვენ არა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი არ გვექ­ნე­ბო­და. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ისე, რომ კითხ­ვა­რე­ბი არ და­კარ­გუ­ლი­ყო.

მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი უშუ­ა­ლოდ დი­აგ­ნოს­ტი­კას მო­ი­ცავ­და. ჩვენ გვყავ­და სა­კონ­ტ­რო­ლო ჯგუ­ფი, ასე­ვე ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­შიც შე­დი­ოდ­ნენ რო­გორც მა­ღა­ლი რისკ-ჯგუ­ფე­ბი­დან შერ­ჩე­უ­ლი, ასე­ვე უფ­რო ნაკ­ლე­ბი რის­კის ქვეშ მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბი.

სკრი­ნინ­გის ეტაპ­ზე ვიკ­ვ­ლევ­დით მე­სა­მეკ­ლა­სე­ლებს, დი­აგ­ნოს­ტი­კის ეტაპ­ზე ეს ბავ­შ­ვე­ბი, უკ­ვე, ზო­გი მე­ოთხე და ზო­გი მე­ხუ­თე კლას­ში იყ­ვ­ნენ, რაც ნიშ­ნავ­და, რომ საკ­ვ­ლე­ვი ჯგუ­ფის ასა­კობ­რი­ვი ჩარ­ჩო გა­ფარ­თოვ­და 8-11 წელ­ზე.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სირ­თუ­ლე­ე­ბი გრძელ­დე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის კუთხით, მშობ­ლე­ბის­გან გვქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი უარი, არ გვთან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ზე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შვი­ლებს ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ სრუ­ლი­ად უფა­სოდ.

✔️სად აღ­მო­ა­ჩი­ნა კვლე­ვამ ყვე­ლა­ზე მე­ტი რისკ-ჯგუ­ფის ბავ­შ­ვი

მაია გა­ბუ­ნია: თავ­და­პირ­ვე­ლად კვლე­ვის რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბა არ იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა აქაც გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რად­გან ჩა­ერ­თო ორი დო­ნო­რი: ჩე­ხე­თის „კა­რი­ტა­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ და ფონ­დი „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლო“, რომ­ლებ­მაც ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა გაგ­ვი­წი­ეს. შე­დე­გად, ოთხ დიდ რე­გი­ო­ნულ ქა­ლაქ­ში: ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­სა და თე­ლავ­შიც ჩა­ტარ­და კვლე­ვა და ამ რე­გი­ო­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბიც გვაქვს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვი, შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სე­ლი ბავ­შ­ვი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ასეც აღ­მოჩ­ნ­და, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს კითხ­ვარს ავ­სებ­და მშო­ბე­ლიც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ თე­ლავ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ბევ­რად უფ­რო პო­ზი­ტი­ურ მო­ნა­ცე­მებს გვაწ­ვ­დი­და, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ ქა­ლა­ქებ­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტი რისკ-ჯგუ­ფის ბავ­შ­ვი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ასე­ვე მშობ­ლის შე­ფა­სე­ბით, ბა­თუმ­ში აღ­მოჩ­ნ­და. ვერ გეტყ­ვით რა­ტომ, მაგ­რამ ასეა… ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ვიტყ­ვით, ბავ­შ­ვე­ბის რა %-ში გვხვდე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ 5-დან 1 ბავ­შ­ვი რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ზუგ­დიდ­სა და ბა­თუმ­ში, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი — თე­ლავ­ში. რო­ცა კვლე­ვა დას­რულ­დე­ბა, ბევ­რი რამ შემ­დეგ უფ­რო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა.

♦♦♦

სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­ზე სტა­ტი­ას კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები