წელს ეროვნულ გამოცდებზე უპრეცედენტოდ რეკორდული მაჩვენებელი დარეგისტრირდა – 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი. გვაქვს ერთი სიახლე – დაგვემატა რაჭა, ქალაქი ამბროლაური, სადაც დავამატეთ საგამოცდო ცენტრი. ამ პროცესში, ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სერვისები იყოს გაუმჯობესებული, დახვეწილი და აბიტურიენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, თავიანთ ქალაქებში, თავიანთ რაიონებში შეეძლოთ გამოცდების ჩაბარება და რაც შეიძლება დაბალი იყოს ის სტრესი, რომელიც ბუნებრივად თან ახლავს გამოცდების პერიოდს.
ყველას მინდა წარმატება ვუსურვო.